x

პრეს-კონფერენცია „ჰადერსფილდთან“ შეხვედრამდე

ავტორი: NikaSvanidze, 29-01-2018, 19:48, კატეგორია - სიახლეები, 1 052, 9


 „ჰადერსფილდ თაუნთან“ გასამართ მატჩამდე, რომელიც თბილისის დროით ხვალ 23:59-ზე დაიწყება, იურგენ კლოპმა რამდენიმე საათის წინ „მელვუდში“ ტრადიციულ შეხვედრა მოაწყო პრესისთვის. ის ბევრ სხვადასხვა თემას შეეხო, სტატიაში რამდენიმე მნიშვნელოვან მათგანს გთავაზობთ.

 პირველ რიგში, კლოპომ მომავალი მეტოქე შეაფასა, შეგახსენებთ, „ჰადერსფილდის“ დამრიგებელი იურგენის კარგი მეგობარი და ყოფილი ასისტენტი დავიდ ვაგნერია.

 „ზოგადად, მოწინააღმდეგეების შესახებ თითქმის არ ვსაუბრობ, მაგრამ დეივისთვის გამონაკლისს დავუშვებ. მისი გუნდისგან სეზონის დასაწყისში არავინ ელოდა რაიმე განსაკუთრებულს, ყველა ფიქრობდა,რომ ეს გუნდი მთელი წლის განმავლობაში ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებდა, თუმცა „ჰადერსფილდმა“ დაგვანახა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. არსებული რესურსებით ამოცანას შესანიშნავად ართმევენ თავს. ახლა ორივე გუნდს სჭირდება 3 ქულა, ამიტომ საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვართ.“


  შეძლებს თუ არა „ჰადერსფილდი“ გახდეს ისეთივე უხერხული მეტოქე პრემიერ ლიგაში, როგორიც „ბარნლია“, მერსისაიდელთა თავკაცმა ამ თემაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.


 „ არამგონია „ჰადერსფილდის“ პრემიერლიგური გამოცდილება საკმარისი იყოს მათი „ბარნლისთან“ შედარებისთვის. შონ დაიჩისა და „ბარნლის“ ასპარეზობა ყველასგან განსხვავებულია. „ჰადერსფილდს“ შეუძლია იბრძოლოს, რათა დამკვიდრდეს ინგლისის საფეხბურთო ელიტაში, ამისთვის მათ ქულები სტაბილურად უნდა მოიპოვონ. იმედი მაქვს ხვალინდელ მატჩში ჩვენ მათ ამაში ხელს შევუშლით. ჩვენ ჩვენს მიზნებზე ვართ კონცენტრირებულნი. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება.“


  „წითლების“ დაცვის ხაზი ყბადაღებული თემაა უკვე რამდენიმე წელია. უკანსაკნელორ შეხვედრაში დაშვებულმა შეცდომებმა კლოპს განმარტებების გაკეთება აიძულა.

„ „სუონსისთან“ გაშვებული გოლი ისეთ მომენტთაგანია, რომელიც ფეხბურთს ყოველთვის თან ახლავს. დიახ, ჩვენ უკეთესადაც შეგვეძლო თავდაცვა, მაგრამ ახალ ფეხბურთელთან ერთად ეს ყველაფერი ცოტა რთულადაა. ვირჯილს არაფერში ვადანაშაულებ, ის ჰაერში შეუდარებელია, იმ მომენტში მან კარგად იმოქმედა. სათასო შეხვედრის შემდეგ, გაშვებული გოლები გასახდელში განვიხილეთ და შეცდომები აღმოვაჩინეთ. ჩვენ როდრიგესს ორი კარგი შანსი ვაჩუქეთ, ამის გამო კი დავისაჯეთ. მეორე გოლის დროს ტრენტი იმ მოთამაშესთან იყო, რომელიც ჩაწოდებას აპირებდა. ჯოელმა თავისი კაცი აიყვანა, ვირჯილმა ფორვარდი ძალიან სწორად დაფარა, თუმცა გაჩნდა ზონა, რომელიც რომელიმე მოთამაშეს უნდა დაეზღვია, სამწუხაროდ ნახევარდაცვამ დახმარება ვერ შეძლო, რადგან ემრეს ორთაბრძოლა ჰქონდა წაგებული და საკუთარ პოზიციაზე ბრუნდებოდა ჯინი საერთოდ არ იყო ეპიზოდში გარეული, ალბერტო ზედმეტად შორს იყო საჯარიმოდან. ეს ყველაფერი ძალიან კომპლექსურია, ასეთია დაცვაში თამაში. გაშვებულ გოლში პასუხისმგებლობა აბსოლუტურად ყველას ეკისრება, ეს მომენტიც სწორედ იმიტომ განვიხილეთ, რომ შემდეგ მატჩებში მსგავსი ჩავარდნები აღარ გვქონდეს.“


 იურგენი დარწმუნებულია, რომ შეძლებს არ მისცეს უკანსაკნელ მატჩებს საშუალება გავლენა მოახდინოს „ლივერპულის“ განწყობაზე.

 „100%-ითშემიძლია გითხრათ, რომ არა, თუმცა ცხოვრება და ფეხბურთი სიურპრიზებითაა სავსე. ორი კვირის წინ ჩვენ 18-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა. ორი ზედიზედ განცდილი მარხის შემდეგ ეს მიღწევა თითქოს არაფრად მიგაჩნია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ჩვენ გვქონდა ორი ბრწინვალე შანსი გაგვეხანგრძლივებინა წარმატებული სერია, მაგრამ აქ ტრაგიკული არაფერი მომხდარა. ჩვენ გაკვეთილებს მივიღებთ ამ წაგებებიდან და უკვე ხვალიდან შევეცდებით ყველაფრისთავის ადგილზე დაბრუნებას.“

 2 მძიმე მარცხის შემდეგ არის თუ არა ეს მატჩი განსაკუთებული? კლოპი ასე არ ფიქრობს.


 „ გულწრფელად  რომ გითხრათ არა, ასე არ ვფიქრობ. ჩვენი მარცხი უელსში არ ცვლის მიზანს, რომელსაც ჰადერსფილდში უნდა მივაღწიოთ. „სუონსისთან“ მოგების შემთხვევაშიც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება გვექნებოდა. ვაგნერის შეგირდები ყოველთვის ყველასთან იბრძვიან, ეს გუნდი პატარა ქალაქის გულია, სადაც ყველა ბრძოლას და დავთადადებას ითხოვს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ხეირიანი პასუხი გავცეთ გამოწვევას.“


კომენტარები


juja
მომხმარებელი

საინტერესო სტატისტიკა: ვესტ ბრომვიჩს 1 წელია ერთ მატჩში სამი გოლი არ გაუტანია)))
სასაცილოა სატირალი რო არ იყოს

chipe888
მომხმარებელი

მორენო შორს იყო საჯარიმოდან და სად ჯანდაბაში იყო ნეტა ალბათ იურგენას სახელზე აკაჩავებდა. კომპლექსური ეძახე და ისეთი ტიპები გვყავს დაცვაში და ნახევარდაცვაში რო ერთი მაინც მოახერხებს საქმნის გაფუჭებას

Mate chavchavadze
მომხმარებელი

კეიტა ზაფხულში მოვა მეკარეც დიდი ალბათობით ზაფხულში მოვა იმედია ობლაკი კოუტინიოს ტიპის შემტევი ნახევარმცველიც აუცილებლად მოვა მისი შემცვლელი არ უნდა ზამთარში ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს.მეც მიკვირს ამ ზამთარს რო არავინ მოყავს ლიგაა სათამაშო მაგრამ ახსნაც შეიძლება.მე მგონია რო ნელნელა წინ მივდივართ ბირთვი იკვრება ტიტულოს სუნი დგება კოუტინიომ მიაყენა დარტყმა გუნდს

lashafss
VIP Member

Mate chavchavadze,
მეც ვფფიქრობ არის რაღაც ჭეშმარიტება მააგაში , უბრალოდ არის სხვა მომენტი: ეს ლივერპულია და ხალხი უკვე ტიტულს ელის, ვეღარ ვაცნობიერებთ , რომ არც ისე მარტივია ასე მალე შეკრა ლივერპულში ბირთვი და ისეთი გუნდი რომ ტიტულები დადოს. ეს ნელ-ნელა კეთდება, უბრალოდ ამ დროს კოუტინიო მიდის და თავდაყირა გიყენებს საქმეს. მწვრთნელი ფიქრობს ვინ უნდა დაიმატოს რომ იდეალურად მოუხდეს გუნდს და შეუწყვილოს და შეუხამოს ფეხბურთელებს ( მართალია ამას ნელ-ნელა აკეთებს ,მაგრამ აკეთებს) ბრახ და მიდის კოუტინიო და კიდევ ახალი საფიქრალი ემატება, ფეხბურთელებსაც ეტყობათ მისი წასვლა , იქ მანე ფორმიდან ვარდება, სალაჰს ცოტა მშრალი სერია დაეწყო და ეგარის ვაფურთხებთ კლოპს და წავიდესო ვითხოვთ. ჩემი აზრით უჭკვიანესია. ელოდება ისეთი ფეხბურთელის შეძენას ვინც იდეალური იქნება ვანდეიკივით გუნდისთვის და ეს ასე მარტივი არაა როგორც ჩვენ გვგონია. ასე რომ ყველაფერი იქნება იმ ზაფხულს , გუნდი უძლიერეს და ულამაზეს ფეხბურთს ითამაშებს მე მჯერა.

LUIS SUARES 001
VIP Member

ჰადერსფილდთანაც თუ წავასხით მერე ნახე შენ კლოპის დედის წრიალი

Mate chavchavadze
მომხმარებელი

ციტატა: lashafss
Mate chavchavadze,
მეც ვფფიქრობ არის რაღაც ჭეშმარიტება მააგაში , უბრალოდ არის სხვა მომენტი: ეს ლივერპულია და ხალხი უკვე ტიტულს ელის, ვეღარ ვაცნობიერებთ , რომ არც ისე მარტივია ასე მალე შეკრა ლივერპულში ბირთვი და ისეთი გუნდი რომ ტიტულები დადოს. ეს ნელ-ნელა კეთდება, უბრალოდ ამ დროს კოუტინიო მიდის და თავდაყირა გიყენებს საქმეს. მწვრთნელი ფიქრობს ვინ უნდა დაიმატოს რომ იდეალურად მოუხდეს გუნდს და შეუწყვილოს და შეუხამოს ფეხბურთელებს ( მართალია ამას ნელ-ნელა აკეთებს ,მაგრამ აკეთებს) ბრახ და მიდის კოუტინიო და კიდევ ახალი საფიქრალი ემატება, ფეხბურთელებსაც ეტყობათ მისი წასვლა , იქ მანე ფორმიდან ვარდება, სალაჰს ცოტა მშრალი სერია დაეწყო და ეგარის ვაფურთხებთ კლოპს და წავიდესო ვითხოვთ. ჩემი აზრით უჭკვიანესია. ელოდება ისეთი ფეხბურთელის შეძენას ვინც იდეალური იქნება ვანდეიკივით გუნდისთვის და ეს ასე მარტივი არაა როგორც ჩვენ გვგონია. ასე რომ ყველაფერი იქნება იმ ზაფხულს , გუნდი უძლიერეს და ულამაზეს ფეხბურთს ითამაშებს მე მჯერა.

კი მაგას ვიძახი ზუსტად კლოპი თუ წავა უარესი შედეგი იქნება ბევრად დარწმუნებული ვარ დრო ჭირდება კიდე ამ კაცს დღეს ერთერთი საუკეთესოა

gio_chyoi
რედაქტორი

ეჰ ნელა ზვიადი ამათმაც არ გიხმარონ თუ ჩემი ძმა ხარ. თავს ნუ გაიპაზორებ

Capitan
ტოპ კომენტატორი

3ქულა......

liverpool-fan
VIP Member

ეხლა ნახე ტოტენჰემი მანჩესტერს ხვდება მერე ჩვენ მერე არსენალს მაქსიმუმ 4 ქულა უნდა აიღოს ჩვენ ჰადელსფილდი ტოტენჰემი და სოტონი 3 ვე მოსაგებია 9 ქულა რო ავიღოთ 11 ტური იქნება დარჩენილო და ტოტენჰემთან 7-8 ქულა იქნება სხვა არსენალთანაც იგივე მარა მთელი სეზონი დაძაბავენ 4 ეულის თემას როგორც შარშან იმიტომ რომ ბო ზები არიან

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze