კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 12-02-2018, 11:54, კატეგორია - სიახლეები, 968, 18


პრემიერ ლიგის 27-ე ტურში "საუთჰემპტონმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 0:2 დამარცხდა. გოლები მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ გაიტანეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

თამაში და შედეგი
არ ვფიქრობ, რომ ბრწყინვალედ ვითამაშეთ, თუმცა მზად ვიყავით სწორ დროს სწორად გვემოქმედა. პირველ ნახევარში საქმე ძალიან კარგად ვერ შევასრულეთ, მაგრამ ორი ფანტასტიური გოლი გავიტანეთ - ზუსტად ასეთი უნდა იყოს გასვლითი მატჩი. ამავდროულად, მეტოქე ადვილად აკეთებდა დიაგონალურ გადაცემებს და ამოჰქონდა ბურთი დაცვიდან. რამდენიმე ეპიზოდში ჩვენ მეკარის გამოყენება დაგვჭირდა, თუმცა ეს პრობლემა არ არის, რადგან ის აქ სწორედ ამისთვისაა. მეტოქეს ჰქონდა ბურთი და მომენტები - "საუთჰემპტონმა" კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზა. მეორე ტაიმში კი თამაშს უკვე ჩვენ ვაკონტროლებდით. მეტიც, გოლების გასატანად საკმარისი მომენტები შევქმენით, თუმცა ისინი ვერ გამოვიყენეთ. როცა 2 ბურთით იგებ, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.

ოთხეულისთვის ბრძოლა
ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს დარჩენილი მატჩების მოგებაა. რამდენჯერმე ჩვენს უშუალო კონკურენტსაც შევხვდებით. ეს ბრძოლა ბოლო ტურამდე არ დასრულდება. ჩემი აქ მოსვლის დღიდან, სეზონის შუაში ცოტა გუნდმა თუ შეძლო თავისი მიზნის მიღწევა - დარჩენილიყო პრემიერ ლიგაში ან რაიმე მსგავსი... ვფიქრობ, ახლა მხოლოდ "ლესტერს" და "ბარნლის", შესაძლოა "ბორნმუთსაც" აქვთ ეს პრობლემა გადაჭრილი. ასე რომ, სეზონის დასკვნითი ნაწილი ძალიან საინტერესო იქნება.

ლორის კარიუსის თამაში
ვფიქრობ, "საუთჰემპტონი" ნამდვილად კარგი გუნდია. მეორე ნახევარში, თავს კარგად ვიცავდით და მათ შანსები არ ჰქონიათ, თუმცა პირველ ტაიმში 2-ჯერ შეეძლოთ გოლის გატანა. ლორისმა კი თავისი საქმე შეასრულა და მე ამით ბედნიერი ვარ. "ლივერპულის" მეკარეს სწორედ ასეთი გამორჩეული მომენტები სჭრიდება ხალხის დასარწმუნებლად.

კონტრშეტევები
ეს არც ისე რთულია. ჩვენ გვყავს არა მხოლოდ სწრაფი, არამედ მონდომებული მოთამაშეებიც. ყველამ იცის, რომ ფირმინო არაა ისეთ სწრაფი, როგორც სალაჰი, თუმცა საჭირო დროს ის ყოველთვის სწორ ადგილზე არის. ჩვენ რამდენიმე ასეთი ფეხბურთელი გვყავს. გოლის დროს პირველი სპრინტი ძალიან მნიშნველოვანი იყო, შემდეგ ოქსის პასი, მეტოქის შეცდომა და ყველაფერი თავის ადგილზეა... ცხადია, ჩვენ ასეთ რაღაცეებზე მელვუდში ვვარჯიშობთ.

ბობი და მომო
ვფიქრობ, რომ სალაჰი და ფირმინო, ისევე როგორც კეინი, აგუერო და კიდევ რამდენიმე, ნამდვილად კარგი მოთამაშეები არიან. ეს ბიჭები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ მიყვარს მხოლოდ მათი უნარები და ქცევა - მათი შესრულებული სამუშაო უბრალოდ განსაკუთრებულია. ორივეს დიდი სარგებელი მოაქვს თავიანთი სტილიდან გამომდინარე. ასეთ ჩემპიონატში, ვერ იქნები მესამე ადგილზე თუ ფანტასტიური მოთამაშეები არ გყავს. ასე რომ, დიახ, სალაჰი და ფირმინო სწორედ ასეთები არიან.

ვან დეიკის დაბრუნება "სენტ მერიზე"
ის კარგად გამოიყურებოდა. ვირჯილმა საქმეს თავი კარგად გაართვა. თამაშამდე ჩვენ ვისაუბრეთ და მათ მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ფეხბურთში ყველაფერი მესმის. ტრიბუნაზე გულშემატკივარი იმისთვისაა, რომ მეტოქეს ცხოვრება გაურთულოს. ასე რომ, დეიკის თამაშით ბედნიერი ვარ.

მეორე ადგილისთვის ბრძოლა
არ ვყოყმანობთ, გვინდა მაქსიმუმი მივიღოთ, თუმცა ამჟამად საბოლოო სიტყვა ჩვენზე არ არის. თამაშამდე არ ვიცოდით, რომ "იუნაიტედი" წააგებდა, ახლა კი ვიცით, რომ მათგან შორს არ ვართ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენ ორს შორის ბრძოლა. ამ სეზონში მათ წინააღმდეგ კიდევ ერთხელ მოგვიწევს თამაში. სხვა გუნდებზე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, უბრალოდ ჩვენი მატჩები უნდა მოვიგოთ. წინ ჩემპიონთა ლიგაა, შემდეგ კი "ვესტ ჰემს" ვუმასპინძლებთ, რაც ადვილი არ იქნება. ახლა ჩვენ ყველას გვჭირდება ქულები.

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

ნამდვილად კარგი თამაში იყო და კიდე ბევრის გატანა შეგვეძლო. როცა ლივერპულს ვგულშემატკივრობ სულ მინდა ბევრი გაიტანოს და კარში ბევრჯერ დარტყას და გუშინაც ეს მინდოდა. გავაკეთე ბილეთი და 6 დარტყმა დავწერე ლივერის. იმდენი მომენტი იყო,რომ მეც უნდა მომეგო და ლივერმა კი მოიგო. მაგრა დამწყდა გული ამდენი მომენტიდან კიდევ 2 როგორ არ წავიდა კარში.რომ ყოფილიყო მძიმე თამაში არ გამიტყდებოდა მარა ასეთ თამაშში უნდა მომეგო.რას ვიზავთ რაც არის არის მთავარია 3 ქულა და ვიცე ჩემპიონობის ბრძოლაში ჩავებით. გამოვყოფდი არნოლდის კარგ თამაშს კიდევ ერთხელ და ჩემბერლენის ჯინის უაზრო პასებს. რაღაც ჭირს ამ 2 ფეხბურთელს. კი ვიცოდი ვარსკვლავებს არ მოწყვეტდნენ მარა ასეთ ცუდ ფორმაში მეც ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი აზრით კარგს აკეთებს კლოპი,რომ ორივეს აყენებს სასტავში. ფაქტია ჩავარდნა და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ოქსისაც და ჯინისაც. ამას სკამი არ უშველის და უნდა ათამაშოს და იქნება გაიხსნან
გილოცავთ კიდე ერთელ სკაუზერებო და ორ დღეში პორტუც უნდა დავცეთ და გავანადგუროთ

GoGson
VIP Member

რაღაც ძაან დალაგებულ დაცვას თამაშობს კლოპი ბოლო ორი თამაშია, ეხლა ვხვდები რო ტაქტიკა იყო ეგეთი უბრალოდ ტოტენჰემი ბუნებრივია საუთჰემპტონზე ძლიერი გუნდია და დაგვსაჯა. რავი მაინცდამაინც ძაან მიხარიათქო ეს პრაგმატული ფეხბურთი მოგატყუებთ, მაგრამ ხანდახან რატომაც არა, ბოლო ბოლო აგერ ჩვენი გრანდი კონკურენტები მასე ხდებიან სხვადასხვა თასის მფლობელები, არაუშავს 1-2 თამაშს კიდე ავიტან, მთავარია შედეგი დაიდოს, თუმცა ჩვენი "ნიშა" უნდა გვეჭიროს სულ რა, და უნდა დავიმკვიდროთ ადგილი მსოფლიოში როგორც ყველაზე დედისმტყვნელად შემტევი გუნდი, ძაან მომწონს ესეთი სტატუსი რომ გვქონდა და გვაქვს (მიუხედავად კოუს წასვლისა)

LUIS SUARES 001
VIP Member

საუკეთესო თამაში არ იყო მაგრამ ბიჭებმა გააკეთეს ყველაფერი რომ მოეგოთ.

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

აგერ სოტონსაც 60% ქონდა ბურთის ფლობა პირველ ტაიმში უბრალოდ მსაჯები ვერ დაეხმარნენ ამათ თორე ისე ზუსტად იგივე თამაში იყო - ჩვენ ორი გავიტანეთ და იმათ კიდე 2-3 მომენტი ქონდათ მთელ თამაშში. ეხლა გამოდით და ქათმებმა ბურთი დაგვახიეს იმდღესო ისევ დაწერეთ.

gio_chyoi
რედაქტორი

კლოპ ესე მოუგე პორტოსაც რა და დაგვასვენე მეორე თამაშზე ჩასვრილებს ნუ გვაყურებინებ ბოლო წუთამდე თამაშს გაგვითეთრდა თმა ამ ახალგაზრდა ხალხს

reversi
VIP Member

წითელი ნიუტონა,
იცი პრობლემა რაშია კლასით მოგება იმასთან უნდა სცადო ვისსაც კლასით აღემატები და ტოტეს პირდაპირ გეტყვი რო ვერა ვერ აღვემატებით კლასით

Ynwa Scousers
VIP Member

ქულები უნდა ვაგროვით ესაა მთავარი და შედეგიც თავისით მოვა

GoGson
VIP Member

reversi,
ძაან მკაცრი ხარ ძმაო )))))))) ტოტეს საერთოდ ყველაფრით აღემატება ლივერპული, ტოტენჰემის კლასი სად დაინახე ძმურად, ბურთის ფლობით გვჯობდნენ ეგეც იმიტო რო ჩვენ მივეცით

mais
მომხმარებელი

ტეტენჰემს ფეხი არ გავანძრევინეთ ფაქტიურად ისე კარგად ვითამაშეთ დაცვაში და ვუგებდით კიდეც მსაჯები რო არა. ტიპებმა ერთი მომენტი შექმნეს და ისიც კარიუსმა აიღო. დანარჩენი ვანიამას გასროლა და ორი მოგონილი პენალტი იყო. თან ის არ დაგავიწყდეთ რო პირველ ტაიმში გადავახიეთ ბურთი თავზე.
სოტონთანაც 2 კი გავიტანეთ, მაგრამ რამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თავისუფლად შეიძლებოდა 3-4 გოლის გატანა.

Nicholas
მომხმარებელი

აჰა დაცვას ცდის კლოპი.


ტოტენჰემთან არ გაამართლა აქ გაამართლა.


ცოტა დაცვას მიხედოს და უ*ცენზურა*ესი ტრენერი დადგება ამისგან.


მარტო შეტევით რამეს ვერ იზამ,კონტემ იგერ მცველებით მოიგო მარტო პლ..


აი კლოპის და კონტეს შეჯვარებით,უმაგრეს მწვრთნელს მივიღებთ.

chipe888
მომხმარებელი

კარგი ტოტენჰემზე მაგრები მაინც არიან რა. რა დაინახეთ ტოტენჰემის კლასი ან ვაფშე გუნდი ქვია მაგას 52 გოლიდან 23 თუ 24 კეინზე მოდის. შეხედეთ სალაჰის ან ფირმინოს მონაგარს 22 გოლი და 7 ასისტი და ფირმინოს 12 გოლი და 6 ასისტი. კეინს 23 გოლი და 1 ასისტი. ამით ყველაფერია ნათქვამი რა. აი ხვალ ნახეთ იუვესთან ამოკეტავენ კეინს და მოგვჭამა ჭირი ტოტენჰემმა. როგორც გუნდი ლივერპული ერთერთი საუკეთესოა თუ საუკეთესო არა

mais
მომხმარებელი

კაი ნახევარდაცვა ყავს ტოტენჰემს. ლივერპულისთვის კიდე სუსტი რგოლია ნახევარდაცვა. ისე ბოლოს ლალანა რო შემოვიდა შევძელით ბურთის დაჭერა შედარებით. ეგ და ჰენდერსონი თუ აღარ დაიმტვრა სეზონის ბოლომდე მაშინ ეშველება ნახევარდაცვას.

reversi
VIP Member

ვახ რა დავწერე გაუგებარი არ მესმის :დდ
ჩვენ და ტოტე ვართ ერთი კალიბრის გუნდი დაახლოებით ამიტომ ამ დედამოტYნულებთან კლასის ხარჯზე მოგება არ გამოგვივიდოდა რა როცა თანაბარი გუნდები თამაშობენ ბოლომდე უნდა დაიხარჯო და დედა უნდა მოიტYნა რო მოიგო შესაბამისად ეს იყო შეცდომა და რაც ამართლებს სოტონტან ის ვერ გაამართლებს ტოტესთან
რაც შეეხება იუვესთან გამოვარდნას იმედია გავალტ და მაგ კალიბრის გუნდებს შევხვდებით და უბრალოდ არ მინდა ღრუბლებიდან მერე მწარედ დაეშვათ ჯერ იუვეს და ასეთი დონის გუნდები არის მიუღწეველი ჩვენთვის ასე რომ თუ ტოტენჰემს არ ექნება შანსი ხვალ არც ჩვენ გვექნება მაგ დონის გუნდთან შანსი ანალოგიურად
რა არის აქ გაუგებარი???

GoGson,
სად დავინახე კლასი? წელს ტოტემ ჩვენთან 4 ქულა აიღო ჩვენ კიდე 1 :))) უკეთესი შედეგი რო გვექნება მერე დავცინოთ და დავასხათ ;დ მოგეხსენება როგრო მევასება პრემიერლიგურ კონკურენტებზე დასხმა ;დდდ

chipe888
მომხმარებელი

reversi,
რაც შეხება იუვეს და მისი კალიბრის გუნდებს ტოტენჰემისგან განსხვავებით გვაქვს შანსები. კლოპი და პოჩეტინო ცა და დედამიწასავითაა. პოჩეტინო ფრთხილი მწვრთნელია ესეთ გუნდებთან და კლოპი კი პირიქით. კლოპს ტაქტიკამ თუ გაუმართლა იუვეს კიარა გადახსნის ნებისმიერს. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მეტოქე. იმას კი არ ვამბობ უეჭველი მოვუგებთქო მარა კლოპის პრობლემა გეგმა ბ არქონაა ხოლმე. თუ თავიდან არ გამოსდის ვერაფერს ვერ ცვლის და აქ პოჩეტინო მაგარია. იუვე დაცვიდან თამაშობს და ტოტენჰემიც ეგრეა ხოლმე დიდ გუნდებთან თუ არსენალი არაა მეტოქე და მაგიტომ მგონია რომ ვერაფერს უზავს იუვეს. იუვე თითქმის ყველასთან ეგრე თამაშობს თავქუდმოგლეჯილი არ უტევს და მიყვება იტალიურ კანონს "ჯერ დაცვა და მერე ვნახოთ". გემახსოვრება მილანთან ფინალში იმიტომ შეგვიყარეს გოლები,რომ ბენიტესის ლივერპული მეორე ნომრათ თამაშობდა. რატო ბარსას ან რეალს ვერ უგებს ეგ ივენტუსი ან ბაიერნს იმიტომ რომ პირველ ნომრად თამაშობენ და მათი სტილია. ეხლანდელი ლივერპულიც ეგრეა და შანსები გვაქვს თან ტოტენჰემზე ბევრად მეტი. რაც შეხება იმედების ქონას ლიგაზე,დამიჯერე მე არავითარი იმედები არ მაქვს უბრალოდ ყველა თამაში მინდა რო მოიგოს და არ მგონია სუონსისთან წაგებაზე უარესი შეგრძნება მქონდეს.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მარტო მე მგონია რომ ტოტენჰემი გამოაგდებს იუვეს? :)). ხალხმა მგონი კიდევ ვერ გაიგო როგორი შეკრული და დაბალანსებული გუნდია ტოტენჰემი. ისევ ვილაშ-ბოაშის ყ.. ტოტენჰემი ჰგონიათ 4:0_ებს რომ ანადგურებდა ლივერპული. ჩაბარდა ეგ დრო წარსულს, გამოფხიზლდით. მთელმა მსოფლიომ დაინახა და მარტო ლივერპულის სუბიექტური ფანები არ აღიარებენ, რომ ტოტენჰემმა ფეხბურთის თამაშით(მსაჯებს არ ვეხები) ორივე შეხვედრაში დაჩაგრა ლივერპული ამ სეზონში. ამაში გასაკვირი არაფერია, წამოვყვეთ უკნიდან პოზიციებს და დაინახავთ რომ ალოგიკური არაფერი მომხდარა. მეკარეც, დაცვაც და ნახევარდაცვაც ტოტენჰემს ლივერპულზე უკეთესი ჰყავს, შეტევით ლივერპული ჯობია, მაგრამ გუნდს რომელსაც კეინი, ერიკსენი, ალი, სონი, ლუკას მოურა ჰყავს, სასაცილოა იმის თქმა, რომ შეტევაში პოტენციალი არ აქვს. ჩვენ რომ ვერაფერი მოვუხერხეთ პირველ წრეში მოურინიოს ავტობუსს, ამათ გადახსნეს შუაზე. რავიცი მე თქვენს ადგილას არ ვიჩქარებდი იუვენტუსზე თამამი ფსონების გაკეთებას. სუფთად 50%-50%_ზეა შანსები ამ წყვილში და მართლა არ მგონია რომ ტურინელებს რაიმე უპირატესობა აქვთ, ერთი ის რომ უფრო გამოცდილი გუნდია ევროსარბიელზე, სხვა არაფერი.

chipe888
მომხმარებელი

PRINCE,
რავი თუ გამოაგდებს გამოჩნდება. რაც შეხება დაცვას ან შეტევას ვერ დაგეთანხმები. უბრალოდ დიდი ხანია ერთად თამაშობს დაცვა მაგიტომ აქვთ სტაბილურობა და დეიკის დონის არცერთი მცველი არ ყავთ. შეტევას რაც შეხება პოტენციალი აქვთ მარა ერთი კაცს გაქვს მარტო გოლები. რაც შეხება მანჩესტერთან თამაშს თქმა არ უნდა მჭირდებოდეს,რადგან უნდა ანსხვავებდე მანჩესტერი ლივერპულის თამაშს და ტოტენჰემი მანჩესტერის თამაშს. მანჩესტერი ტოტენჰემთან მარტო სატურნირო კუთხით ყომარობს და ლივერპულთან სხვა დატვირთვა აქვს. მოურინიოა ეგეთ მწვრთნელი,რომელსაც მოსისხლე მტერთან შესაძლო წაგება არ წაგება ურჩევნია. ამ ორი გუნდის თამაში სხვა განზომილებაა და 2-3 წლის დაპირისპირებებს ნუ შეადარებ, ამიტომაც ეძახიან ინგლისურ დერბის. შეადარე ერთმანეთს ატლეტიკო რეალი და რეალი ბარსა(კლასიკო) ან იუვენტუსი ნაპოლი შეადარე ინტერი იუვეს თამაშს(იტალიის დერბი). ბოლო წლებში წამოყვინჩილებული გუნდები ყოველთვის მონდომებით ეთამაშებიან როგორც ლივერპულს ისე მანჩესტერსაც. ეს ორი გუნდია ძირითადი ინგლისში,რომლის დონემდე მისვლას ბევრი ნატრულობს და ამას წლები სჭირდება. სიტიმ რაც არ უნდა მილიონები დახარჯოს,ან ჩელსიმ ვერასოდეს მივლენ ამ ორი გუნდის დონემდე. რა იყო ჩელსი აბრამოვიჩამდე ან სიტი მანსურამდე? სულს ღაფავდნენ და ხშირად სტუმრობდნენ ქვედა ლიგებს. დაიწყებენ სიტი ასე თამაშობს,ტოტენჰემი შეკრული გუნდია,კონტე მაგარია და ასე შემდეგ. ტრადიციებს ფულით ვერ იყიდი და ამას წლები სჭირდება.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

chipe888
და ეგ ისტორიები რატომ მომიყევი? სადმე ვახსენე რომ ტოტენჰემი ლივერპულზე ტრადიციული ან ლივერპულზე დიდი გუნდია თქო? იმას ვწერ, რომ დღევანდელი ტოტენჰემი ძალიან კარგი და დაბალანსებული კოლექტივია, ხშირად შემიმჩნევია აგდებული დამოკიდებულება მაგ გუნდის მიმართ, რასაც არ იმსახურებენ. ტრადიციებს რაც შეეხება კიდევ, ჰამბურგი და აიაქსი ბევრად დიდი ისტორიის მქონე გუნდები არიან ვიდრე ტოტენჰემი, მაგრამ მგონი შენც ხვდები რა დაემართებათ დღეს რომ მამლებთან თამაში მოუწიოთ. ავიღოთ ამ სეზონში ორი ჩატარებული თამაში: ტოტენჰემი - ლივერპული 4:1 და ლივერპული - ტოტენჰემი 2:2. ამ ორი თამაშიდან გამომდინარე, ჯამში რომელი გუნდი გამოიყურებოდა უკეთესად მარტივად გამეცი პასუხი, თავს ხომ მიიჩნევ ობიექტურ შემფასებლად?
აქ ისეთები დაწერეთ, ისე გადაწურეთ ტოტენჰემის შანსები იუვენტუსთან, რომ კაცი იფიქრებს არც უნდა გამოცხადნენ სათამაშოდ ლონდონელებიო. მაგას გამოვეხმაურე ჩემი კომენტარით ზუსტად, რომ გარანტირებული არაფერი არ აქვთ ამ წყვილში ტურინელებს.

chipe888
მომხმარებელი

PRINCE,
პირიველ თამაშშ დაგვჩაგრეს და უშანსოდ მოგვიგეს. რაც შეხება მეორე თამაშს:აქ პირველ ტაიმში ვეთამაშეთ ძალიან კარგად და მეორე ტაიმში კლოპის გეგმით ბურთი დავუთმეთ. რეალურად 1 მომენტი ქონდათ თამაშში,რომელიც ვერ შეაგდეს და გოლი ყარაულმა გაისროლა. ტოტენჰემის სანაქებო დაცვა სალაჰმა გაბითურა და რომ არა მსაჯების არაობიექტურობა 3 ქულას ავიღებდით.
რაც შეხება ტოტენჰემის შანსებს იუვესთან, არ აქვთ ამას არ ვიტყვი და დღეს გამოჩნდება. მე რა და რატომ დავწერე გეტყვი. მომეჩვენა,რომ არც ლივერპულს აქვს დიდი შანსი იუვეს კალიბრის გუნდებთან და მაგიტომ დავწერე რაც დავწერე. რეალურად მგონია,რომ ლივერპულის და მანჩესტერს აქვს რეალური შანსი ინგლისური გუნდებიდან ყველაზე შორს წავიდნენ ლიგაზე. ყველაფერი მოსალოდნელია მარა არ მგონია ტოტენჰემმა და სიტიმ რამე შეძლონ. შემადგენლობა კარგი ყავთ კი ბატონო მარა ლიგაზე ეს საკმარისი არ არის. ტოტენჰემს მცირე შანსი იმიტომ აქვს,რომ იუვე უფრო გამოცდილი გუნდია და თითქმის ერთ სტილში თამაშობენ. აქ უპირატესობას მაინც იუვეს ვანიჭებ. შეილება გამოაგდოს ტოტენჰემმა ეგ იუვე და ფინალშიც გავიდეს მარა ლესტერის არ იყოს სტაბილურად ვერ შეძლებენ ამას. რაღა გავაგრძელო და ნახე რა სვარკა თამაში იქნება დღეს. არცერთ შემთხვევაში დღეს არ გადაწყდება გამარჯვებული და ესეც ტოტენჰემის კარგი გუნდის გამო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze