კლოპმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა შეაფასა

ავტორი: johnson, 2-02-2018, 18:32, კატეგორია - სიახლეები, 966, 13


31 იანვარს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. "ლივერპულმა" 2018 წელი ხმაურიანად გახსნა - იანვრის დასაწყისში "წითლებმა" ვირჯილ ვან დეიკი გაიფორმეს. რამდენიმე დღეში კი "ენფილდი" ფილიპე კოუტინიომ დატოვა.

ამის შემდეგ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოთამაშის განათხოვრებას, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის წევრებად არც მოიაზრებოდნენ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა სწორედ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა შეაფასა : "ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც სწორად ჩავთვალეთ. ყველაფერი ჩვენს ხელში არ არის, ვისურვებდით თუ არა კოუტინიოს შენარჩუნებას ? დიახ, ცხადია.

ახალგაზრდები გავანათხოვრეთ, რადგან ვთვლით, რომ ისინი ახალი გამოწვევებისთვის მზად არიან. ჩვენ გვქონდა და კვლავ გვაქვს გეგმა თუ როგორ გავაძლიეროთ U23 გუნდი. ზოგიერთ მოთამაშეს შეუძლია 18 წლამდელთა გუნდიდან დაწინაურდეს და რეზერვებში ითამაშოს.

რაც შეეხებათ სხვა ფეხბურთელებს - მარკო გრუიჩს სათამაშო დრო სჭირდებოდა და იჯარას მისთვის აზრი ნამდვილად ჰქონდა. ლაზარი დიდი ხანია მოედანზე არ გასულა და "ანდერლეხტი" მისთვის ფანტასტიური შესაძლებლობაა. იმას თქმა შეიძლება ფლანაგანზეც, რომელიც "ბოლტონისთვის" გაირჯება.

დანიელ სტარიჯს თავად სურდა წასვლა. მის პოზიციაზე ჩვენ ფირმინო, დომი და ინგსი გვყავს. ასევე, შეიძლება ერთ დღეს ამ როლში მოჰამედ სალაჰიც ვნახოთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილებები."

როგორ შეაფასებდით ზამთრის სატრანფერო ფანჯარას ?

კომენტარები


Ynwa Scousers
VIP Member

მაინც მგონია რომ ცენტრფორვარდი საჭიროა რაა

Capitan
მომხმარებელი

მსოფლიო ჩემპიონატი მოდის და ალბათ ამიტომ არ ჩქარობს კლოპი ვინმეს მოყვანას.... ვანდეიკი ვიყიდეთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გვყავს და არამგონია ძალიან ცუდი სატნრასფერო ყოფილიყო ასე რომ დამაკმაყოფილებელია... კოუტინიოს დედასვტენე იმიტო რო ზამთარში დაგვტოვა

mamuka1985
მომხმარებელი

ცენტრფორვარდი არვიცი მაგრამმცველი არის საწირო კიდევ აუცილებლად და საყრდენი 2 ,კეიტა და ვინმე ძირიტადი კიდევ,ჩანმა თუ დაგვტოვა

giginio
VIP Member

ratqmaunda cudia. erti magali klasis mcveli tu movida dacvis xazi mainc ver dalagda imito ro mis irgvliv kide sami sirbanjoa. ai koutinio ro dahvaklda agiareba ar gbinda tore naxevari gundi eg iyoo

gio_chyoi
რედაქტორი

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას ცუდად მარტო იმიტო შევაფასებდი რო მარკოვიჩI მაინც ვერ გავყიდეთ :DDD

LUIS SUARES 001
VIP Member

Damakmayofilebeli iyo chemtvis zamtris fanjara dalshe vnaxot :D

lasha77
VIP Member

ახალგაზრდული გუნდი რომ არ გვყავს იმიტომაც ვართ ასეთ დღეში . გუნდი რომელიც ტრანსფერებზე კარგ ფეხბურთელებსი დიდ ფულს არ იცდის და ისე უნდა წარმატების მიღწევა იმას ძალიამ კარგი ახალგაზრდები უნდა ყავდეს . ყველა გრანდს რეალს , ბარსელონას , ,მანჩესტერს და სხვებს უველას კარგი აცალგაზრდები ყავს ჩვენ ვინ ?

Kabula 543
მომხმარებელი

Ar mesmis rogor sheidzleba damakmayopilebeli uwodo zamtris satranspero panjaras,gadaobt albat,gadaxedet konkurevt gundebs,arsenalma sanchesi gaushva da Obama, somexi,moiyvana sitI championa da mainc daimata xalxi
Chven erti deiki moviyvanet da mase gvinda rames mivagwiot kargit raa!!!!!
M

FirminO
მომხმარებელი

Salahi arvici da manes centforvardad dayeneba cudi arunda ikos. Vin metanxmebit ?

GoGson
VIP Member

ზაფხულის ვნახოთ კლოპ ზაფხულის:)))) გუნდში 1 მეკარე, 1 ცენტრ მცველი 1 მარცხენა მცველი 1საყრდენი 1შემტევი ნახევარმცველი და 1 გამტანი ფორვარდი. 6ტრანსფერი გვინდა სრულყოფილებამდე:დდ
. ეს იჯარებიანი ხალხი ბოლომდე მოვიშოროთ და კმაყიფილი ვიქნები:დ

GoGson,
რაღა მარცხენა მცველი გინდა? გუნდმა 2ახალგაზრდა ტალანტი გაიფორმა მაგ ფლანგზე +რობერტსონი და რაღა მარცხენა ფლანგი?

Jurgen Klopp
ადმინისტრატორი

კოუტინიოს ტრანსფერს ვერაფრით ვერ ვხსნი, ზამთარში რატო წავიდა?! არ ჰქონდა პატარა ხელფასი, უდიდესი დაფასება ქონდა და ლიგაზეც თამაშობდა, მეტი რა მაგის ბრაზილიური ### უნდოდა??

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

იმის ფონზე რომ კონკურენტმა გუნდებმა შემტევი ხაზი გააძლიერეს და ხმაურიანი ტრანსფერები გააკეთეს, ლივერპულისთვის ეს სატრანსფერო ფანჯარა ძალიან პასიური აღმოჩნდა. დამაკმაყოფილებელი საერთოდ არაა მანეს ან სალაჰს რამე რო მოუვიდეთ ან თუნდაც ფირმინოს ფაქტობროვად გუნდი განწირულია. შეეძლო იაფად ეყიდა ობამა რომელსაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე ათამაშებდა ხოლო მის უკან კი ფირმინო დადგებოდა. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა რომ კოუტინიოს წასვლის მერე ზამთარშივე არ გააძლიერა შეტევის ხაზი. კრეატიული ფეხბურთელი გუნდში არავინ გვყავს. არც ისეთი ვინმე რომელსაც ყველა მატჩში შეუძლია საჯარიმოს გარედან სახიფათო დარტყმები განახორცხიელოს. არც ისეთი ფეხბურთელი გვყავს რომელიც ჯარიმებსაც მაგრად ასრულებს. კოუტინიოს წასვლის მერე ფაქტობრივად მაგრად დასუსტდა გუნდდი. 2 მატჩი ისეთ გუნდებთან წააგო რომელიც უბრალოდ კლასის ხარჯზე მაინც უნდა მოეგო. ზაფხულში ვინც არ უნდა მოიყვანოს აწი დაგვიანებული იქნება მისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე გვჭირდებოდა ძლიერი ფეხბურთელი. კოუტინიოს გარეშე კი მანდაც უფრო გაგვიჭირდება. მის შემცვლელზე საუბარი ზედმეტია უბრალოდ მაღალი დონის შემტევი ფეხბურთელი ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა ეყიდა. ძალიან ცუდი სატრანსფერო ფანჯარა იყო.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

საერთ. ჩემპიონთა თასი


  • დორტმუნდი
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze