"ლივერპული" ნდიდისთვის იბრძვის

ავტორი: gio_chyoi, 12-02-2018, 17:26, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 831, 28


ნიგერიის ყველაზე პოპულარული გაზეთის New Telepgrah-ის ჟურნალისტი აჯიბად ოლუსესანი (Ajibade Olusesan) აცხადებს, რომ "ლივერპული" მზადაა იბროძოლოს "ლესტერ სიტის" ნახევარმცველ ვილფრედ ნდიდისთვის.

იგი აცხადებს, რომ "წითლები" ფეხბურთელისთვის დიდ თანხსებსაც არ დაიშურებენ.

ვილფრედ ნდიდი "ლესტერში" "გენკიდან" 2016 წელს გადავიდა. იგი ჯერ მხოლო 21 წლისაა და გუნდში ნგოლო კანტეს შემცვლელად მივიდა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეს იგი ნამდვილად წარმატებით ართმევს თავს და გუნდში ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა.

New Telegraph აცხადებს, რომ ფეხბურთელის შესაძენად 54 მილიონი ფუნტი იქნება საჭირო, თუმცა, ნიგერიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ეტიმ ესინი აცხადებს, რომ ეს ფასი ცოტაც კია.

"მე არ მახსენდება ნიგერიელი ფეხბურთელი "ლივერპულში" გარდა ვიქტორ მოზესისა, რომელაც აქ ძალიან ცოტა ხანი დაჰყო. ნდიდისთვის ეს ძალიან დიდი წინსვლა იქნება და მიმაჩნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ, მისი ფასი კიდევ უფრო აიწევს.

ნდიდი "ლესტერში" ძალიან კარგად გამოიყურება. იგი ამჟამად პრემიერ ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება და უნდა მოითხოვოს ასეთი ტრანსფერი. არ მიმაჩნია, რომ მას "ლივერპულში" გაუჭირდება. იგი ამგვარ დიდ კლუბში სათამაშოდაა მოწოდებული და იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომელზეც იგი თამაშობს, ვფიქრობ, მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მოუწევს. იგი არ იქნება კელეჩი იჰეანაჩოს მსგავსად, რომელიც "ლესტერში" იმისთვის გადავიდა, რათა ჯეიმი ვარდის სათადარიგო შემცვლელი ყოფილიყო. მე ვხედავ ნდიდის "ლივერპულის" ამჟამინდელ გუნდში." - განაცხადა ეტიმ ესინმა.

აღსანიშნავია, რომ ვილფრედ ნდიდი გუნდში ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და ძალიან დიდი ენერგიის მფლობელია. იგი ნაბი კეიტასთან ერთად შესანიშნავ ცენტრ შექმნიდა.

ნიგერიელი არ არის განსაკუთრებულად კარგი მეპასე, თუმცა ბურთის გარეშე იგი თავზარდამცემია.

იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი ალბათობით ემრე ჯანი სეზონის ბოლოს გუდს დატოვებს, ვილფრედ ნდიდის დამატება მის პოზიციაზე ძალიან დიდი წარმატება იქნებოდა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ამას ვაკვირდები და ხშირად დამიწერია ჩატში რო ძაან კაი ფეხბურთელია, პრემიერ ლიგას მალევე აუღო ალღო და მართლა გადმოვლის დღიდან ერთ-ერთი საუეკთესოა ლესეტრში, საუკეთსო თუ არა. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამას ლივერპულში. თან მიყვარს რა ეს პრემიერ ლიგის გუნდებიდნა ხალხის ყიდვა, მიჩვეულები არიან უკვე აქ თამაშს.
თან ეს ფიზიკურადაც ძლიერია კანტესგან განსხვავაბით.1.83 არი სიმაღლეში

ზუსტად მაგარი ფიზიკური მონაცმები აქ და დეიკიც ამოისუნთქებს პლიუს სტანდარტულებზე ვეინალდუმი აღარ დადუდგება ნახევარმცველებს ცენტრსაც კარგად კეტავს ნუ ზაფხულში ეს და კეიტა იდელურია მაგრამ ვიღაცას მოუწევს სკმაის ხეხვა და ჰენდერსონი ნდიდი კეიტა უფრო დაცვითი ნახევარდაცვა გამოვა მაგრამ ურიგო არაა კეიტა კარგი შემტევია.

GoGson
მომხმარებელი

რასისტი არ ვარ, თან ძალიან არ ვარ, მაგრამ ძააან გავშავდით იმენა , აფრიკის ნაკრები ვართ :დ
ოღონდ ვინმე ნორმალური მოიყვანოს, პროსტა აფრიკის თასზე გაგვიტრაკებენ . ამ ნდიდის რაც ვნახე რამოდენიმე თამაშში ძააან მებრძოლი ტიპია და ზუსტად მასეთი გვინდა რა, შავ სამუშაოს ჯინი აღარ შეასრულებს ბოლო ბოლო

chipe888
მომხმარებელი

GoGson,
როგორც ვიცი ზამთარში აღარ იმართება აფრიკის თასი და რაც შეხება თუ მოიყვანენ მოიყვანონ მარა სხვა ვინმეს ვისურვებდი

giginio
VIP Member

ndidi araa *ცენზურა*. rabio moiyvanet bijo

gio_chyoi
რედაქტორი

giginio,
რაბიო ზღაპარია და ეს კიდე ძაან კაი ვარიანტია

liverpool-liverpool-YNWA
მომხმარებელი

ძალიან კარგი ბიჭია

GoGson
მომხმარებელი

ციტატა: giginio
ndidi araa *ცენზურა*. rabio moiyvanet bijo

რაბიო ჩემი ოცნებააა, ხაბის მემკვიდრეე ლივერშიი.. ეეჰ

LUIS SUARES 001
VIP Member

ისეთი იგროკია რომელიც გვჭირდება ცენტრის დასაჭერად

fromanfield
მომხმარებელი

რა 54 მილიონი ცოტა დაამატონ და ფაბინიო მოიყვანონ რა ნდიდი

PRINCE
ტოპ კომენტატორი

შეტევების ჩაშლაში და ბურთის ართმევაში მართლა მაგარია, მაგრამ იდეალურ ვარიანტად ისეთი ჩამშლელი მინდა ბურთის განაწილებაც რომ იცოდეს. პრინციპში რთული სათქმელია, მთავარია როგორ ხალხს შეუწყვილებ მოედნის ცენტრში და როგორ გადაინაწილებენ მოვალეობებს. ცენტრალური ნახევარმცველები უნდა ავსებდნენ ერთმანეთს და ერთ მთლიან მონოლითს უნდა ქმნიდნენ. ისე ერთი ლოგიკური კითხვა კი გებადება ადამიანს, ლესტერის სკაუტებმა თუ შეძლეს და ორჯერ ასეთი კარგი საყრდენი აღმოაჩინეს, ამ ლივერპულში რა ცენზურა სჭირთ? მაინცდამაინც საუთჰემპტონში უნდა გადავიდეს ფეხბურთელი რომ ამათ შეამჩნიონ?

reversi
VIP Member

fromanfield,
რათ უნდა დამატება ბაკაიოკო და ბერნარდო გაყიდეს 40 და 50 მილიონ ევროდ და ფაბინიო რა გახდა კი მარა მაქსიმუმ 50
თან 54 მილიონ გირვანქაზეა ბაზარი
ვაიგლი 40 დაჯდეს მაქსიმუმ მარა ეგ ხო ბორუსიადანაა და მაქედან ხალხს როგორ დავიმატებთ ეწყინებათ იქაურებს -_-

ThisIsAnfield
მომხმარებელი

PRINCE,
ეგეთი ფაბინიოა... შეტევების ჩაშლაშიც კარგია და პასის კულტურაც აქვს, მაგრამ კეიტას და ნდიდის თუ შეაწყვილებ იგივე შედეგს მიიღებ) ერთი ჩაშლის მეორე გაანაწილებს...

reversi
VIP Member

ადგება სიტი და იყიდის მერე მეორე სეზონშიც რო 20 ქულიანი ჰანდიკაპი ექნება სიტის ვიძახოთ მომავლის გუნდს ვაშენებთთქო

_z_l
მომხმარებელი

ესეც თუ ვიყიდეთ და კეიტაც, მოვა აფრიკის თასი და სალაჰი, მანე, კეიტა, ეს და მატიპიც თუ გამოიძახეს, დავრჩებით 5 კაცის გარეშე

ThisIsAnfield
მომხმარებელი

_z_l,
აღარ ტარდება ეგ თასი ზამთარში... ასე რომ არ არის ეგ პრობლემა

fromanfield
მომხმარებელი

reversi,
მაგას ვიძახი მეც რაის 54 მილიონი ფუნტი ტო,მაგ ფასად ფაბინიოს გამოუშვებს მონაკო ამათ მოინდომონ ოგონდ.ფაბინიო არის სრულყოფილი ნახევარმცველი

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: fromanfield
reversi,
მაგას ვიძახი მეც რაის 54 მილიონი ფუნტი ტო,მაგ ფასად ფაბინიოს გამოუშვებს მონაკო ამათ მოინდომონ ოგონდ.ფაბინიო არის სრულყოფილი ნახევარმცველი

და რატო გგონიათ რომ მაინცდამაინც ფაბინიო ამას აჯობებს? ბევრად დიდ ძალას წარმოადგენდა მაგაზე ბერნარდო სილვა მარა აგერ ვნახეთ რომ დიდს ვერაფერს შვება განსაკუთრებულს. ამან პრემიერ ლიგაში დაამტკიცა უკვე რო თამაში შეუძლია მაღალ დონეზე და თან უფრო ახალგაზრდაა 3 წლით ფაბინიოზე. მეც მომწონს ფაბინიო მარა სიმართლე რომ ვთქვათ იმის ვერ თამაშის რისკი უფრო მაღალია

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ციტატა: _z_l
ესეც თუ ვიყიდეთ და კეიტაც, მოვა აფრიკის თასი და სალაჰი, მანე, კეიტა, ეს და მატიპიც თუ გამოიძახეს, დავრჩებით 5 კაცის გარეშე

აფრიკის თასი ზაფხულში გადაიტანეს და დავრჩეთ რა პრობლემაა :D

gigla123
მომხმარებელი

amis fasi erti wlis win 25 milioni iyo da undodat kidec moyvana magram 20 ze metis gadaxda arindomes. xoda ixadon axla 55 milionebi.

reversi
VIP Member

gio_chyoi,
სალაჰის მოყვანაც რისკი იყო ეგრე :)
არ თქვა ეხლა ჩელსიში 3-4 თამაშით ისეთი წარმოუდგენელი გამოცდილება დააგროვა რაო მაგით გაიქაჩა ეხლა :დდ

gio-torres
მომხმარებელი

რა ნდიდი, თან 55 მილიონად და პახოდუ მსოფლიოს მერე აიწევს ფასიო :D რაბიო ძალიან მაგარი იქნებოდა და თან თვითონაც უნდა ლივერპულში თამაში ტიპს. რაბიოს 50-60 მილიონადაც გამოუშვებენ და რატო ნდიდი :D

reversi
VIP Member

ტრანსფერს რისკი ყოველთვის ახლავს და კაი იგროკი საიდანაც არ უნდა მოიყვანა სულ კაი იგროკად დარჩება და არაფერი სასწაული არაა ეს პრემიერლიგა ნუ აბუქებთ ხოლმე რა
დე ბრუინი გერმანიაში ბრწყინავდა ჩელსიში შანსი არ მიცეს და აი ვერ გაქაჩაო დაბრუნდა მერე და ყველა ხედავს რასაც შვრება
მეკარეებზე ცალკე კურტუა დეხეა ნეტა საიდან მოვიდნენ???
საყრდენს ჩემი აზრით პასის კულტურა უნდა ჰქონდეს და საიდან მოვა მაგარი მახატია
ამის პასის კულტურა ჯაბა კანკავას რო აცდება დავიმატოთ მაშინ

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
მე არ მითქვამს რისკია ფაბინიოს მოსვლათქო. თუ რისკზე მიდგა საქმე ფაბინიოს ვერ თამაშის რისკი უფრო არი ვიდრე ამისითქო

gio-torres,
კაი რაა ეს ზღაპრები მასე აგუეროზე იძახიან ლივრპულის ფანიაო ამდენი წელია და რა მერე? დე ბრუინის ვიდეოა საერთოდ ბავშვობის მაგაზე მარა რა ხეირი? და მაგის გამო წამოვა პესეჟედან?

reversi
VIP Member

და რატოა ამის ვერ თამაში იმაზე ნაკლებად სავარაუდო? რამე დაამტკიცა ნდიდიმ რამე სასწაული იგრები დადო თუ რატო? კაი ჩამშლელია მარა ჩემი აზრით მარტო ჩაშლაში კაი ტიპი არ გვინდა ჩვენ

ფაბინიო ზღაპარია ვინ გაუშვებს საფრანგეთის ნაკრების წევრს პესეჟედან თან ძირიტადის კაცია კონტრაქტს როცა უნდა მაშინ გააფორმებს
ვერატის ყოფილი აგენტი იძახდა ამას წინათ პესეჟედან ძIრითადის წევრს თუ თავად არ გააგდეს ვერავინ ვერ წაიყვანსო და მართალიცაა

ფაბინიოზე დავწერ კიდე რო არვის პერსოფანი არ ვარ მარა ამაზე მეტი თუ არ აქვს დამტკიცებული რავი რარაზე ვილაპარაკო სტილითაც ამაზე უკეთ გვერგება და მეტი რისკი რავი რა უნდა იყოს

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
კი მარა ბაკაიოკოც არანაკლები იყო მაგაზე მარა დარბის ეხლა აქ დურაკივით. ფაბინიო უფრო ჭკვიანი ფეხბურტელია მარა ცოტა ნელია და მაგიტო მგონია რო კლოპი მაგას არ იყიდის

reversi
VIP Member

დამატებით თუ უნდა მე-2 ბუნდესლიგიდან დაიმატოს ვინმე
ნდიდის რაც შეეხება ჩაშლის მეტი ნაკლებად ეხერხება რამე ეგრე თუ კომპონენტებად მივყვებით
და ზოგადად მე უბრალოდ რისკზე მაქვს საუბარი და კარიერის ამ ეტაპზე ფაბინიოს დამატება რო უფრო ნაკლები რისკის მატარებელია ვიდრე ნდიდის ამაზე დავა რავი რატო უნდა მიდიოდეს

lashafss
მომხმარებელი

და ფასზე რატო არავინ იღებს ხმას რააამბავია რა თანხებზე მიდის საუბარი, 54 მილიონი რამხელა ფულია და ნდიდიში ითხოვენ უკვე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.02.2018


  • ვესტ ჰემი

მიმოხილვა


  • პორტუ
  • 0:5

    14.02.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - პორტუ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze