"პორტო" - "ლივერპული" (პრევიუ)

ავტორი: NikaSvanidze, 13-02-2018, 23:01, კატეგორია - სიახლეები, 1 058, 17





მოედანი - "ესტადიო დო დრაგაო", პორტო

მთავარი არბიტრი - დანიელ ორსატო (იტალია)

დრო & თარიღი - 23:45, ოთხშაბათი, 14 თებერვალი, 2018


როგორ ფორმაში არიან გუნდები ?

"პორტუ"

 სერჟიო კოსეისაუს გუნდი მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება. პორტუგალიის ჩემპიონატში ისინი პირველ პოზიციაზე არიან. წელს მათ მხოლოდ ორი დამარცხება იგემეს, ( თუ არ ჩავთვლით პორტუგალიის ლიგის თასზე პენალტებში "სპორტინგთან" წაგებას ) თუმცა ორივე მათგანი ჩემპიონთა ლიგის მატჩებში: 1:3 სახლში "ბეშიქთაშთან", 3:2 კი გერმანიაში "ლაიფციგის" წინააღმდეგ.
 
 კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ "პორტუ" საშინაო სარბიელზე დაუმარცხებელია. ჩემპიონატში ლისაბონის "ბენფიკას" 2 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩი თადარიგში აქვს.

 პორტუგალიის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში "სპორტინგთან" მათ 1 ბურთიანი უპირატესობაც აქვთ, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიური გრანდი საკმაოდ კარგ სათამაშო კონდიციებშია.



         "ლივერპული"

 იანვარში მცირე ჩავარდნის შემდეგ მერსისპირელებმა ფორმა აღიდგინეს. "ჰადერსფილდ თაუნთან" და "საუთჰემპტონთან" დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. რაც ყველა "კოპიტს" ახარებს და იმედით ავსებს. დაცვის ხაზისა და გოლკიპერის სათამაშო ხარისხი საგრძნობი გაუმჯობესებაა, რაშიც ლომის წვლილი ჰოლანდიელ ახალწვეულს, ვირჯილ ვან დაიკს, მიუძღვის. იურგენ კლოპის გადაწყვეტილებამ, ძელებს შორის კარიუსის გამწესებამ, აშკარაა, გაამრთლა.

 "წითლებმა" მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს 12 ქულით, თან საუცხოო შედეგი დააფიქსირეს, გაიტანეს 23 და გაუშვეს მხოლოდ 6.

 გუნდის შემტევი ხაზი ფორმის პიკზეა. აამგვარად, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინგლისური გიგანტი საასპარეზოდ 100%-ით მზადაა.



გუნდის სიახლეები

 "პორტუ"

* პორტუგალიელებს პირველ მატჩში ცენტრალური მცველი, ფელიპე დააკლდებათ, რომელიც დისკვალიფიცირებულია. გუნდში ტრავმებიც გვარიანად არის. დაზიანების გამო შეხვედრას გამოაკლდებიან: მარკანო, დანილო პერეირა და ანდრე ანდრე.

* სერჟიო კოსეისაოსთვის ყველაზე დიდი დანაკლისი მაინც გუნდის მთავარი ბომბარდირის, ვინსენტ აბუბაქარის არყოფნა იქნება. კამერუნელს ყველა ტურნირში წელს 26 გოლი აქვს გატანილი.


      "ლივერპული"

* დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი, რომელმაც "სენტ მერიზე" გასულ კვირას არ ითამაშა. ვარაუდს ემრე ჯანის არყოფნაც განამტკიცებს, თურქო-გერმანელს დისკვალიფიკაციის გამო ტრიბუნებიდან მოუწევს მატჩის ცქერა.

* როგორც იქნა, ნათანიელ კლაინზე, სხვადასხვა კრიმინალური შინაარსის მონაჭორების შემდეგ, პოზიტიური სიახლე შევიტყვეთ - ინგლისელი განაცხადში დაბრუნდა.

* ჯო გომესს მცირე დაზიანება ისევ აწუხებს, ამიტომ ძირითადში თინეიჯერ მარჯვენა მცველს უნდა ველოდოთ.


* კლოპმა უკვე დაადასტურა, რომ "პორტუსთან" მატჩში მერსისაიდელთა კარს ლორის კარიუსი დაიცავს.



                        სავარაუდო ძირითადი შემადგენლობები (Anfieldindex)


& 

      

   უკანასკნელი შეხვედრა

 "პორტუსა" და "ლივერპულის" გზები უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის 2007/2008 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. პირველ წრეში მატჩი 1-1 დასრულდა. გონსალესის პენალტი დირკ კიუიტმა გაქვითა.

 "ენფილდურ" გადათამაშებაში მასპინძლებმა მეტოქე არ დაინდეს და ანგარიშით 4:1 გაანადგურეს. "წითლებიდან" გამოირჩნენ: ფერნანდო ტორესი(რომელმაც დუბლი მიითვალა), სტივი ჯი(რომელმაც 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა) და პიტერ კრაუჩი.

 გარდა ამისა, ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ, ჟერარ ულიეს ეპოქაში დაუპირისპირდნენ. "ჰეტ-ტრიკის" სეზონში მერსისაიდელებმა UEFA-ს თასზე აჯობეს მეტოქეს. ინგლისში დენი მერფისა და მაიკლ ოუენის გოლებით მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. პორტუგალიაში უგოლო ფრე დაფიქსირდა.


ექსპერტის პროგნოზი - 1:2

პირდაპირი ტრანსლაცია : მეორე არხი, МАТЧ! Футбол 1

კომენტარები


James Pearce
VIP Member

ჯინი ნაცვლად მილნერი კაი იქნებოდა დანარჩენი კაია :)) რთული თამაში იქნება დაცვისთვის ასე მგონი კაი შეტევა ყავთ იმათ რავი. სალაჰი მანე და ფირმინო გაიტანს 2-3 მოვიგებთ ასეთია ჩემი პროგნოzi:დ

_z_l
მომხმარებელი

პორტუს კარგი დაცვა ყავს და კიდევ უფრო კარგი თავდასხმა. ცოტას უშვებენ და ბევრი გააქვთ, მაგრამ პორტუგალიის ჩემპიონატში. ასე რომ, ჩვენი დაცვაც უფრო გამოცდილია და თავდასხმაც ;)

gio_chyoi
რედაქტორი

ეს მცველი ფელიპეც აკლიათ თურმე. აბა ძირითადის მინიმუმ 3 ფეხბურთელი არ ჰყავთ და ამათთან ვერ მოგება სირცხვილია. უეჭველი ხვალვე უნდა მოუმთავრონ როგორც სიტიმ ქნა დღეს

Capitan
მომხმარებელი

Matipi da weinaldumi aramgonia daayenos lovreni Milner iqneba albat matipi arvargoda sauteptontan weinaldumi wels saertod arvarga... kariusi arnoldi lovreni deiki Robertsoni hendo Milneri chemberleni mane firmino salahi es sastavi iqneba albat))))

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მთელ ძალისხმევას თუ მიმართავენ ამ თამაშზე, სავარაუდოდ მოიგებენ ჩვენები, მაგრამ მგონია რომ სიტყვაზე 1:1 რომ იყოს, არც ერთი გუნდი აღარ მოიკლავს თავს შეტევებით. პორტუ იმის შიშით რომ კონტრშეტევაზე ჩავარდება, ლივერპული კიდევ იმის იმედით რომ ენფილდზე მოამთავრებს დაწყებულ საქმეს.

Mersisaideli
მომხმარებელი

Portos unda gavcdet da enfildze tamashi formalobad vaqciot.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ორმა ინგლისურმა კლუბმა ფაქტობრივად შემდეგ ტურში გაინაღდა მეოთხედე ფინალი. ტოტენჰემი უემბლიზე იუვესთან მოიგებს. ეს გუნდი კვლავ დაუმარცხებელია. რეალის და დორტმუნდის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე იუვესთანაც არ წააგო. პრემიერ ლიგაშიც ძლიერ გუნდებთან კარგად თამაშობს უემბლიზე. იგუაინმა ორი გაიტანა მარა ორიც ისეთი გამაზა რო ფაქტობრივად გაწირა იუვე. ხოლო რაც შეეხება ლივერპულს მათაც სტუმრად 2 გოლი რო შეაგდო მეტი არც უნდათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ლივერპულმა ორი ბურთის სხვაობით რო მოიგოს პორტუგალიაში შემდეგ უკვე ენფილდზე პორტო თამაშს გახსნის და შეუტევს პირველივე წუთებიდან. კონტრშეტევაზე კი ლივერპული ბევრად სახიფათოა. ამიტომ მნიშვნელოვანია სტუმრად მიღწეული დადებითი შედეგი. ლივერპულს ფრე არ აწყობს მითუმეტეს ნულოვანი ფრე. სტუმრად გატანილი გოლები ძალიან მნიშვენლოვანია. პრემიერ ლიგა უკვე დაწინაურდა ორი კლუბით რაც ძალიან კარგია ინგლისური ფეხბურთისთვის. იმედია ხუთივე ინგლისური კლუბი გავა მეოთხედ ფინალში

chipe888
მომხმარებელი

არ ვიცი 5 კლუბი გავა თუ არა შემდეგ ეტაპზე და სიმართლე გითხრათ მაგრად მახატია სხვა გუნდები. მთავარია დღეს გავიდნენ თავისი თამაში ითამაშონ,მოუგონ ამ დედა ნაქაჩ პორტუს და ენფილდზე პორტუს კი არა არცერთ გუნდს არაფერი აქვს გარანტირებული. 9 წელია არ გვითამაშია პლეიპოფში და მაშინ რეალს გაულაღლაღეთ ბაირან დუდუკში 4-0 0-1 და ენფილდს მოენატრა ევროპული საღამოაები. ეჭვი არ არის ენფილდი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება პლეიოფის ყველა სტადიაზე და მთავარია ბიჭებმა ირწმუნონ,რომ არავინაა დაუმარცხებელი და ყველაფერი მათ ხელში იქნება. აი ავიღოთ გუშინდელი თამაში:რომ იკითხოს კაცმა იუვეს მაგარი ფანობა ყავს მარა მე ვერ დავინახე ფეხბურთელიან ბალეშიკიანად ვინმე რამი გამკეთებელი იყო. ზოგმა თქვა ტოტე ჯობიაო მარა ამ ეტაპზე ვერ იტყვი ადვილი თამაში რომელიმე იქნებაო მარა ენფილდის იმედი უნდა გქონდეს ყველა ეტაპზე. პრემიერლიგის ტურის თამაში სხვაა და ლიგის პლეიოფში განსხვავებული ატმოსფერო იქნება. სკაუზერებმა ათათურქი გადაანგრიეს მილანს და სახლში რაღას იზავენ. მეოთხეთფინალში თუ გავედით სიტი ან პსჟ რეალში გამარჯვებული მინდა.ორი კარგი თამაში იქნება და 12 გავალთ ენფილდზე სათამაშოდ. უფფ რა იქნება ტურნირის ფავორიტის ოცნებების დანგრევა.

reversi
VIP Member

ხო აი ინგლისურ კლუბებზე დარდით არ მძIნავს ხოლმე ))))
ერთი მიზეზი მითხარით რატო უნდა ვუბალეშIკო სხვა ინგლისურ გუნდებს? უეფამ მომავალი სეზონიდან ისედაც წამყვან 4 (ესპანეთი ინგლისი გერმანია იტალია) ჩემპიონატს მიცა 4-4 გარანტირებული ადგილი და საფრანგეთი მარტო პსჟ ვინ უნდა გადაასწროს ან ვინ ვის რა ადგილი უნდა წაართვას ))

მანჩესტერს და ჩელსის მაბალეშიკეთ ახლა (ნუ ბარსას თუ არ ხვდებიან ეგ გუნდი განსაკუთრებით "მიყვარს" :დდ)

gio_chyoi
რედაქტორი

აუ თან 10 დღე თამაში არ იქნება და ძაან არ მინდა ამდენი ხანი ცუდ ხასიათზე ვიყო :)

oto1990
მომხმარებელი

მე პირადად პრემიერლიგის დომინირება მსიამოვნებს,ინგლისის ნაკრებსაც წლებია ვვალეშიკობ და თუნდაც მანჩესტერის მოგება მირჩევნია ვიდრე რეალის ან ბარსასი.
პრემიერ ლიგა და ზოგადად ინგლისური ფეხბურთი მევასება მიუხედავად იმისა რო ინგლისურმა ფეხბურთმა სახე იცვალა ბოლო წლებია. ინგლისელი პრემიერლიგიდან არ გადის თითზე ჩამოსათვლელი იგროკები გავიდნენ(ოუენი ტრამვის მერე,ბექემი წარბი რო გაუხეთქეს,მაკმანამანი,ჰარგრივზი ბავშობიდან წავიდა სხვა არც არავინ მახსენდება) ინგლისელი ყოველთვის პრივილეგირებულია ინგლისში,
სტილი შეიცვალეს სხვა გზა აღარ ქონდათ ისე ევროპაში დომინირება შეუძლებელი გახდა მარა ტრადიციებს დღემდე არ ცვლიან, ბოქსინგდეი,ორი თასი,მაქედან გამომდინარე გასხვავებული კალენდარი რაც თავის ხიბლს აძლევს ინგლისურ ფეხბურთს.
ერთი სიტყვით ინგლისურ გუნდს რო ქომაგობ უმრავლეს შემთხვევაში მთლიანად ინგლისური ფეხბურთი გევასება.
ხავიესტას მოკლე პასებ პირადად მირჩევნია ჯერარდის,ლამპარდის,სქოულზის,ბექემის გრძელი პასები,შორიდან გასროლები,ტემპი და ფეხბურთის ინგლისური აღქმა,ინგლისელი ფორვარდებიც თავიანთი სისწრაფით თუ კეინის დახვეწილი მანერით მირჩევნია უმეტეს ევროპელ ფორვარდს

gio_chyoi
რედაქტორი

oto1990,
არა არა მანჩესტერის მოგება არ მირჩევნია რეალი ან ბარსას მოგებას. დანარჩენის კი მარა იუნაიტედის არა :) თორე ისე მეც ვგულშემატკივრობ ხოლმე ინგლირუ კლუბებს :)

shoti
მომხმარებელი

ჩვეთვის ერთადერთი მიზეზით არის დანარჩენი ინგლისური კლუბების გასვლა კარგი რომ მარტო პრემიერლიგის თამაშებზე აგარ გადმოერთვებიან და ძალები ექნებათ გადასანაწილებელი ნუ რათქმაუნდა სიტის გარდა. დანარჩენი ნამდვილად არმინდა რომელიმე ინგლისური გუნდი ჩვენზე უკეთესს შედეგს დებდეს ლიგაზე.
თამაშს რაც შეეხება იმედია ტოტენჰემთან მატჩივით არ მოიქცევიან თუ პირველი გოლი გავიტანეთ და ბურთს ცენტრს და ყველაფერს არ დავთმობთ. ეგრე თამაში რა შედეგსაც იძლევა გუშინაც გამოაჩინა ივენტუსმა ჩვენზე ბევრად უკეტესი დაცვა ყავთ და უკეთესად შეუძლიათ კარის მშრალად შენახვა თუმცა მეტოქეს ზურგს რო აქცევ იქ უკცვე წაკუზვა დროის საკითხია...

giga
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
oto1990,
არა არა მანჩესტერის მოგება არ მირჩევნია რეალი ან ბარსას მოგებას. დანარჩენის კი მარა იუნაიტედის არა :) თორე ისე მეც ვგულშემატკივრობ ხოლმე ინგლირუ კლუბებს :)

ალბათ სიტი იგულისხმა :D მე იმ ღლე გუნდს მარტო მაშინ ვგულშემატკივრობ თუ ლივერპულისთვის წყვეტს რამეს თამაშის შედეგი))

LUIS SUARES 001
VIP Member

პორტუ ხელწამოსაკრავი კლუბი არაა..კარგ თამაშს ველოდები

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

oto1990,
გეთანხმები. მანჩესტერული და ლონდონური კლუბები მაგრად არ მევასება მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სხვა ქვეყნის კლუბებთან ნახევარფინალამდე რო გააღწიონ ხოლმე მაგის მომხრე ვარ. პრემიერ ლიგის 2 გუნდი ყოველ წელს რომ ნახევარ ფინალში იყოს ლა ლიგას გაბლატავებულ კლუბებს და მის ფანებს გააჩუმებენ. წელს კი ხუთ ინგლისურ კლუბზეა საუბარი. ლივერპული სხვაა ბაზარია არაა მარა სევილიასთან და ბარსასთან რო მოიგონ მანჩესტერმა და ჩელსიმ ეგ ნამდვილად არ მეწყინება. ისტორიული ფაქტია უკვე როდესაც 5 ინგლისური კლუბია მერვედ ფინალში. ხოლო აქედან ხუთივე თუ გავა მეოთხედ ფინალში ამას სხვა ქვეყნის 5 კლუბი ვეღარასდროს იზამს. წელს კარგი შანსი აქვთ რომ სამუდამოდ შევიდნენ ისტორიაში რომლის გამეორების შანსიც არ მგონია რო სხვა ქვეყნის რომელიმე კლუბს კიდე ქონდეს. ეს კი პრემიერ ლიგას ამითაც გამოარჩევს კიდე და თავისი ხიბლი აქვს. 8 საუკეთესო კლუბიდან 5 ინგლისური რო იქნება გაასწორებს

lashafss
მომხმარებელი

სიმართლე თუ გაინტერესებთ უკვე დაცვის აღარ მეშინია მე :) აი ვანდეიკი რომ დგას უკვე ძაან კარგები არიან მატიპი ვანდეიკი და არნოლდიც, უბრალოდ კლოპის ტაქტიკამ არ უნდა ჩაისვაროს და ზედმეტად ტრაკი არ უნდა მიცენ ხოხედავენ აგერ იუვენტუსი მოიჭიმა მაგის გამო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    24.02.2018


  • ვესტ ჰემი

მიმოხილვა


  • პორტუ
  • 0:5

    14.02.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - პორტუ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze