ჯერარდი: ტრენტის პროგრესი მოსალოდნელი იყო

ავტორი: NikaSvanidze, 8-02-2018, 20:42, კატეგორია - სიახლეები, 548, 7


 თინეიჯერი ინგლისელი განაპირა მცველი მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" პირველ გუნდში რეგულარულად გამოდის. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ყველა ტურნირზე 17 შეხვედრა ჩაატარა და თავი 3-ჯერ გამოიჩინა. მისი ასპარეზობა "ტოტენჰემთან" დასტურია იმისა, რომ მერსისაიდულ გუნდს ნამდვილად პერსპექტიული მოთამაშე ეზრდება.

 ტრენტის პროგრესზე "ლივერპულის" ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, ისაუბრა. სტივის სჯეროდა, რომ არნოლდის უმაღლეს დონეზე ათამაშება მხოლოდ დროის საკითხი იყო.

 "მისი შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელია. მასთან მუშაობის შანსი პირველად დიდი ხნის წინ მომეცა, მალევე მივხვდი, რომ ის ჩვენს გუნდში მალე დაიკავებდა პოზიციას და კოლექტივის სრულფასოვანი წევრი გახდებოდა.

 "გასულ კვირას ტრენტი შესანიშნავი იყო. მისი თავდაჯერებულობა, გამბედაობა ჩაერთოს შეტევებში ისე, როგორც ის ახლა აკეთებს, ნიშნავს, რომ კლოპი მას ენდობა, ახალგაზრდა მოთამაშისთვის კი ნდობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გამოცდილების მისაღებად.

 "დღეიდან არნოლდი მხოლოდ და მხოლოდ გააუმჯობესებს საკუთარი თამაშის ხარისხს, "წითლების" გულშემატკივრებისთვის ეს ძალიან კარგი ამბავია."

 "ლივერპულის" ოფიციალურ საიტთან საუბარში სტივი ჯიმ საკუთარ მემკვიდრე, ჯორდან ჰენდერსონიც, შეაქო.

 "ჩვენი გუნდის კაპიტნობა ძალიან რთულია, სამკლაურს პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც მოაქვს. ჯორდანის თამაშს ყველა განსაკუთრებული სიმკაცრით აფასებს, მაგრამ, ვფიქრობ ის კლოპის სისტემის საკვანძო ფიგურაა. მასთან ერთად "ლივერპულის" თერთმეტეული უფრო საიმედოა, ვიდრე მის გარეშე."

კომენტარები


reversi
VIP Member

სტივ გვეღადავები შეჩემა? ;/
ზაფხულშიც თუ არ მოვიდა საყრდენი აი მაშIნ მართლა საღოლ კლოპს

mais
მომხმარებელი

ცუდი არაა ჰენდერსონი, მაგრამ უკეთესიც შიძლება ჩამშლელის პოზიციაზე. მითუმეტეს ბოლო წლებში ძალიან ტრავმიანია. სტარიჯსაც აჯობა.
არნოლდი კიდე ძალიან მაგარი ბიჭია. კარგი პასები აქვს ხოლმე.

LUIS SUARES 001
VIP Member

ჰენდერსონი რომ სტაბილური იყოს ცენტრში პრობლემა არ იქნებოდა

gio_chyoi
რედაქტორი

არნოლდა ძაან მაგარი იზრდება. კაპიტანი იზრდება მომავალი, ძაან მომწონს ამის თამაში. დაცვაში გამოასწოროს ცოტა. მთავარია. წინ მშვენივრად თამაშობს.
ხო და კიდე სტანდარტულები ამას შეასრულებინონ

liverpool-liverpool-YNWA
მომხმარებელი

ჰენდერსონი არის ყველაზე ცუდი ნახევარმცველი ტოპ ექვსეულის შემადგენლობიდან.და კიდე უფრო დაბლა მყოფი გუნდების ნახევარმცველებიც ჯობია მაგას.

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ვერცერთ საკითხში ვერ ემთხვევა ჩვენი აზრი ჩემო კაპიტანო :)

Capitan
მომხმარებელი

რადროიდან ვიძახი არნოლდს გააჩნია ის თვისებებიც რაც ლიდერს ჭირდება ამ ასაკშია და რა თამამი და რა შემტევი ბიჭია მომავალი კაპიტანია გუნდის... ჰენდერსონს რაც შეეხება 13/14სეზონი კარგი ქონდა მაგრამ ახლა თამაშობს ნორმალურად არც რამე საუკეთესო მაგრამ არც ძალიან ცუდი ჩვენ კიდე კაპიტნისგან მინიმუმ ძალიან კარგ თამაშს ვითხოვთ იმიტომ რომ ფანტასტიურს ვართ მიჩვეულები...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.02.2018


  • ვესტ ჰემი

მიმოხილვა


  • პორტუ
  • 0:5

    14.02.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - პორტუ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze