x

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 24-02-2018, 22:42, კატეგორია - სიახლეები, 1 008, 10


დღეს "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 4:1 გაანადგურეს. მასპინძელთაგან გოლები რობერტო ფირმინომ, ემრე ჯანმა, სადიო მანემ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფენცია გამართა და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

გუნდის თამაშით კმაყოფილი
აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. პირველ ნახევარში კარგად ვითამაშეთ, თუმცა საკმარისი იყო მეტოქისთვის სულ მცირე სივრცის მიცემა და ისინი მაშინვე იქ ჩნდებოდნენ. ვნახეთ არნაუტოვიჩის მომენტი, ჭკვიანი დარტყმა და ლორისის ფანტასტიური სეივი. ჩვენ წინსვლას, ფეხბურთის თამაშს განვაგრძობდით. დღეს ნამდვილად რთული შეხვედრა იყო, რადგან ქარი ბურთს მიმართულებას მუდმივად უცვლიდა.

ნაჩვენები თამაშით მე კმაყოფილი ვარ. ინდივიდუალურად ყველამ ძალიან, ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. გავიტანეთ ფანტასტიური გოლები და შევქმენით კიდევ უფრო მეტი მომენტი, თანაც დევიდ მოიესის გუნდის წინააღმდეგ თამაშისას  - "ვესტ ჰემი" კარგად ორგანიზებული და დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც კარგ ფორმაში იმყოფება. გულახდილად გეტყვით, დღეს კრიტიკული არავის მიმართ არ ვიქნები.

10 დღიანი დასვენების გავლენა
ჩვენ მარბელიაში მხოლოდ 4 დღე ვიყავით. დიახ, იქ კარგი დრო გავატარეთ და ეს გვსურდა კიდეც, მაგრამ ლივერპულში უკვე 1 კვირაა ვიმყოფებით და ამ დროის განმავლობაში წინა პერიოდთან შედარებით, უფრო მეტი სავარჯიშო სესია გვქონდა. არაერთხელ ვთქვი, რომ მწვრთნელს მოსწონს როცა შეუძლია თავის გუნდთან იმუშავოს, მოამზადოს ის თითოეული მატჩისთვის - ასეთ დროს ფეხბურთი უფრო მიმზიდველი ხდება. ჩვენ ამის საშუალება გვქონდა და ამით ბედნიერი ვარ. ბოლო დღეებში სავარჯიშო სესიებზე საკმაოდ ბევრი რამ დავინახე.

რა თქმა უნდა, კარგია, რომ "პორტუსთან" მატჩის მერე მალევე არ მოგვიხდა მოედანზე გასვლა. ახლა "ნიუკასლზე" არ ვფიქრობ, მაგრამ ხვალ დილიდან უკვე მზადებას დავიწყებთ. ამჟამად პრემიერ ლიგაში ყველა ყველაფრისთვის იბრძვის. მნიშვნელოვანია, რომ დღეს სამი ქულა ავიღეთ, რადგან ეს ძალიან დაგვეხმარება.

სალაჰის 31-ე გოლი - სწორედ ამდენი გაიტანა ლუის სუარესმა თავის საუკეთესო "ენფილდურ" სეზონში
ფეხბურთში საჭიროა სწორ დროს სწორად იმოქმედო. მე მომწონს მომოს სურვილი გაიტანოს უფრო მეტი გოლი. მისი მოქნილობა და თავისუფლება ყველა გარშემო მყოფ ფეხბურთელზეა დამოკიდებული, რადგან მარტო ის ამას ვერ მიაღწევდა. თქვენ ხედავთ თუ როგორ ვცვლით ჩვენ პოზიციებს, თუ როგორ ეხმარებიან ბობი და სადიო სალაჰს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ცხადია, მომო თავის საქმეს კარგად აკეთებს. მან დღეს კარგი გოლი გაიტანა. უფრო მეტის გატანა შეეძლო მანესაც.. რობერტო კი ამას იმსახურებდა. დასაწყისში გარკვეული პრობლემები გვქონდა, რომლებსაც ემრე გაუმკლავდა და გახსნა კიდეც ანგარიში. რაც შეეხება გაშვებულ გოლს, იმ ეპიზოდში უმჯობესი იქნებოდა ჯანს პასი გაეკეთებინა.

მოჰამედ სალაჰი არის ფეხბურთელი, რომელიც ვერ ძღება გოლების გატანით და წინ ასეთი მოთამაშე ნამდვილად საჭიროა.

მეორე პოზიცია სატურნირო ცხრილში
ეს კარგი მომენტია, მაგრამ მეტი არაფერი. ვიტყოდი, რომ მეორე არ ვართ, რადგან ხვალ "იუნაიტედს" აქვს სათამაშო და შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. არ ვთვლი, რომ ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, დღეს ჩვენ 3 ქულა ავიღეთ. დასვენების დრო არ გვაქვს, რადგან სხვა გუნდები "დაფრინავენ" და ჩვენც სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ.

არ მგონია ხვალ "ჩელსი" და "მან. იუნაიტედი" ჩვენზე ფიქრობდნენ, მაგრამ თამაშამდე მათ ეცოდინებათ, რომ ჩვენ იქვე ვართ. სეზონის ბოლოს ჩვენ მოგივწევს "ჩელსისთან" დაპირისპირება, ორ კვირაში კი "იუნაიტედს" უნდა გავეჯიბროთ - წინ გადამწყვეტი მატჩებია და ქულები არ უნდა დავკარგოთ, ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვაქვს.

თანახმა ვიქნებოდი დღეს თუნდაც 1:0 მოგვეგო ბინძური თამაშით - ოთხჯერ მოხვედროდა ბურთი ჩვენი კარის ძელს და ლორის 20 სეივი გაეკეთებინა, ოღონდ კი 3 ქულა აგვეღო, რადგან ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. საბოლოო ჯამში, კარგად ვითამაშეთ, დამსახურებულად მოვიგეთ და წარმატებული სერია განვაგრძეთ - "საუთჰემპტონთან" დაუჯერებელად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, შემდეგ იყო "პორტუ" და შედეგი, რომელსაც მართლა არ მოველოდით, ახლა კი "ვესტ ჰემი". ვფიქრობ, ვინც "ლივერპულის" გარდა სხვა გუნდის მატჩებსაც ადევნებს თვალს, ეცოდინება, რომ "ვესტ ჰემი" კარგ ფორმაშია და ტოპ გუნდებთან ფანტასტიური შედეგებიც აქვს. 

კომენტარები


DIMAX777
მომხმარებელი

კლოპი ჩემი რჩეული მწვრთნელია გუნდის ნაწილი და გუნდის გულია იცის ამ კაცმა თავის სახე უბრალოდ ლივერპულს ახასიათებს საოცარი თამაში რის გამოც მიყვარს და ისეთი ჩავარდნა რო ადამიანს გაფიქრებიებს ეს რა მოხდა რა დაემართა ამ გუნდსო .... მანეს რაც შეეხებაკოუტინიოს წასვლის მერე ვაგიჟდა ეგ ჩემალა

chipe888
მომხმარებელი

კარგია ასეთი განცხადებას რო აკეთებს მწვრთნელი. გამოვარჩევდი ორ მომენტს: "კარგია,რომ მეორე ადგილზე გადავედით,მაგრამ ეს ხვალ შეიძლება შეიცვალოს. ეს კარგია და მეტი არაფერი და სხვა გუნდები დაფრინავენ და ჩვენც ესე უნდა მოვიქცეთო" სწორია კლოპი ამ სიტუაციაში. კარგია და მოდუნების დრო არ არის. ყველა თამაშში მაქსიმუმი უნდა დადონ და ვნახავთ რა გამოვა. ყველა ამბობს,რო ჩემპიონობისთვის ბრძოლა დამთავრდაო მარა მე გონია სანამ თეორიული შანსი მაინც იქნება სიტის დაწევის იქამდე უნდა მივყვეთ. თუ არ გამოვა დაწევა(სავარაუდოდ ასე იქნება) რაც შეილება გვიან უნდა გავაოფიციალურებინოთ ჩემპიონობა. ეხლანდელი მდგომარეობით 5 ტურით ადრე შეუძლია და ეგ უკვე ის პერიოდია,როცა ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი თამაშები იქნება და იქით არ უნდა გადავატანინოთ ყურადღება მარტო სიტის კი არა არცერთ გუნდს,რომელიც იქ თამაშობს ინგლისიდან, პირიქით ჩვენ უნდა შევიქმნათ ჰანდიკაპი და წყნარად ვიყოთ. მე პირადად არ გამისწორდება სხვა ინგლისური გუნდი თუ მოიგებს ლიგას.
ჯანზეც თქვა,რომ პასი უნდა გაეკეთებინაო და შეიძლება ასეც იტქვას მარა ამ ეპიზოდში ანტონიოს დასვენებულობამ და ისედაც მისმა სისრაფემ გადაწყვიტა ეგ სიტუაცია თან ბრძოლაში და ჭიდაობაში დაკარგა. ისეთი თამაში მიდიოდა ჯანმა საჭირო გოლი შეაგდო და უფრო თავდაჯერებული გახდა გუნდი მაგის მერე ასე რო არაუშავს პონტია ამ თამაშში ჯანისგან

LUIS SUARES 001
VIP Member

არ უყვარს კლოპს როცა მოვლენებს წინ უსწრებენ ,იცის თავის საქმე..

gio_chyoi
რედაქტორი

ყოჩაღ კლოპს ყველაფერი იდეალურად იყო. იმედია ხვალ ვერ მოუგებს იუნაიტედი და სადაც ვართ იქ დავრჩებით. მერე კიდე დაკარგავენ ეგენი ქულებს და მე-2-ზე უნდა დავასრულოთ რა სეზონი

lashafss
VIP Member

ამ სეზონს კი დავაასრულებთ მეორეზე , ეს გარდაუვალი უნდა იყოს, მთავარია ნელ-ნელა ფორმა ავკრიფეთ და ყველა მატჩი თანმიმდევრობით ყურადღებით შეისწავლონ და მოიინდომონ

Capitan
მომხმარებელი

საუკეთესო სეზონს ატარებს შემადგენლობაც მაგარია კოუტინიოს წასვლისმერე ამ დონეზე თუ დავრჩებოდით არ მეგონა ბრავო სალაჰი მანე ფირმინო სასწაულებს ჩადიან

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

თანახმა ვიქნებოდი დღეს თუნდაც 1:0 მოგვეგო ბინძური თამაშით - ოთხჯერ მოხვედროდა ბურთი ჩვენი კარის ძელს და ლორის 20 სეივი გაეკეთებინა, ოღონდ კი 3 ქულა აგვეღო 13

გასაგებია რო 3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ეს სიტყვები სასაცილო უფროა ვიდრე სერიოზულად მისაღები 13 13 რადგან ლივერპული ის გუნდი არაა რომელიც მეკარეს ხარჯზე იგებდეს თამაშებს. მან იუნაიტედი არ ვართ რო დე ხეას მსგავსი მეკარე გვეყენოს კარში. სამწუხაროდ ლორის კარიუსი არ გვყავს სტაბილური მეკარე რომელიც მშრალად კარის შენახავს შეძლებს ხშირად... დე ხეა რომ მან იუდან წავიდეს მაგ საცოდავებს ოთხეული სანატრელი გაუხდებათ ამხელა ძალა აქვს კარგი მეკარის ყოლას გუნდში. ჩვენ კი გვინდა სწორედ ისეთი მეკარე რომელიც გუნდს ჩემპიონობაში დაეხმარება. კარიუსი კი ზაფხულამდე მხოლოდ თავის უკანასკნელ შანსს გამოცდის. ობლაკი დაგვხატავდა მერე უკვე თამამად შეიძლებოდა ჩემპიონობაზე ფიქრიც

chipe888
მომხმარებელი

სტივენ ჯერარდი,
100% მართალი ხარ. რამდენჯერაც ჩემპიონობისკენ გავიწიეთ არ გვყოლია კარგი მეკარე და არც ეხლა გვყავს. მეკარე,რომელიც 10 დარტყმულიდან 8 უშვებს და გამოსირებული სახით იყურებ. არცერთხელ არ აღიარებს თავის შეცდომას და ა.შ. მეკარე მოსაყვანია და ობლაკი ოცნება მგონია. არც ალისონზე მაქვს კარგი წარმოდგენა და დავიჯერო კარგი მეკარეები დაილია მსოფლიო ფეხბურთში რო 1 ვერ მოვიყვანოთ

PRINCE
ტოპ კომენტატორი

კარგი ხარ იურგენ, მინდა იდეალურად იყოს გუნდში ყველაფერი და იმიტომაც გთათხავ ხოლმე ზოგჯერ. პატარ-პატარა ახირებები და ხისთავიანობა რომ არა, ამ გუნდს უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანდი ამ დროში. ნამდვილად გაქვს მაგის პოტენციალი. უნიჭო წამბაძველობამ დაღუპა მსოფლიო, ასე რომ მიაწექი შენ გზას, შენ საფეხბურთო ფილოსოფიას ბოლომდე და არ გადაუხვიო. როგორც ვირი ვერ ისწავლის ვერასდროს ხეზე ასვლას, ისე ვერ ისწავლი შენ ავტობუსების ჩაყენებას საჯარიმოში და არც არის საჭირო. არ მომასწროს იმ დღეს, როცა ლივერპული ისეთ ფეხბურთს ითამაშებს, როგორიც მანჩესტერმა ითამაშა სევილიასთან.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

chipe888,
იმ წელს როცა ლივერპულმა პრემიერ ლიგაში 100 გოლზე მეტი გაიტანა და ბომბარდირის სათავეში სუარესი და სტარიჯი ედგნენ სულ ცოტა დაგვაკლდა ჩემპიონობისთვის და მინოლეს 50 გოლი ქონდა გაშვებული. გუნდი რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის ის 50 გოლს არ უნდა უშვებდეს. მაგ სეზონში მახსოვს სულ მცირე 8 გოლი ჯერ მარტო მინოლეს კისერზე იყო ისეთები გამოიგონა ტიპმა ან აქამდე რო გუნდში გააჩერეს და იმ სეზონის ბოლოსვე არ გაუყენეს სხვა წასულების გზას მიკვირს ეგეც. რა თქმა უნდა გაცილებით ძლიერი მეკარეა მოსაყვანი და ობლაკი მართლა ოცნებასავითაა. მარა როდემდე უნდა იყოს ატლეტიკოში ხან ერთ წელს ბარსა გაიბრწყინებს და ხან კი რეალი და ლა ლიგაში პირველი ადგილი საოცნებო ექნება. ლივერპული კი იხოდება და ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს ასპარეზობა უფრო ძლიერ ფეხბურთელებსაც მოიზიდავს კლუბში და საჩემპიონო გუნდიც გვეყოლება. მაგრამ ატლეტიკოს როგორი საჩემპიონო გუნდიც არ უნდა ყავდეს ისეთი მონსტრები ყავს ძაან დიდ ფულს რო ხარჯავენ ძნელია მათთან შერკინება. ჩემპიონთა ლიგაზეც ძაან ცუდად იასპარეზეს ალბათ გრიზმანსაც მალე დაკარგავენ ვფიქრობ ობლაკმაც მალე უნდა დატოვოს გუნდი. ალისონს რაც შეეხება მილანთან ორი გოლი როგორ გაუშვა დღეს თან ასეთ სუსტ ჩემპიონატში რომალ მეხუთეზეა. რაღაც მაინც და მაინც ისეთი მეკარე არ ჩანს რომელიც დე ხეასავით გუნდის ლიდერი იქნება და ბევრ ქულებს მოუტანს გუნდს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze