"პორტუ" : "ლივერპული" (მატჩის განხილვა) » Liverpool Fc - ფანკლუბი

"პორტუ" : "ლივერპული" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 15-02-2018, 01:41, კატეგორია - სიახლეები, 1 411, 12


ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში "პორტუმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 0:5 განადგურდა. გოლები სადიო მანემ(3), მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ გაიტანეს.

"ლივერპული" : კარიუსი - არნოლდი(89' გომესი) - ვან დეიკი - ლოვრენი - რობერტსონი - ჰენდერსონი(75' მატიპი) - მილნერი - ვეინალდუმი - სალაჰი - მანე - ფირმინო(80' ინგსი).

თამაში საკმაოდ ნელ ტემპში დაიწყო. საწყისს წუთებში რეალური მომენტი არც ერთ გუნდს არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გახსნის შანსი პირველად მასპინძელებს ჰქონდათ, თუმცა დეიან ლოვრენი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

"პორტუს" განადგურება მერსისაიდელებმა 25-ე წუთზე მანემ დაიწყო. ზუსტად 4 წუთში კი სალაჰმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის ბოლომდე რამდენიმე სახიფათო მომენტი ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარი "წითლებმა" აქტიურად დაიწყეს. 53-ე წუთზე სენეგალელმა შემტევმა დუბლი გაიფორმა. რის შემდეგაც ბურთზე კონტროლი უკვე მასპინძლებმა მოიპოვეს და კარიუსის კარის აღება სცადეს, კლოპის შეგირდები კი უპირატესობას კონტრშეტევებს ანიჭებდნენ.

ამ ყველაფერს შედეგი მართლაც მოჰყვა - მატჩის 70-ე წუთზე თავი ფირმინომ გამოიჩინა და ტურნირზე თავისი მე-7 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამდენიმე საგოლე გადაცემა მოუგროვდა ჯეიმს მილნერს.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე მანემ დააფიქსირა.  - 0:5 და "ლივერპულმა" პრაქტიკულად გაინაღდა 1/4 ფინალის საგზური.


სტატისტიკა

"პორტუ"

"ლივერპული"
45%
ბურთის ფლობა
55%
8
დარტყმა
14
3
ზუსტი დარტყმა
6
6
კუთხური
1
3
თამაშგარე
0
9
ჯარიმა
10
0
ყვითელი ბარათი
0
81,3%
პასების სიზუსტე
82,1%

   

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ყველაფერი იდეალურად იყო თუ არ ჩავთვლით იმას რომ კლოპი შეცვლებს აგვიანებს... თამაშით რბილად რომ ვთქვათ დავჯაბნეთ.

კარგია მომევნო მატჩის დროს შეგვიძლია დავასვენოთ ხალხი იუნაიტედისთვის 3

gio_chyoi
რედაქტორი

საღოლ და მადლობა ბიჭებს რომ აქვე დაასრულეს ყველაფერი და აღარ ვინერვიულებთ ენფილდზე. მანეს ჰეთ-თრიკმა კიდე მაგრად გაასწორა. ეს თუ ეხლა შევიდა ფორმაში მაგრად ვიხეირებთ

bolkvadze066
მომხმარებელი

gilocavt sagoll

DIMAX777
მომხმარებელი

მალადეც ბიჭებო კარგი იყო მომეწონა მანემ გაილაღა რა და ეგრე თუ გააგრძელა აღარავის არ გაახსენდება მისი ხავარდნა დაცვაში შეცდომები ნაკლებია თუმცა დეტალებს დახვეწა მაინც ჭირდება მეკარეზე რა შემიძლია ვთქვა მთქნარების მეტი არ გაუკეთებია არაფერი:) აზარმაცეს დღეს პორტუს ფეხბურთელებმა თუმცა პროგრესი სახეზეა და მაინც ჯერ კიდე ეჭვის თვალით ვუყურებ დეიკს ერთი კარგი მცველი უნდა გვერდით და რავი დღეს გახარებული ვარ მაგრამ ლივერპული ის გუნდია არ იცი როდის რას მოელი გაგვახარა სიტისთან და პირ ღია დაგვტოვა სუონსისთან

PRINCE
ტოპ კომენტატორი

სეირნობით გადავლახეთ პორტუს ბარიერი, მალადეც ბიჭებს. მეტ წინააღმდეგობას ველოდი პორტუგალიელებისგან. ვეინალდუმის და მანეს კარგი თამაში ყველაზე მეტად გამიხარდა, ეს ორი ფეხბურთელი განსაკუთრებულად მიყვარს და მიტყდებოდა ჩვეულ დონეს რომ ვერ აჩვენებდნენ წინა თამაშებში. 4

chipe888
მომხმარებელი

უუფ ეს იყო მოგება მოგება კი არა უმოგესობა:) თამაში მოუკლეს პორტუს და არანაირი შანსი არ ქონიათ. თავიდან თითქოს რაღაც ქნეს მარა მალევე მოუსპეთ იმედები. გ ი ლ ო ც ა ვ თ

liverpool777
მომხმარებელი

ამას მიწასთან გასწორება ერქვა სხვა არაფერი. 8 2

Kingsley Coman08
მომხმარებელი

აი სულ რომ ვერაფერი მოვიგოთ კლოპის ეპოქაში მაინც ბედნიერი ვარ საფეხბურთო კლუბი ოჯახად აქცია.. ასეთი ერთიანი გვენახოს ჩვენი სამშობლოც მალე როგორიც ლივერპულია. თითოეული გოლის ეპიზოდში როგორ სიხარულს გამოხატავენ ფეხბურთელები ძალიან კარგია ეს

Capitan
მომხმარებელი

ლივერპული სულ უნდა იყოს ლიგაზე))) გავინაღდეთ მეოთხედფინალი ბრავო კლოპს <3

LUIS SUARES 001
VIP Member

Madloba saocari tamashistvis bichebs..gadavuaret da mshvidad vart

liverpool-fan
VIP Member

გუგა თამაშს ვერ ვუყურე და ძმურად სრული მატჩი დადე თუ შეგიძლია რა

gio_chyoi
რედაქტორი

მომდევნო მატჩში დიდი ალბათობით მორენო იდგება და სოლანკეც შეილება ვიხილოთ ან ინგსი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

ორშაბათი, 23:00 სთ.


  • კრისტალ პალასი
  • VS

    20.08.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    12.08.2018


  • ვესტ ჰემი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



როგორ ფიქრობთ, რამდენ მილიონს გამოიმუშავებს "ლივერპული" წელს გაყიდული ფეხბურთელებისგან?
მატჩის საუკეთესო

ნაბი კეიტა

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze