x

ტობი ალდერვეირელდს გუნდის დატოვება სურს

ავტორი: gio_chyoi, 23-02-2018, 14:57, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 101, 7


"ტოტენჰემი" არ აპირებს ტობი ალდერვეირელდს მოთხოვნილი კვირაში 150.000 ფუნტიანი გასამრჯელო შესთავაზოს და მზადაა ზაფხულში მას შეელიოს.

აღნიშნულის თაობაზე საიმედო გამოცემა Times იტყობინება.

ბელგიელი მცველი, რომელიც უახლოეს დღეებში (2 მარტს) 29 წლის ხდება, დღეს-დღეობით ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება.

მისი გაღიზიანების მიზეზი ისაა, რომ ვირჯილ ვან დეიკს კვირაში 180.000 ფუნტიანი კონტრაქტი აქვს, რაც მის ხელფასზე 3.5-ჯერ მეტია, ტობის კვირაში მხოლოდ 50.000 ფუნტს უხდიან.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელ მცველს კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება. ასე რომ, "მამლებს" ურჩევნიათ იგი სეზონის ბოლოს გაყიდონ და მისი უფასოდ გაშვება არ მოუწიოთ.

ნამდვილად ჭკვიანური იქნება, თუ "ლივერპული" მის შეძენას შეეცდება. არ დაგვავიწყდეს, რომ მერსისადული კლუბი სწორედ 150.000 ფუნტს უხდიდა დენიელ სტარიჯს "ვესტ ბრომვიჩში" იჯარით წასვლამდე. ინგლისელი ფორვარდი კი მთელი სეზონის განმავლობაში ან ლაზარეთში იყო, ან სათადარიგთა სკამზე.

ამას გარდა, მოგეხსენაბთ, რომ "ლივერპულს" აქტიურად უკავშირებენ სტეფან დე ვრეის, რომელიც, საერთოდ, სეზონის ბოლოს უფასო აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს. ამ ორი მცველის მოყვანით კი დიდი ალბათობით ცენტრალური დაცვის პრობლემა დიდი ხნით გადაიჭრება.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

უფასოდ დე ვრეი და ჰა-ჰა 25 მილიონად ალდერვეირელდი ძალიან მაგარი ტრანსფერები იქნება. ლოვრენი-კლავანის გააპანღუროს ორივე გუნდიდან და ვან დეიკი, დე ვრეი, ალდერვეირელდი და მატიპი იქნებიან დაცვაში. ყველა გუნდს ჰყავს 4 კაი მცველი მინიმუმ

James Pearce
VIP Member

ლივერპული დაინტერესებულია ამ ფეხბურთელით? :დ ეს ტოტეს საიტზე უნდა დადონ თუ აქვთ საიტი :დ აქ რატო დადეთ არვიცი :დ

Capitan
მომხმარებელი

100 000 ლოვრენს აქ ბიჭო გაყიდონ ლოვრენი და დაითრიონ ეს ძალიან მაგარი მცველია მაგარ ჯანზეა მაგარი გამოცდილია

fromanfield
მომხმარებელი

2ივეს მოსვლა გამიხარდება დე ვრეიც მაგარია და ესეც მაგრამ უფრო დე ვრეი მინდა,ჰოლანდიელია და უკეთ შეეწყობა ვირჯილს

cotne_suarez
მომხმარებელი

es sjobia de vreis imit ro gamocdilia da eplshi utamashia. sad epl da sad italiis chempionati. 2 ve tu daitries mtlad uketesi

Ynwa Scousers
VIP Member

მინიმუმ ხუთი წლით მოგვარდება ცენტრში პრობლემა

LUIS SUARES 001
VIP Member

ვაააა დაგვხატავდა ვაფშე ტო

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze