x

კამაჩო და ვუდბარნი "იუნაიტედთან" მოპოვებულ გამარჯვებაზე

ავტორი: johnson, 22-02-2018, 16:07, კატეგორია - სიახლეები, 524, 7


გუშინ "ლივერპულის" !9 წლამდე გუნდი უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა. სტივენ ჯერარდის შეგირდებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ "წითლებს" ბენ ვუდბარნი კაპიტნობდა, რომელმაც თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მოგვიანებით მან კლუბის ოფიციალურ საიტთან სწორედ აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა :

"დიდებული გრძნობაა. ვფიქრობ ჩვენ ყველამ კარგად ვითამაშეთ და გამარჯვებაში თითოეულმა მოთამაშემ შეიტანა თავისი წვლილი. 

თამაშამდე ჩვენ რამდენიმე ვიდეო ვნახეთ და ვიცოდით, რომ მათ ნახევარზე პრესინგი შედეგს მოიტანდა. ასეც ვიმოქმედეთ. კამაჩოს გოლი ძალიან დაგვეხმარა, რადგან მატჩის მიწურულს ბურთს მეტოქე აკონტროლებდა, ამ გოლმა კი ყველაფერი გადაწყვიტა."


"იუნაიტედთან" შეხვედრაზე მცირე კომენტარი რაფაელ კამაჩომაც გააკეთა : "ყოველთვის კარგია ამ გუნდის დამარცხება, რადგან "მან. იუნაიტედი" და "ლივერპული" დაპირისპირებული კლუბები არიან. მატჩის შემდეგ თავს შესანიშნავად ვგრძნობდით.

როდესაც მოედანზე შემოვედი, ვიცოდი, რომ კონტრშეტევებზე მეტოქისთვის ხიფათი უნდა შემექმნა, თუმცა ასეთი გოლის გატანაზე არ მიფიქრია. ეს შესაფერისს დროს გავაკეთე, რადგან "იუნაიტედი" თამაშში ბრუნდებოდა, მეორე გოლმა კი ყველა დაამშვიდა."


შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალში "ლივერპულის" მეტოქე "მანჩესტერ სიტი" იქნება. "ქალაქელებმა" 1/8 ფინალურ ეტაპზე "ინტერის" ბარიერი 11 მეტრიანების სერიაში დაძლიეს.


კომენტარები


GoGson
VIP Member

ძაან რთულია ამდენ პერსპექტიულ ახალგაზრდას მისცე შანსი და პახოდუ მაღლალ მიზნებზე ჩალიჩობდე, არადა როგორ მინდა ეს ორივე ფაქტი ერთდროულად)))) არავინ არ მინდა დავკარგოთ კარგი ბიჭი

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ძაან მაგარი თაობა გვეზრდება,იმედია სწორად განვითარდებიან და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ კარიერაში,რაც შეეხება ჯერარდს მე მგონი ახალგაზრდებთან მუშაობით უფრო მეტის მოტან შეუძლია ლივერპულისთვის დღეისდღეობით ვიდრე მთავარ გუნდში და ავხსნი რატომ,რაც ჯერარდმა გამოიარა ამ ასაკში და სწორად განვითარდა ასეთი გამოცდილების კაცი უნდა იყოს ამ ეტაპზე მწვრთნელი იმ ახალგაზრდებთან რომლებსაც ეხლა უწევთ იმის გამოვლა რაც ჩვენმა კაპიტანმა გამოიარა,მან ზეპირად იცის რა დროს რა გაააკეტოს და რა ნაბიჯი გადადგას,როგორც ფსიქოლოგიურად ისე მენტალურად სწორად განავითარებს ამ ბიჭებს და ასწავლის როგორ უნდა გახდნენ დიდი ფეხბურთელები,ჯერარდმა უნდა გაუზარდოს ლივერპულს ტალანტები და ჯერარდის ხელშია ჩვენი მომავალიი,თუ ამ ასაკში მწვრთნელმა თავის ფეხბურთელს თუ არ გამოავლენებია თავის პოტენციალის მაქსიმუმი ის ვერასოდეს გახდება დიდი ფეხბურთელი,ამიტომ ჯერარდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს

gio_chyoi
რედაქტორი

ამიტომ აი ეხლა როგორც გავანათხოვრეთ ეგრე უნდა განავათხოვროთ ეს ხალხი, ვგულისხმობ იმას რო ინგლისში გავუშვათ და რაც მთავარია მუდმივი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეთ. ამათ მეკარე გრაბარა ჩანს ძაან კაი და მაგასაც თუ მისცემენ მომავლ სეზონში პირველ გუნდში შანსს კარგი იქნება

chipe888
მომხმარებელი

კარგი თაობა მოდის აშკარად და როგორც გუშინ ვთქვი ცოტა ფიზიკურად მოძლიერება უნდათ. ვუდბარნი მომეწონა კარგი თამაში ჩატარა,იმიტო არ ვამბობ რო გოლი გაიტანა. ყველა ბურთის შეხება კლასნი იყო და ტაქტიკურად სწორად მოქმედებდა. იგივე ითქმის მარჯვენა და მარცხენა ვინგერებზე. თუ ჯონსზე მქონდა წარმოდგენა იმ ბიჭმა ჰოლანდიელი რომ არის კარგი დრიბლინგი აქვს.
რაც შეხება ჯერარდს და მის მწვრთნელობას მართალი ნათქვამია იქაა სადაც ჯერჯერობით უნდა იყოს. მოვა მაგის დროც ჩაიბარებს ძირითად გუნდს. ეს მოხდება 1 ან 2 წელიწადში ანუ კლოპის მერე. ხომ გვინდა შანსი მიეცეთ ახალგაზრდა თაობას და სწორედ მაგას იზავს სტივი. როგორც ზიდანმა დაწინაურა ასენსიო და ვასკესი ისე იზავს კაპიტანი. მომავალი წელიც თუ უტიტულოდ ჩამთავრა კლოპომ ალბათ გაუშვებენ და მოვა ჯერო. დავიჯერო გატუზომ გაქაჩა მილანში და ეს ლივერპულში ვერ იზავს საქმნელს. დაველოდოთ დრო გვიჩვენებს ამას და თუ ეს ახალგაზრდულები მოიგო მერე ნაღდად დაჩქარდება საქმე

LUIS SUARES 001
VIP Member

Magari akademia da taoba gvyavs..

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

იმედია მან სიტისთანაც ასე გაიბრწყინებენ

Capitan
მომხმარებელი

კლოპმა გამოიძახა მთავარ გუნდში კაია კაი ახალგაზრდებიიი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze