მატიპი დაცვის თამაშით უკმაყოფილოა

ავტორი: NikaSvanidze, 29-01-2018, 16:36, კატეგორია - სიახლეები, 516, 12


„ლივერპულმა“ ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში „უესტ ბრომთან“ მატჩში რობერტო ფირმინოს გოლის შემდეგ დებიუტშივე დაწინაურდა, მაგრამ ბობის გოლს ჯეი როდრიგესის მყისიერი დუბლი მოყვა. საბოლოოდ შეხვედრა „წითლების“ მარცხით, ანგარიშით 2-3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში მერსისაიდელთა დაცვის ხაზი არასახარბიელოდ გამოიყურებოდა.

 „უესტ ბრომვიჩის“ მესამე გოლის ეპიზოდში, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს კრეიგ დოუსონის ანგარიშზეა, „ლივერპულელთა“კამერუნელ მცველს აშკარად უკეთ თამაში მართებდა, თუმცა მან ცარიელი კარიდან ბურთის გამოტანა ვერ შეძლო და საკუთარ გუნდს კიდევ ერთი გაშვებული გოლი ვერ აარიდა.

  მატჩის დასრულების შემდეგ ჯოელ მატიპმა კლუბის ოფიციალურ საიტს გულწრფელი ინტერვიუ მისცა, სადაც დაუფარავად ისაუბრა დაცვის ხაზში არსებულ ხარვეზებზე.

 შემტევებმა მატჩი კარგ ტემპში დაიწყეს, მაგრამ დაცვაში აშკარა პრობლემები გვქონდა.ისეთი შეცდომა, როგორიც მე დავუშვი გუნდისთვის მომაკვდინებელია, ასეთი უზუსტობა დაუშვებელია,შენ უბრალოდ უნდა მოიგერიო ბურთი. პირველ ტაიმში 3 გოლის გაშვება დამღუპველია. მსგავს პირობებში სასურველის  შედეგის დაფიქსირება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.  მეორე ნახევარში ვიბრძოლეთ, მაგრამ მოწინააღმდეგის ამოცანა უფრო მარტივი იყო, დაცვაში მათი გარჯა საკმარისი აღმოჩნდა ჩვენ გასანეიტრალებლად.“

„ლივერპულს“ მომავალი მატჩის გამართვა პრემიერ ლიგის ეგიდით „ჰადერსფილდ თაუნთან“ სტუმრად უწევს. მატიპი აანალიზებს, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა ეს ჩავარდნა ძალიან მალე უნდა აღმოფხვრან.


 „ჩვენ მატჩების მოგება უნდა განვაახლოთ, ამისთვის თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ.“

ჯოელი ვიდეო რეფერის სისტემის „ენფილდურ“ დებიუტსაც გამოეხმაურა, რომელმაც „შაშვების“ გოლი გააუქმა და მასპინძელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.


  ამ სისტემასთან ეს ჩემი პირველი შეხება იყო. ვფიქრობ, რამდენიმე დეტალი გასაუმჯობესებელია.მისგან გამოწვეული პაუზები ნამდვილად არ დაგვეხმარა.“

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

შენი კამერუნელგერმანელი დედა მოვს*ცენზურა*. ემრე თუ წავიდა გაყოლომ ესეც ამის ხლართა დედა ვატირე

shoti
მომხმარებელი

ეს ბალეტისტი კაცები რომ არიან ეგეტი ტიპია რა. ვერ დავამუღამე ამის მოძრაობები.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

დასაფასებელია საღოლ, კარგა ხანია არ მინახავს ლივერპულის რომელიმე ფეხბურთელი გამოსულიყოს და ეთქვას გუნდის წაგება ჩემი შეცდომის ბრალიაო. ადამიანს რომელსაც შეცდომის აღიარება შეუძლია, ის ამ შეცდომის გამოსწორებასაც შეძლებს მომავალში. ჩეპეები ნაღდად აქვს ხოლმე, არ გამოვა მაგის უარყოფა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას რომ დაცვიდან შეტევაში ასე კარგად ამოჰქონდეს ცენტრალურ მცველს ბურთი ლივერპულში, მე აგერის მერე აღარ მინახავს. ინდივიდუალური საფეხბურთო სქილებით ამას ნაკლი არ აქვს, მეორე სართულზე თამაში ავიღოთ, პასი ავიღოთ, 1vs1_ზე თამაში თუნდაც. პროსტა კონცენტრაციას კარგავს ხოლმე მომენტებში და მაგაზე აქვს ძირითადი სამუშაო.

DIMAX777
მომხმარებელი

https://youtu.be/NnijYn79vh4 უყურეთ გაგისწორდებათ

momo
მომხმარებელი

Matips ar sheaginot erti shecdomis gulistvis magari kacia dzaan prosta situaciashi ver gaerkva da egaa matipi van deiki magari centria dzaan kraismcvelebma chaijves da magazea misaxedi xo kai arnoldi pataraa jer da mjera ro daixveweba magram morenos ra shavi etaka damgala mag rojam iminna raaaaaa

James Pearce
VIP Member

ძან კაი ტიპია მატიპი დააკვირდით ტიპი ნახდაცვაში ამოდუს და ბურთს ანაწილებს და რატო? იმიტომ რომ ნახდაცვა ძალიან სუსტია ეს და ვანდეიკი დგანან და ასისტების გაკეთევას ცდილობენ. ნუ მე მევასება მატიპი ის გოლი ამის ბრალი იყო მაგრამ მაინც ყველაზე მონდემებული ესაა ხოლმე ბოლო თამაშები

lashafss
მომხმარებელი

შეცდომბი მორენოში ეძიეთ მატიპა რაც დაუშვა ზღვაში წვეთია და მინოლეში ეძიეთ კიდე და ემრეში და რავიცი რა ... დაცვაში რობერტსონი რომ ყოფილიყო და კარში ვინმე ნორმალური მეკარე ასე არ მოხდებოდა მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება... წინ სვლას განვაგრძობთ და მატიპი ამ აღიარებით ჩემგან დიდ კომპლიმენტს იღებს :) უნდა გამოასწორონ ყველაფერი , მეტი არაფერია აქ მოსაგვარებელი, ემრე აუთ და მორენო მინოლე კიდე ...

LUIS SUARES 001
VIP Member

რა ქნას მატიპმა მარტო ,ყველაფერჩიკი ხო არაა,ეპიზოდში კი ბაზარი არაა მისი ბრალი იყო

GoGson
მომხმარებელი

ამის რაც მომწონს და მართლა ყველა მცველისგან გამოვარჩევ ბურთის ტარებაა, მართლა ღირს ამის ცენტრში დაყენება ჩამშლელად. რეალურად ზუსტად ეგეთი კაცი გვჭირდება 6 ნომერზე. რატო არ ცდის კლოპი, ვერ ვხვდებიიი...

აღიარება კი კარგია მარა მთლად ლოვრენს როარ დამგვანებოდა ეს რაღაცეებში უკეთესი იქნებოდა

prince, მასე კონცენტრაცია ლოვრენსაც რო ქონდეს ძაან მაგარი მცველი იქნებოდა, მაგაშია ზუსტად საქმე რო მატიპიც ვერაა მთლიანობაში კარგი მცველი. კონცენტრაციას რო თავი გავანებოთ ძალიან სუსტია ფიზიკაში ძლიერი ფორვარდების წინააღმდეგ... რავი რა, მე რო ვიყო კლოპი ვინმე 1 მცველს კიდე მოვიყვანდიი თუნდაც მატიპის გაყიდვის ხარჯზე. გავრისკავდი მაგრამ მოვიყვანდი

jackjack
მომხმარებელი

ვანდეიკიც ვერიყო კარგი მაგ თამაშში

Capitan
მომხმარებელი

უნდა გამოასწოროთ შეცდომები... იდეაში 194 სანტიმტერი შენხარ193 დეიკი 26 წლისებიხართ საუკეთესო წლები გაქვთ მცველებისთვის უნდა შეეწყოთ და მოაგვაროთ პრობლემა...

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ტიპი გიჟია ისე გაიქცევა და გადაკვეთავს ხოლმე ცენტრს და მივა მეტოქის საჯარიმომდე რო ვერ გაიგებ მცველია თუ შემტევი ფეხბურთელი. ეს შეტევაში უფრო კარგად ერთვება ხოლმე და დაცვაში გაცილებით სუსტია.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.02.2018


  • ვესტ ჰემი

მიმოხილვა


  • პორტუ
  • 0:5

    14.02.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - პორტუ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze