ჯერარდი: "სიამოვნება მიიღეთ"

ავტორი: NikaSvanidze, 21-02-2018, 14:09, კატეგორია - სიახლეები, 969, 6


 დღეს, თბილისის დროით 19:00-ზე ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე "ლივერპულის" 19-წლამდელთა გუნდი "პრენტონ პარკზე" თანატოლ "მანჩესტერელებს" მიიღებს.

 "წითლებმა" მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს, მოიგეს რა 5 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე, პროცესში კი 18 გოლის გატანაც მოახერხეს.

 უპრინციპულესი დაპირისპირების დაწყებამდე გთავაზობთ ამონარიდებს სტივენ ჯერარდის პრეს-კონფერენციიდან:

   რატომ უნდა მიიღონ სიამოვნება მოთამაშეებმა :
  
 "ასეთი დონის შეხვედრების დროს შენ გუნდის მოტივირება აღარ გიწევს, მხოლოდ 16 გუნდია დარჩენილი, თუ გუნდს მოტივაციის პრობლემები მაინც აქვს ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდადაა. ჩვენთან ყველაფერი მზადაა, რამდენიმე ნიუანსზე გავამახვილეთ ყურადღება, ჩემი გუნდი მზად არის აჩვენოს მაღალი დონის ფეხბურთი."

   "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელთან, ნიკი ბატთან, დაპირისპირებაზე :

 "სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი თუ ნიკი მათი მწვრთნელი იყო, ვიცოდი, რომ ის იქ მუშაობდა, მაგრამ კენჭისყრის შემდეგ გავიგე, რომ ჩვენ კოლეგები ვართ. მე მას ინგლისის ნაკრებიდან ვიცნობ, ის, ნამდივალად, კარგი მოთამაშე იყო. მიხარია, რომ ის ფეხბურთში დარჩა, დარწმუნებული ვარ, მას სიურპრიზები ექნება."

   "ლივერპულის" ოქროს შესაძლებლობაზე მიაღწიოს წარმატებას დიდ სცენაზე :

 "ყოველთვის ის პერიოდი მახსენდება, როცა მეც თინეიჯერი ვიყავი, მე, უბრალოდ, მოუთმენლად დაველოდებოდი მატჩის დაწყებას. მათ ნამდვილად კარგი შესაძლებლობა აქვთ დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები და თუ მოიგებენ, ეს ემოციები, დიდი ალბათობით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ."

    რა დევს სასწორზე :

 "სასწორზე, მართლაც, ბევრი რამ დევს, ჩვენი მოწინააღმდეგე "მანჩესტერ იუნაიტედია". შანსები 50-50-ზეა. თამაში რთული იქნება, მაგრამ მას ის უპირატესობა აქვს, რომ განსაკუთრებულია, ფეხბურთელებისგან თავდადებას მოვითხოვ, არა გადამეტებულს, რათა გაძევება ავირიდოთ, რაც, სამწუხაროდ, რამდენჯერმე გვქონია."

   ჯგუფური ეტაპის დამაიმედებელ შედეგზე :

 "მოსკოვში წაგებულ მატჩშიც იყო რამდენიმე პოზიტივი, დღეს ჩვენ მოედნის უპირატესობა გვაქვს. "ტრანმერმა" გუშინ ითამაშა, ამიტომ არ მგონია ის საუკეთესო მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ის მაინც კარგია ჩვენთვის. რაც შეეხება თამაშებს, "სევილიასთან"ორივე მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში, ამ ორმა დაპირისპირებამ იმედი ჩამისახა, თუ ჩვენ მსგავს დონეზე ვითამაშებთ აუცილებლად დავამარცხებთ მეტოქეს."

   
   შემტევების მნიშნველობაზე :

 "იუნაიტედს" კარგი მოთამაშეები ყავს, რამდენიმე ძალიან ტექნიკურია, მაგრამ ამ კომპონენტში ჩვენ არავის ჩამოვრჩებით. ჩვენ შემტევების იმედი გვაქვს. მჯერა, რომ ბობი ადეკანიე, კურტის ჯონსი და ლიამ მილარი ძალიან წაგვადგებიან."

   "ეშმაკებთან" წინა შეხვედრაზე, რომელიც 10-კაციანმა "ლივერპულმა" 2-2 დაასრულა :

  25-ე წუთზე კაცნაკლულები დავრჩით, ანგარიში 1-0 იყო, ვაგებდით და წარმატებაზე ფიქრი ძალიან შორს იყო, მაგრამ, ჩემმა ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს, ბოლო წუთზე არ გაგვიმართლა და საოცნებო მატჩი ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს ჩვენს მიღწევას არ აკნინებს."

   როგორ ვუმკლავდებით ბრიუსტერის ტრავმას და ვინ შეავსებს მის ადგილს ძირითადში :

 "რიანის ტრავმამ პრობლემები შეგვიქმნა, ის ძალიან კარგი ახალგაზრდაა. თუმცა, ჩვენ მოთამაშეები გვყავს, თავს გავართმევთ, უბრალოდ, ბრიუსტერზე ვნერვიულობ, მას კარგად ვიცნობ და ვიცი მისი ხასიათი. მას ჩვენთან ყოფნა და დახმარება ძალიან უნდა, მაგრამ ფეხბურთი, ხშირად, სასტიკი სპორტია, ამას უნდა შევეგუოთ."

   2003 წელს გატანილი გოლი ლიგის თასის ფინალში და რატომ უყვარს ეს მოგონებები :

 "ის იმ თამაშთაგანი იყო, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდები. დაძაბულობა პიკს აღწევდა, ამიტომ ზუსტად ვიცი ეს ბიჭები ახლა რას გრძნობენ. მათ მხოლოდ ერთ რჩევას ვაძლევ, ითამაშონ ისე, რომ მოედნის ამაყად დატოვების არ შერცხვეთ. ყველაზე საშინელი გრძნობაა, როცა აანალიზებ, რომ მოედანზე მეტის გაღება შეგეძლო."

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ბრიუსტერის ტრავმა ძალიან ცუდი იყო რა. მაინცდამაინც საუკეთესომ უნდა მიიღოს ტრავმა. გომესს ამდენი ხანი რო არ გასცდენოდა ბევრად უკეთ ითამაშებდა ეხლა. იმედია ზაფხულში ამხანაგურებზე იქნება უკვე

johnson
ადმინისტრატორი

1 მატჩიანი დაპირისპიურებაა გამარჯვებული პირდაპირ 1/4 ფინალში გადის. ასე რომ ძალიან მაგარი თამაში იქნება

liverpool-liverpool-YNWA
მომხმარებელი

ლაივი იქნება?

reversi
VIP Member

იმედია გამოაგდებენ
ცუდ დროს დაკარგეს ბრიუსტერი რა
ვუდბარნი იმედია არ მოცდება ძირითად გუნდთან ვარჯიშის გამო მნიშვნელოვანი მატჩია და როგორც ჯერარდის ენფილდური დებიუტისთვის არ მიცა კლოპმა იმედია ისე არ იზამს

GoGson
VIP Member

ის უკან რო მოსდევს ბავშვია ? :დდდ რანაირი ბავშვია ტოო :დდდდ

LUIS SUARES 001
VIP Member

დაძაბული თამაში იქნება..მოვიგებთ უეჭველი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze