x

ინგსი : მინდა ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო

ავტორი: johnson, 18-02-2018, 21:42, კატეგორია - სიახლეები, 1 096, 14


დენი ინგსის თქმით, ის ძალიან ბევრს სწავლობს თავისი თანაგუნდელებისგან. განსათრებით კი ინგლისელმა რობერტო ფირმინო აღნიშნა, რომელიც მერსისაიდელთა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

როგორც იცით, ინგსის "ენფილდური" კარიერა არც თუ კარგად დაიწყო. სეზონის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მან ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც მთელი სეზონი გამოტოვა. გასულ წელს მან ანალოგიური ტრავმა კვლავ მიიღო. მოედანზე დაბრუნების შემდეგ კი დენი "წითლების" 23 წლამდელთა გუნდში ირჯებოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ინგსს ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა დებიუტი. ახლა კი ის მარბელიაში იმყოფება. კლუბის ოფიციალურმა საიტმა მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა :

"მას შემდეგ რაც ვარჯიში განვაახლე, ყოველდღიურად ვცდილობ რაღაც ახალი ვისწავლო. განსაკურებით მინდა გამოვყო რობერტო ფირმინო. ის ფანტასტიური ფეხბურთელია და ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე. ახლა კი ვეჩვევი მწვრთნელის მოთხოვნილებებსა და ინტენსიურ თამაშს. მინდა ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო.

მოედანს მიღმა გატარებული დიდი დროის შემდეგ, არ მინდა დავნებდე. ეს დიდებული კლუბი, დიდებული გუნდია და მსურს მისი ნაწილი ვიყო. ვიცი, რომ თუ ბევრს ვიშრომებ, კიდევ უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ და შევძლებ გუნდს დავეხმარო."


როგორც იცით, იანვარში ბრიტანული მედია აქტიურად წერდა ინგსის შესაძლო განათხოვრების შესახებ, თუმცა იურგენ კლოპმა თავდამსხმელის იჯარით გაშვება არ მოინდომა.  

კომენტარები


Javaxa
ადმინისტრატორი

დენი დაგვიბრუნდი, შენიბსტილის ფორვარდი გვაკლია კაკ რას

Capitan
მომხმარებელი

იმედია აღიდგენ ძველ ფორმას...

GoGson
VIP Member

კარგით ხალხნო რაღა ძველი ფორმა, გაიგეთ რო არ ვართ ჩვენ სოტონი არც ევერტონი და არც სტოკი.... ამმის საუკეთესო ფორმაში ყოფნაც კი არ უნდა იმსახურებდეს ძირითად გუნდს ისეთი შემადგენლობა დონე უნდა გვეჭიროს. მეც მიყვარს მაგრამ გრანდობა თუ გვინდა ასე უნდა იყოს

Javaxa
ადმინისტრატორი

რაღა ძველი ფორმა და 23 წლის ბიჭს 51 გოლი აქვს ინგლისში. 2 წელია არ უთამაშია გავითვალისწინოთ

gogaynwa96
მომხმარებელი

აიი ესსს !!! ბარნლიში რომ იყოო ისევ ის ფორმა დაიბრუნოს და სტარიჯის, ობამეიანგის და ი ტაკ დალშე ყველა როშეკრიბოო ყველას დედასს ****** ))) მებრძოლი, მომდომებული, დაურლელი, ჟილკიანი, ამას ვიძახი ძალიან დიდი ხანია, რომ ეს ლიჟბი ფორმაში მოვიდეს 15 გოლის გატანაც შეუძლია მარტო პრემიერ ლიგაში )))

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ეს მეორე ფორვარდობაზე ზედგამოჭრილია და კლოპის სტილშიც ჯდება. ბებერ ვარდის არაფრით ჩამოუვარდება, მთავარია აღარ მიიღოს ტრავმა და ეს ჩვენს სწრაფ ვინგერებს მაგრად შეეწყობა, როცა ფირმინოს დასვენება იქნება საჭირო.

lashafss
VIP Member

ჩემი აზრით შეუძლია ამ ბიჭს თავისი მონდომებით რომ გაგვაოცოს და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, თავის შანსს ელის უბრალოდ

mais
მომხმარებელი

ციტატა: GoGson
კარგით ხალხნო რაღა ძველი ფორმა, გაიგეთ რო არ ვართ ჩვენ სოტონი არც ევერტონი და არც სტოკი.... ამმის საუკეთესო ფორმაში ყოფნაც კი არ უნდა იმსახურებდეს ძირითად გუნდს ისეთი შემადგენლობა დონე უნდა გვეჭიროს. მეც მიყვარს მაგრამ გრანდობა თუ გვინდა ასე უნდა იყოს

ეგრეც არის :-D

gio_chyoi
რედაქტორი

თუ დარჩება ისევ იგივე როლი ექნება. მეორე ფორვარდის. სტარიჯი და ორიჯი გასაყიდი ხალხია 100% და ამის დატოვება სკამისთვის კიდე შეილება

sulkhan
VIP Member

არ მჯერა ამის არამგონია ამისგან რამე გამოვიდეს საშუალო დონის გუნდში გაქაჩავს მაგრამ არა აქ

სოლანკეს უფრო დიდი იმედი მაქვს და მჯერა რომ თუ სათამაშო დრო ხშირად ექნება კაი იგროკი დადგება

LUIS SUARES 001
VIP Member

მაგრა მევასება მაგრამ ტრამვები მაგრა ატორმუზებენ.იმედია ფორმაში ჩადგებ

danagger
მომხმარებელი

კაროჩე ბოლო 5 წელია ვიღაცის "ისევ ფორმაში შესვლას" ველოდებით :დ

livelife
მომხმარებელი

ციტატა: GoGson
კარგით ხალხნო რაღა ძველი ფორმა, გაიგეთ რო არ ვართ ჩვენ სოტონი არც ევერტონი და არც სტოკი.... ამმის საუკეთესო ფორმაში ყოფნაც კი არ უნდა იმსახურებდეს ძირითად გუნდს ისეთი შემადგენლობა დონე უნდა გვეჭიროს. მეც მიყვარს მაგრამ გრანდობა თუ გვინდა ასე უნდა იყოს

ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ მას შნსი არ მისცემია გამოევლინა მთელი ნიჭი, ვარსკვლავი თუ ვერ გახდება ფირმინოზე ნაკლები არამგონია დადგეს ეს ჩვენიბიჭი

GoGson
VIP Member

livelife,
აი ფირმინოს გარდა ვინმე რო გეთქვა შეიძლებოდა დაგთანხმებოდი )))))))) ფირმინოზე ნაკლები არსებული რეალობის გათვალისწინებით ყველა ვარიანტში იქნება ეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze