სატრანსფერო ფანჯარა : Deadline Day » Liverpool Fc - ფანკლუბი

სატრანსფერო ფანჯარა : Deadline Day

ავტორი: Javaxa, 31-01-2018, 12:13, კატეგორია - სიახლეები, 3 876, 25


დღეს, 31 იანვარს ჩვენი დროით ღამის 03:00 საათზე ინგლისშში სატრანსფერო ფანჯარა იხურება. ჩვენი ვებ გვერდი მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ რეჟიმში "ლივერპულის" ფეხბურთელებზე არსებულ სიაახლეებს გაგაცნობთ.

03:00 - ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა !

02:55 - ოფიციალურად : ჯონ ფლანაგანი სეზონის ბოლომდე "ბოლტონში" ითამაშებს !

02:42 - ოფიციალურადჰარი უილსონმა "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და "ჰალ სიტის" შეუერთდა, სადაც სეზონის მეორე ნახევარს გაატარებს.

02:40 - ოფიციალურად : ლაზარ მარკოვიჩი სეზონის ბოლომდე "ანდერლეხტის" ღირსებას დაიცავს!

02:16 - ჯონ ფლანაგანი იჯარის სახით ბოლტონს უერთდება

01:05 - "სუონსიმ" ანდრე აიუ გაიფორმა. ეს კი ამცირებს ლაზარ მარკოვიჩის უელსში გადაბარგების შანსებს.

01:00 - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 საათი დარჩა !

23:00 - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 საათი დარჩა.

23:00 - ოფიციალურად! ოვიე ეჯარია სეზონის ბოლომდე "სანდერლნედში" ითამაშებს.

22:45 - კიდევ ერთი წამსვლელი ჯონ ფლანაგანია, მაგრამ სავარაუდოდ ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია.

22:40 - ლაზარ მარკოვიჩი ამ დროისთვის მელვუდში იმყოფება და თავის მომავალს ელოდება. არის შესაძლებლობა რომ მან კარიერა ინგლისს გარეთ განაგრძოს, ქვეყანაში მისი დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა და არის შანსი რომ მან სეზონი "წითლებში" ჩაამთავროს. 

22:30: ჰარი უილსონი იჯარის წესით "ჰალს" უახლოვდება. გარიგება ჩვენი დროით 12 საათზე შედგება!

22:27 - ოვიე ეჯარიას ტრანსფერი "სანდერლენდში" დასასრულს უახლოვდება. იჯარის თაობა ჩვენი დროით 11 საათზე გამოცხადდება.

22:00 - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 საათი დარჩა !

21:37 - ქემერ დემირბეი "წითლებთან" აწარმოებს მოლაპარაკებებებს. მისი წარმომადგენლები შუადღისით ლივერპულის ქუჩებში შეამჩნიეს. [BILD]

19:00 - Wales Online : "სუონსი" და "ლივერპული" მარკოვიჩის იჯარაზე შეთანხმდნენ. წყაროს ცნობით, "გედები" სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

17:50 - ლაზარ მარკოვიჩით დაინტერესებული რამდენიმე კლუბი როგორც ინგლისში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ველოდებით მის გადაადგილებას.

17:34: ოფიციალურად! ლლოიდ ჯონსი "ლივერპულიდან" "ლუტონ თაუნში" გადავიდა. 22 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2 წელნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. გარიგების საფასური არ სახელდება.

15:59 - Sky Sports-ის მიხედვით "ლივერპულის" ახალგაზრდა მცველი ლლოიდ ჯონსი "ლუტონში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ჯონსი, რომელსაც კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვე დარჩა, ლიგა 2-ის გუნდთან 18 თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს. მისდამი ინტერესებს "პლიმუთი" და "ჰერთსიც" იჩენენ.

14:00 - "კლოპი" სავარაუდო ტრანსფერებზე: "შესაძლოა რაღაც მართლა მოხდეს. ცხადია, რომ ხელმისაწვდომი ცოტა ფეხბურთელია. შესაძლოა რომ ვინმე დავიმატოთ, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნებული არ ვარ".

13:24 - "სუონსის" ლაზარ მარკოვიჩის დამატება იჯარის სახით სურს.

13:07 - ემრე ჯანი ახალ კონტრაქტზე: "ვიცოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდით. მე "ლივერპულთან" მაქვს კონტრაქტი და ყოველთვის ვცდილობ საუკეთესო თამაში ვაჩვენო. დანარჩენი უკვე ჩემი აგენტის საქმეა".

12:54 - "ლივერპულის" ჟურნალისტი ალან მეიერსი: "გადაწყდა, რომ დანი ინგსი დღეს გუნდს არ დატოვებს, მაგრამ ლაზარ მარკოვიჩი დიდი ალბათობით დაგვემშვიდობება. და რა ხდება ფანჯრის ბოლო დღეს? ყოველთვის შესაძლებელია, რომ "ლივერპულმა" ვინმე დაიმატოს.

12:50 - რა მოხდა 2011 წლის ზამთრის სატრანსფერო ბოლო დღეს? პასუხი მარტივია: 

11:46 - ინგლისის ჩემპიონშიპის გუნდი "სანდერლენდი" მზადაა "ლივერპულიდან" ოვიე ეჯარია ინათხოვროს. "შავი კატები" მერსისაიდიდან პასუხს ელოდებიან.

08:17 - ხამესს როდრიგესს ზაფხულში "ენფილდზე" სურს თამაში. "ბაიერნი" სეზონის ბოლოს ფეხბურთელს "სანტიაგო ბერნაბეუზე" აბრუნებს.

07:54 - ლაზარ მარკოვიჩისთვის ბრძოლა დაიწყო! მისდამი სერიოზულ ინტერესებს "სუონსი" და "ვოლფსბურგი" იჩენენ. გავრცეელბული ინფორმაციით ფავორიტი "ფოლკსვაგენ არენის" ბინადრები არიან.
 
P.S. საიტზე არსებულ Live ზონაში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Sky Sports-ის პირდაპირ ეთერს !

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

რა სეზონის ბოლოს ბერნაბეუზე აბრუნებს 2 წლით ყავთ აყვანილი ხამესი

liverpool-fan
VIP Member

აუ მარმოვიჩი რო გაანათხოვრონ ალბათ თავს ჩამოვიხრჩობ და რო დატოვობ ვაფშე ტერორს მოვიწყობ

gio_chyoi
რედაქტორი

liverpool-fan,
აი მაგას ველოდები დღეს მხოლოდ და მხოლოდ. რა ბედი ეწევა მარკოვიჩს. კიდე რო გაანათხოვრონ შეილება გავგიჟდე, აღარ მინდა მაგის დანახვა გუნდში ეს კბიო მართLა ვინაა რა რით ვერ მოშორდა აქედან

Carroll_9
მომხმარებელი

არავინ მოვა 100 პროცენტით ვიცი, არადა რამდენი ვინმეა მარტივად დასათრევი, ხამესი ვეიგლი :((

მანე--ფირმინიო---სალაჰი
-------------ხამესი---------------
-----ვეიგლი-----კეიტა--------
რობო--დაიკი-მატიპი-გომესი
-----------ობლაკი-------------------


იმენა ოცნების გუნდია რა

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
ეგ რა შუაშია ეგ შეგიძლია მარა აქ წერია უბრალოდ რო სეზონის ბოლოს რეალში აბრუნებსო და სეზონის ბოლოს არ აბრუნებს შემდეგ ზაფხულს ბრუნდება. ორ წლიანი იჯარითაა

_z_l
მომხმარებელი

ალისონიც გაიმაზა, ლემარიც და კეიტაც ამ ფანჯარაზე ხო? ვისზე აღარ იწერებოდა, კოვაჩიჩიო, ობამაო და ესენიც არ გამოვიდა :( კლოპი ორაზროვან კომენტარებს აკთებდა და იმედია ბოლო დღეს ვინმეს გამოკრავს ხელს. ყველა რგოლში პრობლემა აქვს გუნდს, ოთხეულისთვის იბრძვიან და ახლა თუ ოთხეულში ვერ მოვხდით, არა მგონია კლოპის მოღვაწეობა ვინმემ წარმატებულად ჩათვალოს. გამოვა, რომ კლოპის მესამე სეზონში ისევ იქ არის გუნდი სადაც მის მოსვლამდე იყო. და ყველაფერი ამის ფონზე, დავიჯერო არავის დაიმატებს?!

gio_chyoi
რედაქტორი

Javaxa,
მერე მანდ აბრუნებსო არ წერია rumoured to be returning ანუ ჭორიაო რო შეილება დაბრუნდესო :)

და სისულელეცაა ჯერ ისაა სისულელე ხამესს რო ლივერპულში გადმოსვლა მოუნდება ბაიერნიდან და რეალიდან (თავის დროზე თქვა ბალაგემ ის რაც გრიზმანზეც თქვა რო ლივერპულზე მაღალი დონის გუნდი უნდა ორივეს) და მეორე კიდე ის რო რეალში დროზე ადრე დაბრუნდება. და საერთოდაც არ დაბრუნდება რეალში

იმიტო რო ძაან არალოგიკურია, ისეთ ასაკშია ეხლა პიკში შედის კარიერის და ძლივს თავისი ადგილი იპოვნა, ააწყო საქმე ბაიერნში და არსად არ წავა. გადამკვდარი ლივერპულის ფანი უნდა იყოს მაშინ

Capitan
მომხმარებელი

ლაზარე უნდა წავიდეს გაყიდონ მოიშორონ თვითონაც ცოდოა და აქაც ადაგილი ტყუილად იკავებს... ხამესის მომენტი ძალიან მომწონს და კარგად შეცვლიდა კოუტინიოს 10ანია კლასიც მაღალი აქ და შესანიშნავ ასაკშიცაა კლოპის ხელში ბევრად მაგარი იქნება ზოგადად კლოპის 10ანები მაგრად ყომარობენ ყოველთვის... ხამესი დრაქსლერი ცენტრში რო დავიმატოთ არ უნდა დაჯდეს 2ვე ერთად 100 მილიონზე ძვირი 7 იანი და 10ანი გვეყოლება ცენტრი კეიტა დრაქსლერი ხამესი არცისე დაცვითია მაგრამ ხან ის ითამაშებს ხან ეს დაიმტვრევა ესა ისა იტოკში კლოპმა ჩემზე უკეთ იცის მაგრამ ისიც უნდა ესმოდეს რო მომავალი სეზონი უტიტულოდ თუ იქნება წასვლაც მოუწევს...

James Pearce
VIP Member

- "კლოპი" სავარაუდო ტრანსფერებზე: "შესაძლოა რაღაც მართლა მოხდეს. :დდ კაი რა :დ

Capitan
მომხმარებელი

-----------------------------ობლაკი-----------------------------
-----გომესი--ვანდეიკი-კულიბალი-რობერტა-----

------------ხამესი---კეიტა---დრაქსლერი---------------

----------------მომო-ფირმინო-მანე-----------------------



იდეაში არც სიტის ყავს ძალიან დაცვითი ცენტრი მაგრამ კი ადუღებენ ყველაფერს ერთმანეთზე.... კეიტა ცენტრს შეჭამს დარწმუნებული ვარ 200 მილიონი ეყოფა ახლა ამ ჩემს გუნდს და მსოფლიო ნაკრებს შევხვდეთ მერე თუ უნდათ

gio_chyoi
რედაქტორი

ეს რაღაც შეილება მოხდეს მაგარია :D რა უნდა მოხდეს შე კაცო თუ აქამდე არავიზე მუშაობდი და არც გქონდა გეგმაში რამე დღეს რა გადაგიტრიალდება თავში ჰა?

johnson
ადმინისტრატორი

არაფერი არ ხდება და როგორც ჩანს არც მოხდება. კლოპის ეგ სიტყვები მარკოვიჩისნაირებს უფრო ეხება

GoGson
VIP Member

ყველაზე მაქსიმუმ იმის იმედი მაქვს რომ ინგსი და მარკოვიჩი დაგვტოვებენნ სამუდამოდ

chipe888
მომხმარებელი

რა უნდა მოხდეს ეხლა დღეს ისეთი რომ გამიხარდეს? არც არაფერი. თუ ვიმნე წავა გუნდიდან გასახარელი არ იქნება მაინც ჩემთვის. მარკოვიჩი ჰა წავიდა და აზრი აქვს იქნება ეგ თუ არა.

gio_chyoi
რედაქტორი

GoGson,
ინგსზე ითქვა უკვე რო არსად არ გაუშვებენ. სტარიჯი რო წავიდა ეგ უკვე ცხადი იყო რო ინგსი დარჩებოდა აბა სოლანკემ რო ტრავმა მიიღოს ფორვარდი არ რჩება გუნდში ნუ ფირმინომ თუ მიიღO ხო საერთოდ დაღუპულები ვართ. ზაფხულში გაყიდიან წესით ინგსს

ბოგდანი მარკოვიჩი ფლანაგანი სამივე სამუდამოდ გასაშვებია, ის ლოიდ ჯონსიც, 22 წლისაა უკვე რღა ტალანტია ეგაა. ეჯარია და უილსონი უნდა გაანათხოვრონ

GoGson
VIP Member

ეხლა არვიცი მარა ზაფხულში ყველა უნდა გავუშვათ ზედმეტი რა. 22 მაღალი კლასის და პერსპექტიული მოთამაშე გვინდა და ეგარი. არანაირი შუალედური სასტავი

LUIS SUARES 001
VIP Member

მარკოვიჩი გაანათხოვრონ კი არა სადმე სამუდამოდ გააგდონ ..იცლება კლუბი არაფრის გამკეთებლებისაგან

beqa_liverpool
მომხმარებელი

აუ ლოიდ ჯონსის როგორ მეიმედებოდა. მეთქი მეორე კარაგერი გვეზდებათქო :((( მაგრად გამიტყდა

James Pearce
VIP Member

ამ გუნდს მაგარი დანძრეული აქვს ! ამ შემადგენლობით რავი..

gio_chyoi
რედაქტორი

ველოდები მარკოვიჩის წასვლაააააას!!!!

James Pearce
VIP Member

ეს მარკოვიჩი მგონი კიდე შეგვჩა

liverpool777
მომხმარებელი

ეს ქემერ დემერბეი ვინაა და სად თამაშობს ვინმე მეტყვიის? მადლობაა.

GoGson
VIP Member

მარკივიჩი არის ჩვენი წყევლა, დავადგინე, ვსო,

ლიგა დაიდება თუ წავიდა

lasha77
VIP Member

წელს ჩვენი მაქსიმუმი 4 ეულია . კარგია რომ ვან დეიკი მოიყვანეს მაგრამ გუნდის ლიდერის გაშვების საფასურად ეგ არაფერია . იქიდან 100 მილიონი რომ მაინც დაეხარჯათ 2 პოზიაციას გააძლიერებდნენ , მაგრამ ფაქტი რომ ხელმძღვანელობას გუნდის ტიტულები ერთ ადგილზე ჰკიდიათ . მათ ლივერპული იყიდეს იმიტომ რომ. აიაქსს დაამსგავსონ . მართალი იყო დესუზა ამერიკელებთან მიმართებაში . იმედი მაქვს მალე დაიწრება სიახლე სადაც წავიკითხავთ რომ კლუბი ვიღაც არაბმა შეიხმა იყიდა

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

lasha77,
არაბმა შეიხმა რო იყიდოს აი მერე რაღა გვიჭირს. მარა სადაა ჭკვიანი არაბი რო ლივერპული იყიდოს. მაინც და მაინც სირ გუნდებს ყიდულობენ და ცდილობენ მან სიტის მსგავსი გუნდები გაქაჩონ ტვინი არ ააქვთ. მაგ შეიხს ეყიდა ლივერპული რაღა მან სიტის ყიდულობდა:/

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze