სალაჰი: "ბავშვობიდან "ლივერპულს" ვგულშემატკივრობ"

ავტორი: gio_chyoi, 9-02-2018, 09:29, კატეგორია - სიახლეები, 737, 15


მოჰამედ სალაჰმა თავის უკანასკნელი კომენტარით "ლივერპულიდან" მის შესაძლო ტრანსფერზე მოსაუბრენი უმალ გააჩუმა.

მას შემდეგ, რაც ეგვიპტელმა მერსისაიდში ფეხი მოიკიდა და კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას, "ბოროტმა ენებმა" მაშინვე დაიწყეს საუბარი სეზონის ბოლოს გუნდიდან მის შესაძლო წასვლაზე, კერძოდ კი, თითქოს მისი სამსახურით თვით "მადრიდის რეალი" ინტერესდება.

თუმცა, სალაჰმა გავრცელებული ჭორები უარყო და უკანასკნელი კომენტარით საბოლოოდ დაარწმუნა სქაუზერები, რომ არსად წასვლას არ გეგმავს.

" ბავშვობიდან "ლივერპულის" გულშემატკივარი ვარ, ისინი პრემიერ ლიგაში ჩემი ფავორიტები იყვნენ. 

პატარაობიდან მსიამოვნებდა მათი ყურება და ყოველთვის მსურდა აქ მეთამაშა. ვიცოდი, თუ რამხელა ისტორია ჰქონდა ამ კლუბს და როგორც კი შანსი გამომიჩნდა, მაშინვე დავთანხმდი აქ თამაშს.

მოხარული ვარ, რომ გოლების გამაქვს იმ კლუბისთვის, რომელსაც ბავშვობაში ვგულშემატკივრობდი. ჩვენ გვინდა, რომ რაიმე მოვიგოთ, ჩვენთვის, ფანებისა და კლუბისთვის. ეს არის და იქნება ყოველთვის ჩვენი მიზანი - ტიტული." - განაცხადა მოჰამედ სალაჰმა FourFourTwo-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

სალაჰმა, მიმდინარე სეზონში, "ლივერპულის" მაისურით, ყველა ჩემპიონატზე 34 შეხვედრაში 28 გოლი და 7 ასისტი მიითვალა და პრემიერ ლიგის ამჟამინდელ ბომბარდირ ჰარი კეინს მხოლოდ 1 გოლით ჩამოჩება.

მისმა ამნაირმა ფორმამ მას საშუალება მისცა კლუბის რამოდენიმე რეკორდი დაემყარებინა, მათ შორის, იგი გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე ადრე შეძლო სეზონში 20 გოლის გატანა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

კი ლაპარაკობს ასე მარა ამანც თუ უყურა და ისევ ლოვრენების ხელში იყო და ისევ ასე არასტაბილურად ითამაშა გუნდმა, ესეც წავა.ზაფხულში 3-4 მაღალი დონის ფეხბურთელი უნდა მოიყვანონ ამას ფირმინოს და მანეს რა. ნამდვილად იმსახურებენ. მანე კი ფორმაში არაა მარა მაინც დონეა. ამათი დონის ნახევარდაცვა რო გვაყავდეს ძალიან ძლიერი გუნდი ვიქნებოდით

chipe888
მომხმარებელი

gio_chyoi,
ეს ინფორმაცია თუ მართალია და თუ მართლა გულშემატკივარი იყო არ წავა კარგა ხანს. ეგვიპტელი და სამხრეთ ამერიკელი იგროკები განსხვავდებიან. ტოპ იგროკების მოყვანას რაც შეხება მაგ თემაზე გეთანხმები.

შენ ის მითხარი ლივერპულმა რატო არ მოითხოვა სოტონთან თამაშის შაბათ დღეს გადმოტანა. სიტი და ტოტენჰემი შაბათს თამაშობენ და ჩვენ კვირას მერე ოთხშაბათს გასვლა პორტუგალიაში. რამეს გვერჩიან და არ გვეუბნებიან თუ რა პონტია. რომელზე გინდა არჩევანი გაკეთო ორივე მნიშვნელოვანი თამაშია და ერთი სასტავით ორივეს ვერ ითამაშებ. არანაირი ხელის შეწყობა ლივერპულისთვის და რა მიაღწევენ დანარჩენები ლიგაზე გამოჩნდება. გუნდები რომლებმაც შეილება რაღაცას მიაღწიონ ლივერპული და სირჩესტერია. ტოტენჰემი და ჩელსი მერვეთფინალში ვერ გავლენ და სიტი ნახევარფინალს ვერ ითამაშებს

liverpool-fan
VIP Member

სიტიზე მეც მგონია რო როგორც ყოველთვის ლიგაზე დაისხავს რომა-შახტარის გარდა ვისაც გინდა შეხვდეს 1/4 ფინალში მგონია რო მაგრად გაუჭირდება

Logan
მომხმარებელი

sitis gauchirdeba da chven ara xo? :D 3 liverpoolis kamandas shekravs siti marto zamenebidan. da yulabashi chayrili pulit sheudzliat luboi igroki iyidon. chveni sashveli araperi iqneba sanam es dedaapetqebuli amerikelebi ar g*ცენზურა*aven da vinme mxarjveli ar mova

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ეხლა უკვე აფერისტობ შე *ცენზურა*ო კაცო, შენ არ იყავი ლივერპულის შემითავაზება რომ უარყავი და ჩელსიში გ*ცენზურა*ი?

gio_chyoi
რედაქტორი

Ynwa Scousers,
შენმა ხელმძღვანელობამ ტრაკი არ გაანძირა და ჩელსის ჩააბარა ტრანსფერი ამის ბრალია?

reversi
VIP Member

ამას მაგარი ეკიდა სად წავიდოდა და ლოგიკურიცაა 21 წლის ბიჭი იყო და ლივერი ჩელსი ეპატიჟებოდნენ ამ დროს მის გუნდს მარტო ჩელსი მოურიგდა რომელი 21 წლის ბიჭი იტყვის უარს ჩელსიში წასვლაზე ბაზელიდან? ;დ თქვენ რო ხართ ფანები ვენებს რო იჭრით არამგონია რომელიმე უარზე დამდგარიყავით :დ

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
მაშინდელი ჩელსი მაშინდელ ლივერპულზე ბევრად პერსპექტიული იყო თან. და მეორე კიდე როგორც ზემოთ დავწერე თვითონ აქვს ნათქვამი საბოლოოდ ჩელსი შუეთანხმდა ბაზელს და რა ეთქვა არა იყოს კაი რახან ლივერპული არ გამოვიდა ბაზელში დავრჩებიო? ჩვენებმა როგორც ყოველთვის არ იმუშავეს კარგად ტრანსფერზე

gio-torres
მომხმარებელი

ძალიან გამიხარდა ამის ტრანსფერი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთ შედეგს დადებდა.
ძალიან მაგარია მომო და ლივერპულისადმი სიყვარული მართლა ჩანს მის მონდომებაში.

chipe888
მომხმარებელი

reversi,
რაც მთავარია აქ არის და ეხლა გვანახოს ერთგულება და ადრე სად ყომარობდა არ არის გადამწყვეტი. რამდენი იგროკი დაკარგეს ფულის არ გადახდით:ალი,აგუერო,სანჩესი და რავი კიდე რამდენი მაგალითია. სამაგიეროდ ბალოტელებში და კეროლებში ხო იხდიდნენ კარგად ფულებს.

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ციტატა: reversi
ამას მაგარი ეკიდა სად წავიდოდა და ლოგიკურიცაა 21 წლის ბიჭი იყო და ლივერი ჩელსი ეპატიჟებოდნენ ამ დროს მის გუნდს მარტო ჩელსი მოურიგდა რომელი 21 წლის ბიჭი იტყვის უარს ჩელსიში წასვლაზე ბაზელიდან? ;დ თქვენ რო ხართ ფანები ვენებს რო იჭრით არამგონია რომელიმე უარზე დამდგარიყავით :დ

მაშინ არ უნდა გამოხვიდე და არ უნდა თქვა რომ ლივერპულია შენი ოცნების კლუბი და დაუფიქრებლად დათანხმდი ბავშვობის ოცნების ახდენას მაშინ როცა მანამდეც გქონდა საშუალება ამ კლუბში თამაშის და სხვა აირჩიე

cotne_suarez
მომხმარებელი

esec koutiniosavit ro wava ityvis reali iyo chemi bavshobis ocnebao :D :D . ertmanetze uaresebi arian :D

Capitan
მომხმარებელი

მომოო)))) სასწაული კაცი რა სეოზნი აქ პროსტა)))))) ლიგაზე შანსებს რაც შეეხება ლივერპულს ნებისმერ კლუბთან აქვს შანსი და ჩემი აზრით პრემიერლიგურს შევხვდებით სადაც ნებისმერთან 50/50ზევართ იტოკში პსჟ ან იუვე არა და დალშე ნებისმერი))))))

LUIS SUARES 001
VIP Member

სალაჰი ბოლო წლების ყველაზე კარგი შენაძენია უდავოდ

GoGson
მომხმარებელი

ძააან მაგიჟებს ესს როჟაა რაა )))))))))))))) ტიპი რეეებს მაზავს ხოლმე და მერე რა აბსურდულ გოლებს იტანს, ყველაზე განსხვავებული იგროკია.... თავის პროდუქტიულობის ხარჯზე ხმას ვერ ამოიღებ რო ამაზე რამე ცუდი თქვა... პროსტა მაინც გულის სიღრმეში მგონია რო უფრო ინდივიდუალისტია ვიდრე გუნდური, მიუხედავად იმისა რო ლივერპულისადმი აქვს სიმპატიები. მაინც მგონია რო რაღაც ეტაპის მერე კარიერისთვის უკეთეს ვარიანტს თვალდახუჭული აირჩევს.. და იმედია იმ ეტაპისთვის ლივერპულზე უკეთესი ვარიანტი არ იარსებებს ისეთი მოხოდილი იქნება გუნდი და იქნებ დარჩეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.02.2018


  • ვესტ ჰემი

მიმოხილვა


  • პორტუ
  • 0:5

    14.02.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - პორტუ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze