სტარიჯი დასავლეთს უახლოვდება
"ლივერპულის" 28 წლის დაუფასებელი ფორვარდი დანიელ სტარიჯი სეზონის ბოლომდე "ვესტ ბრომვიჩისთვის" შეუტევს. აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ ინფორმატორებზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს.
აქამდე კუნძულელ ფორვარდს მილანის "ინტერსა" და "ნიუკასლს" უკავშირებდნენ, მაგრამ "ალბიონში" წასვლა დენიმ საკუთარი ოჯახის გამო გადაწყვიტა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთელი ბირმინგემშია დაბადებული და ბრომვიჩამდე მხოლოდ 40 წუთის სავალი მანძილია.
აღნიშნული გარიგება დიდი ალბათობით დღეს საღამოს დასრულდება. მოგახსენებთ, რომ სტარიჯი "ლივერპულში" სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის, წინ კი მსოფლიო ჩემპიონატია. ის "წითლების" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 133 მატჩში 63 გოლია.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც შეიძლება "ენფილდი" დატოვოს ლაზარ მარკოვიჩია. მისი შეძენით დაინტერესებულნი "სუონსი" და გერმანული "ვოლფსბურგი" არიან.
ლაზარს მოსკოვის "ლოკომოტივსაც" უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ოთხშაბათამდე ისინი ამ ტრანსფერის გაჩარხვას ვერ მოასწრებენ.