მანე: ვფიქრობ, ყველა დარჩენილი მატჩის მოგება შეგვიძლია » Liverpool Fc - ფანკლუბი

მანე: ვფიქრობ, ყველა დარჩენილი მატჩის მოგება შეგვიძლია

ავტორი: NikaSvanidze, 3-02-2018, 21:47, კატეგორია - სიახლეები, 866, 10


 მიუხედავად იმდროინდელ ბოლოადგილოსან „სუონსი სიტისთან“ დამარცხებისა, მერსისაიდელების 18-მატჩიანი წაუგებელი სერია და გზად „მანჩესტერ სიტისთვის“ სამივე ქულის წართმევა მყარ საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ „წითლებს“ ლიგაში ყველა მეტოქესთან აქვთ მოგების დიდი შანსი.

 SkySports-თან ინტერვიუში „ლივერპულის“  შემტევმა, სადიო მანემ, განაცხადა, რომ პრემიერ ლიგაში ინტრიგის არარსებობა გუნდის მოტივაციაზე გავლენას საერთოდ არ ახდენს.

 „ჩვენ აბსოლუტურად ყველა შეხვედრის მოგება გვინდა, მაგრამ ეს ხანდახან რთულია, როცა ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ თამაშობ, რომლებიც გამუდმებით საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ.

 „ძლიერ გუნდებთან სხვა სახის ბარიერების გადალახვა გვიწევს, მაგრამ, უკვე ვაჩვენეთ, რომ ყველანაირი სტილის გუნდთან მხოლოდ გამარჯვების მოსაპოვებლად ვიბრძვით.“

 სენეგალელმა „ლივერპულის“ ახალწვეულზეც დადებითად ისაუბრა.


 „მე ვირჯილს „საუთემპტონიდან“ვიცნობ. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი დანამატია. მართალია მას ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება,მაგრამ მისი ტაქტიკური განსწავლულობა, ლიდერის თვისებები და ძლიერი ხასიათი ამ პროცესსგაუადვილებს."

სეზონის სტარტზე მიღებულმა დისკვალიფიკაციამ და ტრავმამ მის ფორმაზე დიდი გავლენა მოახდინა, მანე წელს ვეღარ არის ისეთი დომინანტი, როგორიც შარშან, მაგრამ თავად ფეხბურთელი ფიქრობს, რომ დარჩენილი დრო საკმარისია გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად.

ბოლო პერიოდი ჩემთვის მძიმე იყო, ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. „ლივერპულს“კიდევ  უამრავი მატჩი აქვს გასამართი, მე ამ შეხვედრებში ყველაფერს გავიღებ წარმატების მისაღწევად.“

კომენტარები


kloppo
მომხმარებელი

ძალიან მიყვარს და მეცოდება მანე რა იმ ბრაზილიელმა რძის ბოთლმა სეზონი ჩაუშხამა არადა რა კარგად დაიწყო თუ გახსოვთ აგვისტოში პრემიერლიგის თვის საუკეთესო იყო ! მჯერა რო მალე შევა ფორმაში და მერე იმენა რობენი-რიბერი გვეყოლება მანე-სალაჰის სახელით :დდ

liverpool-fan
VIP Member

ჩორნა უნდა მოუმატო წითელის და ტრამვის მერე კაცს ერ ატყუებს თითქოს შეშინებულიაო და იმედია ხვალ შეაფდებ და გაიხსნებაა

ციტატა: kloppo
ძალიან მიყვარს და მეცოდება მანე რა იმ ბრაზილიელმა რძის ბოთლმა სეზონი ჩაუშხამა არადა რა კარგად დაიწყო თუ გახსოვთ აგვისტოში პრემიერლიგის თვის საუკეთესო იყო ! მჯერა რო მალე შევა ფორმაში და მერე იმენა რობენი-რიბერი გვეყოლება მანე-სალაჰის სახელით :დდ

რობენისნაირი დარტყმა რო ქონდეს რომელიმეს რა გაასწორებდა ))

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

თვის საუკეთესო ლივერიდან თუ ეპლ-ში? არმახსოვდა ეგ

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: ზ.ებანოიძე
თვის საუკეთესო ლივერიდან თუ ეპლ-ში? არმახსოვდა ეგ

კი, პრემიერ ლიგის საუკეთესო გახდა აგვისტოში. თავიდან უოტფორდს მაგარი გოლი გაუტანა მერე არსენალსაც გაუტანა და მაგრად თამაშობდა საერთოდ პირველი თვე

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Mane gatxris totenhems 2 gols

Capitan
მომხმარებელი

რამაგრად დაიწყო სეზონი მანემ...... შევიდეს უნდა ისევ იმ ფორმაში სალაჰი ფირმინო მანე ძალიან მაგარი შემტევი ხაზია... ფირმინო სალაჰი სასწაულ ფორმაში არიან მანეც აკრიფავს იმ ფორმას და მერე ნახეთ))))))

gio_chyoi
რედაქტორი

შარშან ენფილდზე ამან მარტომ მოუგო ტოტენჰემს

LUIS SUARES 001
VIP Member

მანე მანე უნდა შევიდეს ფორმაში

GoGson
VIP Member

მანე უნდა დაბრუნდეს, და დაბრუნდება კიდეც... ზოგს აქ დაავიწყდა რა ბიჭი გვყავდა.. მოიხოდება, ამ სეზონშიც მაგრამ იქითაში ხო ვაფშე... მთავარია მომოც დარჩეს და სეზონს ორივე ფორმაში შეხვდეს, სასწაული იქნება

juja
მომხმარებელი

მანემ მაგრად მოუკლო ამ ბოლო დროს, თითქოს ბევრს ცდილობს და ზედმეტი მოსდის არადა მაგარი ნიგერი გვყავს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze