x

წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

ავტორი: NikaSvanidze, 23-02-2018, 20:35, კატეგორია - სიახლეები, 808, 7


 ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "დრაგაოზე" ადგილობრივი გუნდის განადგურების, მარბელაში შეკრებისა და საკმაოხნიანი დასვენების შემდეგ "ლივერპული" საშინაო არენაზე სათამაშოდ ბრუნდება. მერსისაიდელები ხვალ თბილისის დროით 19:00-ზე "უესტ ჰემ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან.

 რამდენიმე საათის წინ იურგენ კლოპმა მედიასთან ტრადიციული შეხვედრა მოაწყო და მათ კითხვებს უპასუხა. გერმანელი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ 10-დღიანი დასვენება, რაც გუნდმა "პორტოს" განადგურების შემდეგ გამოიწერა, პოზიტიურად იმოქმედებს ხვალინდელ მატჩზე.გარდა ამისა, "წითლების" თავკაცი რამდენიმე საინტერესო თემასაც შეეხო. გთავაზობთ ამონარიდებს :

   რამდენად ელოდება მოედანზე დაბრუნებას :
 
 " გვიხარია მოედანზე დაბრუნება, მაგრამ, გამოგიტყდებით, უფრო მეტად კმაყოფილი დავრჩი, როცა საკმაოდ გრძელვადიანი ფანჯარა გამოგვიჩნდა. ძალიან რთული იქნებოდა "პორტოსთან" მიღწეული შედეგის შემდეგ სწრაფად ინგლისურ ყაიდაზე გადმოწყობა და ლონდონელებთან გამარჯვება. "ჩაქუჩების" შემდეგ "ნიუკასლ იუნაიტედი" გველის, საბედნიეროდ, "კაჭკაჭებსაც" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრამდე ვუპირისპირდებით, ასე რომ, მიზანი მარტივია, ავიღოთ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა.

 რაც შეეხება ხვალინდელ მეტოქეს, "უესტ ჰემი" ბოლო 15 მატჩის გათვალისწინებით კარგ ფორმაშია. დევიდ მოიესის დანიშვნის შემდეგ გუნდში ცვლილებები დაიწყო, დედაქალაქელები პროგრესირებენ, შემადგენლობა მშვენიერია- მფრინავი არნაუტოვიჩი, სავარაუდოდ მანუელ ლანცინიც დაბრუნდება. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ვიცით, რომ კარგად ორგანიზებულ კლუბს ვეთამაშებით, შედეგის მიღწევა მარტივი არ იქნება."

   "უესტ ჰემის" სავარაუდო ტაქტიკაზე :

 "ქეროლი ტრავმირებულია, მასუაკუს დისკვალიფიკაცია აქვს. როგორც ვთქვი, ბოლო დროს მათ სტილი შეიცვალეს, ამიტომ ბევრ რამეს უნდა ველოდოთ. ზოგადად, "უესტ ჰემს" ცხრილში არ აქვს კარგი მდგომარეობა, ისინი მოტივირებულები იქნებიან, ჩიჩარიტო, არნაუტოვიჩი, ლანცინი კონტრ-შეტევებზე ძალიან სახიფათოები არიან. ყურადღება და კონცენტრირება გვმართებს. ვარჯიშებზე რამდენიმე დაცვითი სქემა მოვსინჯეთ, მოხარული ვარ, რომ დრო გვქონდა რაღაცების დასახვეწად."

   დევიდ მოიესის ეფექტზე :

 "დევიდი ტოპ-კლასია. მისი მოსვლა გუნდზე მყისიერად აისახა. მისი პერიოდი "ევერტონში" ყველას გვახსოვს, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ეპოქა შეუქმნა მეზობლებს. "სანდერლენდში" შესაძლოა არ იყო ძალიან წარმატებული, მაგრამ პროფესიონალიზმი არსად იკარგება.

 სლავენ ბილიჩი ძალიან მომწონდა, მან ძალიან ნაყოფიერად იმუშავა ლონდონში, მაგრამ მოიესის მისვლა გუნდში დროული იყო. მან რამდენიმე თამამი გადაწყვეტილება მიიღო, ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელი დააწინაურა, რამდენიმეს უკეთესი პოზიცია გამოუძებნა. მოიესი გამოცდილია, ხვალ ის, დარწმუნებული ვარ, კარგად დაგეგმილი და მოფიქრებული სტრატეგიით გამიწევს ოპონირებას."

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მართლა კარგად დაგვემთხვა ეს 10 დღიანი შესვენება. კლაინიც დაბრუნდება ეხლა და ლალანაც მოიკეთებს საბოლოოდ იმედია. მზიან ესპანეთშიც დაისვენეს ბიჭებმა :) მეოთდეფინალშიც გასულები ვართ და ეხლა ცოტა ხანი მთლიანად უნდა გადავერთოთ ინგლისზე და 4-ეულში ადგილი გავიმყაროთ რო მერე მთლიანად ლიგაზე ვიყოთ კონცენტრირებულები

shoti
მომხმარებელი

ჩვენ მეტოქეებთან შედარებით უკეთესად გვაქვს საქმე ნამდვილად, სრული კონცენტრაცია უნდა მოახდინონ ამ ორ მატჩზე ორივე მოსაგები გვაქვს. იმედია სხვები წაიფორხილებენ და პოზიციას გავიმყარებთ. ჩელსისაც, ტოტესაც და იკარუსსაც საბრძოლო აქვტ ჩემპლიგაზე განმეორებით მატჩებში. ასე რომ საქმე ჯერჯერობით კარგად მიდის.

Capitan
მომხმარებელი

11 თამაშიდან 7/8 მინიმუმ უნდა მოვიგოთ ჩელსი და უნიტედი დაგვრჩა ტოპ6იდან დალშე იდალური კალენდარი გვაქ ეს პორტუს გაუპატიურებაც ძალიან წაგვადგა უნიტედთან მატჩისთვის.... იტოკში ასეთი 3 ქულები როგორიც ხვალ უნდა ავიღოთ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს <3 წარმატებები ბიჭებს

chipe888
მომხმარებელი

მოსაგები თამაშია ვესტ ჰემთან პირველ რიგში და მერე ნიუკასლზე უნდა ვიფიქროთ. არ გატეხონ ამ ქლიბებმა დღეს მაგის მეშინია. ტოტალიზატორებში კუში იკლებს და როგორც წესი ლივერპული ასეთ თამაშებს ტეხავს და კიდევ იმიტომ მგონია,რომ ადრეც ასე ხდებოდა ხოლმე. როცა გადასწრების და პოზიციების გამყარების კარგი შანსი მოგვცემია ვერ გამოგვიყენებია. შარშანაც 4ეულში ადგილი უფრო ადრე უნდა გქონოდა გარანტირებული და ბოლო ტურისთვის შემოინახეს ეგ ამბავი. ადვილი თამაში რომ არ გვექნება ეგ ვიცით არც დღეს და არც ახალციხელებთან ბოლობოლო ბენიტესი ყავთ ტრენერი. ყველაფერი უნდა გაკეთონ და 3 ქულა უნდა დაიდოს თორე ასეთი შანსი კიდე როდის მოგვეცემა. ჩელსი ფრეს გაუგორებს სირებს და შეილება ვაფშე მოუგონ კიდეც. მოურინიო თავის სტიქიაშია და აააბარდაგა გუნდი. იქ ფრე და ჩვენი მოგება ავტომატურად ნიშნავს მეორე ადგილს ოღონდ 3 ბურთით უნდა მოვიგოთ

cotne_suarez
მომხმარებელი

saxlshi vart. tramva aravis aq. ucl ganagdebuli gvaq. shemtevebi karg pormashi arian. dacvas araushavs. kariusi moxodilia. ro ver movigot vis unda davabralot

lashafss
VIP Member

3 ქულა და ლამაზი თამაში !

LUIS SUARES 001
VIP Member

3 ქულა ვესთ ჰემთან უპრობლემოდ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze