გავლენიანმა ბრიტანულმა მედიამ მატჩი შეაფასა » Liverpool Fc - ფანკლუბი

გავლენიანმა ბრიტანულმა მედიამ მატჩი შეაფასა

ავტორი: NikaSvanidze, 31-01-2018, 18:18, კატეგორია - სიახლეები, 895, 10


 ჯეიმს პირსი, Liverpool Echo

 „გაუგებრობის პერიოდი დასრულდა. კლოპის თვალისმომჭრელი ღიმილი და მზრუნველი ჩახუტებები დაბრუნდა. „ჯონ სმიტ სტეიდიუმზე“ მერსისაიდული ქარიზმა დატრიალდა. „სუინსისა“ და „ეუსტ ბრომის“ შემდეგ „ლივერპული“ თავისთავს დაემსგავსა. მათ რწმენა დაიბრუნეს. გუშინ ფირმინო შეუდარებელი იყო. ზოგადად, მისი მნიშვნელობა გუნდში განუსაზღვრელია. მისი ჯანმრთელად შენარჩუნება „ლივერპულს“ ნებისმიერი მიზნისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.“
 
კრის ბასკომბი, Telegraph
 
 “ახლად დაბრუნებულმა კაპიტანმა გუშინდელ მატჩში გასცა პასუხი კითხვას, თუ რატომ ატარებს ის სამკლაურს. ნებისმიერ პასიურობას, უინიციატივო თამაშს დაცვაში ჰენდერსონი „პირად შეურაცხყოფად“ აღიქვამდა. სტარტის მაუწყებელი სასტვენის შემდეგ ჯორდანი მუდმივ მითითებებს გასცემდა. გუშინ ის აშკარა ლიდერი და საუკეთესო კაპიტანი იყო.“

დევიდ ანდერსონი, Mirror


 ჰენდო დაბრუნდა. გუშინ ჯორდანმა ბოლო 5 კვირაში პირველად დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში. მისი დაბრუნება მაშინვე აისახა გუნდზე. ერთ-ერთი ეპიზოდში ჰენდერსონმა მკაცრი მითითება მისცა რობერტსონს, მან ენდის დეპუატრის დაჭერა დაავალა. „ლივერპულის“ ნახევარდაცვაში მისი სახით ლიდერი დაბრუნდა, ეს ის პოზიციაა, რომელიც წაგებულ მატჩებში ყველაზე სუსტი იყო. „ლივერპული“ მისით და მის გარეშე ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდია. კაპიტნის გამოჯანმრთელება ძალიან პოზიტიური ნიუსია იურგენ კლოპისთვის.

დომინიკ კინგი, MailOnline


 “მართალია, პრემიერ ლიგაში უამრავი გუნდია „ჰადერსფილდზე“ უკეთესი შეტევითი პოტენციალის მქონე, მაგრამ მე-17 წუთზე დეპუატრის დარტყმა, რომელსაც კარიუსი მარტივად გაუმკავდა, ერთადერთი სახიფათო მომენტი იყო „ლივერპულის“ კართან. „წითლებისთვის“ აუცილებელი იყო თავდაჯერების დაბრუნება, რადგან ახლა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შედიან, ეს იქნება რამდენიმე მატჩიანი მონაკვეთი, რომელიც წლევანდელი კამპანიის მიზნებს, მეტწილად, განსაზღვრავს. კლოპის კოლექტივმა აღმაფრენით უნდა ითამაშოს „ტოტენჰემ ჰოტსპურსის“ წინააღდეგ, ჰარი კეინი „მამლების“ გულშემატკივრებს საოცარ სიამოვნებას ანიჭებს, ის პრემიერ ლიგაში 100-ე გოლის გატანაზეა დაგეშილი. კვირის ტესტში გამოჩნდება რამდენად გამოიტანა „ლივერპულმა“  სწორი დასკვნები წაგებული შეხვედრებიდან.“


მარკ კრიჩლი, Independent


“მინი-კრიზისი?! რომელი მინი-კრიზისი?! „ლივერპული“ ორი წაგების შემდეგ რუტინას დაუბრუნდა. ფანების მოთხოვნის მიუხედავად, ამ მატჩში გამარჯვება აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მაგრამ კლოპოს ძველ მეგობართან მოპოვებული 3 ქულა ნამდვილად არის „სუონსისთან“ განცდილი მარცხის კომპენსაცია."


პოლ უილსონი, The Guardian


"მიუხედავად, საშუალო დონის პერფორმანსის ჩვენებისა, „ლივერპულმა“ მაინც ძალიან მშვიდად, კომფორტული სხვაობით, დაცვაში ზედმეტი აღელვების გარეშე იმარჯვა. ვფიქრობ, 3-0 ზუსტად არ ასახავს იმ უპირატესობას, რომელსაც „წითლები“ გუშინ ფლობდნენ.“


კომენტარები


რას რას და ამ ჰენდერსონს ლიდერის თვისებებს ვერ წაართმევ, შეიძლება რაღაც ექსტრა კლასის ცენტრი არ იყოს მარა ამ ლივერპულში დიდი როლი აქ ასე თუ ისე. ყოველ შემთხვევაში ამაზე უკეთესი ნაღდად არავინ არ გვყავს დღეს

Jurgen Klopp
ადმინისტრატორი

ძალიან კარგი მიმართულება გინახავს ნიკა სტატიის, საინტერესო იყო

LUIS SUARES 001
VIP Member

ჰენდერსონს როცა მისდის თამაში მაშინ ცენტრში ყველაფერი დალაგებულია,ასე სტაბილურად რომ თამაშობდეს ყოველთვის ჩავარდნების გარეშე ცენტრში ამაზე უკეთესი არავინ გვეყოლება.

gio_chyoi
რედაქტორი

კარგი ნიკა, კაი სტატიებს დებ ძალიან. ამ შეხვედრას რაც შეეხება კი, ყველაფერი იდეალურად იყო მარა მთავარია რო ის სუონსთან და ვესტ ბრომვიჩთან (ნუ ეგ მაინც დავიკიდოთ თასი იყო) წაგებული თამაშები ერთეული შემთხვევა იყოს და არა ჩავარდნის დასაწყისი

liverpool-liverpool-YNWA
მომხმარებელი

კაით ბიჭო რა ჰენდერსონი.ჰადერსფილდთან თუ ცენტრი გვეჩირა მაგიტომ არის მაგარი?იმ გუნდის წინააგმდეგ სადაც მატიპმა რეკორდი მოხსნა პასების იმ თამასში დაჭერილი ცენტრიტ აფასებენ ჰენდერსონს?დაჟე ამ თამასშიც არვარგოდა.ყველაზე უამბიციო ნახევარმცველია ცარიელ კარში რო შედიოდეს მობრუნდება და კარიუს მისცემს პასს ოგონდ არ დაარტყას.რამდენჯერ გადმოვარდნილა ბურთი ისე რო ეკრანთან მე ვიქნევ ხოლმე ფეხს და ეგკიდე ერტს არ ცდის რო დაარტყას.ბურთის გასწორება არ იცის არც ცდილობს მტავარია კარიუსი ეხსნებოდეს რო მიუგოროს უკან.

johnson
ადმინისტრატორი

კარგი იქნება თუ ასეთი სიახლეები ხშირად დაიდება ნამდვილად,

ჰენდერსონს რო ჰადერსფილდთან კარგად ჩატარებული მატჩის გამო ამდენი ქება სჭირდება, მაგითაც ჩანს რა დანძრეული აქვს გუნდს და რა საცოდავი კაპიტანი თვითონ. სალაპარაკოც არ უნდა იყოს ეგ

Capitan
მომხმარებელი

ჰენდერსონი წინა თამაშიც კარგი იყო იტოკში ცენტრს თუ მისდის თამაში დაცვაშიც კარგები ვართ და შეტევაშიც... ამ მსოფლიოდან 1 კაი ჩამშლელი და 10იანი უნდა ვიყიდოთ... ეს მხოლოდ ცენტრში

chipe888
მომხმარებელი

აჰა ესეც მე ვარ ჰენდერსონი სხვამაც დაინახა და გამიხარდა. კი ბატონო მეტი მინდა მეც მარა სად არის. კაი კაცია ეს ჰენდერსონი

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ჰადერსფილდთან რო გვეჭირა მაგიტომაცაა საქები, აგერ ვესტბრომთან ჩემი *ცენზურა* ეჭირათ და კი გაგვთხარეს 4 გოლი პირველ ტაიმში და სხვათაშორის მანდაც მაგრად ამოჰქონდა ბურთი მატიპს. მთავარია ფორმა აღიდგინოს და ძალიან მაგრად ჩავატარებთ ამ ნახევარ სეზონს.

GoGson
VIP Member

ჰენდერსონი როცა შესაქებია არავინ არაფერს ამბობს ცუდს, ცალკეულ თამაშებში ჰენდოც, ჯანიც, მილნერიც, და ჯინიც ძალიან კარგები არიან ხოლმე და არავის დაუკარგავს ეს სიკარგე. მთავარი პრობლემა ისაა რო გადაბმულად 3 თამაში რო მაღალ ან საშუალოზე მაღალ დონეზე ჩაეტარებინოთ მე ამ სეზონში არ მახსოვს. სტაბილურობაა ლივერულის მთავარი პრობლემა და აბსოლიტურად ყველა პოზიციაზე გვაქვს მაგის პრობლემა, ნუ ცენტრში განსაკუთრებით

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze