ვირჯილის სპორტული ცრურწმენები

ავტორი: NikaSvanidze, 23-02-2018, 12:23, კატეგორია - სიახლეები, 888, 10


 "ლივერპულის" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დაიკი, ხუთშაბათს LFC later-ს ეწვია და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის: პირველ ორ თვეზე ახალ კლუბში, გუნდის სათამაშო კონდიციებსა და მოჰამედ სალაჰის საოცარი შედეგის შესახებ.

 ვირჯილმა გვერდი, რა თქმა უნდა, არც დებიუტს აუარა, რომელიც მისთვის საოცნებოზე უკეთესი გამოდგა. მან ასოციაციის თასის ეგიდით გამართულ მერსისპირულ დერბიში "ევერტონს" დამარცხება 84-ე წუთზე თავურით აგემა.

   მარბელაში გამართულ მოსამზადებელ ეტაპზე :

 "ეს ძალიან კარგი იყო, ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, ბიჭებთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. სავარჯიშო პირობები განსხვავებული იყო, ამინდი უკეთესი, მოედნებიც უკეთ მოვლილი. პერსონალი კარგად ზრუნავდა ჩვენზე, ვფიქრობ, ჩვენმა სხეულებმა კარგად დაისვენეს."

   მომოსთან ერთად ვარჯიშსა და თამაშზე :

 "მის ასპარეზობას თავადაც ხედავთ. ლივერპულში ჩამოსვლამდე მას ისედაც ვაკვირდებოდი, ძალიან კარგი ფეხბურთელია, "სოტონში" ყოფნისას მასზე განსაკუთრებულად ვამახვილებდი ყურადღებას. გარდა ამისა, ის საოცრად თავმდაბალი და შესანიშნავი პიროვნებაა."

   "ევერტონთან" გატანილი გოლით მიღებულ სიამოვნებაზე :

 "განსაკუთრებული იყო. დებიუტი ღირსშესანიშნავი მოვლენაა ყველა ფეხბურთელისთვის, ეს დღე ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ სასიამოვნოა, მაგრამ "ლივერპულში" მერსისაიდულ დერბიში გამარჯვების მომგებიანი გოლით თამაშის დაწყება ოცნებაზე მეტია. იმ დღეს ყველას თვალები ჩემკენ იყო მომართული, "კოპის" წინაშე თავის გამოჩენამ თავი ბედნიერად მაგრძნობინა."

   ნარინჯისფერი უნიფორმის "იღბალზე" :

 "იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ. ულამაზესი ფორმაა, მე ეს ფერი ძალიან მიყვარს. რაც შეეხება რიტუალებსა და ცრურწმენებს, ეს ყველა სპორტსმენს მეტ-ნაკლებად აქვს, როდესაც მატჩს კარგად ჩაატარებ იმავე ბუცებს შემდეგ თამაშშიც გამოიყენებ, ეს დაუწერელი კანონივითაა. კიდევ ერთი თავისებურება მაქვს, სათამაშო ეკიპირების შიგნით ყოველთვის გრძელმკლავიან მაისურს ვიცვამ, ზაფხულშიც კი."

   როკო დეილისთვის გაკეთებულ სიურპრიზზე :

 "ჩემი ლივერპულში ჩამოსვლის დღე ძალიან გადატვირთული იყო. ქალაქში ჩამოსვლისთანავე სტადიონისკენ წავედი, იყო რამდენიმე ფოტოსესია, რომლის დროსაც ყოველი წამი გათვლილია. "ენფილდთან" როკო მელოდებოდა, ის მეძახდა, მაგრამ მატჩზე ვიყავი კონცენტრირებული, აღელვებულმა ბიჭი ვერ შევამჩნიე, მეორე დღეს მაჩვენეს ფოტო. როკოს გამო თავი ცუდად ვიგრძენი, მინდოდა მისთვის, ასეთი თავდადებული გულშემატკივროს გამო, მადლობა გადამეხადა და გადავწყვიტე ჩემი მაისური გამეგზავნა. ასეთი მომენტები ბავშვებისთვის დაუვიწყარია."

   რატომ აირჩია ნომერი 4 :

 "ჰოლანდიაში 3 და 4 ნომრები ცენტრალური მცველებისთვისაა. ხრონინგენში სწორედ ასე იყო. ასევე, ნომერი 4-ს სამი ჰიიპია ატარებდა "ლივერპულში" სამის "უილემ II-ში" აქვს ნათამაშები, გუნდში, სადაც მე 10 წელი გავატარე. ეს დამთხვევა ყოველთვის მომწონდა. მე მიყვარს ეს ნომერი და მერსისაიდში მისი ტარებით ვამაყობ."

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

Virjili nel nela sheewyo gunds da ise migvdis saqme rogorc unda migvdiodes..vinme wesieri davuyenot mewyviled da dacvashic davisvenebt

James Pearce
VIP Member

ძაან გიჟი გვყავს ეს რამდენიმე წელში საუკეთესო ცენტრ მცველად გაიჩითება უეჭველი. ჩვენი მომავალი კაპიტანია <3 გიჟია

gio_chyoi
რედაქტორი

მოუყვანე რა კლოპ ამ კაცს დე ვრეი ან ვინმე ნორმალური მცველი და გვაღირსე კარგი დაცვის დუეტი

reversi
VIP Member

ჩემპ ლიგაზე დაამტკიცა უკვე რო მომავალში კი არა ეხლაც არის ერთერთი საუკეთესო

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ხოდა ეხლა 3 ნომრად დე ვრეი მიუყენონ და ეგ არი რა :)))

GoGson
VIP Member

3 ნომერი თავისუფალია გუნდში )))))))))))))) იმედია ზაფხულში ვინმე კარგი ბიჭი შეავსებს ამ ნომერს და ვანდეიკთან ერთად უძლიერეს დუეტს შექმნის. ძაან შემიყვარდა ეს კაცი, იმენა ყველაფერში ეტყობა რო ლივერპულისთვისაა დაბადებული

liverpool-fan
VIP Member

მეც ძაან შემაყვარა უკვე თავი ნამდვილი ლიდერია და 7-8 წელი უმაღლელ დონეზე ითამაშებს იმედია ტრამვები არ ექნება

Capitan
მომხმარებელი

ძალიან დაეტყო დაცვას ვანდეიკი მარტო დაცვას კი არა მეკარესაც)))))) ერთი კარგი მცველი კიდეა საჭირო ლოვრენი გავყიდოთ და დევრეი ან ვინმე ამ დონის მცველი მოვიყვანოთ... ზამთარში რო მოვიდა ძალიან კარგია ლიგაზეც საუკეთესო 11ელში ეგრევე გაიჩითა იტოკში მაგარი მცველია რა)))))

Ynwa Scousers
VIP Member

რაკაიხარ ბიჭოოო

lashafss
VIP Member

ასე გააგრძელე შენ , ძაან ძლიერი და ჭკვიანი ხარ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze