კარიუსი : ასეთი მატჩის ხილვას არ ველოდი

ავტორი: johnson, 24-02-2018, 23:11, კატეგორია - სიახლეები, 900, 12


დღეს "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 4:1 გაანადგურეს. მასპინძელთაგან გოლები რობერტო ფირმინომ, ემრე ჯანმა, სადიო მანემ და მოჰამედ სალაჰმა გაიტანეს.

"წითლების" გერმანელი კიპერი, ლორის კარიუსი კმაყოფილია მისი თანაგუნდელების მიერ ნაჩვენები თამაშით :

"როცა დილით გავიღვიძე, არ ველოდი, რომ ასეთ მატჩს ვიხილავდი. დღეს თითოეულმა მაყურებელმა სიამოვნება მიიღო.

ინტენსიური, აგრესიული თამაში გამოვიდა - მე ვნახე ყველაფერი, რისი ხილვაც საფეხბურთო მატჩში მსურს. ასეთი შეხვედრები ხშირი არ არის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ სტანდარტული მდგომარობის შემდეგ გავიტანეთ. როცა ამ მხრივ გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაშინვე იწყება გარკვეული საუბრები, ამიტომაც სასიამოვნო იყო ასეთი მომენტის გამოყენება.  შევძლებთ თუ არა მეორე ადგილი შევინარჩუნოთ ? ეს ახლა სხვა მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. ახლა ამაზე არ უნდა ვინერვიულოთ."
- ციტირებს კარიუსის სიტყვებს Daily Express. 

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

როგორი თამაშიც არ უნდა ჩაატაროს კარიუსმა მაინც კარიუსია..არამგონია გვეშვეკოს ამის ხელში

LFC_TSA
მომხმარებელი

ეხ შენ თუ სასიამოვნოდ გაგვაკვირვებ ჩემო ლორის... არ იქნება ცუდი ...

gio_chyoi
რედაქტორი

უნდა აეღო რა ის ბურთი. სხვა შეცდომა ასე თუ ისე არ ჰქონია მარა ეგ უნდა აეღო

lashafss
VIP Member

gio_chyoi,
ასი პროცენტით ასაღები არიყო ეგ ბურთი მარა ნუ შეილებოდა აღება... სხვა დანარჩენი რავიცი, სააშუალო მატჩი ჩაატარა , მაგრამ ფაქტია რომ ძალიან მოუმატა . უფრო და უფრო თავდაჯერებულია

Capitan
მომხმარებელი

დრო გაქ შანსი მეორე ყველაფერი შენზეა დამოკიდებული...

PRINCE
ტოპ კომენტატორი

იმ ფანებს შორის ვარ კარიუსის პროგრესის რომ სჯერათ და რომ ეიმედებათ ამ კაცის, მაგრამ ეგ ბურთი არ იყო გასაშვები. რამდენჯერმე გადავახვიე, სხვადასხვა რაკურსიდან ვნახე და მაღალი დონის მეკარე ეგეთ დარტყმულებს უნდა იღებდეს. იმედია ისეთ დონეზე ავა, რომ მსგავს ბურთებზე პრობლემები აღარ შეექმნება მომავალში.

chipe888
მომხმარებელი

PRINCE,
მე პირიქით ვფიქრობ და კარგი იქნება მეკარეს თუ დაიმატებენ ზაფხულში. ამის იმედზე ყოფნა არ შეილება და დიდი მიზნებისთვის ბრძოლა მითუმეტეს. რაღაც ცოტათი მოუმატა მარა ეგაა მაგის მაქსიმუმის მაქსიმუმი და არ მგონია ამისგან რამე დადგეს. ისევ მგონია,რომ უორდი იმსახურებს შანს და პორტუსთან უნდა დაყენოს სასტავში. დატოვო მეკარე და შანსი არ მისცე არ მგონია სწორი გადაწყვეტილება. მინოლე ალბათ წავა ზაფხულს და გრბარაც იზრდება. 10 მეკარე არაა საჭირო გუნდში

PRINCE
ტოპ კომენტატორი

chipe888,
მეიმედება თქო რომ ვამბობ, იმას კი არ ვგულისხმობ რომ მაინცდამაინც კარიუსი მინდა იდგეს მომავალი 10 წელი ლივერპულის ძირითადში. ნეტავ ამათ ობლაკი მოიყვანონ ამ ზაფხულს და როგორმე ავიტან კარიუსის სკამზე გადასმას :D. ყველა გუნდს რომელსაც გრანდობაზე აქვს პრეტენზია, ორი მეკარე უნდა ჰყავდეს. ერთი ტოპ კლასის და მეორე სასურველია საშუალოზე მაღალი დონის. თუ ისე მოხდა რომ მაგარ მეკარეს გააძრობენ, კარიუსი მეორეხარისხოვანი როლისთვისაც მშვენიერი იქნება. 24 წელი მეკარისთვის არაფერია, ამას საუკეთესო პერიოდი წინ აქვს კარიერაში. მინოლეზე მგონი ყველა ვთანხმდებით უკვე რომ გასაშვებია და გუშინდელი დღეა ლივერპულისთვის. უორდზე კიდევ რა ვთქვა, სულ 3 თუ 4 თამაში მაქვს მაგისი ნანახი და აქედან ორი ამხანაგური იყო. კარგი იქნებოდა ჰადერსფილდში დაეტოვებინათ ეს სეზონიც და პრემიერლიგის გამოცდილება მიეღო. მაგ გადაწყვეტილებას ვერ ჩავწვდი, ისევე როგორც კენტის გაშვებას ნახევარი სეზონით ფრაიბურგში.

reversi
VIP Member

მეკარე მოვა იმდენს წერენ ალისონზე მაგას არ გამაზავენ არადა დიდი ფულზეა ბაზარი და მაგ ფასად ობლაკიც შეიძლებოდა რა (((

არც ალისონია გამოსვლებზე დამაჯერებლი და უმეტესობას რასაც იგერიებს ვერ აფიქსირებს წინ აგდებს ეგ პრობლემა მუდამ ქონდათ ლივერის მეკარეებს

gio_chyoi
რედაქტორი

ალისონზე ბევრი იწერება უკვე, პოლ ჯოისიც წერს, რომელის საკმაოდ სანდო წყაროა და ალბათ მოიყვანენ მაგას რა

Ynwa Scousers
VIP Member

მაინც ვერ დავადანაშაულებ იმ გაშვებულ გოლში

sulkhan
VIP Member

ჩემი აზრით ასაღები ბურთი იყო არიყო ძლიერად დარტყმული მაგრამ არაუშავს მაგრად ვბალეიშიკობ და მინდა რომ მოიხოდოს იქნებ ამისგანაც გამოძერწოს კლოპმა კაი მეკარე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze