x

მილნერი: მოსამატებელი კიდევ გვაქვს

ავტორი: NikaSvanidze, 31-01-2018, 17:24, კატეგორია - სიახლეები, 621, 8


  ზედიზედ განცდილი ორი სამწუხარო მარცხის შემდეგ „ლივერპულმა“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. „წითლებმა“ სტუმრად „ჰადერსფილდს“ ,ანგარიშით 3:0, სძლიეს.თავი ემრე ჯანმა, ბობი ფირმინომ და მო სალაჰმა გამოიჩინეს.

 მერსისაიდელთა ვიცე-კაპიტანი,ჯეიმს მილნერი, გამარჯვებით კმაყოფილია, მაგრამ აღნიშნავს, რომ გუნდს ჯერ კიდევ მოსამატებელი აქვს, რადგან გუშინდელ შეხვედრაში ნაჩვენები სათამაშო ხარისხი „ლივერპულის“ მაქსიმუმი არ არის.

„ჩვენ ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მომავალ თამაშებში უკეთეს პერფორმანსებს ვგეგმავთ, ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენ ყოველთვის საკუთარი ასპარეზობის გაუჯობესებაზე ვფიქრობთ."


„მეორე ტაიმში ძალიან პრაგმატულად ვითამაშეთ, ალბათ, შეტევაში მეტად აქტიურობა გვამრთებდა, თუმცა სასურველი შედეგი მაინც დავაფიქსირეთ, ვიცოდით, რომ საბოლოოდ მხოლოდ ამას ექნებოდა მნიშვნელობა.“

 მილიმ თანაგუნდელთა მონდომებაც არ დაივიწყა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

  სტუმრად ასეთი ფანების წინაშე თამაში რთულია, მაგრამ ჩვენ მათი „წინააღმდეგობა“ უპრობლემოდ დავძლიეთ და ჩვენი საქმე გავაკეთეთ. დაცვაში ყურადღებით ვითამაშეთ და ზონები მაქსიმალურად გადავკეტეთ. საერთო ჯამში, ვფიქრობ, გუნდმა ძალიან გამართული და შედეგზე გათვლილი ფეხბურთი ითამაშა, რაც მნიშვნელოვანია.“
 
 ჯეიმსი პენალტის ეპიზოდსაც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მერსისაიდელთა რიგებში პენალტის დამრტყმელად სწორედ მილნერი ითვლება,მაგრამ გუშინდელ მატჩში თერთმეტმეტრიანი სალაჰმა შეასრულა.

  ჩემთვის არანაირი მნიშვნელობაარ აქვს ვინ დაარტყამს პენალტს, მთავარია ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდეს. მომომ მითხრა, რომ თერთმეტმეტრიანის შესრულება თავად უნდოდა, ის დარწმუნებული იყო, რომ გოლს გაიტანდა, მე მას 100%-ით ვენდობი.“

კომენტარები


shoti
მომხმარებელი

ამ კაცში მონდომება და ბრძოლისუნარიანობა თამაშში ბოლომდე დახარჯვა დასაფასებელია, სხვა საქმეა რა რამდენად გამოდის თუმცა ზოგისგან განსხვავებით თმებს ვარცხნას მაინც არ უნდება მოედანზე..
მოსამატებელი ნამდვილად გვაქ და ბოლოს გამოჩნდება შეცდება ტუარა კლოპი იმით რომ არ გააძლიერა გუნდი და არსებულ კონტიგენტს ენდო.

LUIS SUARES 001
VIP Member

მილნერი ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძვის,მაგარი მუშა და ჟილკიანი იგროკია

gio_chyoi
რედაქტორი

პორტოსთან თამაშამდე ტოტენჰემი და გაუბედურებული საუთჰემტონი გვყავს და ორივე უნდა მოვიგოთ და ტოტენჰემი დაიწევს ისედაც იმიტო რო იუნაიტედი ჩვენ და არსენალი ვყავართ ერთად და მერე ოთხეულშიც დავიმკვიდრებთ ადგილს უფრო მყარად

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

მოკლედ ბრძოლისუნარიანობით,ჟილკით,ნებისმიერ ბურთისთვის იბრძვის,თავდაუზოგავი და არ ეთაკილება არანაირ სამუშაოს,ასეთი დღეს მარტო მილნერია და ეგ უნდა დავაფასოთ,მითუმეტეს არალივერპულელია

ცუდად არ გამიგო მაგრამ სტილისტურად ძალიან გაუმართავი სტატია

Capitan
ტოპ კომენტატორი

კაი კაცი ხარ მილნერ შენ და სწორადაც მოიქეცი რო დაარტყმევინე რაც შეეხება უკეთეს თამაშს ტოტენჰემთანაც 3 გოლი და შენახული მშრალი კარი !!!

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

მილნერს კიდე უფრო მეტად ვაფასებ იმის გამო რომ ტიპში საერთოდ არ დაუხარჯავთ ფული ისე მოვიდა გუნდში და ძალიან გამოადგა ლივერპულს

GoGson
VIP Member

მილნერი საჭირო კაცია მაგრამ ნელ ნელა ჩაალაგებს ალბათ ეგეც ბარგს, დიდი ალბათობით ამ ზაფხულს. დასაფასებელია მართლა ამის ჟილკა და მონდომება მაგრამ დროა მეორე პლანზე გადაიწიოს ჟილკამ და კლასნი იგროკებით შევივსოთ. ისე პრინციპში ჰენდოსა და ამას შორის არჩევანს მილნერზე გავაკეთებდი დარჩენაზე, მაგრამ მეეჭვება დარჩეს

დირკ კიუიტი,
არანაირად არაა სტილისტურად გაუმართავი სტატია, პირიქით. კაცი შრომობს საიტს "აცოცხლებს" და ძალიან კარგ სტატიაზე ეუბნები სტილისტურად გაუმართავიაო. ვიცი ცუდად არ გითქვამს , მაგრამ მაინც :)

მითუმეტეს ის რომ ძალიან ბევრი სტილისტურად გაუმართავი სტატია მახსოვს შენგან "დივოკ ორიჯი " რო გეწერა მაგრამ მაშინ მადლიერების მეტი არაფერი გაგვჩენია რადგან შრომობდი, შენც არ გამიგო ცუდად ;) :*

პ.ს. უბრალოდ ძაან მომწონს ამ ბიჭის სტატიები და მონდომება და ჩემი აზრი დავაფიქსირე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 20:30


  • ჰადერსფილდი
  • Vs

    20.10.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    07.10.2018


  • მანჩესტერ სიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ნაპოლი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze