x

ემრე : ჩვენი საქმე გავაკეთეთ

ავტორი: johnson, 24-02-2018, 23:31, კატეგორია - სიახლეები, 905, 17


დღეს "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ვესტ ჰემი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 4:1 გაანადგურეს. შეხვედრაში ანგარიში "წითლების" ნახევარმცველმა, ემრე ჯანმა სალაჰის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ გახსნა.

კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, გერმანელმა სწორედ თავის გოლსა და განვლილ მატჩზე ისაუბრა :

"ჩემი გოლით ბედნიერი ვარ, რადგან გუშინ ვარჯიშზე სწორედ ასეთი გოლი გავიტანე. ყოველთვის კარგია, როცა ვარჯიშზე სწავლობ რაღაცას და შემდეგ მას თამაშის დროსაც აკეთებ.

დღეს ჩვენი საქმე შევასრულეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ - ვითამაშეთ ფეხბურთი, შევინარჩუნეთ ბურთი და შევქმენით ბევრი მომენტი. სამწუხაროდ, ჩემი შეცდომის გამო გოლი გავუშვით, ვწუხვარ, მაგრამ ასეთი რამ ხდება ხოლმე."


ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ემრეს გოლი იყო "ლივერპულის" მიერ გატანილი მე-100 გოლი მიმდინარე სეზონში. ამისთვის მერსისაიდულ გრანდს 40 მატჩი დასჭირდა. ცხადია, უმეტესად ეს გუნდის შემტევი ტრიოს დამსახურებაა.

"ეს საოცარია. მათ შეუძლიათ ნებისმიერ შეხვედრაში, ნებისმიერ დროს გაიტანონ გოლი. ყოველთვის ბედნიერები ვართ, როცა ისინი ამას აკეთებენ და მატჩებს იგებენ.

შემდეგ შეხვედრაში "ნიუკასლს" დავუპირისპირდებით. ჩვენი მიზანი თითოეული მატჩის მოგებაა."
- განაცხადა ჯანმა. 

კომენტარები


James Pearce
VIP Member

დღეს გოლი რო გაგვიტანეს ამ *ცენზურა*ს ბრალია. რა უხეშია ტიპი ბურთს ისე უღებს გეგონება პირველად შეეხო სულ უხტის პასებსაც ეგრე აკეთებს რაღაცნაირი ტიპია რა ჟილკა აქვს ჯანზეც არის ბურთის ართმევა იცის და 1-2 კაი პასს გააკეთებს დანარჩენი უბრალოდ ნაგავია.

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

რაღაც არმინდა ამის წასვლა,გაგეცინებათ და ყველა ლივერპულის ფეხბურთელები მიყვარს

LUIS SUARES 001
VIP Member

ჩანმა შეცდომა დაუშვა მაგრამ საერთო ჯამში მის თამაშს ცუდად არ შევაფასებდი.შემდეგი ნიუკასლია

Rodemde
მომხმარებელი

Chani, hendersoni, wainaldumi , chemberleni es fekhburtelebi arunda iyvnen liverpoolis nakhevarmcvelebi :( sayrdeni erti vinme ( odnav kreatiuli da chkviani) , shua nakhevarmcveli ( burtis dachera rosheedzlos da gamwvaveba ) da lalana unda tamashobdnen :(

gio_chyoi
რედაქტორი

ბევრს შეცდომებს უშვებს ბოლო პერიოდია ეს. ამის მებრძოლია და ბევრი კარგი თვისება აქვს მარა რაღაც უაზრო შეცდომებს უშვებს ამ სეზონში

lashafss
VIP Member

არვიცი მე ვიტყოდი რომ ლივერპული უკეთესს იმსახურებს ამ პოზიციაზე. დღეს ის შეცდომა რომ არაა კარგი მატჩი ჩაატარა ასე თუ ისე , კარგი პასები დაარიგა მაგრამ ძაან არასტაბილურია და ამის ნდობა რთულია

Capitan
ტოპ კომენტატორი

არასტაბილურიაა !!! არ მწყდება გული ამის წასვლაზე მგონია რო უკეთეს მოიყვანს კლოპი...

აი დაცვით გუნდში მგონია კარგად ითამაშებს და ეს შეცდომები იქ გოლებად არ იქცევა აქ ერთი შეცდომა და სივრცე ძალიან დიდი რჩება...

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

გოლი გაიტანა და საგოლე პასი გაუკეთა ფირმინოს და მაინც მის შეცდომაზეა საუბარი არა და ტიპს საჯარიმოსთან ხო არ დაუკარავს ბურთი. ორი გოლი ფაქტობრივად მისი დამსახურებაა და ის ერთი გოლი თუ მის გამო გუნდმა გაუშვა ეგ არაუშავს. სხვა მატჩებში არ მიქაროს მთავარია ქულები არ დაგვაკვარგვინოს თორე ვესთ ჰემთან ძალიან კარგი იყო.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

სტივენ ჯერარდი,

100%_იანი ხარ და მიხარია ადეკვატური კომენტარებიც რომ იწერება ხოლმე საიტზე. ადრეც მითქვამს, ადამიანი თუ იმ განწყობით ხარ, რომ ფეხბურთელში მარტო უარყოფითი დაინახო და ყველაფერ დადებითზე თვალი დახუჭო, ეგრე ჯერარდისგანაც ცენზურა იგროკს გამოიყვან. მანჩესტერის ფანების არ იყოს, სტივის სახელის გაგონებაზე ეგრევე ჩელსისთან ფეხის დაცდენას რომ წამოსწევენ ხოლმე წინა პლანზე, არადა კაცმა ეპოქა რომ შექმნა ინგლისურ და მსოფლიო ფეხბურთში ეგ არაფერი. კონკრეტულად ამ თამაშს და ემრეს რაც შეეხება, ჩამშლელის პოზიციაზე დაყენებულმა კაცმა გოლი შეაგდო და საგოლე გადაცემა ჩაიწერა, თამაშის შემდეგ კიდევ მაინცდამაინც ის დაკარგული ბურთი ჩარჩათ მეხსიერებაში და იმას უხსენებენ. ანუ ხომ ხვდები რა პრობლემასთანაც გვაქვს საქმე. თან დაკარგვაც არის და დაკარგვაც, ფეხბურთელი კარიდან 50 მეტრის მოშორებით რომ ბურთს დაკარგავს, უკნიდან მცველები რომ აზღვევენ და მოწინააღმდეგე გუნდს ნახევარ მოედანზე მეტი რომ აქვს დასაფარი კარამდე, კაკ მინიმუმ მარტო ამ კაცს არ უნდა დაბრალდეს გაშვებული გოლი. იმას თავი გავანებოთ რომ მეკარემაც თავისი წილი ჭამა მაგ გოლის დროს. არ ვიცი ემრეს და ლივერპულის მომავალი რამდენად უკავშირდება ერთმანეთს(ალბათ უფრო არა), მაგრამ ამ ზაფხულსაც რომ წავიდეს, მე ლიჩნად ამ ფეხბურთელის მოღვაწეობას საბოლოო ჯამში წარმატებულად ჩავთვლი ლივერპულში. იმიტომ რომ კარგი ბევრად მეტი აქვს გაკეთებული გუნდისთვის მოსვლის დღიდან, ვიდრე ცუდი. ყველაზე მეტად რაც მევასება ამ ფეხბურთელში ისაა, რომ როცა უყურებ ხედავ რომ ვაჟკაცი, ყველა ბურთისთვის მებრძოლი მოთამაშეა მინდორზე გამოსული. ზოგ-ზოგიერთ ცუანა ქათამს კი არ ჰგავს, ნუ ჩამომათვლევინებთ ახლა იმათი პირადი ფანები გამინაწყენდებიან :D. ნაღდად არ ვარ იმისკენ მოწოდებული რომ ვინმეს ვეკამათო, ან რომელიმე ლივერპულის ფეხბურთელი ცუდად მოვიხსენიო, როცა გუნდს ასეთი კარგი პერიოდი უდგას.

Duck.
მომხმარებელი

ემრე მაგრად მიყვარს, ერთადერთიწ ვისაც შორიდანავ გააქვს, თავითაც თამაშობს, ჟილკაც აქვს პასის კულტუტაც და ფიზიკურად ძლიერია და ართმევაზეც კაია, ოდნავ მოუქნელი ტექნიკა აქვს მარა ვერც იმას დააბრალებ რომ ჰენდერსონივით ტექნიკის ნასახი არ აქვს, (ჰენდოს სხვა პლიუსები აქვს), არ წახვიდე რა ემრე ❤️❤️❤️

chipe888
მომხმარებელი

აღიარა თვითონაც რო შეცდომა დაუშვა გოლის ეპიზოდში და რამდენი ფეხბურთელი იცით ეხლა გუნდში ვინც იგივეს აკეთებს. რით ვერ გაუფორმეს კონტრაქტი ამ შეობელძაღლებმა და რატო უშვებენ გუნდიდან ვერ ვხდები. საკვანძო ფეხბურთელია დღევანდელ გუნდში და რაც მთავარია(რასაც მე დიდად ვაფასებ) მებრძოლია და სახიფათო ვარდნებს არ ერიდება ხოლმე. შეცდომაზე ლაპაროკბსთ და გავიწყდებათ,რომ ამის გოლმა მთლიანად შეცვალა თამაშის მიმიდინარეობა და რომ არა ჯანის გოლი არავინ იცის რა მოხდებოდა. გოლი რომ გავიტანეთ ეგრევე დავმშვიდდი და ვიცოდი 3 ქულას ავიღებდით. ამის ბალეშიკი ვარ მოსვლის დღიდან და არ მინდა რომ წავიდეს. თუ ვინმეს ჰგონია იუვე ნაგავს დაითრევს ამის სახით ძალიან ცდება და დარწმუნებული ვარ გაიბრწყინებს იუვეში მარა ჩვენ რა მაგით

Capitan,
დამიჯერე სანატრელი გაგიხდებათ ჯანი თუ მართლა გაუშვეს. ნდიდები და კოოიოტები თუ უშველიან საქმეს ამას ვნახავთ. საჭირო კაცია გუნდში და გული ეხლანდელი გადასახედიდან არ გწყდება რო მიდის მარა შემდეგი სეზონიც მოვა. ადრე როცა ფეხბურთს ვთამაშობდი ზუსტად ანალოგიურ პოზიციაზე ვთამაშობდი და კარგად ვიცი როგორი რთულია ეს პოზიცია და თან კლოპისგან პასების განაწილებაც ევალება. დაავალე მარტო მეტოქის შეტევების ჩაშლა ამ კაცს და აკეთებინე პასები სწორხაზოვან მილნერს და ფაფხურა ჯინის. გამოჩნდება მერე ვინ უფრო კარგი გამოჩნდება თამაშში. ყველაზე მეტ შავ სამუშაოს აკეთებს ყოველ თამაშში და მაინც უკმაყოფილოა ფანობა. სუპერ სთარი არ არის მარა ძალიან კარგი მოთამაშეა. გერმანიის ნაკრებში წლებია იძახებენ და ასაკს შეხედე.ლიოვი დებილი არ არის ამას რომ იძახებს ხოლმე

G.p
VIP Member

როცა თამაშობს თოხივით მაშინ გასაგებია რო ვაგინებთ მარა გუშინ შეცდომა 3-0 დაუშვა მასეთ დროს ფეხბურთელებმა თავს უფლება უნდა მისცენ და გაილაღონ დრიბლინგები ცადონ და მსგავსი რაღაცეები .ესეც ეგრე იქცეოდა და დაკარგა ბურთი ეგ არაფერი.იმას რატო არ ამბობთ რომ მეკარემ გაგორებული ბურთი ჭამა .ბოლო დროს მაგანაც გამოასწორა თამაში მაგრამ დე ხეას რო ვუყურებ და მერე კარიუსს რა ნამუსით ვთქვა რო კაი მეკარე გვყავსთქო .ხო კიდე ჩემბერლენზეც რო წწერთ *ცენზურა*აო ტიპმა მესივით გაპიზდა გუშინ 4 კაცი და სალაჰს ისე გაუკეთა ასისტი და სხვა ბევრ მომენტშიც ჩაერთო შეტევაში ძალიან მაგრად.ხო კიდე დაცვა ძალიან გამოვასწორეთ აი ძალიან მაგრამ ვფიქრობ რომ ვან დეიკთან წყვილში ლოვრენი უკეთესია ...

ხო კიდე მანემ რო ძელს გაარტყა მანდაც დაუხატა ჩემბერლენმა პასი.

sulkhan
VIP Member

ყველამ კარგად ითამაშა გილოცავთ

gio_chyoi
რედაქტორი

ამ თამაშზე არაა მაინცდამაინც საუბარი. სხვა თამაშებშიც დაუშვა შეცდომები. ევერტონთან თასზე 2-1-ზე ტოტენჰემთან ეხლა ბოლოს. არსენალთან 3-3-ზე ოზილი მაგან შეასეირნა საჯარიმოში

James Pearce
VIP Member

კარგით რა გოლი და ასისტი გააკეთა და მორჩა კაი თამაში ჩაარარა?! ანუ მარტო გოლი და ასისტია ფეხბურთი ტიპმა რამდენჯერ დაკარგა ბურთი თან მის პოზიციაზე ასე ხშირად არ უნდა კარგავდეს და სწრაფად უნდა აკეთებდებს პასებს სულ ანელებს თამაშს დააკვირდით:/ არაა ცუდი ფეხბურთელი მაგრამ თუ წავა უეჭველი უკეთეს მოიყვანს კლოპი თან ძალიან ადვილად ისეთს მოიყვანს რომელიც არ ჭიდაობს და ბურთს ნორმალურად ეხება:))ემრე ვისაც გევასებათ ლოვრენიც მოგწონთ ხო? :დ

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

PRINCE,
ადეკვატურობაზე თუ გაქვს პრეტენზია, ეგ გავარდნა გოლი და საგოლე გადაცემა მოდი ერთი წუთით დავივიწყოთ და ვნახოთ ჩამშლელმა, ჩამშლელმა ეს დედანატირები და არა ვინმე გარემარბმა, რამდენჯერ დაკარგა ბურთი თანაც საკუთარ ნახევარზე. მიმოხილვით ან დასამახსოვრებელი მომენტებით რატო აფასებთ ხოლმე თამაშებს, პატარა ბავშვები ხო არ ხართ. გუშინ რასაც ქვია მაგის ჩაჯმულს წმენდავდა დაცვა. ახლა გინდა პირადი ფანი მეძახე და გინდა არაადეკვატური, ფაქტია მაგარი გონებაჩლუნგია მეშაურმე და სადაც უნდა იქ ათამაშეთ, ოღონდ ლივერპულში არა. ჩვეულებრივი ტორმუზივით მოჭიდავეა, რომლის პასების განაწილების და მსავსი რაღაცეების შექება სასაცილოა უბრალოდ.

Ynwa Scousers
VIP Member

ამ კაცმა გააკეტა თავისი საქმე და ნუ გადაეკიდეთ ეხლა იმ ერთ შეცდომას შეუცდომელი ვინაა? ცოტა ნელი და მოუქნელია მაგრამ ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს გუნდში

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze