კლოპის ვერდიქტი » Liverpool Fc - ფანკლუბი

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 5-02-2018, 10:40, კატეგორია - სიახლეები, 1 033, 14


გუშინ "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ტოტენჰემი" მიიღო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გააკეთა კომენტარი :

თამაში და 11 მეტრიანები
ძალიან ინტენსიური მატჩი გამოვიდა. დღეს ერთმანეთს ორი კარგი გუნდი დაუპირისპირდა. პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი იყო, როცა მსაჯს შეეძლო წესების დარღვევის დაფიქსირება, თუმცა თავი შეიკავა. შემდეგ კი მსუბუქმა შეხებამ მთელი მატჩის ბედი გადაწყვიტა. როგორც გავიგე, იმ ეპიზოდში ლამელა თამაშგარეშიც კი იყო. ვირჯილმა ის დაინახა და შეჩერდა. დიახ, მცირე კონტაქტი იყო, თუმცა მთავარმა მსაჯმა თამაში გააგრძელა. შემდეგ კი ყველამ ნახა რაც მოხდა. რაც შეეხება პირველ პენალტს - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო თამაშგარე, რომელიც ოდესმე მინახავს. არ ვიცი რას განიხილავენ ოფიციალური პირები, თუმცა ანგარიში აღარ შეიცვლება.

დღეს "ტოტენჰემს" უფრო ხშირად ჰქონდა ბურთი, თუმცა უმეტესად ისინი თავის ნახევარზე მოძრაობდნენ. მეტოქის ნახევარზე ბურთის ფლობის მაჩვენებელი ჩვენს სასარგებლოდ იყო. მათ ბევრი პრობლემა შევუქმენით, გავიტანეთ სწრაფი გოლი და კიდევ არაერთი მომენტი გვქონდა. ამავდროულად, "ტოტენჰემიც" კარგია გუნდია, ამიტომაც შანსები მათაც ჰქონდათ როგორც პირველ, ისე მეორე ნახევარში.

დიახ, მეორე ტაიმში უკეთ თამაში გვმართებდა. მათ "ათიანზე" ალი გადაიყვანეს, შემდეგ მას ლამელაც შეურთდა. ამ ყველაფერზე რეაქცია უნდა გვქონოდა.

მოჰამედ სალაჰის თამაში
ფანტასტიური გოლი გაიტანა. მან გამორჩეულად ითამაშა და 90 წუთის განმავლობაში, მეტოქისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. პირველ ტაიმში ჩვენ მეტოქეს თავისსავე ნახევარზე ვავიწროვებდით და კარგ მომენტებსაც ვქმნიდით.

როდესაც მის გოლამდე 1 წუთით ადრე, მსაჯმა პენალტი დანიშნა, ყველამ გაიფიქრა : "რა ხდება ? ყველაფრისთვის ვიბრძვით, მსაჯი კი ასეთ პენალტებს ნიშნავს !". ამის შემდეგ კი გოლი გავიტანეთ და წინ გავედით, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდა.

გუნდების პროგრესი
ორივე გუნდი სწორ გზას ადგას, თუმცა ეს არავის აინტერესებს, რადგან ჩვენ შედეგის ჩვენება გვჭირდება. პირველ შეხვედრაში ჩვენ დავმარცხდით, ახლა კი მატჩი ფრედ დასრულდა. ასე რომ, "ტოტენჰემმა" ჩვენთან 4 ქულა აიღო, ეს კი კარგი გრძნობა ნამდვილად არ არის. "უემბლიზე" ისინი იმსახურებდნენ გამარჯვებას, დღეს კი ჩვენ ვიმსახურებდით, თუმცა წარმატების მისაღწევად ზოგჯერ მცირე დახმარება სხვისგან გჭირდება.

დიახ, მეორე ტაიმში მეტოქე დომინირებდა, რაზეც რეაქცია უნდა გვქონოდა და ვიმოქმედეთ კიდეც. ცხადია, უკეთ უნდა გვეთამაშა. პირველ ნახევარში მეტოქეს გაუმართა, რომ უფრო მეტი გოლი ვერ გავიტანეთ. შესვენების შემდეგ, მათ არ ჰქონიათ ბევრი მომენტი, ისინი უბრალოდ ბურთს აკონტროლებდნენ, ჩვენ კი თავს კარგად ვიცავდით. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ პენალტის ეპიზოდში, ლოვრენი შეცდა, შეეხო ბურთს და ამიტომაც არ იყო თამაშგარე. სამყაროა ასეთია და ჩვენ ვერაფერს შევცვლით. 

კომენტარები


GoGson
VIP Member

მეც არ მესიამოვნა ის ფაქტი რომ სწრაფი გოლის მერე მეორე ნომრად ვთამაშობდით და ასე მეგონა ჩელსის ან ჟოზეს იგრას ვუყურებდი. ვინაიდან ეს მართლა პირველი შემთხვევაა ბოლო 3 წელში კარგი, იყოს მასე. მაგრამ მაგის გამო წავაგეთ თამაში რომ ავტობუსი დავაყენეთ ? არა! ჩვენ გამაზულ მომენტებზე როარ ვიწუწუნოთ, აი პროსტა მსაჯების მინიმუმ 2 გადაწყვეტილება იყო საზიზღრობა, *ცენზურა*ობა და არაპროფესიონალიზმი. ეგ უნდა გასაჩივრდეს აუცილებლად, და მინიმუმ დისკვალიფიკაციას ველი (გადათამაშების ან 3 ქულის იმედი ნამდვილად არ მაქვს :D)
ჯერ მარტო ბოოლო 10 წუთში რო 2 პენალტი ინიშნება, მეორე რო სულ მართლა დასადები პენალტი იყოს მაინც არ დებენ ხოლმე მსაჯები მასეთ დროს, და ჩვენს შემთხვევაში მეორე პენალტი იყოოო აბსურდი, პირველზე აღარაფერს აღარ ვამბობ

kloppo
მომხმარებელი

მოდი ვთვათ ჯერ მსაჯების დედა ვატირეთ ყველამ :))) და მერე კლოპის უემბიციო სათვალეები ჩავტეხე ! იურგენი ხარ თუ ჟოზე შე კუტალა კაცო ამხელა გერმანელი სარდელი ხარ და ენფილდზე ტოტენჰემმა გადაგახია ბურტი ტავზე ...ჯერ იმის გამოა გასაგდები რო ნახევარდაცვაში ძირითადში მილნერი-ჰენდერსონი-ჩანი გვყავს ყველაზე უფანტაზიო 3-ული დედლი ტრიო :))) და სკამზე ვეინალდუმი და ოქსი ეგეც 2 ცალკე თემაა ... მერე კიდე შე სირო შენ ლოვრენმა რეეები აკეთა გინდა წინაზე გინდა ეხლა და გინდა მთელი კარიერის განმავლობაში და კიდე მაგას აყენებ ძირითადში როცა მცველში დაგაიხადე 75 მილიონი და მოხსენი რეკორდი იმისთვის რო ეგ ამოგეგდო სასტავიდან . მერე რა არნოლდი თქვენც მაგიჯებთ დაცვაში დირკაა და ადრეა ასეთი თამაშებისთვის არნოლდი ჯერ მანჩესტერთან მარტიალმა ათრია მერე სიტისტან აუტი ვერ ჩააწოდა დღესაც ბევრი შეცდომა დაუსვა მოკლედ კლოპი და მინიმუმ 8 კაცი შესაცვლელია რა რაც შეიძლება დროზე! უი ჰო სუდია შენი დედა მოვ*ცენზურა* :)))))))))))))))))) <3

johnson
ადმინისტრატორი

პირველ ეპიზოდში ლოვრენი შეეხო ბურთს და ამიტომ მართლა არ იყო თამაშგარე. წესიერად ვერ მოიგერია ბურთI ლოვრენის კისერზეა ნუ კარიუსს რთულია დააბრალო რა ეგეთ ეპიზოდებში სულ ეგრე იქცევიან მეკარეები. მეორე ეპიზოდში კი კონტაქტი აშკარად იყო და რუსიც და ინგლისელი კომენტატორებიც ამბობენ რო პენალტი უნდა დაედო მსაჯს.

საერთოდ უნამუსოდ ლაპარაკობს კლოპი რა მომენტი არ ჰქონიათ მეორე ტაიმში ფეხი არ გაანძრევინეს ლივერპულს... აი რატო არ უნდა გაააგრძელო პირველი ტაიმის მსგავსი თამაში როცა ხედავ რო ამართლებს ? არ გვეკუთვნოდა მოგება

ThisIsAnfield
მომხმარებელი

მსაჯებმა გაგვიყედს, ორი აზრი არ არის, მაგრამ კლოპმაც მაგრად რო აურია ეგეც ფაქტია, რომელი ატლეტიკო ან ჩელსია ლივერპული რო 1-0ზე მცველი დაამატო და ტოტენჰემს რომელიც ბურთს გიმალავს დაცვაში ჩაუჯდე... ამ გუნდის მთავარი კოზირი რეაქტიული შეტევები და მწვავე პრესინგია... უბურთოდ ლივერპული ჩიხურაა... მე მთავარ მიზეზად ის მიმაჩნია, რომ ბობიმ ჩააგდო თამაში... ზუსტად ამას ვგულისხმიბდი როცა ვამბობდი მეორე ფორვარდი ჰაერივით საჭიაროამეთქი, რობოტი ხო არ არის ეს ფირმინოც , სადღაც ჩააგდებს თამაშებს რა, ამიტომ უბდა გყავდეს სრულფასოვანი შემცვლელი...

gio_chyoi
რედაქტორი

johnson,
გუგა კონტაქტი იყო მარა იყო ისეთი მცირე შეხება რო მასე ლამელა ვერ წაიქცეოდა ვერანაირად კაი რა აი აშკარად ეტყობა რო ისიმულიანტა, სიმულიანტობა სხვა კი არაფერია, ან არ შეგეხნენ საერთოდ და დეცი ან კიდე იმდენად მცირედ შეგეხნენ რო ისე ვერ წაიქცეოდი როგორც წაიქეცი

პირველ პენალს რაც შეეხება კიდე თვითერზე ედო ვიღაცას ფეხბურთის წესები და ახსნა რო თამაშგარე იყო აქაც დავდე ჩატში

mais
მომხმარებელი

ციტატა: johnson
პირველ ეპიზოდში ლოვრენი შეეხო ბურთს და ამიტომ მართლა არ იყო თამაშგარე. წესიერად ვერ მოიგერია ბურთI ლოვრენის კისერზეა ნუ კარიუსს რთულია დააბრალო რა ეგეთ ეპიზოდებში სულ ეგრე იქცევიან მეკარეები. მეორე ეპიზოდში კი კონტაქტი აშკარად იყო და რუსიც და ინგლისელი კომენტატორებიც ამბობენ რო პენალტი უნდა დაედო მსაჯს.

საერთოდ უნამუსოდ ლაპარაკობს კლოპი რა მომენტი არ ჰქონიათ მეორე ტაიმში ფეხი არ გაანძრევინეს ლივერპულს... აი რატო არ უნდა გაააგრძელო პირველი ტაიმის მსგავსი თამაში როცა ხედავ რო ამართლებს ? არ გვეკუთვნოდა მოგება

A player in an offside position receiving the ball from an opponent, who deliberately plays the ball (except from a deliberate save), is not considered
to have gained an advantage.

მე-2 გოლზე ვან დეიკმა უკან შეწია ფეხი, მაგრამ ის მაინც დაეჯახა.
შეიძლება კი იყო მაინც წესების დარღვევა, მაგრამ ასეთ პენალტებს მგონი მარტო ლივერპულთან დებენ პრემიერლიგაში.

L-F-C
მომხმარებელი

ეს თამაში არის კლოპის კისერზე, იმიტომ რომ წინ გასვლის მერე დაცვაში ჩადგომა ყოველთვის ცუდად სრულდებოდა ლივერპულისთვის და ახლაც მასე მოხდა, სამი ცვლილებით გუნდი ვერ გადააწყო და პოჩეტინომ ერთი ცვლილებით თამაში მოიგო, მსაჯებმა ი *ცენზურა*ვეს მარა მარტო მსაჯებზე არ უნდა გადფატყდეს ჯოხი, 1-1 -ის მერეც ტოტენჰემი გვიტევდა და მთელი მეორე ტაიმი ასე იყო

captainfantastic
მომხმარებელი

პირველი პენალი არ იყო 1. თამაშგარე იყო. ლოვრენს ბურთი რომც მიეღო და ჰარი კეინს უკნიდან წაერთვა ეგეც თამაშგარე იქნებოდა იმიტო რო კეინი აშკარად თამაშგარიდან ერთვებოდა. თუ ლოვრენი (განზრახ) მეკარეს გაუკეთებდა პასს და კეინი ჩაჭრიდა მაგ შემთხვევაში არ იქნებოდა თამაშგარე (ისე როგორც დაიერმა გააკეთა). 2. კეინმაც კარგად გააფორმა არ იყო კარიუსის მხრიდან ისეთი თამაში რომ კეინი წაქცეულიყო უბრალუდ გაგდებული ქონდა ბურთი და დიდი შანსი იყო ვერ გაეტანა ამიტომ პენალტი ამჯობინა. მეორე პენალს რაც შეეხება ჯერ დავიწყებ იმით რომ ლამელა თამაშგარეში იყო და ამის გარდა სანამ დეიკი შეეხებოდა ლამელამ უკვე იცოდა რომ უნდა წაქცეულიყო. ეგეთ თამაშზე შეიძლება ჯარიმაც კი არ დადონ არათუ პენალტი. თან კარისკენ ზურგით იდგა და დარტყმას მაინც ვერ ახერხებდა ის ბურთი რომც მიეღო.

პლიუს ამას დეიკმა ფეხი აშკარად აარიდა და არ იყო მისი მხრიდან ლამელასთვის დარტყმა განზრახული

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ლოვრენის შეხება არშეხება რა შუაშია, თამაშგარე ფიქსირდება მაშინ როდესაც პასის მომენტში შემტევი გუნდის ფეხბურთელი უფრო ახლოსაა მეკარესთან ვიდრე მცველი, ეს ნამდვილად ის შემთხვევა იყოს, პასის მომენტში კეინი ოფსაიდში იმყოფებოდა...

gio_chyoi
რედაქტორი

captainfantastic,
კი სხვათა შორის ეგეც დავაფიქსირე რო კეინმაც კარგად გააფორმა ეგ პენალი, კი, წააქცია კარისუმა მარა მაინც აშკარად შეეტყო რო პირდაპირ წაქცევაზე ითამაშა, არაბუნებრივად გამოუვიდა ცოტა

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

ევროპა ლიგის ფინალშიც კოუტინიოსრიკოშეტიდან მისული პასის მერე გავვიტანა კოკემ. იქ არაწია თამაშგარე. რომელშიც თუ არ ვცდები იყო დაა..

Capitan
მომხმარებელი

კლოპმა რასაც ვფიქრობ მსაჯებზე ის რო ვილაპარაკო მსოლფიოში ყველაზე დიდ ჯარიმას დამაკისრებენო :დ

lashafss
VIP Member

johnson,
ჯონსონ ამ საიტზე მანახე ადამიანი რომელიც გეთანხმება : ) თუ კომენტარს ნახავ პმ მომწერე პასუხი რომ წავიკითხო თუ არ დაგეზარა :) მერე გაგცემ საფუძვლიან პასუხს 2 ვე პენალტზე ისე როგორც ფეხბურთელი და არა როგორც ლივერპულის გულშემატკივარ:)

datka185
მომხმარებელი

პირველ პენალს რაც შეეხება კიდე თვითერზე ედო ვიღაცას ფეხბურთის წესები და ახსნა რო თამაშგარე იყო swrafi sesxebi აქაც დავდე ჩატში

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



თქვენი აზრით, რომელია გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze