x

"ლივერპული" - "ტოტენჰემი" [პრევიუ]

ავტორი: Javaxa, 2-02-2018, 21:12, კატეგორია - სიახლეები, 1 708, 16


კვირას, ჩვენი დროთ 20:30 წუთზე პრემიერ ლიგის XXVII ტურში ცენტრალური მატჩი გაიმართება, სადაც "ლივერპული" საკუთარ "ენფილდ როუდზე" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს.

გუნდების ახალი ამბები

ნახევარმცველ ადამ ლალანას თამაში "სპურსის" წინააღმდეგ საეჭვოა, მწვრთნელ იურგენ კლოპს გარისკვა არ სურს, რადგან ფეხბურთელს კვლავ აწუხებს ბარძაყის ტრავმა.

შუა კვირაში დასვენების შემდეგ ვირჯილ ვან დეიკი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება.

"დეზების" ახალწვეული ლუკას მოურა განაცხადში არ იქნება, რადგან ბრაზილიელს გუნდთან ერთად ჯერ არ უვარჯიშია.

ტრავის შემდეგ "მამლებს" სერჟ ორიე, ჰარი უინკსი და ტობი ალდერვეირელდი დაუბრუნდნენ.

პრევიუ

პრემიერ ლიგის ცხრილში სრული გადატრიალებაა! ამაში ბოლოდროინდელი წვლილი სწორედ "ტოტენჰემს" მიუძღვის, რომელმაც წმინდა საჭიდაო ილეთით [იპონი] ძირს დასცა "უემბლიზე" "მანჩესტერ იუნაიტედი". თუ "იუნაიტედი" მეორე ადგილზე, ხოლო "სპურსი" მეხუთეზე იმყოფება, ამან ძვირფასი მკითხველი არამც და არამც არ უნდა შეაცდინოს - "მანჩესტერს" 53 ქულა აქვს, ხოლო "ტოტენჰემს" კი - 48. 

რაც შეეხება შუაში მყოფებს, "ლივერპულსა" და "ჩელსის", მათ 50-50 ქულა აქვთ და მხოლოდ გატანილი გოლების უკეთესი ბალანსით არიან "წითლები" მესამე ადგილზე. მოკლედ, ყველანაირი წინაპირობა უკვე შექმნილია იმისთვის, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის თამაშია კვირას "ენფილდ როუდზე".

მათემატიკურ ანალიზებსა და თვლებზე ბევრი რომ არ გესაუბროთ, ამას სრულიად მივანდობთ თქვენს გემოვნებას და ჩვენ ტრადიცილ პრევიუზე განვაგრძობთ საუბარს. ეს მატჩი საიუბილეოა როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისათვის - ისინი ერთმანეთს 150-ედ ხვდებიან. თუ როგორ ფორმაში არიან გუნდები, ეს შუა კვირაში უკვე გამოჩნდა.

ისტორიის მანძილზე "ტოტენჰემი" "ენფილდს" 74-ჯერ ესტუმრა და აქედან ხეირიან სამ ქულას მხოლოდ 6-ჯერ მოუყარა თავი. "სპურსმა" პირველი მატჩი "უემბილზე" 4-1 მოიგო და მოგებას ვინ ჩივის, მათი პერფორმანსი უბრალოდ შეუდარებელი იყო. "ლივერპულს" ისღა დარჩენია თავისი ყველაზე დიდი პლიუსი გამოიყენოს და ზედა ეშელონის გუნდებთან ტრადიციული თამაში აჩვენოს, აიღოს რევანში და მოაწყოს დაუვიწყარი სანახაობა. 

იურგენ კლოპის გუნდს 18 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც უელსში დასრულდა. მისმა გუნდმა ახლიდან უნდა დაიწყოს და განავრცოს მოგებათა სერია, რადგან კონკურენცია კუნძულზე ძალიან მაღალია. სალაჰი - ფირმინო - მანე VS ალი - კეინი - სონი + ერიქსენი. ხელები მაღლა აგვიწევია...

იურგენ კლოპი: "ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი არჩევანი შევცვალოთ შემადგენლობა თუ არა. უკანასკნელი თამაში ძალიან კარგი იყო. ტოტენჰემი მანჩესტერთან დომინირებდა და თამაშის სადავეები სრულად ხელთ ეპყრა. ადვილი არ არის ასეთ გუნდებს მარტივად მოუგო, სპურსმა კი ეს შეძლო. ეს თამაში "სიტისთან" მატჩშს წააგავს, თუ გინდა რომ საუკეთესო კლუბებში ეწერო ასეთ შეხვერებში შენი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა წარმოაჩინო".

მაურისიო პოჩეტინო: "ლივერპულთან ურთულესი თამაში გველოდება და უნდა ვცადოთ საუკეთესო მატჩი ვაჩვენოთ. იურგენ კლოპს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს და წესით კარგი სანახაობა უნდა შედგეს. რაც შეეხება ლუკას მოურას, მას ტესტირება ჩავუტარეთ, მაგრამ პირადი მიზეზების გამო ის პარიზში დაბრუნდა. ჩვენ გვსურს, რომ ლუკასი რაც შეიძლება მალე შემოუერთდეს კოლექტივს".

ფაქტები

  1. "ლივერპულმა" უკანასკნელ 23 შეხვედრაში "სპურსის" წინააღმდეგ "ენფილდზე" მხოლოდ ერთი წააგო [15 მოგება, 7 ფრე].
  2. 2010-11 წლების შემდეგ "დეზებს" "წითლებისთვის" დუბლი არ შეუსრულებიათ.
  3. მიმდინარე სეზონში "ლივერპული" "ენფილდზე" დაუმარცხებელია - 14 მატჩი, 8 მოგება, 6 ფრე.
  4. მუჰამედ სალაჰმა 24 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. ყველაზე სწრაფ 20 გატანილ გოლს მხოლოდ 27 მატჩში მიაღწიეს ფერნანდო ტორესმა და დანიელ სტარიჯმა.
  5. ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში "ტოტენჰემმა" 7 ქულა აიღო.
  6. "სპურსმა" მიმდინარე სეზონში 3 ავტოგოლი გაიტანა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია დანარჩენ 19 გუნდს შორის.
  7. ჰარი კეინმა "წითლების" წინააღმდეგ ბოლო 6 მატჩში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 გოლი და 2 პასი.
  8. ბოლო გასვლით 13 შეხვედრაში ჰარიმ 18 გოლი გიატანა.
  9. ყველა ტურნირზე ერთად სონ ჰეუნგ-მინმა 14 მატჩში 7-ჯერ ასახელა "ტოტენჰემი.

კომენტარები


juja
მომხმარებელი

ოთხეულისთვის ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგავთ ამ თამაშის მოგებით

LUIS SUARES 001
VIP Member

Totenhems aucilebbad unda movugot,faqtiurad cali fexit otxeuli ganagdebuli gveqneba.

FirminO
მომხმარებელი

ციტატა: reversi
Points in Big 6 head-to-head games since Jurgen Klopp's appointment:
42 Liverpool
33 Chelsea
33 Tottenham
30 Man City
29 Man Utd
22 Arsenal
ესაა ჩვენი იარაღი მით უმეტეს ტოტეს ნაირ გუნდებთან რომლებიც არ ცდილობენ თავიდან ბოლომდე კარში ჩადგომას უბრალოდ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ პირველი მატჩის მსგავსად ცენტრში საინტერესო იქნება ერიქსენს რას დაუპირისპირებს იურგენი ვფიქრობ დანიელი ამ სპურსის მთავარი იარაღი ანუ ტვინია ტვინს თუ წავართმევთ მხოლოდ გრძელი პასები და შემთხვევითობის იმედად ყოფნა დარჩებათ

Danieli vinari ?

captainfantastic
მომხმარებელი

FirminO,
ერიქსენი დანიიდანაა. დანიის ნაკრების კაპიტანია თუ სწორად მახსოვს

gio_chyoi
რედაქტორი

უნდა ვიხმაროტ ერთი კარგად რა როგორც სიტიდა ოტხეულისკენ ძაან დიდი ნაბიჯი იქნება

lashafss
VIP Member

reversi,
მე ვფიქრობ ნახევარდაცვაზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული, ერიკსენი და ალი თუ გააჩერა დაცვამ და ნახევარ დაცვამ ეს თამაში მოგებულია :X ოთხეულშიც 5 ქულა სხვაობა იქნება და კარგია

FirminO
მომხმარებელი

ციტატა: reversi
FirminO,
კრისტიან ერიქსენი არის დანიელი

:)

Capitan
ტოპ კომენტატორი

მაგარი თამაში გველოდება აუცილებლად მოსაგები გვაქ ჩვენც და ქათმებსაც მაგრამ ერთ სეზონში ორი თამაში მოგვიგონ ქათმებმა სასაცილოდაც არ მეყოფა.... 3 ქულა ხვალე და არსნელთანაც იმედია წააგებენ ქათმები 4ეული უნდა გავინაღდოთ პორტოს მერე ლიგაზე გრანდი შეგხვდება თან ყველაზე ძლიერი დარწმუნებული ვარ იმდროისთვის ქულები უნდა გვქონდეს მოგროვებული.... კლოპიც ხვდება ამას და სანამ შანსები გვაქ იქამდე უნდა გამოვიყენოთ 3 ადგილზე კი ვართ მაგრამ 2 ქულა სხვაობა ტოტენჰემთან ასე რომ შეიძლება 5 ზე აღმოვჩნდეთ ამიტომ ვამბობ სასწაულად მაგარი თამაში გველოდება თქო 2ვეს მოგება უნდა 2ვე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს)))) ყნწა დავადუღებთ ანფილდი იგუგუნებს როგორც ყოველთვის <333333

FirminO
მომხმარებელი

XXVI turiada ara XXVII

GoGson
VIP Member

ეს ტრავმების მოშუშება ყველას ჩვენთან რო მოუნდება ხოლმე:დდდ

ძააან რთული და მაგარი იგრა იქნება, მარა მოვიგეებთ

cotne_suarez
მომხმარებელი

ra გრანდი ვინ გრანდი

danielle
VIP Member

მინდოდა მეთქვა ეგენი ხო ჩვენი ბულკები არიან მეთქი მაგრამ მერე 4:1 გამახსენდა და აღარ დავწერ

oto1990
მომხმარებელი

მაგარი თამაში იქნება და ძალიან ბევრს გადაწყვიტავს საბოლოო ცხრილში
რეალურად სიტიზე მეტად აქ გაგვიჭირდება,სიტივით უაზრო ბურთის ფლობა არ აინტერესებს პოჩეტინოს დაახლოებით იგივე ტაქტიკა აქ რაც კლოპს და ჩემი აზრით სასტავიც უკეთესი ყავს ვიდრე კლოპს,მანჩესტერის წაგება კი უხარია ბევრს მარა ამ ეტაპზე ჯობდა ფერე ეთამაშათ ან ვაბშე მოეგო იუნაიტედს,მაგარი მუხტი მიიღო ტოტენჰემმა
და ვისაც გონია რო ჩვენ უფრო მაგარი კამანდა გვყავს გადახედეთ კიდევ ერთხელ ტოტეს სასტავს.მეკარეს და დაცვას რო დავანებოთ თავი კეინი,ერიქსენი ალია შეტევაში პლიუს სონი რომელიც მგონია ხვალ სკამზე იქნება და ერთ ნახევარმცველს დაამატებს
შემთხვევითი არაა რო სკაი სპორტის ყველა ექსპერტი ამბობს ტოტენჰემი შევა ოთხეულშიო

liverpolel
მომხმარებელი

ტოტე მაგარ ფორმაშია, მანჩესტერს თავზე დაახია ბურთი, ჩვენმა ნახევარ დავცამ უნდა იგიჟოს, ერიქსენი ალია ჩასაკეტი, და ლოვრენი უნდა მიაბას კეინს, ჩემი აზრით ლოვრენი პერსონალურზე საუკეთესოა

barda22
მომხმარებელი

უნდა მოვიგოთ ეს თამაში აუცილებლად და მგონია გადაუვლიან !!

LUIS SUARES 001
VIP Member

მოსაგები თამაშია აუცილებლად. 3

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

შაბათი, 19:00 სთ


  • უოტფორდი
  • Vs

    24.11.18


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 2:0

    11.11.2018


  • ფულჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

ჟერდან შაჩირი

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze