ჩაბი ალონსო: „ლივერპულში“ კლოპის სწამთ » Liverpool Fc - ფანკლუბი

ჩაბი ალონსო: „ლივერპულში“ კლოპის სწამთ

ავტორი: NikaSvanidze, 2-02-2018, 15:54, კატეგორია - სიახლეები, 867, 12


 2015 წლის ოქტომბერში კლოპის დანიშვნის შემდეგ მერსისაიდულმა კლუბმა ორი ფინალი ითამაშა, მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია და წელს პლეი-ოფის სტადიაზე ეცდება წარმატების მიღწევას.

 გასულ სამშაბათს „ჰადერსფილდ თაუნთან“ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით „ლივერპულმა“ ოთხეულისთვის ბრძოლაში შესაძლო გადამწყვეტი მატჩის წინ, რომელიც „ენფილდზე“ კვირას გაიმართება, შესანიშნავი განწყობა შეიქმნა.

 „წითლების“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველი, სტამბულის სასწაულის ერთ-ერთი შემოქმედი, ჩაბი ალონსო მიიჩნევს, რომ იურგენ კლოპი ყველაზე შესაფერისი მწვრთნელია ამ ფორმაციის „ლივერპულისთვის“ და ხედავს, რომ მოთამაშეებს 100%-ით სჯერათ გერმანელის ფილოსოფიის. მათი ცოცხალი, ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობა მომავალში დიდი წარმატების საწინდარი უნდა გახდეს.


  მათ უნიკალური სტილი აქვთ. კლოპის მოძღვრება ფეხბურთელებმა ბოლომდე შეისისხლხორცეს.ეს ყველაფერი წააგავს იურგენის დორტმუნდის „ბორუსიას“- გუნდი ძალიან ხისტი, უხეში და არაკომფორტული ოპონენტია მეტოქისთვის.  შეტევაში სისწრაფე და დახვეწილი კომბინაციური თამაში ამ კოლექტივის მთავარი ღირსებაა.“

 „ მარტივად შეიძლება იმის თქმა, რომ „ლივერპული“ ნამდვილი გუნდია. მოედანზე გამოსულ აბსოლუტურად ყველა მოთამაშეს ჟინი და თავდადება ამოძრავებს. მე ვხედავ, რომ ფეხბურთელებს ესმით მწვრთნელის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“


 „ისინი მეთოდურად, ნელ-ნელა, მიიწევენ წინ, ერთადერთი პრობლემა, რაც „ლივერპულს“ ამჟამად აქვს არასტაბილურობაა. მათ ფანტასტიური შეხვედრის შემდეგ მომდევნო თამაშის მთლიანად ჩაგდება შეუძლიათ, თუმცა ეს ხარვეზი დაძლევადია.“

 მერსისაიდელთა დამრტყმელმა ხაზმა: ბობიმ, სადიომ და მომომ მიმდინარე სეზონში უკვე 54 გოლის გატანა მოახერხეს. „ლივერპულის“ ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ბასკმა სიმპათიები ვერ დამალა ტრიოს მიმართ და წარმოიდგინა, თუ რა სიამოვნებას მიანიჭებდა მათთვის საგოლე პასების დარიგება.

 მათთან ერთად თამაში ძალიან ადვილი იქნებოდა. როდესაც შენ პასს უკეთებ თანაგუნდელს, რომელსაც მეტოქის გულშემატკივრების დამწუხრება ყველაფერზე მეტად უნდა, მშვიდად ხარ, ის ამას აუცილებლად შეძლებს. ჩემი აზრით, ფირმინო, მანე და სალაჰი პრემიერ ლიგასა და ზოგადად ევროპაში, ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი სამეულია.

 როდესაც სტამბულის ფინალის გამარჯვებული ხარ, 13 წლის შემდეგაც ვერსად გაექცევი მასზე საუბარს. ჩაბის ამ ინტერვიუშიც სთხოვეს იმ მატჩზე კომენტარი.

 ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ის „ლივერპულს“ საშინაო არენის ფაქტორის ბოლომდე გამოყენებას ურჩევს.

 კითხვაზე, რა იქნება წელს „ლივერპულის“ რეალისტური მიზნები, ალონსო პასუხობს:

„ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება- ეს აუცილებელი პირობაა.“

 „ რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას... ეს ჯადოსნური ტურნირია, ასპარეზი, სადაც შენს ოცნებებს სიცოცხლის საშუალებას აძლევ. „ენფილდი“ უდიდესი ძალის მქონე ადგილია, სტადიონმა დაამტკიცა, რომ ის სასწაულებისთვისაა შექმნილი, წლევანდელი ჩემპიონატი კიევში სრულდება. „წითლებმა“ უკრაინის საგზურის მოპოვება უნდა სცადონ. რატომაც არა?!

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

შენი და მასეკრანოსნაირი ცენტრი რო გვყავდეს ეხლა მართლა ყველაფერს მოვიგებდით

sydbarrett88
მომხმარებელი

აუ, ალონსო როგორ მიყვარდა :)) საოცრება აქვს ამ თაობას ლივერპულისთვის გაკეთებული და მიუხედავად იმისა რო ეხლაც ძაან გვინდა ჩემპიონობა, მარტო იმ ფინალის და იმ სეზონის გამო ღირდა ლივერის გულშემატკივრობა .. საოცარი თამაშები იყო, გარსიას გოლები იუვეს და ჩელსის კარში,სულ ნოსტალგია მაქვს :))

Capitan
მომხმარებელი

ალონსო და სტივი მომავალი მწვრთნელები იქნებიან.... ერთად მინდა ვნახო ესეინი ერთ შტაბში... ლიგის ფინალი???? რატომაც არა)))))))

juja
მომხმარებელი

კაცი ლეგენდა!!! ესეთი წყნარი-დასტოინი, პროფესიონალები გვაკლია.ერთი ისეთი ნახევარ დაცვის ტრიო გვყავდეს ხაბი ჯერო და მასკესგან რო შედგებოდა და რაღა გვიჭირს

ცვეტში ბაზრობს თუ ლიგაზე რამის იმედი მაქვს ეს ენფილდის ატმოსფერო და ცოტა იღბალია, წელს იმდენჯერ არ გაგვიმართლა და იმდენჯერ შეცდენ ჩვენს საწინააღმდეგოდ რო დროა ჩვენც გადმოგვხედოს იღბალმა

mesxi_8
მომხმარებელი

sydbarrett88,
რა მაგარია ვისაც ეგ გვახსოვს, სასწაული დაძაბული თამაშები იყო ჩელსისთან, ეგეთები ეხლა მგონი აღარც არის, დაეკარგა მუღამი ლიგას

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ეხ ჩაბი,შენი გამოცდილება,პროფესიონალიზმი და შენი თექნიკა ეხლაც წაგვადგებოდა რა ბებერიც არუნდა იყო,როცა ვაგებთ არავინ იცის რა გააკეთოს,როგორ მოიქცეს,რა ქნას,ამიტომ არ გამოსდით არაფერი.ნახევარდაცვა ვერ ამარაგებს თავდასხმას პასებით,აი ალონსო და ჯერარდი ასეთი სიტუაციის დროს დირიჟოროს ფუნქციას ასრულებდნენ,ფანტასტიკურად შეეძლოთ გუნდის გარდაქმნა,აი ეს გვიჭირს დღეს,ამ როლს კოუტონიოც კი ვერ ითვისებდა ბოლომდე და ეხლა ხო საერთოდ,ალონსო,ფაბრეგასი,ჯერარდი,ლამპარდი ეს ფეხბურთელები წყვეტდნენ თამაშის ბედს თავიანთ გუნდში,უფრო წინ ზიდანი,ზეედორფი და პირლო ორივე თაობას წვდება,ეხლა კი ასეთად მარტო კროოსი და ხამესი მახსენდება

ხავი და ინიესტაზე ლაპარაკიც არ მაქ

LUIS SUARES 001
VIP Member

Kaci legenda

chipe888
მომხმარებელი

როგორი შეგრძნებაა დადგე პენალტის ნიშნულთან 3-2 და შეასრულო პენალტი. ალონსო ისე ნერვიულობდა,რომ მაშინ ვფიქრობდი გამაზავდა პენალტს და ოცნება რეალობად არ იქცეოდა,მაგრამ დიდას აღების მერე სასწაული რეაქცია გამოავლინა და ჩემი ყვირილი მთელმა სამეზობლომ გაიგო. ეჰ კარგი დრო იყო ნამდვილად და ყვირილიც ხშირად მიწევდა. ახლა გოლი მიხარია მარა ისე არა როგორც მაშინ. ახლა იმის გეშინია კაცს რო კარში დაგირტყავენ და გაგივა. დღემდე მახსოვს მოურინიოს ჩაჯმული სახე ნახევარფინალში და ეხლა ორმაგად ვინატრებდი იგივეს გამეორებას. ბენიტესი მაგარი კაცი მარტო ამიტომაა,რომ ეს კაცი ჩვენთან მოიყვანა

lasha77
VIP Member

სამწვრთნელო შტაბში ეს და სტივი უნდა იყოს . მინდა რომ ჯერ ალონსო იყოს ლივერის მთავარი მწვრთნელი მერე კი ეს ადგილი სტივის გადააბაროს სამუდამოდ

lashafss
VIP Member

აი რა გვაკლია გუნდში ახლა. ალონსო და კარში ობლაკი იდგეს და ამათ ჯერარდი დაუმატეთ, მიიღებთ გუნდს რომლის შეჩერებაც შეუძლებელია :)

liverpool-fan
VIP Member

როგორ მევასება ეს კაცი რა სტივის მერე მეორე ადგილს იკავებს ჩემს გულში ზუსტად შენაირი ცენტრი გვინდა ეხლა

GoGson
VIP Member

ეს გვყავდეს ეხლაააა და არ მინდა აღარავინნ)))))) ამისი დასტონიიი მოიძრაობა და პასი, აუ როგორ მევასებოდაააა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze