x

Sky Sports : "ლივერპული" მოლაპარაკებებს იწყებს

ავტორი: johnson, 16-02-2018, 11:25, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 438, 20


"ლივერპული" ალისონის თაობაზე "რომასთან" მოლაპარაკებებს იწყებს. ინფორმაციას Sky Sports საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც იცით, 26 წლის კიპერს მერსისაიდელებმა თვალი იანვარში დაადგეს.

სხვადასხვა ცნობებით, იტალიურ გუნდს ალისონის სანაცვლოდ 62 მილიონი ფუნტის მიღება სურს - ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, ის გახდება ყველაზე ძვირადღირებული მეკარე. ამავდროულად, სხვადასხვა გამოცემები ამტკიცებენ, რომ "რომა" ცდილობს ბრაზილიელს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს და მისი გამოსასყიდი თანხა კიდევ უფრო გაზარდოს.

სავარაუდოდ, ევროპული წამყვანი კლუბებიდან ზაფხულში მეკარის შეძენას მხოლოდ "ლივერპული", "პსჟ" და მადრიდის "რეალი" გეგმავენ. სავარაუდოდ, სწორედ ეს სამი გუნდი გაუწევს კონკურენციას ერთმანეთს გამორჩეული კიპერებისთვის ბრძოლაში.

აქვე გეტყვით, რომ ალისონს ბრაზილიის ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული. სხვადასხვა ცნობებით, მერსისაიდელებს ევროპის მასშტაბით 5 მეკარე ჰყავთ შერჩეული, ის კი ამ სიის სათავეშია. როგორც ჩანს, სიმონ მინიოლეს წასვლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ახლა სწორედ მის შემცვლელზე მიდის მუშაობა.

კომენტარები


Mate chavchavadze
მომხმარებელი

კარგია მშვენიერი გადაწყვეტილებაა.მინოლე ყველა ვარიანტში გასაშვებია ამას და კარიუსს მაგარი კონკურენცია ექნებათ

Javaxa
ადმინისტრატორი

არ ვარ მოხიბლული ამ მეკარით.. 62 მილიობად ობლაკი მოგვივა

johnson
ადმინისტრატორი

გაბერილი თანხაა და არც ასაკი აქვს ისეთი რომ კიდევ მაგრად მოუმატებსო თქვა.

gio_chyoi
რედაქტორი

მინოლე წავა უეჭველი მარა ამის მოყვანა რა საჭიროა. ჯერ ვაცადოთ საერთოდ ამ კარიუსს, ტყუილად რატო უნდა გადაიხადო ამხელა თანხა მეკარეში, ამ ფასად ერთ კაი მცველს იყიდი

Ynwa Scousers
VIP Member

ვაცალოთ კარიუსს

tabo94
მომხმარებელი

ძალიან ბევრია 62 მილიონი მეკარისთვის. არც არის ალისონი იმ დონის მეკარე რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გახდეს. მაგ თანხაში მაგაზე უკეთესი მეკარის მოყვანაც შესაძლებელია. რეალი ეჩალიჩება კურტუას ყიდვაზე ჩელსის და აგერ ნახავთ თუ დაუჯდეს ასეთი დიდი თანხა კურტუას ყიდვა, რეალურად კი კურტუა უფრო მაღალი დონის მეკარეა ვიდრე ალისონი. პირველი სეზონია ალისონისთვის თან წელს რომას ძირითადი მეკარის რანგში და შესაბამისად გამოცდილება ბევრად ნაკლები აქვს ვიდრე სხვა მეკარეებს. არ ვამბობ რომ ცუდია მაგრამ რეალური ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი თუ იქნება მეტი არა. და ორჯერ მეტის გადახდა ჩემი აზრით არ ღირს. ტრანსფერმარკტის მიხედვით საერთოდ 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

GoGson
VIP Member

tabo94,
ტრანსფერმარკეტის ფასსში არავინ არ გაყიდულა მგონი ისტორიაში :დდდ

ელისონს რაც შეეხება კი, კარგი კიპერია, და ელისონი კიარა ნებისმიერ სხვა მეკარესაც ვნატრობდი მარა ამ კარიუსმა იმედი ჩამისახა, დავაკვირდეთ და ვნახოთ და ეს სეზონი. თუარადა თუ არ გამოვიდა ზაფხულში ნომერ პირველი სამიზნე ობლაკი უნდა იყოს და მერე კი ბატონო ელისონი.

თანხას რაც შეეხება თუ კარიუსმა ჩაიჯვა 60 მილიონი სულაც არ იქნება მაღალი ფასი ჩვენთვის იმიტო რო ფაქტიურად ცარიელი კარით ვიქნებით )))

მაინც მგონია რო ლორისა მოიხოდება და მაგ 60 მილიონად ვანდეიკის დონის მეორე მცველს მოვიყვანდით, ან ცენტრის გასაძლიერებლად დავამატებდით

gio_chyoi
რედაქტორი

GoGson,
მემგონი ეს მეკარეზე საუბრები კარიუსის გამოა რო გამოაფხიზლონ შენც გაგაპანღურებთ აქედან თუ არ მოხვალ აზრზეო :D

liverpool-liverpool-YNWA
მომხმარებელი

არამგონია მცველი კიდე იყიდოს კლოპმა.გამთამაშებელი და ცენტრალური ნახევარმცველი იქნება მიზანი თუ კარიუსმა არ გაამართლა მეკარეც.

beini
მომხმარებელი

მინოლე ჯერ კიდევ 2 სეზონის უკან უნდა გაგვეშვაა. 62 ამაში არც რეალი და არც პსჯ არ აგადიხდიაან. ჰაჰა მაქისმსიმ ვინემე 45 გადაიხადოს

liverpool515
VIP Member

Eseti mekaris moyvanis aucileblobas ver vxedav an mega transferi an arada kariusi uordi

GALANDEC
მომხმარებელი

ამ მეკარეს ძაან უყვარს საჯარიმოში გამოგდებები ს3ივის დროს და დაცვას თუ არ მივხედეთ ამის მოყვანა უფრო წამგებიანი იქნება ვიდრე მომგებიანი...

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

მწარე რეალობას დაგიწერთ ახლა. :D ზაფხულში მოვა მარტო ერთი შემტევი. ნახევარდაცვაში თუ ჯანი არ წავიდა, მაშინ აღარავის მოიყვანენ კეიტას გარდა. ცენტრალურ მცველსაც არ მოიყვანს კლოპი, გომესი გადაიწევს. მარცხენა მცველსაც არ მოიყვანს რობერტა ისე იხოდება, პლიუს ახალგაზრდები უკვე იყიდეს. სერიოზულ მეკარესაც არ მოიყვანს კარიუსმა თუ გაიბრწყინა.
მოკლედ მარტო ერთი ტრანსფერი გაკეთდება 100%-ით. ასე რომ, ჯანის წასვლაზე ვილოცოთ. ნუ კარიუსი რას იზამს მაგაზე დედამისმა და ჰენრის ცოლმა ილოცონ, აბა 62 მილიონს ეგ იხდის. :D

Shubitidze993
მომხმარებელი

Ho kariusam ertxel gamoagdo da sad trakidan daartymevines gamosirebuli chanii gaafsas iuventusshi

shoti
მომხმარებელი

წითელი ნიუტონა
მეც მაგ აზრზე ვარ მეგობარო. კლოპს ისე ევასება მისი ფეხბურთელები, შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს, როგორც ჩვენ ანდაზაშია ნათქვამი :D ზაფხულში ყველაზე კაი ვარიანტში 3 კაცი დავიმატოთ ერთი თავისთავად კეიტა და დანარჩენი ვინ წავა გუნდიდან იმაზე იქნება დამოკიდებული რა.

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

62 მილიონი და ყველაზე ძვირადღირებული მეკარე ალისონი?კაით რა ნუ მაცინებთ,საშუალო დონის მეკარეა,აი კარიუს სახელი რო გაუვარდა თავის დროზე ისეთი სახელი აქ გავარდნილი,მთლად მაგდენიც კიარა,ეხლა ეს პრემიერლიგაში ჩაიჯვამს თუარა იმას უნდა ელოდო და როდის გაივლის ადაპტაციას,ეს თუ 62 მილიონი გირს ნოიერი,კურტუა,ობლაკი,ლორისი, დე ხეა რო გაყიდო რომელიმე ნეიმარის ტრანსფერის რეკორდს მოხსნიან,კარიუსმა სეზონი სტაბილურად თუ დაასრულა არამგონია კლოპმა მაგხელა თანხა გადაიხადოს მეკარეზე,რაც შეეხება კლოპს აქ ერთმა სიმართლე დაწერა რო თავისი ფეხბურთელები ძაანუყვარს,ერთადერთი მწვრთნელია მსოფლიოში რომელსაც თავის ფეხბურთელების მიმართ ასეთი დონის სიყვარულიგააჩნია,ეხლა ვკითხულობდი ძველ სტატიებს და ინტერვიუებს დორტმუნდში რო იყო ამის განცხადებებს,ლევანდოვსკის,გიოტცესი,გიონდოგანის,როისის,კაგავასი და სხვების,წერენ რო კლოპი არის ყველაზე მკაცრი და მოსიყვარულე მამა და გვიყურებს როგორც შვილებს და ცდილობს ოჯახი იყოს ერტიანი,დორტმუნდი მისთვის ოჯახია და ჩვენ შვილებიო,ყველას ძაან უყვარს და აფასებენ,თურმე არცერთი ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდოდა და ჩხუბი მოსდიოდა ხელმძგვანელობასთან,კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა კი ძააან განსხვავდებოდა კლოპის საფეხბურთო პოლიტიკასთანს,ფეხბურთელები იხსენებენ რომ კლოპმა ისე გაგვაცილა თითქოს შვილებს ომში უშვებდა და ეთხოვებოდაო,გუნდში მასაჟისთს რო ცვლიდნენ იმაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამდაო,ასე რომ ლივერპულში არამგონია ვინმეს შეელიოს,მინოლესთან სხვა გზა არააქ,აი კლავანი რო ამდენ ხანს რო შეინარჩუნა,დარწმუნებული ვარ ემრე ჯანს სთხოვს რო არ წავიდეს მაგრამ ეგ ემრეზეა დამოკიდებული,კოუტინიოს რეები არ შესთავაზა რო დარჩენილიყო,აი ყველაზე რეალური კანდიტატი გერმანიის ნაკრებში კლოპიაააა

LUIS SUARES 001
VIP Member

არამგონია ალისონი დავითრიოთ ტყუილი ბაზარია

Capitan
მომხმარებელი

მინოლე მორენო ჩანი სტარიჯი ესენი წავლენ დიდი ალბათობით... კარიუსი ჯერ მშვენიერია იმედია ასეც გაგრძელდება თუ არადა სუ მზეზე მკიდია თანხა მეკარე აუცილებლად უნდა მოიყვანონ იმედია ობლაკი !!! მარცხენა მცველი არამგონია ვინმე გამაგიჯებელი მოიყვანოს და სახელოვანი რობერტსონის პონტში იპოვის ვინმეს არადა ალექსანდრო მიდისო იუვედანო და რაკაცია))))))) ჩანი ხო მიდის იუვეში და ის აქეთ გამოუშვან ხდება ხოლმე ასეთები)))) ჩანი უეჭველად წავა თუ მართლა აქ იუვედან შემოთავაზება... ვის მოიყვანს არ ვიცი მაგრამ ფაბიანო იხვეწება წასვლას ამოვწურე ჩემი თავი მონაკოშიო და არც ისე ძვირი უნდა იყოს ახლა ეგ თან ახალგაზრდაა მაღალი და მოუმატებს კიდე.... კოუს შემცვლელი მგონია რო მსოფლიო ჩემპიონატზე ვინც გაიბრწყინებს 10იანი ის მოვა გუნდში)))))) ისკოზე თუ მართალია მიდისო იმედია მოიყვანენ ან ხამეს როდრიგესი ან ვინმე ასეთი სტილის პასის ლამაზი კულტურით და ლამაზი თამაშის სტილით

lashafss
VIP Member

სულ ვამბობ რომ 32 იც დასაფიქრებელი ფასია დაჟე 32 ი : )

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ალექს სანდრო,ისკო,ობლაკი და ხამესი ჩემი აზრით ფანტასტიკის სფეროა რა,აი ალექს სანდრო კი ჩემი ფავორიტი მცველია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze