ფირმინო : მეტოქეს ცხოვრება უნდა გავურთულოთ » Liverpool Fc - ფანკლუბი

ფირმინო : მეტოქეს ცხოვრება უნდა გავურთულოთ

ავტორი: johnson, 14-02-2018, 10:05, კატეგორია - სიახლეები, 724, 9


დღეს, თბილისის დროით 23:45 წუთზე, "პორტუ" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" მიიღებს. მერსისაიდელები უკვე ეწვივნენ პორტუგალიას და მომავალი მატჩისთვის მზადებაც დაიწყეს.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კი იურგენ კლოპის გვერდით რობერტო ფირმინო გამოჩნდა. ბრაზილიელმა სწორედ ამ შეხვედრის მნიშვნელობასა და "წითლების" მეტოქეზე ისაუბრა :

"არ ვიცი "ეშინიათ" თუ არა მათ ჩვენი, მაგრამ ვაპირებთ მათ ცხოვრება გავურთულოთ. მე ყველაფერს გავაკეთებ რათა გუნდს დავეხმარო, მინდა კარგი სეზონი მქონდეს.

"პორტუ" შესანიშნავი, ამ ტურნირზე გამოცდილი გუნდია. მათზე ცოტა რამ ვიცი. ვიდეო ანალიზი ჯერ კიდევ არ გვინახავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, "პორტუ" ფიზიკურად და ტაქტიკურად ძლიერი გუნდია. წინ რთული მატჩი გველის და ჩვენ ვაპირებთ მაქსიმუმი გავაკეთოთ.

თუ კარგად ვითამაშებ, გოლებსაც გავიტან. მე არამხოლოდ ჩემთვის, არამედ გუნდისთვისაც ვიხარჯები."
- ციტირებს ფირმინოს სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მიდი მიდი მერე ბიჭო გადაუარეთ რა დღეს და დაგვასვენეთ მეორე თამაშამდე ნუ მიიყვანთ საქმეს

sulkhan
VIP Member

მიკვირს კლოპის ემრეს რომელიც მიდის გუნდიდან კაპიტნის სამკლაურს აძლევს და ამას არა
არადა ეს ბევრად იმსახურებს და საერთოდ კაპიტნის და ვიცეკაპიტნის საკითხი სეზონის ბოლოს უნდა გადაწყდეს და ვანდეიკი და ფირმინო უნდა იყვნენ

shoti
მომხმარებელი

ამათმა დღეს რომც მოიგონ მეორე თამაშზე დასვენებულები მაინც არ გაგვაჩერებენ , ხო უნდა აგვანერვიულონ.

elpistolero
მომხმარებელი

sulkhan,
ისე მაგ საკითხზე მეც მაგრა მეშლება ნერვები, ჯერ იყო და უკვე წასულ კოუტინიოს ტენიდნენ კაპიტნობას, მერე ლოვრენი და მინოლეც გაიჩითნენ მაგ სამკლაურით, ახლა 98%ით წასული ემრე დარბის კაპიტნად და არც ჰენდერსონი მიმაჩნია ნამდვილ ლიდერად და გუნდის წინამძღოლად, რავი ვერ ვხვდები რატო, კაპიტანი უნდა იყვეს გუნდის გული და სული და გუნდისთვის თავდადებული, ვისაც მთელი გუნდი აყვება და მიბაძავს და ვისაც დაეყრდნობი და არ დაგაღალატებს და არასდროს დაყრის ფარხმალს და ესეთ ქათმებს რატო აზლევენ ამხელა გუნდის კაპიტნის სამკლაურს ვერანაირად ვერ ჯდება ჩემ აზროვნებაში, მითუმეტეს ჯერარდით შემიყვარდა ფეხბურთი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი რასაც ნიშნავს ლივერპულის კაპიტნობა ნამდვილი კაპიტნისთვის და მებრძოლისთვის.

gio_chyoi
რედაქტორი

არც ფიმირნოს ეკთუვნის ზოგადად კაპიტნის სამკლაური იმიტო რო არაა საკაპიტნე კაცი. ეგეთი ამ მომენტისთვის ერთია - ვან დეიკი. კიდე გამოვარჩევდი არნოლდს, რომელსაც აშკრად აქვს მაგის უნარი , უბრალოდ ჯერ ახალგაზრდაა მაგისთვის

cotne_suarez
მომხმარებელი

kapitani unda iyos van deiki morcha

LUIS SUARES 001
VIP Member

დღეს ორ ბურთიანი სხვაობით მოგება დაგვხატავს

Fuck United
მომხმარებელი

მთლად ნუ გადაიკუკავ თავზე

lashafss
VIP Member

კაპიტნობა ვან დეიკს და ეგ იქნება ერთადერთი კაპიტანი ხასიათით და ხარისხით ერთად ალბათ : ) ხოლო ფირმინოს რაც შეეხება იმენა გიჟმაჟი ბიჭია , უბრალოდ მოდუნება უყვარს და დაკიდება უყურადღებობები ხანხან თორემ ამას რომ სრული კონცენტრირება მოთხოვო და გუნდი მობილიზებული გავიდეს გადაახევენ ბურთს...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze