ბრიტანული მედია მატჩზე

ავტორი: NikaSvanidze, 12-02-2018, 22:26, კატეგორია - სიახლეები, 992, 7


 "ლივერპულმა" გუშინ "საუთჰემპტონთან" აუღელვებლად, ანგარიშით 2:0, იმარჯვა. თავი ბიბი ფირმინომ და მო სალაჰმა გამოიჩინეს. მოგების შედეგად კლოპის კოლექტივმა 54 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

 გავლენიანმა ჟურნალისტებმა მატჩი შეაფასეს. გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს:

        ჯეიმს პირსი, Liverpool Echo
 
 ""ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ძალიან კარგად მოემზადა, ბონუსად, მათ სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს. სალაჰმა და ფირმინომ საოცარი პერმორმანსი შემოგვთავაზეს, ისეთი, როგორსაც ვერც ერთი დაცვის ხაზი ვერ გაუმკლავდება. აშკარაა, ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ.

 ბრაზილიელმა და ეგვიპტელმა ერთმანეთი საგოლე პასებით მოამარაგეს. რა თქმა უნდა, გამოსარჩევია ბობის ქუსლით შესრულებული დახვეწილი გადაცემა, გენიალური გადაწყვეტილება, რომელმაც ლამაზი გოლი შექმნა. გარდა ამ დუეტისა, ქების ღირსია ლორის კარიუსიც. ჩანს, გერმანელს ნდობის გამოცხადება მოუხდა, მან 2018 წელს მეორედ შეინახა კარი მშრალად. ვირჯილის მოქმედებები მას კიდევ უფრო უადვილებს სამუშაოს."


        დარენ ლუისი, Daily Mirror

 " რატომღაც ყველას ჰგონია, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელის ვინაობა უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ, როცა სალაჰს ვუყურებ, ვხვდები, რომ გასარკვევი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. ეგვიპტელი ამ თამაშშიც საუკეთესო იყო, ერთი გოლი თავად შეაგდო, ერთიც თანაგუნდელს გაატანინა.

 კლოპის ბიჭები "ეშმაკებს" ავიწროვებენ, მარტში გასამართი მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" ძალიან საინტერესო იქნება. იქამდე კი სალაჰი ისევ აგრძელებს ვარსკვლავების წყვეტას, მისი შედეგი სერხიო აგუეროსასაც კი სჯობს. მან უკვე 29 გოლში მიიღო პირდაპირი მონაწილეობა- 22 ზუსტი დარტყმა, 7 ასისტი."


       დომინიკ ფაიფილდი, The Guardian

 " მომენტებში "ლივერპული" მსოფლიოში ყველაზე სახიფათო გუნდი ხდება. მათი სწრაფი, კომბინაციური თამაში თავბრუს ახვევს მოწინააღმდეგეებს. "საუთჰემპტონი" მათ ძალიან ადვილად დააჩოქეს. გასვლაზე კლოპის გუნდი, უბრალოდ, დაფრინავს. მათ უკვე გაიტანეს 34 გოლი, რაც პრემიერ ლიგის 11 გუნდის ჯამურ შედეგზე უკეთესია. მანეს შრომისმოყვარეობა და სიზუსტე, სალაჰისა და ფირმინოს ოსტატობა მეტოქეთა დაცვის დემორალიზებას ახდენს, გუშინაც, ზუსტად, ეს მოხდა."


      ტომ პრენტკი, The Independent

 " მოჰამედ სალაჰი კიდევ და კიდევ უმატებს. მისმა გოლმა და შედეგიანმა გადაცემამ "ლივერპულს" მორიგი 3 ქულა მოუტანა, შედეგად მერსისპირელებმა ცხრილში მე-3 პოზიცია დაიბრუნეს და "იუნაიტედთან" ჩამორჩენა შეამცირეს. ეს შეხვედრა იდეალური მზადება იყო ოთხშაბათის ტესტისთვის, რომელსაც "წითლები" პორტუგალიაში, "დრაგაოზე" ჩაატარებენ.

 მეორე გოლს გამოვეხმაურები, ფირმინომ და სალაჰმა საოცარი 2 ფაზიანი კომბინაცია გაითამაშეს, შედეგიანმა დარტყმამ ამ სეზონში სალაჰის გარჯით 29-ე გოლი მოიტანა.
       
 

კომენტარები


lashafss
VIP Member

მდაა პორტოს უნდა აყლაპონ იმენა უნდა აყლაპონ რასაც ქვია, დალპი კოუტინიო ახლა ბარსელონაში, ხო გებლოკება ფეხები და ხო ხარ ერთი ჩაჯმული ბავშვი :X

PRINCE
ტოპ კომენტატორი

Daily Mirror_ის ჟურნალისტის ამონარიდს რომ გამოვეხმაურო, მეც მიმაჩნია რომ დღევანდელი ფორმით პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი სალაჰია, მაგრამ მაინც დე ბრუინს დაასახელებენ. როგორც წესი ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელი იგებს ხოლმე აღნიშნულ პრიზს. არაუშავს, ასე გააგრძელოს მომომ და კიდევ ბევრ პრიზს მოიგებს უახლოეს წლებში ლივერპულის მაისურით. ღმერთმა ქნას ამ პრიზებს შორის პრემიერლიგის და ჩემპ.ლიგის ოქროს მედლებიც იყოს.

phoenixx
მომხმარებელი

სალაჰმა თუ მოუმატა დებრუინს შანსი არ აქვს .... დეხეა კეინი სალაჰი დებრუინი აზარი ამათში გადაწყდება საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა .

gio_chyoi
რედაქტორი

ერთი სული მაქვს გავიგო ვინ შეგვხვდება მეოთხედფინალში

Gerrard1
მომხმარებელი

Her gavidet mainc winaswar tqma at shemogvibrunded

Mate chavchavadze
მომხმარებელი

გუნდის თამაშის ხარისხი ყოველდღე იზრდება გუნდი იქმნება კლოპი ემზადება

LUIS SUARES 001
VIP Member

პორტოს უნდა შეუსრულონ ბიჭებმა მაგრა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 23:59 სთ.


  • დორტმუნდის ბორუსია
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ბლექბერნ როვერსი
  • 0:2

    19.07.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
თქვენი აზრით, იქნება თუ არა კიდევ ერთი ტრანსფერი წელს?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ბლექბერნი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze