"ლივერპულის" საზაფხულო გეგმები » Liverpool Fc - ფანკლუბი

"ლივერპულის" საზაფხულო გეგმები

ავტორი: gio_chyoi, 2-02-2018, 16:50, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 177, 7


Goal.com-ის ძალზედ სანდო ჟურნალისტი მელისა რედი (რომელიც სპეციალურად "ლივერპულზე" მუშაობს) აცხადებს, რომ ის პასიურობა რაც "ლივერპულმა" გასული იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გამოიჩინა, ამ წლის ზაფხულში იქნება ანაზღაურებული.

მოგეხსენებათ, მერსისაიუდლმა კლუბმა ფანჯრის გახსნისთანავე 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ვირჯილ ვან დეიკი გაიფორმა, თუმცა, ამის შემდგომ, კლუბი დატოვა ფილიპე კოუტინიომ, რომლის შემცვლელიც ხელმძღვანელობას არ მოუყვანია, რამაც გულშემატკივრების დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

"ლივერპულმა" იანვარში ორი მატჩი დათმო "სუონსთან" და "ვესტ ბრომვიჩთან", თუმცა ამან მაინც ვერ დაარწმუნა კლუბი, რომ ამჟამინდელი რესურსი არ არის საკამრისი სრული სეზონის ჩასატარებლად.

მელისა რედიმ კი იმ პოზიციებზე ისაუბრა, რომელთა გაძლიერებასაც "ლივერპულში" ზაფხულში გეგმავენ: "გეგმაშია ერთი ტოპ-კლასის მეკარის შეძენა, "რომას" ალისონი კი ერთ-ერთი კანდიდატია. მათ აგრეთვე მონიშნული ჰყავთ რამოდენიმე ნახევარმცველი და აგრეთვე გამიზნული აქვთ ცენტრალური დაცვისა და შეტევის გაძლიერება."

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენთვის ყველაფერი ყოველთვის "მამავალ ზაფხულს" ხდება. სკაუზერები დიდი იმედებით ელოდნენ გასული ზაფხულის დადგომასაც, თუმცა მოლოდინები ნამდვილად არ გამართლდა.

თუმცა, ორი აზრი არაა, რომ მელისა რედი ძალიან სანდო წყაროა და ჩვენ, როგორც ყოველთვის, ისღა დაგვრჩენია მოვითმინოთ და შემდგომ სატრანსფერო ფანჯარას დავუცადოთ. 

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

უკვე მოგვბეზრდა ეს დაიმედებები ჩვენი პოლიტიკოსებივით მარა ეს მელისა რედი მართლა სანდო წყაროა, ყოველთვის სიმართლეს წერს ხოლმე.
ზუსტად ეგ პოზიციებია გასაძლიერებელი რაც თქვა - 1. მეკარე 2. ცენტრალური მცველი 3. ცენტარლური ნახევარდაცვა და 4. ერთიც შემტევი. არაფრი დიდი შრომა არ უნდა ამას, ეს ალისონი იყიდოს(ობლაკი უფრო ზღაპარია) ცენრში დე ვრეი ან ვინმე კაი მცველი ნუ მე კულიბალი მინდა მოაგდოს. ცენტრში კეიტა მოვა და ერთიც ვაიგლი ან ფაბინიო მოიყვანოს და წინ ერთი შემტევი პულისიჩი ვთქვათ და ეგაა რა მეტი მართლა არ სჭირდბა ამ გუნდს არაფერი

gio_chyoi
რედაქტორი

რავიცი კლოპმა თქვა კოუტინიოში აღებული ფული ინვესტიციებს მოხმარდებაო, ანუ ისევ ტრანსფერებში ჩავდებთო და მაგას რო დაამატო ის იმდენი ფეხბურთელი ვინც გასაყიდია 250 მილიონი დაახლოებით მარტო მაგით გამოდის, საკუთარი ჯიბიდან ფულის დამატებაც არ დასჭირდება ჰენრის.
ჰა ერთი 35 მილიონი ფუნტი ალისონი, დე ვრეის არ გაუხანგრძლივებია ეხლა ვნახე ისე ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი ანუ ეგ უფასოდ, ერთი ვაიგლი მოაგდოს ერთი 45 მილიონ ფუნტად ან ფაბინიო და ერთიც შემტევი პულისიჩი ვთქვათ ეგეც იგივე ფასად და აქეთ დარცება კიდე ფული, ის კეიტაში გადასახდელი თანხაც რო დაამატო მაინც

Capitan
მომხმარებელი

ძაააალიან მაგარი სეზონი აქ ალისონს... მივესალმები ამ მეკარეს ალისონი კეპა ობლაკი ამათგან ერთერთი დაითრიონ უნდა....იტალიდან კულიბალიც წამოაყოლეთ....

Gerrard Fan
მომხმარებელი

ალისონს ნაღდ არ მივესალმები იმიტომ, რომ ბრაზილიელი და სტაბილური მეკარე მე არ მახსოვს ისევე ,როგორც ინგლისელი მეკარე !!! მე მაგალითად 100 მილიონს სიხარულით გადავიხდიდი ობლაკში მართლა საოცარი მეკარეა ეგ ბიჭი თან პსჟ მაგას ვერ იჩალიჩებს იმიტომ , რომ ჯერ მბაპე ყავთ გასაფორმებელი და კიდევ ბევრი ფეხბურთელი გასაშვები ფეირ პლეის წესები რო არ დაარღვიონ,მაგრამ იქითა წლამდე თუ ვაცადეთ ეგ შანსიც დაიკარგება!! მაგრამ მე პირადად არც კეპაზე ვიტყოდი უარს ნამდვილად ! ის კი არა ალისონს მე პირადად სერხიო რიკოც მირჩევნია და კიდევ ბევრი მეკარე , თუნდაც ბატლენდი , თან ბევრად !!!! მეკერეები უნდა აარჩიო, ესპანეთი,იტალია,გერმანია,ჰოლანდია ძირითაში !!!! ეს ქვეყნები კაი მეკარეების გამომშვები ცეხებივით არიან :დ

giginio
VIP Member

es zapxulii magari ician da es sezoni morchaaa? egaa klopis uambiciobaa zustadd. shemdeg zamtarshi albat salahs gUshveben da ityvian zafxulioo.imedia am zafxuls agar iqnebaa ess. davigale am chmori trenwrebit tu fuls ar adzleven gautrakos mflobeleba tuarada gamovides da tqvass da tacisit wavideaa

aaii ras ver vxvdebi ico melare ori ertmanetze uaresi yavs da meaamec igivee moyavt ra alisonii sad naxulobeen uketess veravis edzebenn minole2 supta eg alisoni . jer uordi mosinjon iqneba da ras mekareobss

LUIS SUARES 001
VIP Member

Movicdit zafxulamde tu usev ar gadagvayudes

lashafss
VIP Member

ობლაკი მოიყვანეთ ! კარგია და იმედი აღარ მოგვიკლათ თორე პიკშია უკვე გულშემატკივარი და მოისვრიან ამ ჰნრის კიდეც :X

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze