"ლივერპულმა" ლემარისადმი ინტერესი დაკარგა » Liverpool Fc - ფანკლუბი

"ლივერპულმა" ლემარისადმი ინტერესი დაკარგა

ავტორი: gio_chyoi, 9-02-2018, 16:53, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 060, 18


გასული ზაფხულიდან მოყოლებული "ლივერპულსა" და ტომა ლემარს ერთმანეთს ხშირად უკავშირებდნენ.

"მონაკომ" ფეხბურთელი 90 მილიონ ფუნტად შეაფასა, რის გამოც მისი შეძენა არც "ლივერპულმა" და არც "არსენალმა" აღარ ისურვეს. მერსისაიდელებმა არ ისრუვეს ფილიპე კოუტინიოში აღებული თანხის ლემარში დახარჯვა.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონეგასკელებმა ფეხბურთელის ფასს დაუწიეს და, გარდა ამის, თავად ფეხბურთელმაც აღარ ისურვა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება, თუმცა, როგორც ჩანს, "ლივერპული" ფეხბურთელს მაინც აღარ შეიძენს.

ამის შესახება ჯეიმს პირსი იტყობინება Echo-დან, რომლის განცხადებითაც, "ლივერპულს" ლემარის მიმართ ინტერესი გაუქრა.

"ლივერპულის" სკაუტები ფეხბურთელს მთელი სეზონის განმავლობაში აკვირდებოდნენ და, საბოლოოდ, იურგენ კლოპი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტომა ლემარი არ არის საკმარისად კარგი ვარიანტი.

მან (ლემარმა) ვერ აჩვენა ის დონე, რასაც იგი გასულ სეზონში აჩვენებდა. მისი შედეგი მიმდინარე სეზონში არასახარბიელო - ეს კი იმ ჩემპიონატში, სადაც მარიო ბალოტელიც კი ვარსკვლავებს წყვეტს.

ჯეიმს პირსის თანახმად, იურგენ კლოპი უკეთეს ფლეიმეიქერს ეძებს.

ამ ყველაფერმა კი ჩვენ არ უნდა დაგვაღონოს, ვინაიდან, თუ გავიხსენებთ, "ლივერპული" ჯერ მარიო გიოტცეს შეძენას ცდილობდა, შემდგომ კი სადი მანე იყიდა. ასევე ცდილობდა იულიან ბრანდტის გადმობირებას, მაგრად საბოლოოდ სალაჰი შეიძინა. იმედია, ამჟამადაც ვინემ უკეთესს შევიძენთ.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

არც მინდოდა ამის ყიდვა არასდროს. არაფერი დიდი ფეხბურთელი არა თან ამ ფასად. ეს ჩემბერლენზე ძვირი ნაღდად არ ღირს, ჩემბოს პრემირ ლიგის გამოცდილებაც ჰქონდა თან.
ფლეიმეიქერს თუ ეძებს კიდე ვინმე კრეატიული მოიყვანოს. აი ისკო ცოტა შემტევია მარა ცოტათი უკან თუ დაწია ძაან მაგარი იქნება. უძლიერესია ისკო, რავიცი ამ ხამესზეც დაიწერა, რამდენად სიმართლეა ეგ სხვა საქმეა.
კიდე მილინკოვიჩ-სავიჩი არი კაი ვარიანტი. ერთი ჩამშლელიც მოსაყვანია

gio-torres
მომხმარებელი

ნაჩქარევად ვინმეს მოყვანას მართლა ჯობდა, რომ არავინ დავიმატეთ. პირველი რო ამ დროს ფეხბურთელი უფრო ძვირია და მეორე რო დიდი არჩევანი არ არის. ნუ ტყუილად ვინმეში დიდი თანხის გადახდას და მერე ვერ გაამართლოს ასე ჯობდა .
ზაფხულში თუ მისცემენ კოუტინიოს ტრანსფერიდან ერთი 100 მილიონს მაინც კარგად გააძლიერდება გუნდი.
კეიტა დამატებული გვყავს უკვე, ერთი მეკარე , კოუტინიოს შემცვლელი და მცველი . მოკლედ 3 კაცის ტრანსფერს ზაფხულში 100-120 მილიონი ეყოფა.
დიდი ბრძოლა კი მოგვიწევს ოთხეულისთვის, მაგრამ ზაფხულამდე ამ რესურსით მჯერა რო გაქაჩავს კლოპი.
ხამეს როდრიგესი, ალისნო და მაგუაირი იქნებოდა იდეალური ვარიანტი

chipe888
მომხმარებელი

90 მილიონი მართლა დიდი თანხაა. კი ბატონო ახლანდელი ბაზარი გაგიჟებულია მარა მაინც არ ღირს ამხელა თანხა. კოუტინიოზე ვიძახით არ ღირს მაგდენიო მარა ის ბრაზილიის ნაკრების ძირითადში მოიაზრება და თან ლივერპულში ლიდერი იყო.

gio_chyoi,
შენ ვინც ჩამოთვალე ყველაზე მეტად მილინკოვიჩ-სავიჩი მინდა ჩვენთან და ისკოც არ იქნება ცუდი თუ მოვა. მაგარი ტეხნარია ეგ ისკო და შეტევას გაძლიერებს უეჭველი. აი სავიჩი კი ცენტრალურ ზონას გამაგრებს და ჩამშლელად კი გვყავს ჰენდერსონი+ჯინი. წარმოიდგინე ჰენდერსონი რო შეტევით ფუნქციებს არ შეითავსებს და ცხენივით კი დარბის დაცვისთვის გამოადგება

gio_chyoi
რედაქტორი

უბრალოდ ეს კეიტაც ვერ გავიგე ამ კლოპის გადამკიდე რა პოზიციაზე ითამაშებს

fini
მომხმარებელი

Fekiri moiyvane fekiriii

momo
მომხმარებელი

ტყუილად ბაზრობთ ამდენს ტო რა ხამესები და რა ისკოები გინდათ ხომ არ დაგავიწყდათ რომ წინ მსოფლიო გველოდება როდისმე ჩატარებულა მსოფლიო ან ევროპა რო ორ ან სამ
ფეხბურთელს თავი არ გამოეჩინოს? იქნებ ისეთი ფეხბურთელები ააგდოს კლოპმა რო სულ დაგვავიწყოს ხამესიც ისკოც და რაც მთავარია სირუტინიო

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ორიგიმ რო გამოიჩინა და ვიყიდეთ მაგიტო გამოგვადგა. კლოპს უკვე ექნება თავისი სია შედგენილი და თუ იყიდა ხო კაი და თუ ვერ იყიდა, მაშინ მომდევნო ზაფხულს შევხედავთ. :D

Capitan
მომხმარებელი

რაის 90 მილიონი ლიგა1ია ბოლობოლო შეიძლება სუ ვერაფერი ქნას ამხელა თანხის გადახდა ფეხბურთელში და ისიც ან იზავს რამეს ანარა))))))) მე ვამბობდი და ვიტყვი არვიცი რატო ადევს ამ კაცს ეს ფასი იმედი კი მქონდა რო ტრანსფერი გაამართლებდა მაგრამ თუ არ გადმოვა დიდად გული არ დამწყდება

gio_chyoi
რედაქტორი

რა თქმა უნდა მსოფლიოზე ვინმე ახალი გამოჩნდება, მაგის გარეშე წარმოუდგენელია, მარა არამოგნია კლოპი მაგას ელოდებოდეს და არ ჰყავდეს მონიშნული ხალხი

LUIS SUARES 001
VIP Member

კლოპმა იცის ალბათ რატომ არ ღირს ამის მოყვანა.ვნახოთ ვის მოიყვანს

momo
მომხმარებელი

იმას კი არ ვამბობ რო მიზანში არავინ არ ჰყავს მეთქი უბრალოდ მჯერა რო ერთი ვინმე მაინც დაევასება მსოფლიოზე და უეჭველს დაითრევს თან მგონია რო არა ერთს და შეილება არც ორს დაჯერდეს

Gerrard1
მომხმარებელი

Koutino wavida da mindoda kai mepase magalitad iskos stilisa Mara golebs sakmarisad vitant da me yvelaze metad savichi minda Burris artmevac icis da yvelaferi aheuzlia sashualo doneze mainc

James Pearce
VIP Member

პულისიჩი დაიდოს!!!

sulkhan
VIP Member

ჩემი ხმა კოვაჩიჩს და ფეკირს

ნუ ჩვენ არავინ გვიჯერებს მაგრამ მაინც

lashafss
VIP Member

პულისიჩი მართლა მაგარი ბიჭია... მაგრამ ერთი გაგვივარდეს და ვერატი მოიყვანოს : )))))))))

GoGson
VIP Member

ლოგიკურად სწორი მსჯელობაა რაა. ძაან სარისკოა 90 მილიონი ამაში, პახოდუ შეიძლება ვინანოთ და სუპერსტარი დადგეს ამისგან არააა გამორიცხული მაგრამ ამ ეტაპზე ლემარში 90 მილიონი ბევრია. აი გინდ ვერატის რო ამბობთ ეგ დღევანდელი ფასებით 100 მაინც დაჯდება და ეგეც სარისკო მგონია პრემიერლიგაში მეტრანახევარია ტიპი მოკლავენ ლივერმორები და მატიჩები ცენტრში. აი მილინკოვიჩ სავიჩი კარგი ვარიანტია ნამდვილად, ან ნა*ცენზურა*არი დელე ალი, ან ერიქსენი, კაროჩე ვინმე რა.
მოკლედ 2 ნახევარმცველი გვინდა ამ ზაფხულს, ერთი ჩამშლელი (რაბიო ან ფაბინიო) და ერთი შემტევი

fini
მომხმარებელი

Ai ra unda amr gundis shekvras gaaxilos ra tvalebi klopma

Alisoni

Clayn jimenes. vvd roberta

Keita savic
Fekiri

Salah. Firmino. Mane

lasha77
VIP Member

გამთამაშებლად ფირმინოც ივარგებს მის ადგილზე კი კარგი ფორვარდის მოყვანა გუნდს უფრო გამოადგება . 80 მილიონის გადაცდა კი ღირს კარგ ფორვარდში

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze