ვუდბარნი: "ყველგან ვითამაშებ"

ავტორი: NikaSvanidze, 20-02-2018, 16:08, კატეგორია - სიახლეები, 757, 11


 იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლივერპულის" შემადგენლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, კოუტინიოსა და ვირჯილის საგების დასრულების შემდეგ კლუბის რამდენიმე ახალგზარდა მოთამაშემ იჯარის წესით დატოვა მერსისპირეთი, მაგრამ მათ შორის 18 წლის ბენჯამინ ვუდბარნი არ მოხვდა. იურგენ კლოპმა თინეიჯერი შემტევის დატოვება გადაწყვიტა.

 უელსელმა მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის მაისური მხოლოდ ერთხელ მოირგო, თუმცა ის მთავარი მოქმედი პირი გახლდათ 19-წლამდელთა გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. ხშირად ცდიდა მას 23-წლამდელთა თავკაცი ნილ კრიჩლიც.

 "ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე იმედოვნებს, რომ მაისამდე მას საკმარისი შანსი მიეცემა თავის გამოსაჩენად.

 "რა თქმა უნდა ყველა ფეხბურთელს უმაღლეს დონეზე სურს თამაში, მაგრამ ამ სიტუაციაში ჩემთვის ნებისმიერი შეხვედრა, იქნება ეს 19-წლამდელებში თუ U23-ში, მნიშვნელოვანია.

 მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში თამაში, ვფიქრობ, ჩემი უპირატესობაა, იმედი მაქვს მიმდინარე სეზონში კიდევ რამდენჯერმე მივიღებ სათამაშო დროს, გარდა ამისა, U19-ისა და U23 ლიგების ჩემპიონობაც ჩემი მიზანია.



 იურგენ კლოპის გადაწყვეტილებას, ბენი "წითლებთან" დარჩენილიყო, უელსელი პასუხობს:

 "მოხარული ვარ, რომ კლუბს ჩემთან დაკავშირებით გეგმები აქვს. მე თავდაუზოგავად ვიმუშავებ. ვნახოთ მომდევნო სეზონიდან რა იქნება."

 სტივენ ჯერარდის 19-წლამდელთა გუნდს ოთხშაბათს უმნიშვნელოვანესი ტესტი ელის ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე. სკაუზერები თავიანთ დაუძინებელ მტერს, "მანჩესტერ იუნაიტედს", "პრენტონ პარკზე" დაუპირისპირდებიან.

 "ლივერპულის" ლეგენდის გაწვრთნილი კოლექტივი ევროასპარეზზე ნამდვილად კარგად გამოიყურება, მათ ჯგუფურ ეტაპზე "სევილიის," "მარიბორისა" და მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ გამართულ 6 შეხვედრაში 5 გამარჯვება იზეიმეს.

 "სევილიასა და მოსკოვში ვიზიტები, ნამდვილად, გამორჩეული იყო ჩემს კარიერაში, იქ ამინდი, ფანები, გარემო განსხვავებულია.

 "იუნაიტედთან" შეხვედრას მოუთმენლად ველოდები, ნამდვილად კარგი თამაში იქნება, ჩვენ მოგებისთვის ყველაფერს გავიღებთ."

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მძიმე პერიოდები რო გადაივლის ბოლო ტურებში დააყენებს ხოლმე პრემიერ ლიგაში. ეხლა ეს 3-4 ტური უნდა ჩავატაროთ შედეგიანად და რო გავიმყარებთ კარგად პოზიციას ოთხეულში მერე მისცემს ხოლმე მეტ შანსს ამასაც ინგსსაც და სოლანკესაც

Luis_Garcia
მომხმარებელი

პორტოსთან ველი

GoGson
VIP Member

ხო ნუ გასაგებია რო არც ისე მნიშვნელოვან თამაშებში დააყენებს მაგრამ მერე ? მერე რას ვუშვებით ? ძალიან მინდა ესეთი ბიჭები რო დარჩნენ გუნდში მარა მეორე მხრივ რა გინდა რო ქნა, მანე სალაჰი ფირმინო რო გყავს გუნდში, პახოდუ ერთ შემტევს კიდე აპირებ რო დაიმატო კოუს შემცვლელად, და დაჟე პლიუს ფორვარდსაც ვითხოვთ კიდე. ერთადერთი გამოსავალი უახლოეს პერიოდში ამის უკან დაწევაა, რაც არვიცი რამდენად გაამართლებს

Capitan
მომხმარებელი

ბენი მაგარი ბიჭია მაგრად ვგულშემატკივრობ სამწუხაროდ საერთოდ არ ეძლება დრო მთავარ გუნდში მომავალი სეზონიდან მგონია რო დააწყებინებს კლოპი თამაშს....

johnson
ადმინისტრატორი

იუნაიტედთან ამის იმედი მაქვს პირველ რიგში. კლოპი არ აძლევს დროს და იმედია იქ მაინც შეძლებს თავის გამოჩნას

Ynwa Scousers
VIP Member

იმედია ამას არ განიხილავენ კოუტინიოს შემცვლელად :) და ზაფხულში მოვა ვინმე

LUIS SUARES 001
VIP Member

კარგი ბიჭია ვუდბარნი ბევრს მიაღწევს

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ყველა ძლიერ გუნდში დგას ეგ პრობლემა, მარტო ლივერპული არაა გამონაკლისი. აგერ ჩელსი ყველა სატრანსფერო ფანჯარაზე კონტეინერებით უშვებს გუნდიდან ახალგაზრდა ტალანტებს. მბაპეს მონაცემების პატრონი უნდა იყო, რომ ასე პატარა ასაკში დაიმკვიდრო ძლიერ გუნდში თავი. ვნახოთ როგორ გააგრძელებს განვითარებას ბენი, ცუდი ისაა რომ როცა გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით იგებს ხოლმე, მაშინაც არ აძლევს შანსს კლოპი და ისევ საქმეში ნაცად ჩემბერლენზე აკეთებს არჩევანს. შარშან ბევრად მეტ სათამაშო დროს იღებდა პირველ გუნდში ვიდრე ამ სეზონში, არადა იდეაში პირიქით უნდა ყოფილიყო.

cotne_suarez
მომხმარებელი

araa amistanebis gamocdis dro lives udna top transferi . es tu dzaan magaria 2 tamashi gamoachenda tavs da klopic miscemda shanss bevrjer, magram etyoba aklia ragaca. am etapze gvinda top klasis pexburtelebi dziritadshi da ara akademiis xalxi

lasha77
VIP Member

ყოჩაღ სტივს კარგად ჩაიბარა ახალგაზრდული . იქ მინიმუმ 5 წელი მაინც უნდა დარჩეს ამ 5 წლის მანაზილზე რამოდენიმე სუპერ ტალატსაც აღმოაჩენს პირველი გუნდისთვის ბოლოს კი როცა დრო მოვა ის გუნდი ეყოლება როგორიც მას და ლივერპულს შეეფერება

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

იღბლიანია ვუდბერნი 18 წლის ასაკში კლოპის და ჯერარდის ხელში რო გამოიწვრთვნება უნდა ნამდვილად დადგეს დიდი ფეხბურთელი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze