"საუთჰემპტონი" - "ლივერპული" [პრევიუ] » Liverpool Fc - ფანკლუბი

"საუთჰემპტონი" - "ლივერპული" [პრევიუ]

ავტორი: Javaxa, 9-02-2018, 19:50, კატეგორია - სიახლეები, 1 159, 9


კვირას, ჩვენი დროით 20:30 წუთზე პრემიერ ლიგის XXVII ტურში "ლივერპული" საუთჰემპტონს ესტუმრება.

გუნდების ახალი ამბები

"საუთჰემპტონის" თითქმის ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და სავარაუდოდ იმ შემადგენლობით გამოვლენ, რაც წინა ტურში "ვესტ ბრომვიჩთან" ვიხილეთ.

ფორვარდები მანოლო გაბიადინი და ჩარლი ოსტინი რომ დიდი ხანია ლაზარეთში არიან ეს არახალია. გუნდის წინა ხაზში სავარაუდოდ ახალი შენაძენი გუიდო კარილიო იქნება.

მუხლის ტრავმის გამო "ლივერპულს" ჯო გომესი ვერ დაეხმარება.

"საუთჰემპტონის" ყოფილი მოთამაშეები ვირჯილ ვან დეიკი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სადიო მანე და დეიან ლოვრენი გუნდის შემადგენლობაში იქნებიან. ამასთანავე ყოფილი თანაგუნდელი ადამ ლალანაც ტრავმამოშუშებული თავის შანსს ელოდება.

პრევიუ

ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში მოწინავე პოზიციებზე თუ რამე გასარკვევი დარჩა ეს მხოლოდ მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებია. "ლივერპულს" შანსი ჰქონდა ოთხეულში მყარად მოეკიდა ფეხი, თუმცა ეს შანსი მათ მსაჯებმა მოუსპეს, რომელებმაც ფეხბურთის წესები მოედანზე კი არა ტელევიზორთანაც კი არ იციან. ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია რის ინგლისის ფედერაცია არ იქნებოდა, რომ როგორც ყოველთვის "მერსისაიდელთა" საწინააღმდეგოდ არ მიეღო გადაწყვეტილებები. ალბათ სირ ალექს ფერგიუსონის დრო რომ ყოფილიყო ის მსაჯთა ბრიგადა, რომელიც კვირას "ენფილდზე" წარსდგა ჩემპიონშიფის დონემდეც კი არ დაქვეითდებოდა... რანგით მეშვიდე დივიზიონში თუ ექნებოდათ საგზური, თუმცა...

მიმდინარე სეზონში პირველი და ვიმედოვნებთ რომ უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა "ენფილდზე" არა "ლივერპული", არამედ სხვა გუდნდი, კერძოდ კი "ტოტენჰემი" დომინირებდა. იურგენ კლოპს კარგად უნდა მოეხსენებოდეს, რომ რა ტურნირზეც არ უნდა იყოს საუბარი, "სკაუზერთა" არმია საკუთარ მოედანზე თავისი გუნდის მეორე ნომრად ყურებას არ შეეგუება. მათ როგორც არ უნდა უყვარდეთ მწვრთნელი აუცილებლად მის წინააღმდეგ წავლენ. ჩვენ ხომ საუბარი მსოფლიოს ნომერ პირველ გულშემატკივრებზე გვაქვს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარ ხმის იოგებს არ უფრთხილდებიან საყვარელი კლუბის გასამხნევებლად.

"სოტონთან" შეხვედრა ერთის მხრივ იოლ სამ ქულას უნდა მოასწავებდეს, რადგან პრემიერ ლიგაში აღზევების შემდეგ გუნდს ასეთი საშინელი პერიოდი არ ჰქონია. ისინი ამჟამად მე-15 ადგილზე კი იმყოფებიან, მაგრამ გასავარდნ ზონასთან მხოლოდ ორი ქულა აშორებთ. "წმინდანები" ყველაფერს გააკეთებენ "წითლების" ქულების ასართმევად, რადგან მერსისაიდელთა ხელმძღვანელობამ მათ ერთი ხეირიანი მოთამაშეც კი არ დაუტოვა. თავის მხრივ, აუცილებელ სამ ქულაზე უნდა ითამაშოს იურგენ კლოპის დამოძღვრილმა გუნდმა, რადგან 1: მეოთხე ადგილისთვის მებრძოლი კონკურენტები "ტოტენჰემი" და "არსენალი" ერთმანეთს ეთამაშებიან და 2: ოთხშაბათს მათ უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელოდებათ და პორტუგალიაში აუცილებლად კარგ ხასიათზე უნდა გაფრინდნენ.

ახლა კი ვნახოთ, თუ რა თქვა იურგენ კლოპმა წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე:

- "2018 წელს მათი ფერფორმანსი კარგზე უკეთესია. "საუთჰემპტონი" მშვენიერი გუნდია, მაგრამ გულახდილი არ ვიქნები თუ არ ვიტყვი რომ მათი პოზიცია ცხრილში ძალიან მაკვირვებს. ეს არ იქნება ამხანაგური შეხვედრა, ისინი, როგორც ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ საჭირო შედეგის მისაღწევად. მათ უნდათ, რომ გვანახონ თავიანთი საუკეთესო შეხვედრა, ჩვენ კი გვსურს რომ ხალხს ჩვენი მიზნები დავანახოთ".

ფაქტები

  1. "ლივერპულის" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია "საუთჰემპტონთან" "ენფილდზე" 3-0-ით დასრულდა.
  2. ყველა ტურნირზე ერთად "წმინდანები" საკუთარ მოედანზე "წითლებთან" სამი მატჩია არ დამარცხებულან.
  3. აღსანიშნავია, რომ ამ სამი შეხვედრიდან "წითლებს" გოლი არ გაუშვიათ. უკანასკნელი "სოტონის" ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა სადიო მანე გახლდათ.
  4. ბოლო 13 შეხვედრიდან მათ წინა ტურში "ვესტ ბრომვიჩი" დაამარცხეს.
  5. "წმინდანებს" შეუძლიათ დაამყარონ პრემიერ ლიგაში კლუბის რეკორდი - სახლში ჩატარებული 7 შეხვედრიდან არცერთი მოგება.
  6. მწვრთნელი მაურისიო პელეგრინო "ლივერპულის" მაისურით 2005 წელს 13-ჯერ გამოჩნდა, ხოლო 2008-10 წლებში ის რაფაელ ბენიტესის ერთ-ერთი დამხმარე გახლდათ.
  7. უკანასკნელი 17 შეხვედრიდან "ლივერპულმა" მხოლოდ 1 წააგო.
  8. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლო 51 ქულიდან "წითლებმა" 38 აიღეს.
  9. მიმდინარე სეზონში გასვლაზე გუნდმა უკვე 32 გოლი გაიტანა, წინა სეზონის მაჩვენებელში მხოლოდ 33 იყო.
  10. იურგენ კლოპი ყველა ტურნირზე "სოტონის" წინააღმდეგ მერვედ თამაშობს. ამ შეხვედრებიდან მოიგო მხოლო 2, წააგო 3-ჯერ და 2-იც ფრედ დასრულდა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ეხლა ეს და მერე ამის შემდეგ ზედიზედ ორი სახლი გვაქვს, ვესტ ჰემი და ნიუკასლი. ყველა ჩვენ მეტოქეს ამასობაში ერთმანეთში აქვთ თამაშები და ეს 3 თამაში რო მოვიგოთ ძაან დიდი ალბათობით ოთხეულში ვართ უკვე.
ეს თამაში უნდა მოვიგოთ რა წესით, კოეფიციენტიც კაი გვაქვს და თან კაი ხანია არ მოგვიგია ამათთან გასვლაზე და ამას გარდა ძაან ცუდ ფორმაში არიან და ასე რომ მოვიგებთ რა დიდი ალბათობით

momo
მომხმარებელი

არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია და არც მსოფლიო მასშტაბით გარჩევა არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა რამდენი თამაში აქვთ ერთმანეთში ჩატარებული და ვის რამდენი მოგება აქვს მთავარია სატურნირო მდგომარეობით უეჭველი გვჭირდება მოგება და ყველა პონტში უნდა მოვიგოთ ასე რომ დაიკიდეთ რამდენ ხანში ვისთან გვაქვს თამაში ლიგაზე პორტუგალიაში რომც ვერ მოვიგოთ არაა პრობლემა აქ ჩამოვლენ და გავარღვევთ მაგრამ საუთჰემპტონი სულ სხვა თემაა მაგ თამაშის ვერ მოგებამ შეილება შანსები დაგვაკარგინოს ოთხეულში ადგილის შენარჩუნებაში

shoti
მომხმარებელი

კარგი სტატიაა. რაც შეეხება თამაშს იმედია რობინ ჰუდობას შევეშვებით და საჭირო ქულებს არ დავკარგავთ.

FirminO
მომხმარებელი

Sotontan klops uaryopiti balansi aqvs:) kargi 2iania da chventvis mnishvnelovani 3 qula imis gatvaliscinebit cxrilis qveda mezoblebi dakargaven qulebs .

GoGson
VIP Member

კარიუსი,არნოლდი,მატიპი,კლავანი,რობერტსონი,ჰენდერსონი,ჯინი,მილნერი,ჩემბო,მანე, სალაჰი

ფირმინო დავასვენოთ, კვდებოდა წინაზე, თან პორტოსთან მნიშვნელოვანი თამაშია

jackjack
მომხმარებელი

ეს არსენალი ხოარაფერში გამოგადგება რა :D

კვირას საგამოს რატო უნდა თამაშობდეს როცა ლიგა აქ ამათი დედაც

Fuck United
მომხმარებელი

იმედია არ ი*ცენზურა*ვებენ უაზროდ

lashafss
VIP Member

მოსაგებია 100 % იანი და ველი ლამაზ თამაშსსსს :X მინდა კმაყოფილი ვიყო რომ მორჩება

LUIS SUARES 001
VIP Member

წესით და რიგით ეს თამაში მოსაგებია ,მაგრამ ინგლისში *ცენზურა*ური მსაჯობის და ჩვენი იგროკების ჩავარდნილი თამაშების ფონზე არაფერი გამიმვირდება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze