ტაქტიკური ანალიზი » Liverpool Fc - ფანკლუბი

ტაქტიკური ანალიზი

ავტორი: NikaSvanidze, 7-02-2018, 22:50, კატეგორია - სიახლეები, 1 094, 9


 განვლილი მატჩის პერიპეტიებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ ეს თამაში ტაქტიკური თვალსაზრისითაც ძალიან საინტერესო გამოვიდა და ღირს, შეხვედრა ამ ჭრილშიც განვიხილოთ.

 მერსისაიდელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. კლოპის 4-2-3-1, ბურთის დათმობა, და კონტრშეტევებზე აქცენტის გადატანა იდეალურად მოერგო "სპურსს". მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში "ლივერპულელები" დომინირებდნენ. გამოსარჩევია შეტევითი ხაზის თამაში, მათმა აქტიურმა პრესინგმა, ართმევებმა და შეთანხმებულმა მოქმედებებმა საკმაოდ ბევრი რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ ერთადერთი, რაც სალაჰი-ფირმინო-მანეს ტრიოს დაეწუნებოდა, შანსების რეალიზება გახლდათ.

 მეორე ტაიმში "წითლებმა" ინიციატივა შეგნებულად დათმეს, მაგრამ, მიუხედავად "ტოტენჰემის" რამდენიმე სახიფათო მომენტისა, Anfieldindex მერსისპირელთა დაცვით ასპარეზობას თითქმის იდეალურს უწოდებს. რომ არა ვანიამას საოცარი გასროლა და უსამართლო პენალტები, სავარაუდოდ "ლივერპული" ანგარიშის შენარჩუნებას შეძლებდა.

 მატჩის დაწყებამდე ექსპერტები ვარაუდოდნენ, რომ "მამლების" თავკაცი "უემბლიზე" ნაცად განლაგებას, 3-5-2-ს აირჩევდა. "ლივერპულს" ამ ტაქტიკურმა მონახაზმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა პირველ წრეში გამართულ შეხვედრაში. მჭიდრო ნახევარდაცვამ სამოქმედო არეალი შეუზღუდა სალაჰსა და ფირმინო, ასევე, უმჯობესი იქნებოდა დაიერისა და დემბელეს სხვაგვარად გამოყენება. დაცვითი ფუნქციები ბელგიელს უნდა დაკისრებოდა, რაც ინგლისის ნაკრების წევრს ბურთის გონივრულად გათამაშების შანსს მისცემდა, მაგრამ მწვრთნელმა თამაში სხვაგვარად დაგეგმა. დედაქალაქელები მოედანზე 4-2-3-1 განლაგებით გამოვიდნენ.

(ნარინჯისფერი- "ლივერპულის" საშუალო განლაგება)

 რუკაზე კარგად ჩანს, თუ როგორ მუშაობს მერსისპირელთა პრესინგი. ფირმინომ უკან დაიწია, ის მეტოქეთათვის პირველი წინაღობა იყო, ნახევარდაცვის ხაზიდან შემტევებს ჯეიმს მილნერი ეხმარებოდა, "ჰადერსფილდის" შეხვედრისგან განსხვავებით, ემრე ჯანი და ჯორდან ჰენდერსონი სტატიკურ დაცვაზე მეტად იყვნენ კონცენტრირებულნი.

 კლოპის განზრახვა მატჩში აშკარა იყო, მან პრაგმატული სტილით სცადა ფონს გასვლა, სწორედ ამით აიხსნება განხორციელებული ცვლილებები, მანეს და ჰენდერსონის მაგივრად გამოყვანილი მოქნილი ნახევარმცველები, ოქსისა და ჯინის სახით, საბოლოოდ, მატიპის გამოსვლას ინტრიგა უნდა მოეკლა, მაგრამ ძალიან საკამათო ეპიზოდების გამო მისმა გუნდმა 3 ქულა ვერ ჩაიწერა აქტივში.

 აქვე გთავაზობთ ESPN-ის გავლენიანი ჟურნალისტისა და კომენტატორის, მარკ დონალდსონის "ტვიტს" პენალტებთან დაკავშირებით: "იმის მტკიცება, რომ ლოვრენის შეხებამ კეინის თამაშგარე გააბათილა არასწორია, რადგან ფიფას ახალი წესების მიხედვით მცველის მხოლოდ განზრახ მოქმედებას შეუძლია ოფსაიდის წესის უგულვებელყოფა. კეინმა წესები დაარღვია. მოსი შეცდა."

კომენტარები


liverpool777
მომხმარებელი

11

James Pearce
VIP Member

სიგიჯე სტატიაა :)))

gio_chyoi
რედაქტორი

ხო ვიძახდი სიტისთან შარშან 1-0-ზე რა ტაქტიკაც დააყენა იგივე ითამაშა აქაცთქო. უბრალოდ იქ ბოლომდე გაამართლა. აქაც კი, მეორე ტაიმში ცოტა გაექცა სადავეები ხელიდან მარა ის გოლი ვანიამას რო არ გავარდნოდა ყარაულის თოფივით და ასეთი ცუდი მდაჯობა რო არ ყოფილიყო მოვიგებდით ამასაც მასე 1-0, 2-0

GoGson
VIP Member

მადლობა ნიკა

თამაშგარეზე ვეთანხმები 100 პროცენტით და თან ამას გარდა სულ რო წესების დარღვევა ყოფილიყუო თუ 100 და 200 პროცენტიანი არ იყო 10 წუთში ორ პენალტს გადამწყვეტ მომენტში არ დებენ. მერე გამოვა ვიღაც ან სქაუზერი ან სხვა და იტყვის რო ტყუილად ვაბრალებთ მსაჯებს კლოპის ბრალია ეს ფრეო. კლოპის ბრალი ისაა რომ აბლატავა ტოტენჰემი ბურთის ფლობაში ენფილდზე (მართალია მგონი რო პირველი შემთხვევაა მაგრამ მაინც) და ის რო 2-2 მორჩა ეგ ნამდვილად არაა კლოპის პირდაპირი ბრალი. მასე იგებს კონტეც და ჟოზეც ყველა თამაშს

LUIS SUARES 001
VIP Member

11 კარგი იყო ძმაო

tabo94
მომხმარებელი

GoGson,
კლოპის ბრალი ისაა რომ მეორე ტაიმში გუნდი მთლიანად დაცვაზე იყო კონცენტრირებული და მხოლოდ კონტრშეტევების იმედი ჰქონდა. ერთადერთი გუნდი იყო მოურინიოს ჩელსი, სადაც ამართლებდა დაცვაში ჩაჯდომა, და ეხლა მოურინიოსვე მანჩესტერი. რით ვერ გაიგეს ამხელა გამოცდილების მწვრთნელებმა , რომ დაცვაში ჩაჯდომა და მეტოქსითვის ბურთის მიცემა არ ამართლებს. იგივე მოუვიდა პსჟს ბარსასთან, იმ განსხვავებით, რომ პსჟმ მეორე თამაში მთლიანად დაუთმო და ჩვენ ტაიმი ვაჩუქეთ. არ არსებობს რომ 45 წუთში თუ სასწაულად არ გაგიმართლა და მოურინიოსავით გაუვალი დაცვა და მეკარე არ გყავს გუნდში, დაცვაში ჩაჯდომამ გაამართლოს. რისი იმედი ჰქონდა როცა არასტაბილური მეკარე და მცველები არიან გუნდში.

B.B
მომხმარებელი

GoGson,
კლოპის ბრალი იყო ბრატ აბა ვისი ბრალი იყო? ამ გუნდით როცა დაცვა გყავს ყველაზე უარესი დაცვაზე რო იწყებ თამაშს რა ლოგიკაა და რა მაგარ ტრენერობაზეა საუბარი?

Madridista20
მომხმარებელი

გაუმარჯობს ბიჭებს. ჩემი ნიკით მიხვდებით რომელი გუნდის გულშემატკივარი ვარ , მაგრამ ლივერპული ყოველთვის იწვევდა ჩემში სიმპატიებს და ეხლაც იწვევს. გარდა ამისა ვაფასებ აბსოლუტურად ყვეკა იმ გუნდს , რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ არცერთი მათგანი არ არის ჩემი ამ საიტზე დარწგისტრირების მიზეზი. მთავარი რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი არის აწ შეკრებილი საზოგადოება. ყოველთვის შემოოვდიოდი ამ საიტზე, ვეცნობოდი სიახლეებს და კომენტარებს . აქ საღად აზროვნებეთ და გულწრფელად გეტყვით პირველ რიგში აწ შემოვდივარ და ვეცმობი სიახლეებს და შემდეგ რეალის საიტზე . გენაცვალეთ ბიჭებო , საქართველოში ალბათ საუკეთესო საფეხბურთო საიტია თავისი მომხმარებლებით.

GoGson
VIP Member

tabo94,
B.B,
ამ დონის დაცვა და მეკარეობა ვაჩვენოთ ჩჩვენ ყველა თამაშში ნეტა ან აქამდე გვეჩვენებინა (რაც ტოტენჰემთან იყო) და დამიჯერეთ ყოველწელს რაიმე ტიტულს მოვიგებთ ))))) მაგას ვიძახი მეც, ზოგადად კი არის ეგ პრობლემა ჩვენი,დაცვაც და სტაბილურობაც, მაგრამ წინა თამაშის ფრე არ იყო მაგის ბრალი, მართალია ცოტა ზედმეტი მოუვიდა ტოტენჰემს ბურთის ფლობა მაგრამ რეალური შანსები ჩვენ უფრო გვქონდა, იმაში გეთანხმებით კლოპის ბრალეულობაზე, მაგრამ შედეგი არის აბსოლუტურად მსაჯების ბრალი. წესით და რიგით დამთავრდებოდა ეგ თამაში 2-1 (მინიმუმ) და მერე უნდა გვეთქვა რო მოვიგეთ მარა ასე არ უნდა ჩაგვეჯვა ბურთის ფლობაშიო, და მაგაზე იქნებოდა კლოპი დასაჯმელი, და მართლებიც ვიქნებოდით. მაგრამ მე აქ შედეგს ვიძახი შედეგს, თვითონ შედეგი არის პირდაპირ 2 მსაჯის მოსის და ლაისმენის ბრალი, და მეორე შემთხვევაში ცენტრალური ნახევარმცველების და კლოპის ბრალი, ის რომ დაეხმარენ მსაჯს იმით რო ტოტენჰემს მიცეს ბურთი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze