რომში დაადასტურეს, დე ვრეი მიდის!

ავტორი: gio_chyoi, 20-02-2018, 13:40, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 110, 19


რომის "ლაციომ" დაადასტურა, რომ მათ ჰოლანდიელი მცველი სტეფან დე ვრეი ამა წლის ზაფხულში გუნდს უფასო აგენტის სტატუსით დატოვებს. "ლივერპული" კი მისი შეძენის ერთ-ერთი კანდიდატია.

დე ვრეი რომაულ კლუბს 2014 წელს შეუერთდა "ფეინოორდიდან" და იტალიაში საკმაოდ მაღალი დონის მცველად ჩამოყალიბდა.

"ლივერპულსა" და დე ვრეის ერთმანეთს გასულ ზაფხულსაც უკავშირებდნენ, მას შემდეგ, რაც კლუბმა ვირჯილ ვან დეიკის შეძენა ვერ მოახერხა, თითქოსდა მისი ალტერნატივა სწორედ 20 მილიონ ევროდ შეფასებული დეიკის თანამემამულე დე ვრეი უნდა ყოფილიყო, თუმცა "ლაციომ" შეთავაზება უარყო.

თუმცა, ახლა, დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომაულმა კლუბმა და თავად ფეხბურთელმა ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწიეს და, ამის შედეგად, ჰოლანდიელი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

გუშინ, სტადიო ოლპიმპიკოზე "ჰელას ვერონასთან" 2-0 გამარჯვების შემდგომ, კლუბის დირქტორმა იგლი ტარემ Mediset Premium-თან გააკეთა კომენტარი, სადაც დაადასტურა, რომ დე ვრეი სეზონის ბოლოს კლუბს უფასო აგენტის სტატუსით დატოვებს.

"ლაციომ" უკან გამოიხმო ის შეთავაზება, რაც ფეხბურთელს გაუკეთა ახალი კონტრაქტის თაობაზე.

მიზეზებზე, თუ რატომ გავაკეთეთ ეს, მომავალში ვისაუბრებთ. ეს არჩევანი დიდხნიანი მოლაპარაკებების შემდომ გავაკეთეთ. 

იგი (დე ვრეი) სამაგალითო პროფესიონალია და მადლობას ვუხდით იმისათვის რაც აქამდე გააკეთა ჩვენთვის და რასაც სეზონის ბოლომდე გააკეთებს.

მან კლუბისთვის ბევრი გაიღო, ისევე როგორც ჩვენ მისთვის, თუმცა, ჩვენი გზები ივნისში გაიყრება." - განაცხადა ტარემ

დე ვრეი მიმდინარე სეზონში სიმონე ინძაგის დაცვის უცვლელი წევრი იყო.

მიმდინარე სეზონში მას 29 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 4-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება.

რა თქმა უნდა, "ლივერპული" დე ვრეისთვის ბრძოლაში მარტო არ იქნება, თუმცა გუნდში მისი თანამემამულე ვან დეიკის ყოფნა ამ რბოლაში დიდ ჰანდიკაპს მისცემს მერსისაიდულ კლუბს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

უფასო აგენტად ასეთი მცველი ძალიან კარგია. იტალიაში მცველები ყოველთვის უმაღლეს დონეზე იყვნენ.
ამას გარდა უილშირზეც დაიწერა, ეგეც უფასო აგენტი ხდება და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ორივეს უფასოდ ლივერპულში. ორივე ძაან კაი ფეხბურთლია, უილშირი საერთოდ სასწაულია როცა ფორმაშია. მოკლედ ორივე რო მოიყვანონ ძაან მაგარი იქნება. კეიტაც მოვა და კიდე ერთი შემტევი მიამატონ და ეგაა რა ფულიც არ დაეხარჯებათ

და ჩამშლელი კიდე ერთი :) მოკლედ დე ვრეი-უილშირი, ერთი ჩამშლელი და ერთი შემტევი მოიყვანონ, ნუ მეკარეს ვაცადოთ ჯერ

B.B
მომხმარებელი

ე ბიჭო კლოპ არ გამაზო ეხლა ეს ტრანსფერი!! ეს თუ დავითრიეთ მორჩა საბოლოოდ დაცვის პრობლემა რაა

GoGson
VIP Member

ლოგიკურად რო ვიმსჯელოთ ცოტა ბლატნოი გუნდებიდან ჩვენ , რეალი, მანჩესტერი და იუვენტუსი ვართ ვისაც მცველი გვჭირდება. სიტი აღარ გაღორდება, პსჯ-ს აღარ უფლება ფულის დახარჯვის და თან არც ჭირდება, ბაიერნს ხო არ ჭირდება და არ ჭირდება . ხოდა რავი რატომაც არ უნდა დავითრიოთ, პახხოდუ რეალზე რამოსს და ვარანეს შემცვლელად თუ დაჭირდება მარტო, ჩვენთნა კიდე ეგრევე ასნავნოიში იქნება, თან ჰოლანდიელებთან , თან პრემიერლიგაში და რავი რა, მანჩესტერს და იუვენტუსს ჩემი აზრით უნდა ვაჯობოთ

gio_chyoi,
იწერება საერთოდ ჩვენი გვერდის გარდა სადმე რო დაინტერესებული არიან ? არ გამიკვირდება კლოპმა რო თქვას საკმარისზე მეტი მცველი გვყავსო, და ლოვრენის და მატიპის 2 თამაშიანმა მოხოდვამ კიარადა ნაკლებმა შეცდომებმა დააბრმავოს

gio_chyoi
რედაქტორი

GoGson,
აი ვან დეიკი რო გვყავს ეგ არი ძაან დიდი პლიუსი. და კიდე ვეინალდუმიც არ დაგვავიწყდეს

reversi
VIP Member

იუვე ჩალიჩობსო და ბოლოს იზამენ მაგინებინებენ ეგენიც თავს
ყველა კაი უფასო აგენტით ინტერესდებიან იქნებადა ჩვენ გვინდა? ;დ
არა ეს ძაან მაგარია და არ უნდა გაიმაზოს მით უმეტეს ვირჯილასთან ტანდემში
პლიუს უფასო აგენტი და ამ დროს ჩვენი დაცვა იმენა დაგვაკვდება ლოვრენი წავიდეს მატიპი და გომესი სკამზე მარჯვნივ ტრენტი და კლაინი მარცხნივ რობო და ნუ ცოტა ხანი მორენო სკამზე მაინც წანამ ის ახალდამატებულები რამეს იზამენ
არადა 18 წლამდელებში ჯერარდთან მაგარი ბიჭია https://www.thisisanfield.com/2017/11/steven-gerrard-lauds-u18-star-adam-lewis-
best-hes-seen/ ეს ადამ ლუისი მაგრა აქებს ამ ინტერვიუშიც სტივი და მოკლედ სანამ ეს პატარები მოიხოდებიან რობოს ზამენა ჭირდება და მორენო სეზონის პირველ ნახევარში კაი იყო ზამენაზე არაუშავს მთავარია სევილიასთან არ დავაყენოთ :დდდდ
ასე რომ დაცვას ნაშველი ექნება საბოლოოდ პერსპექტივაშიც

GoGson
VIP Member

თუ მართლა მიდის ეს, აი ძააან დიდი ბოი ატყდება ამაზე და იმედია ჩვენც ჩავერთვებით. ლივერპული, მანჩესტერი, არსენალი, რეალი, იუვენტუსი. წესით და რიგით ამ 5 მა გუნდმა უნდა იბრძოლოს, ნუ ინტერი, მილანს არ ვთვლი კონკურენტებად

reversi
VIP Member

GoGson,
ამაზე იწერებოდა ზაფხულში ბევრი და რავი მართლა ჯერ რა დაამტკიცეს ლოვრენმა და მატიპმა თითო თითო თამაშით ჯერ ისიც ლოვრენმა ტოტესთან რაც იკისრა ეგეც გვერდზე გადადეს მსაჯის გამო თორე ფეხი ააცილა ბურთს მაგის ლამერი :@@@

ახლავე მარტში უნდა გავიფორმოთ როგორც მატიპი პროსტა უფრო რთული იქნება მარა დაკერონ ღირს

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
ეგ იუვენტუსი ხო მათხოვრების გუნდია და მთელი იტალია საერთოდ. ვინც სადმე იაფადაა და სარფიანად ყველა მაგათ უნდა ეგეთი ჟმოტი ხალხი არ მინახია მეორე

chipe888
მომხმარებელი

თუ ინტერესი გაჩნია ლივერპულს უნდა გადმოვიდეს. სასტავში მოხვდება ეგრევე არა მარა მალევე, კარგ ლიგაში ითამაშებს,ყველაზე მთავარი კი დეიკია შეუწყვილდება. ნაკრებისთვისაც კარგი იქნება და მათთვისაც. ფეინოორდიდან არ გვიჭირს ხალხის დათრევა და გამოიყენონ თუნდაც კუიტი. რამდენი რამის გამოყენება შეილება და თუ ხამი არაა რეალის და ბარსასი უნდა წამოვიდეს. ვანიამაც მიაყოლონ და მეკარე. მერე უკვე შეგვეძლება ჩემპიონობაზე გაწევა

RedLp
მომხმარებელი

ერთადერთი მთავარი მიზეზი რატომაც ეს ტრანსფერი არ შეიძლება შედგეს კლოპის სურვილის არ ქონაა, ხოდა თუ კლოპს მოუნდა მოიყვანს კიდეც, ნუ ახლა დე ვრეიმ თუ დაიგინა ლივერპულში ჩემდა თავად გადამსვლელისო ეგ უკვე სხვა თემაა. პ.ს. ვირჯილასი მეიმედება ჩააწყოს საქმეებიიი:))

reversi
VIP Member

gio_chyoi,
ჟმოტი და ჭკვიანი ))))

YNWAPhoenix
VIP Member

Klopps ise evaseba ufaso agentebi uechveli ichalichebss!!

lashafss
VIP Member

ებიჭო ესეც იყიდეთ რაღაც გამოფხიზლდა ეს მგონი , ობლაკიც მოაყოლე

Capitan
მომხმარებელი

უფასოდდდდ უეჭველი უნდა მოვიდეს ტო დეიკი აქაა და სად წაავა ვეინალდუმიც აქა))))))) აქ უნდა მოვიდეს და მაგარი კარგი დაცვა გვეყოლება უნდა გაიჩარხოს ესტრასნფერი

mamuka1985
მომხმარებელი

ძაან მაგარი ამბავია,კაი მცველია

LUIS SUARES 001
VIP Member

ეს და დეიკი ერთად სუპერ

PRINCE
ტოპ კომენტატორი

კარგი მცველია დე ვრეი მაგრამ მგონია რომ სერია ა_ს არ დატოვებს. იუვენტუსი, მილანი ან ინტერი იქნება მაგის შემდეგი გაჩერება. კიელინი და ბარძალი საპენსიო ასაკში არიან კარგა ხანია, ბენატიაც 30 ისაა. ახალი დაცვის ლიდერი სჭირდება იუვენტუსს და როგორც წესი ადვილად ითანხმებენ ხოლმე იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელებს.

gio_chyoi
რედაქტორი

PRINCE,
კი მარა მეორე მხრივ ახალი გამოწვევა იქნება ამისთვის პრემიერ ლიგა

lasha77
VIP Member

ღუ უნდა უფრო მაგარი გახდეს მაშინ ლივერპულში უნდა წამოვიდეს . ვან დეიკს ნორმალური კომპანიონიბმაინც ეყოლება და არაა ლივრენი და მატიპი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze