ახლოდან დანახული იურგენ კლოპი

ავტორი: johnson, 22-02-2018, 17:36, კატეგორია - სიახლეები, 1 135, 13


ნოემბერის დასაწყისში ინგლისში იურგენ კლოპის შესახებ წიგნი გამოიცა. მისი ავტორი ცნობილი გერმანელი ექსპერტი, ჟურნალისტი და მწერალი, რაფაელ ჰონიგშტეინია. "Bring the Noise" - ასე ქვია წიგნს, რომელშიც "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის ახლობლები და ოჯახის წევრები კლოპის წარსულზე, მის სურვილებსა და დღემდე უცნობ სხვა დეტალებზე ჰყვებიან.

მაგალითისთვის, ამ წიგნში "ბორუსიას" აღმასრულებელი დირექტორი, ჰანს-იოაჰიმ ვატცკე იურგენისა და "მან. იუნაიტედის" კავშირზე საუბრობს. აგენტი მარკ კოსიცკი კი "ლივერპულთან" მიმდინარე საიდუმლო მოლაპარაკებებს იხსენებს.

ვუდვორდის მცდელობა და უარი "იუნაიტედს"
თავიდანვე გეტყვით, რომ კლოპის სამსახურით ორივე მანჩესტერული კლუბი იყო დაინტერესებული. 2014 წლის 11 აპრილს, იურგენმა ვატკცე სადილად მიიწვია და განუცხადა, რომ ის დორტმუნდში რჩებოდა. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მისთვის ადვილი მისაღები არ იყო. იმ დროს კლოპთან მოლაპარაკებებს დორტმუნდში მყოფი ედ ვუდვორდი მართავდა. ის არწმუნებდა გერმანელ სპეციალისტს, რომ "ოლდ ტრაფორდი" მითიური ადგილი იყო, სადაც ყველა ოცნება ხდება. კლოპისთვის ასეთი დახასიათება მიმზიდველი სულაც არ აღმოჩნდა. მან "იუნაიტედი" უარით გაისტუმრა და ვატცკესთან შეხვედრისას აღიარა, რომ მანჩესტერული კლუბის ბოსების ზემოქმედება მას აღიზიანებდა კიდეც.

"ბორუსიას" დატოვების შემდეგ, იურგენს მალევე დაუკავშირდნენ "სიტის" და "ტოტენჰემის" წარმომადგენლები, თუმცა კლოპისგან მტკიცე უარი მიიღეს.

საიდუმლო მოლაპარაკებები "ლივერპულთან"
2014 წელს, როცა ბრენდან როჯერსის "ლივერპულურ" მომავალს საფრთხე შეექმნა, მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა კლოპს დაუკავშირდა. თავდაპირველად მის აგენტს, მარკ კოსიცკის ერთ-ერთი გერმანელი აგენტი დაუკავშირდა, რომელმაც მას თავი "ლივერპულის" წარმომადგენლად გააცნო. კოსიცკი თავის კოლეგას არ ენდო და მოითხოვა იან ეირი მას პირადად, "სკაიპის" საშუალებით დაკავშირებოდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა ნიუ-იორკში შედგებოდა - მაშინ როჯერსი ჯერ კიდევ "ენფილდზე" მუშაობდა. მიუნხენის აეროპორტში კლოპი ერთ-ერთმა გულშემატკივარმა იცნო და დაინტერესდა თუ სად მიფრინავდა ის. კლოპის პასუხი შემდეგნაირი იყო : "ნიო-იორკში" NBA-ის რამდენიმე მატჩს უნდა დავესწროთ". უცნობია დაიჯერა თუ არა ფანმა იურგენის პასუხი, რადგან NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე 4 კვირა იყო დარჩენილი.


მსგავსებები "ბორუსიასთან"
იურგენის ახლო მეგობარი, კრისტიან ჰაიდელი აცხადებს, რომ მას შემდეგ "ლივერპული" დაუკავშირდა კლოპს, არც ერთ სხვა კლუბს მისი გადაბირების შანსი აღარ ჰქონდა : "მას იზიდავდა ამ კლუბსა და "ბორუსიას" შორის არსებული მსგავსება - ლეგენდარული კავშირი გულშემატკივრებთან. არ ვთვლი, რომ მას შეეძლო "სიტი" ან სხვა მსგავსი კლუბი აერჩია."

მისთვის ერთადერთი დაბრკოლება ინგლისური ენა იყო - "მან მკითხა უნდა გაერისკა თუ არა. ვუპასუხე, რომ თუ წარმატების მიღწევა სურდა, მაშინ ენა უნდა ესწავლა და იქაურ ცხოვრებას შეჩვეოდა. მან კი მიპასუხა : "მე ამას გავაკეთებ". მასში ეჭვი არასდროს მეპარებოდა."

წიგნის ავტორს ადამ ლალანამ გაუმხილა, რომ ზოგჯერ კლოპს მართლაც უჭირს ინგლისურად საუბარი - განსაკუთრებით მაშინ, როცა გაბრაზებულია.

გამარჯვების სურვილი
წლების წინ, იურგენი თავის ოჯახთან და მეგობართან, სვენ მიულერთან ერთად თურქეთში ისვენებდა. ერთხელ პლაჟზე ტურნირი ტარდებოდა, სადაც მათ მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს. კლოპს ტრავმა ჰქონდა, ამიტომაც მან მწვრთნელის როლი მოირგო, სვენი კი იურგენის შვილებთან ერთად თამაშობდა.

"ფრე იყო, მე მოედნიდან გასვლა მოვისურვე, რადგან პატარა არ ვიყავი და გარეთ ძალიან ცხელოდა. კლოპი კი მომვარდა და დაიღრიალა : "დაბრუნდი ! გოლი გაიტანეთ და მოიგეთ !". ასეც მოხდა, ჩვენ ის მატჩი მოვიგეთ."

კლოპი რომ ძალიან ემოციური და აზარტულია, ეს ყველა სქაუზერს კარგად მოეხსენება. ასევე, ყველამ იცის მისი და მსაჯების ურთიერთოების შესახებ. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ შარშან, როცა "ლივერპული" სიდნეიში ამხანაგურ მატჩს მართავდა, მეორე ტაიმში მთავარმა მსაჯმა 11 მეტრიანი არ დანიშნა(იმ წუთისთვის ანგარიში 2:0 იყო). კლოპი კი განრისხდა და არბიტრს ისე უყვიროდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იღებდა მონაწილეობას.

მოგვიანებით ჯეიმი კარაგერი(მატჩის ერთ-ერთი მონაწილე) იხსენებდა : "ვფიქრობდი, რომ მე ყოველთვის ყველაზე მეტად მსურდა მოგება, მაგრამ კლოპი უფრო ფიცხია."


იურგენს ჟურნალისტობა სურდა
კლოპი სერიოზულად იყო დაინტერესებული მედიაში მუშაობით. იყო დრო, როცა "მაინცს" გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითება, იურგენს კი შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრებოდა. მას ალტერნატიული სამუშაო სჭირდებოდა.

2001 წელს, ის პრაქტიკებს გერმანიის რეგიონალურ არხზე, SAT1-ზე გადიოდა და პირდაპირ ჩართვებსაც აკეთებდა. არხის ჟურნალისტი, მარტინ კვასტი იხსენებს, რომ კლოპს ეს საქმე არც თუ ცუდად გამოსდიოდა.

შესაძლოა მას მართლაც გაეგრძელებინა ამ სფეროში მოღვაწეობა, თუმცა "მაინცის" დროებით მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ მას მთელი ყურადღება კვლავ ფეხბურთზე უნდა გადაეტანა. საბოლოოდ, გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დარჩა, კლოპმა კი სამწვთნელო კარიერა დაიწყო.


კევინ დე ბრუინის დამატების სურვილი
კლოპი ბელგიელი ნახევარმცველის დიდი გულშემატკივარია და ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს კიდეც. 2013 წელს, მან თითქმის შეძლო დე ბრუინის გაფორმება. მაშინ კევინი "ჩელსის" საკუთრება იყო, თუმცა ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედიოდა.

იურგენი ბელგიელს ძირითად შემადგენლობაში ადგილს ჰპირდებოდა. მისი გადაბირების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ მას კევინთან მოლაპარაკებები არც ჩემპ. ლიგის ფინალის დღეს შეუწყვიტავს.

საბოლოოდ ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან "ჩელსიმ" ფეხბურთელის "ბორუსიაში" გაშვება არ მოინდომა.


იურგენ კლოპის შესახებ შეგიძლიათ ასევე იხილოთ სტატიები :

* როგორ გახდა იურგენი იურგენი 


* ხუთფუნტიანი ინგლისური ჰოსტელიდან, ინგლისურ გიგანტამდე

კომენტარები


reversi
VIP Member

ეეჰ კევინის ნაირი გვინდა ეხლა ჩვენც

johnson
ადმინისტრატორი

ლალანამ რა გაუბაზრა :დ :დ ლექსიკა არ ყოფნის ალბათ გერმანულად აგინებს :დ გიტლერ კაპუტს აძახებინებენ :დ

სიტისნაირ გუნდში არ წავაო ეგეც 1000%იანია.

პ.ს. სანამ ვინმე იკითხავს - გოალ.ჯიდან არ ამიღია სპორტს.რუ-დან ვთარგმნე და გაცილებით მეტი რამ წერია აქ ვიდრე გოალ.ჯიზეა ;)

chipe888
მომხმარებელი

ამან ესე მსგავსებით ალბათ სელტიკში წავა და ბრენდანას შეცვლის. ისე კი იქნება მაგარი ღადაობა. ის რომ კუტუკვერცხებს მანჩესტერიდან არ დათანხდა სიმართლეს გავს. ისე მაგარი დარტყმული კი არის ეს აჩკარიკა და თუ გინდა გახალისება უნდა ჩართო ამის ემოციები და კარგი სიცილი გარანტირებული გაქვს.

liverpool-liverpool-YNWA
მომხმარებელი

აი რა მაგარი კაცია პროსტა ვიგაცეებივით მარტო პულით აწყობილ გუნდს არ იბარებს არ ხარჯავს მილიარდებს და როგორი სახელი აქ უძლიერესი მვრთნელია.გვარდიოლა ძალიან მაგარი მწვრთნელია მარა კლოპს არავინ მირჩევნია.ამ კაცს მაშინ შევადარებ ვინმეს ვინც ისე ააწყობს გუნდს როგორც ამან დორტმუნდი ააწყო და ეხლა ეს მკვდრები და ნა*ცენზურა*არი მფლობელების ხელში გუნდს დაამსგავსა.

სიტის და მაჩესტერს უარი უთხრა სადაც აქამდე ბევრს მიაგწევდა მარა არ წავიდა და ლივერპულზე არცკი დაფიქრდა მაგრად მიყვარს ეს კაცი <3

reversi
VIP Member

იასნა ამიტო მიყვარს და ვოცნებობდი რო ლივერის მწვრთნელი გამხდარიყო მარა პატარა დახარჯე შეჩემა ამ ამერიკელების ფულები გამდიდრდნენ ეს Yლეობიძია ამერიკელი ტიპები ლივერპულით და ცოტა შენც დახარჯე უფრო მალე დადე შედეგები და იკაიფე რა მაზოხისტი ხო არ ხარ ჰენდო ჯანი მილნერი რო გყავს ცენტრში

chipe888
მომხმარებელი

ის ორი სტატიაც კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ძნელია არ მოგეწონოს ეს კაცი. ის რასაც ამბობს და აკეთებს ამაზე ალბათ დიდი ხანი ილაპარაკებენ და იმედი მაქვს ისე ამოქოქავს გუნდს,როგორც ეს შენკლიმ გაკეთა და მერე კი მოყარეს ტიტულები. ყველაფერს აკეთებს ეს კაცი რაც შეუძლია და ტიტულების დროც მოვა. შეილება ამ კაცმა ვერაფერიც ვერ მოიგოს მარა ისეთ საფუძველს დაუტოვეს მომავალ მწვრთნელს რომ ისღა დარჩება სწორი ხალხი დაყენება არ დაეზაროს მარტო. რაც მთავარია ბრენდანასავით ჩაკუკულის მენტალიტეტი არ აქვს და გუნდსაც ამავე მენტალობით ზრდის. ძნელია მოხვიდე გუნდში და შეცვალო მწვრთნელი,რომელმაც რეალთან ენფილდზე მეორე ნომრად ათამაშა გუნდი და სასწაულები მოახდინო. ხანდახან ემოციები მძლევს ხოლმე და შევაგინებ ხოლმე მარა რეალურად რომ დაუფიქრდე კარგად აკეთებს ყველაფერს. აშენებს გუნდს,რომელიც რომელსაც 1-2 ფეხბურთელის გამოკლება არაფერს უშვება და დაველოდოთ. გუნდის ლიდერი ხომ გაუშვით წელს და კი ჩახადეს სიტის მერე მიაყოლეს პორტუ. კიდე რამდენს ჩავხდით. პროსტა ის არის რო დიდი ხანია ვიცდით და გვეჩქარება ტიტულები მარა იცის ამ კაცმა რასაც აკეთებს.

Mate chavchavadze
მომხმარებელი

გენიალური ადამიანი მთლიანად მსოფლიო ფეხბურთისთვის

LUIS SUARES 001
VIP Member

Ubralod germaneli geniosi.chceni iurgena

lashafss
VIP Member

ძალიან გაგვიმართლა რომ ეს ლივერპულშია , ჩემი აზრით იდეალურია ლივერპულისთვის. ა ხლა ცოტა ისწავლოს შეცდომებზე და ტრანსფერებს მიხედოს სწორად, იღბალიც ოდნავ თუ დაეხმარება გუნდს დიდი მომავალი აქვს

gio_chyoi
რედაქტორი

აუ რო ჭედავს უეჭველი გერმანულად გინებას წიყებს ხოლმე, აი ნორვიჩმა მე-4 გოლი რო გაგვიტანა მანდ იგინება მაგრად გერმანულად უეჭველი :D

liverpool-fan
VIP Member

ციტატა: gio_chyoi
აუ რო ჭედავს უეჭველი გერმანულად გინებას წიყებს ხოლმე, აი ნორვიჩმა მე-4 გოლი რო გაგვიტანა მანდ იგინება მაგრად გერმანულად უეჭველი :D

ხო თან ახალი მისული იყო და ინგლისური არ ეცოდინებოდა ვაფშე და სათვალე რო ტრა კში გაფრინდა მაგას რა დამავიწყებს )) ზღვა ემოცია ქონდა ტიპს იმენა რაა

Capitan
მომხმარებელი

კლოპი საუკეთესო ტრანსფერია შეიძლება ტიტულები ჯერ ვერ მოიგო მაგრამ გუნდი ასეთი ძლიერი მართლა დიდიხანია არ ყოფილა ვინც არ უნდა წავიდეს მაინც ვძლიერდებით კეთდება ზუსტი და სწორი ტრანსფერები და საკმაოდ ბევრი ტრანსფერი... კლოპის ინტერვიუ მაქ წაკითხული გადაწყვეტულება ლივერპულის თაობაზე 5 წამში მივიღეო მართლაც სად უნდა წასულიყო დორტმუნდიდან თუ არა ლივერპულში ასეც მოხდა ყველაფერი კარგად მიდის.... დავიღალეთ ამ მომავალი წლით მაგრამ მართლა მაგრად მგონია რო მომავალი წელი კლოპის იქნება))))) წარმატებები იურგენ <3

GoGson
VIP Member

მართლა ძაან გაგვიმართლა ამ კაცში, ასეთივე ემოციური და ერთგული ფეხბურთელები გვინდა როგორი მწვრთნელიცაა... შეიძლება 1 წელში მილიარდებს არ ხარჯავს და არ ბერავს ვარსკვლავებით გუნდს მაგრამ ამ კაცმა თვითრწმენა და ავტორიტეტი შემატა გუნდს, აღარავისთან ვთვლი თავს მეორე ნომრად და ესაა მთავარი.. ვაცადოთ ცოტა შედეგიც იქნება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze