ინტერვიუ ბობისთან » Liverpool Fc - ფანკლუბი

ინტერვიუ ბობისთან

ავტორი: NikaSvanidze, 8-02-2018, 21:22, კატეგორია - სიახლეები, 913, 7


 ქარიზმატული, დაუღალავი, მხიარული, სასიამოვნოდ აროგანტული და სამბას რიტმებით შთაგონებული აღნიშვნების ავტორი რობერტო ფირმინო "ლივერპულური" კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. 35 შეხვედრაში მან 19 გოლის შეგდება უკვე მოასწრო. თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ "ჰოფენფაიმში" დაფიქსირებულ 22-გოლიან მაჩვენებელს ბობი ამ სეზონში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

 "მე ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები, წარმატებას არასდროს ვაძლევ უფლებას მომადუნოს. მე მუდმივად ვოცნებობ, დასასვენებლად საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მოვიცლი."

 "გოლების გატანა ყოველთვის მსიამოვნებდა, ისინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვენი ფანების სიხარულის გამო იღებენ, ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო "ლივერპულის" წარმატებისთვის."

 ჩემი არ იყოს, ფირმინოზე საუბრისას დაუსრულებელ ქება-დიდებას არ ერიდება იურგენ კლოპიც: "ბობი- მსოფლიო კლასის ფეხბურთელი ყოველდღე. ის ჩვენი გუნდის ლოკომოტივია." 

 "მართალია ხშირად არ ვიყენებ სოციალურ ქსელს, მაგრამ მაინც მესმის ხოლმე ის სიტყვები, რასაც ჩემზე ამბობენ. გამოგიტყდებით, ამ დროს ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ მოედანზე გასვლისთანავე ჩემი ერთადერთი საფიქრალი ბურთი ხდება."

 "ჰადერსფილდ თაუნთან" მატჩში ბობის გოლი, ალბათ, ყველას გახსოვთ. ფლანგიდან გარღვევის შემდეგ ფირმინო კარს ძალიან მახვილი კუთხით მიუახლოვდა, დარტყმას არავინ ელოდა, მაგრამ ფირმინო სწორედ ასეთ მომენტებში არაორდინალური მოქმედებებით ფირმინობს. გოლი საუცხოო სილამაზის გამოვიდა.

 "დარტყმამდე ჩემს თანაგუნდელებს გავხედე, მაგრამ ყველა წამგებიან პოზიციაში იმყოფებოდა, გადავწვიტე თამაში ჩემს თავზე ამეღო. მატჩის შემდეგ ინტერვიუში განვაცხადე, რომ ბავშვობაში ყოველთვის პატარა კარებით გვიწევდა თამაში, გოლის გასატანად სიზუსტე მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ეს გამოცდილება დამეხმარა მომენტის დაგვირგვინებაში."

 მიუხედავად რამდენიმე შედევრისა, "მანჩესტერ სიტისთან" გატანილი გენიალური გოლი მაინც ყველაზე გამორჩეულია, გოლი რომელმაც "ლივერპულის" სტაჟიან გულშემატკივარს დეჟავუ აგრძნობინა, რადგან ის გაჭრილი ვაშლივით გავდა რობი ფაულერის "ეშმაკების" კარში გატანილს.

 გარდა ძალიან კარგი თამაშისა, ბობიმ ფანების გულები გოლების სახალისოდ აღნიშვნითაც დაიპყრო. ბრაზილიური გენების დახმარებით მას ეს ყველაფერი მართლაც საუცხოოდ გამოსდის.

 "გოლებს ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით აღვნიშნავდი, ეს ყოველთვის მომწონდა. ზღვა ემოცია, რაც შენი გუნდის დაწინაურებას მოყვება ფანტაზიის საზღვრებს შლის და საშუალებას გაძლევს პერფორმანსი შესთავაზო გულშემატკივარს. ადრეულ ასაკში იყო მომენტები, როცა მოედანზე გასვლამდე, წინასწარ, ვგეგმავდი ჩემს მოქმედებებს, ეს ძალიან სასიამოვნოა."

 კითხვამ, რომელიც მოჰამედ სალაჰის ბომბარდირთა დავაში უკან ჩამოტოვებას შეეხების შანსებს შეეხებოდა, ბობი გაამხიარულა: "ვნახოთ, ვეცდები მომო წნეხის ქვეშ ვამყოფო. ვხუმრობ, ჩვენ ერთი მიზნისთვის ვიბრძვით, ჩვენთვის მთავარი "ლივერპულისთვის" დიდების დაბრუნებაა."


კომენტარები


Jurgen Klopp
ადმინისტრატორი

ვერ ვუგებდი ამის ფეხბურთის თამაშს, ეტყობა კოჭებში ატყობდა კლოპი რასაც მე დღეს ვხედავ. უდაოდ უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის! მისტერ დურასელი #2

shoti
მომხმარებელი

ეს კაცია ფეხბურთში ეტალონი იმისი თუ როგორ უნდა იშრომოს მოედანზე თავდამსხმელმა, მაგრამ ადამიანია და ყველა თამაშს მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს, აი მაქ გვერხევა მერე შეტევაში.
უბრალოდ რატომღაც მგონია რომ გამოკვეთილი თავდამსხმელის უკან მეტი შედეგიანი იქნებოდა ფირმა კაცი.

LUIS SUARES 001
VIP Member

მაღალი კლასი და შესრულება აქვს

James Pearce
VIP Member

"მართალია ხშირად არ ვიყენებ სოციალურ ქსელს - აპაპ ნუ იტყუები ბობი :დ ყველაზე კლასნია გუნდში და შეიძლება ეპლშიც ძაან *ცენზურა*ია ბობი

gio_chyoi
რედაქტორი

მაგარი კაცია ფირმინო. ბრაზილიელი მოვიყვანოთ ვინმე არ მოიწყინოს მარტო კოუს წასვლის მერე :)

mamuka1985
მომხმარებელი

ფირმინო ძაან მაგარიხარ,მე პირდად დრევანდელ ლივერპულში ვანდეიკის მერე ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნიხარ

lasha77
VIP Member

გამთამაშებლად ეს საუკეთესო იქნება . გუნდს მაგრად არგია ერთი ისაა რომ ამას კარგი მეწყვილე ესაჭიროება რომ მთელი პასუხისმგებლობა მას არ დააწვეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze