ფავორიტი წყვილი, კლოპის ამბიციები და პლეი-ოფს მონატრებული ფანები
მოახლოვდა ნანატრი დღეც - გილოცავთ ვალენტინობას! ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "პსჟ" დაუპირისპირდებიან, რამაც ლიგის მეორე წყვილი აშკარად დაჩრდილა. მთელი მსოფლიო, გარდა "სკაუზერების" ნაწილისა სწორედ ამ დიდი მატჩის მოლოდინშია.
მადრიდულ კლუბსა და ფანებს შორის ამ ეტაპზე ვნებათაღელვამ, ოღონდ ზუსტად 9 წლის წინ კვლავ გამოიწვია დიდი ემოციები. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც უკანასკნელად ითამაშა იმდროინდელმა "ლივერპულმა" ლიგის ამ სტადიაზე. სტაჟიან გულშემატკივარს ალბათ თვალწინ გაურბინა იმ გოლმა, რომელსაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვება მოჰყვა. ორი მინიკაცის, ფაბიო აურელიოს ჩაწოდებას იოსი ბენაიონის თავური მოჰყვა და ბურთიც იკერ კასილასის კარის ბადეში გაეხვა.
მაშინაც, როგორც დღეს არ წყდებოდა თითქმის ორთვიანი საუბრები მადრიდის "რეალსა" და "ლივერპულში" შემდგარ წყვილზე. "სამეფო კლუბის" გულშემატკივარები მაშინ დიდ გულზე იყვნენ, თუმცა "სკაუზერთა" არმიამ ორმატჩიან ჯამში 5-0 დაჩაგრა და იმის შემდეგ ესპანელები კაი ხანი ვერ იღებდნენ ხმას.
ეს ყველაფერი საუბარს მოჰყვა და საუბარზე თვალი მივადენოთ იმ სიტყვებს, რაც გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ იურგენ კლოპმა ჟურნალისტებს პირდაპირ რეჟიმში განუცხადა:
- "თუ ყველაფერი კარგად მიგვდის, ამინდიც კარგია და დღეც პოზიტიური წარმოუდგენლად მაგრები ვართ, მაგრამ "პორტოს" დასამარცხებლად არნახულად ძლიერები უნდა ვიყოთ. პორტუგალიური კლუბი საკმაოდ ძლიერია და მათი პირველივე რაუნდშივე გამოთიშვა არასწორად მიმაჩნია - მე უფრო "ენფილდის" იმედი მაქვს.
მე ჩემი გულშემატკივრის იმედი მაქვს და იმისათვის რომ მათაც ჰქონდეთ ჩემი პირველ შეხვედრაში უნდა ვივარგოთ და შანსები დავიტოვოთ. გვესმის ეს რთული იქნება, მაგრამ არამგონია 2005 წელს ვინმე ისეთი ყოფილიყო, ვინც მთავარ ტრიუმფატორად "ლივერპულს" მიიჩნევდა.
შეგვიძლია თუ არა ლიგის მოგება? არამგონია, რომ მაშინ 1/8 ფინალში ვინმე ამ დიდებულ გამარჯვებაზე ფიქრობდა. ძალიან გაოცებული დავრჩები თუ მეტყვიან რომ ეს ასე იყო. არ ვიცი, რაფაელ ბენიტესს უნდა ვკითხო. ამაზე საუბარი უაზრობად მიმაჩნია, მაგრამ თუ ფინალში გავალთ მოგებაზეც ვიფიქრებთ.
ამ კითხვაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გიპასუხეთ, რომ მეგობრული ადამიანი ვარ. სხვა შემთხვევაში ოთახს ვტოვებ ხოლმე, მაგრამ ახლა ასე ნამდვილად ვერ მოვიქცევი, რადგან კითხვა პირდაპირ ეთერში დამისვით."
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრა პორტუგალიაში 23:45 წუთზე დაიწყება, ხოლო მომდევნო მატჩი "ენფილდზე" იგივე დროს, ოღონდ 6 მარტს გაიმართება. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია სილქ სპორტ HD2-ზე დაიწყება.