კლოპი : ნუ დაივიწყებთ სადიოს !

ავტორი: johnson, 13-02-2018, 22:56, კატეგორია - სიახლეები, 762, 7


მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰი და რობერტო ფირმინო შესანიშნავ ფორმაში არიან. ორივე მათგანს უკვე არაერთი გოლი თუ საგოლე გადაცემა აქვს თავის აქტივში. მეტიც, ეგვიპტელი შემტევი პრემიერ ლიგის ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

სამწუხაროდ, იმავეს თქმა არ შეიძლება სადიო მანეზეც. გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე წელს სტაბილურობით არ გამოირჩევა და ზოგჯერ კრიტიკის ობიექტიც ხდება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იურგენ კლოპმა სწორედ სენეგალელ ვინგერზე ისაუბრა :

"გულახდილად გეტყვით, სადიო ძალიან მაღალ დონეზე ვარჯიშობს. ეს ერთადერთი გზაა და მალე ყველაფერი კარგად იქნება.

ნორმალურია, რომ ხალხი მომოსა და ბობიზე საუბრობს, თუმცა მათ ზოგჯერ სხვა ფეხბურთელის მიერ შესრულებული სამუშაო ავიწყდებათ, მე კი მათ ყურადღებას არ ვაქცევ. დიახ, ისინი კარგ ფორმაში არიან.

კვირას მანეს საოცარი გოლის გატანა შეეძლო ნახტომში. ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ, მუდმივად ნუ ვილაპარაკებთ ამ მოთამაშეებზე, რადგან ყოველთვის გამოგვრჩება ვიღაც..."
- ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

მერსისაიდელთა თავკაცმა მცირე კომენტარი ჯორდან ჰენდერსონზეც გააკეთა. როგორც იცით, "წითლების" კაპიტანს კვირას "სოტონის" წინააღმდეგ არ უთამაშია. კლოპის თქმით, მან ინგლისელს უბრალოდ დასვენების საშუალება მისცა და ეს ფეხბურთელს მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

აუუუ ეგ მომენტი როგორ მახსოოვს. ნახტომში რა მაგრად დაარტყა კარში მიდიოდა და მცველმა დაუფარა

Capitan
მომხმარებელი

Faktia ro uchirs manes salahis da firminos fonze vegara saqebi...unda moumatos da saswaulad magari trio yalibdeba dzalian magrad esmit ertmanetis

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

მომომ დაიკავა მანეს პოზიცია და იმიტო უჭირს, მარჯვენა ვინგერად როცა იყო მაშინ დაქროდა

gio_chyoi
რედაქტორი

s_u_a_r_e_z,
მაგის ბრალი არაა. აგვისტოში პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო გახდა. მერე ტრავმა მიიღო და მერე დაღმასლვა დაეწყო. ნუ იმდენად კარგი ფეხბურთელია რო საშინლად არ თამაშობს როგორც სხვებმა იციან ხოლმე ფორმიდან ამოვარდნის დროს. მარა მიანც არაა ის მანე როგორიც არი სინამდვილეში და როგორც შეუძლია. იმედია შევა სეზონის ბოლოდმდე ფორმაში , ეხლა იწყება ძაან მნიშვნელოვანი პერიოდი

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ფსიქოლოგიურ პრობლემასთან აქვს საქმე... რაც გუნდში მოვიდა მას მერე ლიდერის სტატუსით სარგებლობს, თან იმ ფონზე, რომ კოუტინიო იყო გუნდში... მერე იყო ტრავმა, სიტისთან გაძევება და დაბრუნებულს სალაჰი დახვდა გალიდერებული, არ არის ადვილი ასეთი რაღავეების გადაგორება... მარტო ევერტონთან არგაკეთებული პასი მეტყველებს ყველაფერზე, მაგრამ არაფერია ეგეც გაივლის და იტყვის სადიო თავის სათქმელს!!!

LUIS SUARES 001
VIP Member

საკაიფო გოლი გამოვიდოდა რომ გასულიყო.

lashafss
VIP Member

gio_chyoi,
ლემინამ დაუფარა და გაიყვანეს მერე მალევე ეგ ფეხ დაქცეული, გაეტარებინა რამაგარი გოლი იქნებოდა :X

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

საერთ. ჩემპიონთა თასი


  • დორტმუნდი
  • VS

    22.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მოდიხართ ლისზე ფინალის საყურებლად?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze