კარიუსი: რატომ ვთამაშობდი ცუდად?!

ავტორი: gio_chyoi, 12-02-2018, 17:51, კატეგორია - სიახლეები, 925, 17


ლორის კარიუსმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გამოიყურებოდა ცუდად მოედანზე და რატომ ჩადგა ახლა უკეთეს ფორმაში.

მისი განცხადებით, მისი არამდგრადი ფორმა სეზონის დასაწყისში, სათამაშო დროის უქონლების ბრალი იყო.

გუშინ საღამოს, გერმანელმა გოლკიპერმა საკუთარი კარი მშრალად შეინახა და ორი კარგი სეივიც შემოგვთავაზა.

" ეს ძალიან კარგია და მე თავს კარგად ვგრძნობ. ყოველკვირეული სათამაშო დრო ძალიან მნიშვნელოვანია.

მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. მე წარსულშიც მქონდა დიდი გმაოცდილება, თუმცა სულ სხვაა, როდესაც კვირაგამოშვებით გიწევს თამაშის ჩატარება. 

ჩემი თავდაჯერებულობა იზრდება და თამაშს თანდათან ვეჩვევი. ეს ჩემთვის ძალიან კარგია" - განაცხადა ლორის კარიუსმა.

კარისუმა ამგვარი ფორმა უნდა შეინარჩუნოს და მოუმატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იურგენ კლოპს მისი ჩანაცვლება მოუწევს ახალი მეკარით.

"ლივერპული" ეძებს ახალ მეკარეს ზაფხულისთვის, თუმცა, თუ კარიუსი დაამტკიცებს, რომ იმსახურებს პირველ ნომრად ყოფნას, იურგენ კლოპი ნამდვილად გამოუცხადებს მას ნდობას.

რაც შეეხება სიმონ მინოლეს, მისი ბედი გადაწყვეტილია და იგი სეზონის ბოლოს გუნდს 100%-ით დატოვებს, ხოლო ლორის კარიუსის ბედი კი მისსავე ხელშია.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ყოველთვის მქონდა ამის იმედი და ვერ ვიჯერებდი რო ისეთი ცუდი იყო როგორც თამაშობდა. ამ რეგულარულმა დრომ მართა გამოასწორა ცოტა და იმედია ესე გააგრძელებს და ისე ითამაშებს როგორც მაინცში თამაშობდა. სეზონის ბოლომდე საკმარისი რაოდენობის თამაშებია რო დაამტკიცოს ყველაფერი

GoGson
მომხმარებელი

ბოლო ბოლო ბუნდესლიგაში ითვლებოდა ერთერთ საუკეთესო მეკარედ კიარადა ტოპ 3 მეკარეში შედიოდა , არ მქონდა ამის თამაში ნანახი მაგრამ მოლოდინი მქონდა, რომელიც გამიცრუვდა წინა სეზონის და ამ სეზონის დასაწყისის გამო. კი, შეცდომაც მესმის და შეცდომაც ტრანსფერში, და ვერგამართლებას მარა გიოს თქმის არ იყოს არ ვიჯერებდი რო ესეთი უსუსური შეიძლება ყოფილიყო მეკარე, ბუნდესლიგიდან გადმოყვანილი კიარა თუგინდა სუპერლიგიდან. ხოდა ამის გამო ვფიქრობდი რო უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა და მჯეროდა რო გამოასწორებდა და რო გავვიდა 1 წელი და ისევ იგივე დარჩა ვთქვი რო ვსო , წასულია ამის საქმე ლივერპულშითქქო, ნამდვილად არ მეგონა ასე თუ ათამაშდებოდა ბოლო თამაშები და ეხლა არმინდა რო ხალხმა გადაამეტოს ამის შეფასება. რეალურად ჩვენ ისეთი დონის კიპერი გვინდა რო კარიუსის წინა ორი თამაში იყოს საშუალო თამაში და არ აღვიქვათ რამე სასწაულად. ეხლა ახლიდან გამიჩნდა იმის იმედი რო კარიუსი ესეთი იქნება, პროსტა არც ის მინდა რო გადავამეტოთ და 2 თამაშით ცაში ავიყვანოთ, მივყვეთ მოვლენებს, საკმარისი დროა სეზონის ბოლომდე რო დავინახოთ რისი შესაძლებლობა აქვს

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

კლოპის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი რო გაიჩითოს ეს. :D მეტი არაა ჩემი მტერი, სანამ დეხეა არ დაემართება ამას, მანამდე ვიტყვი რო მინოლესავით დროებითი გამონათება სჭირს.
რაც ყველაზე მთავარია, მეკარეების მწვრთნელი გვყავს ყოვლად ჩლუნგი, ტიპმა ვერცერთ მეკარეს ვერ ასწავლა გამოსვლებზე თამაში, რაც პრემიერლიგაში ყველაზე მნიშვნელოვანია... ზუსტად მაგიტომ მგონია რო ვერ დასტაბილურდება ესეც.

chipe888
მომხმარებელი

რავი ისეთები აქვს ნატარები კარგა ხანს ვერ დავივიწყებ. კარგი თამაშები გამოუვიდა და გაგრძელოს ასე და *ცენზურა* ობლაკს და ატლეტიკო

Kabula 543
მომხმარებელი

Gmertma qnas vcdebode magram ragac dzalian meetveba am kiperis nametani dauni mgonia,

beini
მომხმარებელი

არმეგონა ამას თუ ვიტყდოი მაგრამ კარიუსი მომეწონა ბოლო თამაშში, დამაჯერებლობა ეტყობოდა თან სევებიც კარგი აკეთა, არც ვანიამას დარტყმულზე ქონია ცუდი რეაქცია ბლომდე გადახატა.

Papuashvili
მომხმარებელი

წითელი ნიუტონა,
კარიუსს კარგი გამოსვლები აქვს მინოლესგან განსხვავებით

danagger
მომხმარებელი

მიუხედავად იმისა რომ სეივები ჩაითვალა თავის ანგარიშზე, აბსოლიტურად ყველა ბურთი "მოხვდა" და თვითონ თითქმის არ განძრეულა.
ასე რომ ჯერ კიდევ ჩოილარია ჩემს თვალში...

ფლანგზე კარგია გამოსვლებზე მაგრამ ცენტრში არასახარბიელოდ გამოდის +დაბალი გადაცემები უნდა გამოასწოროს ნუ არაა სიმაღლეში დიდი მეკარე მეკარისთვის კარგია 1.90 ან ზემოთ ეს კი 1.88 უფრო ნაკლები თუარა ამიტომ ეგ -მინუსია კარის ხასზე მაგრამ არც კასილასი ყოფილა ჩეხის სიმაღლე მაგრამ მსოფლიოს საუკვეთესო მეკარედ ითვლებოდა ბუფონთან ერთად

LUIS SUARES 001
VIP Member

ასე თუ მოუმატებდა ამ მოკლე დროში არ მეგონა..კარგია ასე თუ გააგრძელა

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მჯერა მე ამ კაცის, მჯერა რომ დაიმკვიდრებს თავს პირველ გუნდში და დიდი ხნით მოგვიხსნის მეკარის პრობლემას.

lashafss
მომხმარებელი

კარგია კარგია ასე რომ ამართლებს ჩემ ნაოფლარს :D ახლა ვინ აკრიტიკებდით თქვით :D ხო იხოდება ბიჭი ნელნელა :X ჯერ სად ხართ

რამაგარი ბურთი აიღო თავით დარტყმული ნუ რავიცი :X ეს ბიჭი ასე თუ გააგრძელებს ზრდას მაგარი იქნება

Fuck United
მომხმარებელი

კარიუსმა თუ ესე გააგრძელა როგორც ბოლო თამაშებში ახალი მეკარე აღარც დაჭირდებათ

cotne_suarez
მომხმარებელი

minolesac utamashia 2-3 matchi vnaxot ra mekare uehcveli ro mosayvania rad unda magas bazari

chipe888
მომხმარებელი

lashafss,
ჩვენ რას ვაკრიტიკებდით და ჩართე ამის წინა თამაშები თუ კარგი შთაბეჭდილება დაგრჩა ამის თამაშზე მაშინ ჩვენ მოგიბოდიშებთ. 2 თამაში ითამაშა კარგად და ცუდად 10. ისეთი შეგრძნება მქონდა რო მეგონა დენს ურტყავდა ბურთი ისე ეშინოდა. თუ ვინმეს უნდა ვაღიარო ამის კარგი მეკარეობა, მაშინი უნდა მიაყოლოს კარგი თამაშები და 1-2 არა.

danagger,
მეკარისთვის ბურთი მოხვდა არ არის დაკნინების კარგი მიზეზი. იმიტომ მოხვდა რო სწორი პოზიცია ქონდა შერჩეული და გამართლება არაფერს შუაშია. დუდეკის სეივი ხო გახსოვს და არც ეგ იყო გამართლება. მაშინ დუდეკს პენალტები რომ არ აეღო ვიტყოდი,რომ გაუმართლა მარა ტიპი ხოდზე იყო და მაგიტომ აკეთა სეივი სეივზე. იმდენი სირობები აქვს ნაკეთები კარიუსს რო ეს მოხვდა და ამბები არ გვინდა. აქ ბევრი ამბობს რომ ჩვენი მომავალია და მეკარების პრობლემას მოხსნის მარა ჯერ კიდევ მაქვს ცუდი შეგრძნება და თავის ტკივილი როცა გვიტევენ ან ამას პასს აწვდიან. გაგდების შიშით თამაშობს და მაინც ამის ნდობა არ გამოვა. მოიყვანონ ალისონი და დაგდონ სკამზე ეს გერმანელი გამოსირებული. ამის კარგი თამაში იმის ბრალია რომ არ გაბრუებულა დიდი ხანი. ალბათ კლაინმა აღარ შეაყნოსა და აღარ ამარაგებს

Capitan
მომხმარებელი

Me sul mqonda sheni imedi))))

lashafss
მომხმარებელი

chipe888,
კაი ახლა ეგრე დასხმაც არგინდა : ) მერე კიდე ერთი ეს ბიჭი თუ ვერ ითამაშებს მაშინ ალისონი არ მგონია ბევრად მაღალი დონე ამაზე, მაშინ ობლაკი უნდა მოიყვანონ ... აი ობლაკი რო მოიყვანონ უკვე თEმააა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.02.2018


  • ვესტ ჰემი

მიმოხილვა


  • პორტუ
  • 0:5

    14.02.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - პორტუ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze