კარიუსი: იმედგაცრუებული ვარ

ავტორი: NikaSvanidze, 5-02-2018, 15:10, კატეგორია - სიახლეები, 901, 12


 გუშინ „ენფილდზე“ ნამდვილი თრილერი შედგა. საბოლოოდ, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“  საყაიმო ანგარიშს,  2:2-ს, დასჯერდნენ. მართალია, იურგენ კლოპის შეგირდებმა ოთხეულში ადგილი შეინარჩუნეს, რაც რეალურად, თითქმის, ერთადერთი პრიორიტეტია პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში, მაგრამ შეხვედრის მიმდინარეობის გათვალისწინებით, მერსისპირელები მაინც უკმაყოფილონი არიან.

 არ შეიძლება აღნიშვნის გარეშე ლორის კარიუსის დატოვება, რომელიც კლოპმა სეზონის დასკვნით ნაწილში დააწინაურა და „წითლების“ მთავარ კარის დარაჯად გაამწესა. გერმანელმა კიპერმა „სპურსის“ გოლეადორს პენალტიც კი აუღო.

 ფერზე მოსულმა ლორისმა „ლივერპულის“ ოფიციალურ საიტს საკმაოდ ემოციური ინტერვიუ მისცა.

ჩემთვის მატჩზე საუბარი რთულია, თითქოს ყველაფერი უსამართლოდ მოხდა.“


„პირველი პენალტის ეპიზოდში, მართალია გამეორება ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, თამაშგარე მდგომარეობა იყო. მეორე შემთხვევაში მთავარმა არბიტრმა დარღვევა ვერ დაინახა, ასისტენტმა კი ყველაფერი მარტივად გადაწყვიტა.“

 „ფეხბურთელისთვის მძიმეა ასეთ მატჩში ქულას დასჯერდეს. შეიძლება, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ქულა ჩვენთვის უფრო დამაკმაყოფილებელია, მაგრამ როცა იცი, რომ ასეთი შეხვედრა იყო, რთულია გული არ დაგწყდეს.  „სპურსთან“ ხუთქულიანი ჰანდიკაპი ძალიან დიდი ფუფუნებაა, ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოვიპოვეთ.“


 ლორისმა მოგერიებულ თერთმეტმეტრიანზეც ისაუბრა. მას შესწავლილი ჰქონდა ჰარი კეინის დარტყმის სტილი, რამაც მოქმედება გაუადვილა.

 „მე ყოველთვის ვსწავლობ მეტოქე თავდამსხმელთა სათამაშო მახასიათებლებს, კეინის შემთხვევაშიც ასე მოხდა. ვიცოდი, რომ „ტოტენჰემის“ პენალტისტი სწორედ ის არის. მნიშნველოვან მატჩებში ჰარი უპირატესობას კარის ცენტრში დარტყმას ანიჭებს. მეც მივენდე ჩემს ინსტინქტს და გამიმართლა. ასეთ დროს გამართლება აუცილებელიცაა, სხვაგვარად პენალტის მოგერიება თითქმის შეუძლებელია."

 კარიუსი თავისი გუნდის დაცვით კმაყოფილია. მისი აზრით, „მამლების“ ორივე გოლში ფორტუნამაც შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი.
 

„დიახ, მეორე ტაიმში ისინი მეტად მონდომებულები იყვნენ, მათ ქულები სჭირდებოდათ. ხანდახან ასეც ხდება, ცოტა არ გამართლება, და მეტოქე შესაშური სილამაზის გოლს გაგიტანს, ასეთ დროს მეკარეს არაფერი შეუძლია. საბოლოოდ, პრაგმატულად თუ ვიმსჯელებთ, ქულა არცთუ ცუდი შედეგია ჩვენთვის.“

კომენტარები


G.p
VIP Member

შენ ასე ითამაშო ნეტა სტაბილურად და მეტი არც გვინდა.ეგ არაფერი 1 ფრე სპურსთან არაფერს წყვეტს მთავარია რაც მოსაგებია ის მოვიგოთ თორე ასე ცუდად საუკუნეში ერთXელ ვთამაშობთ და ასეთი უიღბლობაც ძალიან იშვიათად ხდება ასე რომ მთავარია სხვა დროსაც ისე ითამაშო როგორც გუშინ.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ტიპმა თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა მარა მისი კარის მიმართულებით საჯარიმოს გარედან მაინც გატენეს და ორი პენალტიც დაუდეს. ესეც მაგარი უიღბლოა. სხვა მატჩებში ამის ნახევარი სიძლიერითაც კი ვერ თამაშობს ხოლმე. ტოტენჰემთან კი თავდაჯერებული ჩანდა. სალაჰი და კარიუსი იმსახურებდნენ რომ გამარჯვება ეზეიმათ. ორივეს ძალიან კარგი მატჩი ქონდა. ვან დეიკის ბოლო ის მომენტი რომ არა მანაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა საუკეთესოც კი ლივერპულის მაისურით. აფსოლიტურად ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო. კარგი ვარდნაც განახორციელა პირველ ტაიმში. გუნდი ცუდ ფორმაში არაა. შეუძლია მაღალ დონეზე თამაშიც. მთავარია სტაბილურობა და სასურველ შედეგიც იქნება.

mesxi_8
მომხმარებელი

სტივენ ჯერარდი,
დეიკი ბოლო მომენტში არაფერ შუაში არ იყო, მანდაც ძაან ჭკვიანურად მოიქცა ფეხი გაწია. მსაჟია *ცენზურა* და დედამო*ცენზურა*ული. თავზე ყველა ბურთი მოიგო მგონი ვირჯილამ

Capitan
მომხმარებელი

ძალიან კარგად ითამაშა კარიუსმა ასე გააგრძელე ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი შემთხვევით ვერ აჯობებ ნოიერს <3 და მინოლეს და კარიუსის გამოკითხვაზე კითხვა თუ გქონდათ რატო მივეცი ხმა კარიუს აგერ დამტკიცდა მინოლე მივიდა უკვე იმ დონეზე რაცაა და აწი მაგი მომატებელი არცააა რაც არის ის იქნება სიკვდილამდე კარიუსი სხვა შემთხვევაა შეიძლება ამ თამაშმა დიდი გავნლენა იქონიას მის მომავალზე და ერთერთი საუკეთესო მეკარე დადგეს.... წარმატებები

jurgen kloop
მომხმარებელი

კარიუსმა ასე რომ გააგრძელოს ლივერპულის ნომერ 1 მეკარე აუცილებლად გახდება

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

mesxi_8,
კი, აფსოლიტურად ყველა მოიგო. კეინიც ხო მაღალია მარა ტიპმა ეგეც მაგრად დაჩაგრა. ბოლო მომენტი კი იმიტომ ავღნიშნე რო მაინც მის გამო დაიდო პენალტი. ჩვენ კი ვიცით რო არ იყო დასადები პენალტი მაგრამ მაინც ის დაადანაშაულეს და მთლად კარგი მატჩი არ გამოვიდა მისთვის. მის ადგილზეც შეიძლება ნებისმიერი სხვა ვინმე ყოფილიყო მაგრამ მან მართლა ჭკვიანურად ითამაშა ფეხი რომ უკან გაწია. ყველაფერი ისე გაკეთა როგორც უნდა გაეკეთებინა მაღალი დონის მცველს. ცდილობდა ბურთის მოგერიებას მარა ლამელა ჩაუხტა ფეხებში და საოცარი სამსახიობო ნიჭი გამოავლინა. ტიპი ისე დაეცა ძირს რომ ლივერპული გაწირეს ლაინსმენმა და მთავარმა მსაჯმა. სამწუხარო დანაკარგია ეს 2 ქულა სასიცოცხლოც კია უფრო ართულებს სიტუაციას. ხუთ ქულიანი ფორა ტოტენჰემთან და მანჩესტერ იუნაიტედთან კი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩენა ეს მშვენიერი რამ იქნებოდა. მაგრამ მსაჯები არასდროს წყალობდნენ ლივერპულს. ამიტომ არასდროს უნდა იყოს მსაჯის იმედზე პირველ ტაიმში მეორე გოლიც უნდა გაეტანათ

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ვაღიარებ, რომ კარიუსის მაგინებლებში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვიყავი და იმასაც ვაღიარებ, რომ არც ახლა მაქვს ამის დიდი იმედი, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშო, გუშინ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა... თუ ასე გააგრძელა დიდი სიამოვნებით ვიტყვი, რომ ასე მწარედ არასდროს შევმცდარვარ ფეხბურთელის პოტენციალშითქო...

LUIS SUARES 001
VIP Member

ასე რომ სტაბილურად ითამაშო კარიუს ჩვემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს

lashafss
მომხმარებელი

ძალიან მიხარია რომ ცოტა მაინც აღარ მრცხვენია როცა ამ ბიჭს ვიცავდი თქვენი ლანძღვის დროს : )) მე ყოველთვის მქონდა იმედი , მიუხედავად იმისა რომ ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო , მე მჯერა ეს ბიჭი მოუმატებს და უფრო თავდაჯერებული გახდება... ძალიან მგონია... დაცვასაც ბრავო, ლოვრენისგან ასეთ თამაშს ნამდვილად არ ველოდი ბევრიი სასარგებლო რამ გააკეთა. ვან დეიკმა კიდევ დაამტკიცა ვინაა პრემიერლიგაში საუკეთესო ცენტრი და რატომ გადაიხადეს მასში ამხელა თანხა.... ძაან მიყვარს ეს ბიჭი და იმედია მალე კაპიტანიც გახდება (სუფთა საკაპიტნო ხასიათი აქვს)

GoGson
მომხმარებელი

შენ კარგი იყავი ცუნცულ მაგ თამაშში, შენი იმედი მაინც აღარ მაქვს მაგრამ მაინც:დ

ამან რო ასე ჩაატაროს ყველა მატჩი მეკარე აღარც დაგვჭირდება

gio_chyoi
რედაქტორი

ძაან გამიხარდა ამის კარგი თამაშია, მინოლე რო კარგად ითამაშებდა მაინც ვიცოდი რო მეორე თუ არა მეოთხე ან მეხუთე თამაშში რაღაც სისულელეს იზავდა ისევ და ამის იმედი მაქვს ჯერ და ვნახოთ ესე თუ გააგრძელებს სეზონის ბოლომდე აღარც იყიდის მეკარეს კლოპი

Fuck United
მომხმარებელი

მეორე პენალტიც რო აგეღო ვაბშე გაღმერთებდი საღოლ კარიუს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.02.2018


  • ვესტ ჰემი

მიმოხილვა


  • პორტუ
  • 0:5

    14.02.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - პორტუ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze