კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 31-01-2018, 15:07, კატეგორია - სიახლეები, 466, 5


პრემიერ ლიგის 25-ე ტურში "ჰადერსფილდმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 0:3 განადგურა.

გოლები რობერტო ფირმინომ, ემრე ჯანმა და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს. მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა :

დამსახურებული გამარჯვება
რა თქმა უნდა, ასეთი რეაქცია უნდა გვქონოდა უკანასკნელ შეხვედრებზე. ყველამ დაინახა, რომ ბრწყინვალედ, იდეალურად არ გვითამაშია, თუმცა გამარჯვებას ვიმსახურებდით. დღეს კარგად ვიცავდით თავს, კარგი იყო კონტრპრესინგიც. უფრო მეტი მომენტი გვქონდა და მეტის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მეტოქე თავს კარგად იცავდა. შედეგით სრულიად კმაყოფილი ვარ, ისევე როგრც ნაჩვენები თამაშის დიდი ნაწილით.

ნახევარდაცვის ხაზი
ბოლო მატჩში ჯანი კარგად არ გამოიყურებოდა, თუმცა დღეს მაინც ითამაშა და საქმე ბრწყინვალედ შეასრულა. მილი და ჰენდო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან ჩვენთვის. ამასთანავე, იმას თქმა შემიძლია ჯინისა და ოქსიზე, უბრალოდ ზოგჯერ როტაციაც საჭიროა. სწორედ ამიტომ არ იყო დღეს მოედანზე ვირჯილი. როგორც წესი, ასეთ დროს თამაშობენ ის ფეხბურთელები, რომლებიც უკეთესს ფორმაში არიან.

სატრანსფერო
ფანჯრის ბოლო დღე
სასაცილო იქნება თუ ვინმე ინგსის თაობაზე დაგვიკავშირდება. ასეთ ადამიანს ვეტყოდი - შანსი არ არის ! ვნახოთ რა მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ინგსი აქ რჩება. შესაძლოა რაიმე მოხდეს კიდეც.

დანიელ სტარიჯის განათხოვრება
ის არის თავდამსხმელი, რომელსაც აქვს ამბიცია მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს, ამიტომაც ამ ყველაფერს აზრი ნამდვილად აქვს.

ცვლილებები დაცვის ცენტრში
ეს ნორმალურია, ლოვრენი და მატიპი ერთად უფრო დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდნენ. "საუთჰემპტონი" კი თავს სხვა სტილში იცავს. გარდა ამისა, იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებიც. ნათელია, ნახევარ წელში ვირჯილი სრულიად სხვაგვარად დაიწყებს თამაშს. დღეს გადაწყვეტილებაზე გავლენა ვან დეიკის მდგომარეობამ იქონია.

მეტოქის შანსები პრემიერ ლიგაში
აქ ადგილის შენარჩუნება ყველასთვის რთულია. სეზონის წინ ალბათ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ იანვრის ბოლოს ეს გუნდი გასავარდნ ზონაში არ იქნებოდა. აქ ერთხელ უკვე ვითამაშეთ. მაშინ ჩვენ ამხანაგურ მატჩში დავუპირისპირდით ერთმანეთს. აქ მოსვლას კვლავ ვისურვებდი, რადგან ავტობუსით ვიმგზავრეთ და არა თვითმფრინავით. ამიტომ, მინდა "ჰადერსფილდი" პრემიერ ლიგაში დარჩეს !

კაპიტნის მნიშვნელობა
ჩემთვის რთულია ასეთ ნათელ რაღაცეებზე საუბარი. ჯორდან ჰენდერსონი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ის ინგლისის ნაკრების წევრი და ჩვენი კაპიტანია. შესაძლოა, ის ნაკრებიც კაპიტანიც გახდეს. როგორ შეიძლება ის არ იყოს ბრწყინვალე, ის ხომ "ლივერპულში" თამაშობს ? როცა ვინმე მის ფასს ვერ ხედავს, მე რა უნდა გავაკეთო ? ვიქრობთ ჩემი ნათქვამი მათ აზრს შეუცვლის ? ასე არ ვფიქრობ. ბედნიერი ვარ, რომ ჯორდანი დაბრუნდა.

პენალტები
სწორედ ასეთ სიტუაციას ვისურვებდი, რადგან მიყვარს როცა ფეხბურთელები მოედანზე რაიმეს განიხილავენ. ჩემი ბრალია, მეგონა ყველაფერი გავარკვიეთ, მაგრამ მათ მაინც ჰქონდათ ინტერპრეტაციის საშუალება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა. კარგია, როცა 11 მეტრიანის შესასრულებლად რამდენიმე მოთამაშეა მზად. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

პენალტი სალაჰს უნდა დაერტყა იმიტო რო ბომბარდირობისთვის იბრძვის და ეგ ყველა გუნდში მასეა, ყოველთვის მასეთ ფეხბურთელს არტყმევინებენ, ნუ თუ ჯერარდისნაირი ავტორიტეტი არაა ხოლმე გუნდში

shoti
მომხმარებელი

როცა გუნდი იგებს 2:0 უნდა დაარტყმევინონ ისეთს ვისაც ბომბარდირობაზე პრეტენზია აქვს. 0:0 ნამდვილად არმინდა სალაჰის იმედზე ვიყოთ პენალტის დროს

reversi
VIP Member

0-0 მილნერი დაარტყამს ცხადია ეს ყველაფერი სალაჰის მადლობასაც ეგ ეტყობოდა რომ უბრალოდ კეთილი ნება იყო ეგ მილნერის

ჰენდერსონის ამდენი ქება იმის კონსტანტირებაა რასაც აქამდე ვფიქრობდით თუ ჩანი არ წავა საყრდენი არ მოვა ასე რომ თუ ვინმე ნორმალური მოვა და ალბათ ასეც იქნება მაშინ წავიდეს ემრე გზა დამილოცნია

LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპ ამ თამაშის მოგებით არ გეპატიება ის ორი თამაში რომელიც ძალით წაააგე..იმედია ისევ გადააბამენ ბიჭები მოგებათა სერიებს

Capitan
მომხმარებელი

ყველა თამაში ასე უნდა იყოს 3 გოლს ვიტანდეთ და აქეთ შეტევასაც ვერ აკეთებდნენ :დ კარგად მოვიგეთ მომოს უნდა დაერტყა და ასეც მოხდა... ვანდეიკს ზამენაზე არავინ დასვავს ტოტენჰემთან იქნება ძირითადში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მცველი ზამენაზე? :დდდდ სასაცილოა ჩანს კიდე კონტრაქტი გაუფორმე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.02.2018


  • ვესტ ჰემი

მიმოხილვა


  • პორტუ
  • 0:5

    14.02.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - პორტუ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze