სალაჰი : უფრო მეტს გავიტან

ავტორი: johnson, 18-02-2018, 09:06, კატეგორია - სიახლეები, 1 165, 10


მოჰამედ სალაჰმა ოთხშაბათს "ლივერპულის" მაისურით 30-ე გოლი გაიტანა. ამისთვის მას მხოლოდ 36 მატჩი დასჭირდა. სეზონის დასრულებამდე კი კიდევ 3 თვეა.

ეგვიპტელი ვინგერი კმაყოფილია თავისი შედეგით და დარწმუნებულია, რომ კიდევ უფრო მეტი გოლის გატანას შეძლებს :

"ეს რაღაც განსაკუთრებულია. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს გონებაში, ყოველთვის მსურს გავუმჯობესდე, ყოველდღიურად მე ვუყურებ საკუთარ თავს და ვცდილობ უკეთესი გავხდე.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტ გოლს გავიტან.

ადრეც მითქვამს, რომ აქ მყოფი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მე საქმეს მიადვილებენ. მე ვთამაშობ ძალიან კარგი მოთამაშეების გვერდით, რომლებიც სხვადასხვა ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ისინი მე ძალიან დამეხმარნენ. ასე რომ, ბედნიერი ვარ ამ ჯგუფში ყოფნით."



როგორც იცით, "ლივერპულის" ფანებმა გიგანტური ბანერიც დაამზადეს, წარწერით : "ეგვიპტელი მეფე". მომომ სქაუზერებს ამისთვის მადლობა გადაუხადა :

"მისი ნახვით ძალიან ბედნიერი ვიყავი. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ეს რაღაც განსხვავებული და კარგია. ვგრნობ, რომ ფანებს ვუყვარვარ."


კომენტარები


Capitan
მომხმარებელი

ეს რა ტრანსფერი გამოვიდა)))))) 30 გოლი მთლიან სეზონში რო შეეგდო მაინც ამას ვიტყოდით რო მაგარი შედეგი დადო და საღოლო და სეზონის ბოლომდე კიდე რამდენს გაიტანს ვინიცის... ბრავო მომო ბრავო კლოპ))))) იმედია მანეც შენსავით მოიხოდება და დაიწყებს ამდენივე გოლების ყრას მერე მართლა ვერავინ გაგვაჩერებს საუკეთესო ტრიო გვყავს მსოფლიოში... ნახევარდაცვას ამ ზაფხულს მოვხოდავთ და მერე უკვე მართლა მოვა ის მომავალი წელი ამდენიხანი როა ველოდებით :დ <3

chipe888
მომხმარებელი

აბა რა მეტი უნდა გაიტანო. ვერავინ წარმოიდგენდა ამ კაცის ასეთ კარგ შედეგს და სასიხარულო ამბავია. კარგია როცა დიდ პასუხისმგემბოლბას აკისრეს ფეხბურთელს და ისიც უფრო მონდომებული თამაშობს. შეკრული გუნდის ყურება ყოველთვის კარგია და როცა ეს გუნდი შენი საყვარელი გუნდია ორმაგად სასიხარულოა. შენ ქლიავ კეინს ბომბარდირობა უნდა ახიო და ლიგაზეც უნდა შეყარო გოლობი. ისე როგორი თავდაჯერებულია და პორტუს კარში გატანილი გოლიც ამის მაგალითია.
ლივერპულმა უკვე მოახერხა და შიში დანერგა რეალის,ბაიერნის,ბარდელონას და ა.შ. გუნდების ფანებში. ჯერ სად არიან კენჭისყრის შემდეგ ნახონ როგორ აუკანკალდებათ ფეხები თორე ახლა იმდენად არ ეშინიათ. კიდე ერთხელ მტკიცდება,რომ ლივერპულს უდიდესი ფანები ყავს მსოფლიოში და საქართველოში. არ არსებობს გუნდი,რომელთანაც შეხვედრა დაამანდრაჟებს ლივეს ფანობას და რომ მახსენდება რეალის ფანების ფიქრები და მათი მოლოდინები პსჟ შეხვედრამდე მეცინება ხოლმე. დეიკი ყიდვა მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და როგორი თავდაჯერებული გახდა ლოვრენიც,მატიპიც და რაც მთავარია კარიუსი. არავის გეგონოთ,რომ უეჭველი ლიგის მოგებას ველოდები მარა იმას კი ველოდები,რომ ყველა გუნდს ბოლომდე ვეთამაშებით და გაუმწარებთ ცხოვრებას. ფარაონის ტრანსფერი საუკეთესოა არა მარტო ლივერპულში არამედ მსოფლიოში რაც კი გაკეთებულა 21 საუკუნეში. ასეთი ფორმა და ასეთი რეზულტატით ბევრი ვერ დაიკვეხნის და მით უმეტეს სადებიუტო სეზონში

Capitan,
პატარ პატარა ხარვეზებია გამოსასწორებელი და ნახევარდაცვაც მოსახოდი. კეიტაც მოვა და იქნებ ვინმე მოიყვანონ. მეკარე მაინც გვინდა ასე მგონია და მერე ნაღდად მოვა საოცარი წელი და ასე მგონია,რომ ეს წელი შემდეგი იქნება. თუ კლოპმა მოახერხა და გაისად ჩემპიონები გაგვხადა მერე მიუდგან გვერდზე ამის ძეგლი შენკლის ძეგგლს და ეგ იქნება

liverpool-fan
VIP Member

როგორ მიყვარს სკაუზერები თქვენ გენაცვალეთ რაა, ეს ლივერპულია და დაფასება მუდამ ვიცით **

gio_chyoi
რედაქტორი

მიდი ტუტან. ლიგაზე უნდა გაიბრწყინო წელს

lashafss
VIP Member

მომო კიდე ბევრს გააკვირვებს, შევხვდებით ვინმე გიგანტს და მერე ნამდვილ ლივერპულს ნახავთ : ))))

ისე მანე ამ წელს უკეთესი შედეგითააა, უბრალოდ არ ჩანს, კი უცნაურად გეჩვენებათ მაგრამ ფლანგი შეიცვალა და უჭირს რა იქიდან ისეთი იყოს როგორიც მარჯვნიდან იყო... თუმცა უფრო მეტი მიღწევა აქვს წელს და ვითარდება

shmatu
მომხმარებელი

კაროჩე ნახევარდაცვა გასაძლიერებელია რა კეიტას გარდა კიდევ გვინდა საყრდენი ვინმე ერთი მცველი დე ვრეი მინდა ძალიან, მეკარე ან ობლაკი ან ვინმე პრემიერ ლიგიდან რომელიც გამოგვადგება და შეგვიძლია თავისუფლად ლიგის მოგება და პრტემიერ ლიგისაც

LUIS SUARES 001
VIP Member

არ მეგონა ასეთი მაგარი ტრანსფერი თუ გამოვიდოდა

Fuck United
მომხმარებელი

ეს მართლა მაგარი ტრანსფერი გამოგვივიდა

GoGson
VIP Member

მომოო ცოტა რეალიზაცია გამოასწორე, მაგის გარეშეც ერთერთი საუკეთესო ხარ მაგრამ აიიიი კატასტროფულად მაგარი იქნებოდი მართლა რო გამოასწორებ რაღაცეებს, პახოდუ უფრო ხშირად ახსენე ლივერპულის წარმატება და არა პირადი, დაგვაჯერე რო ერთგული ხარ)))

ეს ორი პატარა ნაკლი აქვს ამას, დალშე საუკეთესოა.. ძააან უნამუსოდ კი გმომდის ამის აღნიშვნა მაგრამ რატომაც არა, ყველაფერში იდეალური უნდა ვეძიოთ და მომოს შეუძლია იყოს იდეალური. მჯერა ადრე თუ გვიან ჩვენი ტრიო დაიპყრობს მწვერვალებს და ჩვენ და კოუ ტელევიზორში ყურებით დავყტკბებით

zargala
მომხმარებელი

კარგა ხანია ესეთი კომენტარები აგარ წამიკითხავს საიტზე, ყველა იმედის ყველა თვალით ვუყურებთ ჩვენს გუნდს. YNWA

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze