x

ბრიტანული მედია მატჩზე

ავტორი: NikaSvanidze, 25-02-2018, 17:04, კატეგორია - სიახლეები, 1 356, 18


 გუშინ "ლივერპულმა" კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო. მერსისაიდელებმა საკუთარ კედლებში "უესტ ჰემ იუნაიტედი", ანგარიშით 4:1, გაანადგურეს. პირველი გოლი თურქო-გერმანელის ანგარიშზეა, დაწინაურების შემდეგ საქმეში მრავალგზის ნაქები ტრიო ჩაერთო და საბოლოოდ "წითლებს" დამაჯერებელი 3 ქულა მოუტანა.

 ზემოხსენებული მატჩი, რა თქმა უნდა, გავლენიან მედიას სათვალავიდან არ გამოპარვია. გთავაზობთ მნიშნველოვან ამონარიდებს მათი შეფასებებიდან :

   ჯეიმს პირსი, Liverpool Echo

 "სიურპრიზების გარეშე, უკვე მივეჩვიეთ, "ლივერპულის" შემტევი ტრიო დაფრინავს, მოიესი კი "ენფილდს" გაწბილებული ემშვიდობება. პრობლემები, რომლებზეც კლოპმა მედიასთან დასვა აქცენტები, მატჩის დროს მარტივად აღმოიფხვრა, ზუსტად ისე ძალდაუტანებლად, როგორც ეს პორტოში მოხდა.ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში, არა კონკრეტული შედეგი, არამედ სტაბილურობის განცდაა, რომელიც გუნდს წლების განმავლობაში აკლდა. სწორედ სტაბილურად ძალიან კარგმა ასპარეზობამ განაპირობა "ლივერპულის" ნახტომი სატურნირო ცხრილში, მერსისაიდელები მე-2 ადგილზე არიან და მიზეზს ვერ ვხედავ რატომ არ უნდა დაასრულონ სეზონი მხოლოდ "მან.სიტის" უკან. ალექსანდერ-არნოლდი და ენდი რობერტსონი ფლანგებზე დომინირებდნენ. ეს დამსახურებული გამარჯვება იყო, ორი აზრი არ არის."

   საიმონ ჰიუზი, Independent

 "კლოპის ბიჭები ერთად არიან, შედეგსაც ერთმანეთის დახმარებით აღწევენ. ეს მოვლენა მოწინააღმდეგეებისთვის საგანგაშოა. გუშინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიმდინარე ტურში უშუალო მეტოქეებს ქულების დაკარგვის საშიშორება უდგათ, ასეთ დროს "ლივერპულს" წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ, რადგან გადამწყვეტ მომენტებში გუნდს საკუთარი სიტყვის თქმა უჭირდა, მაგრამ, როგორც ჩანს ამ ყველაფერს გიჟმაჟმა გერმანელმა გასაღები მოარგო. წელს "სიტი" უკონკურენტოა, მაგრამ თუ მერსისპირელები საკვანძო მოთამაშეებს შეინარჩუნებენ, მომდევნო წლებში პრემიერ ლიგის ტიტული აუცილებლად ლივერპულში აღმოჩნდება."

   ენდი ჰანტერი, The Guardian

 "მეორე ადგილის "მანჩესტერისგან" დასაკუთრება ძალიან მაგარი იყო. "უნდა ვიფრინოთ"- ამბობდა კლოპი, გუნდმა, მართლაც, გაშალა ფრთები. ბობი, მომო და სადიო ტაბლოზე დაფიქსირდნენ და მოიესი ისევ დამარცხებული გაუშვეს. "წითლები" საკუთარ, სახასიათო თამაშს თამაშობენ. მართალია, არნაუტოვიჩმა რამდენიმე პრობლემა შექმნა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, "ლივერპულმა" უბრალოდ წალეკა მეტოქე. გუნდს უკვე 103 გოლი აქვს გატანილი, აქდან სალაჰის ანგარიშზე 31 ბურთია, იმდენივე რამდენიც ლუის სუარესს თავის საუკეთესო სეზონში ჰქონდა."

   საიმონ მალოქი, Daily Mirror

 "როდესაც სალაჰი, მანე და ფირმინო კარგად თამაშობენ "ლივერპული" უბრალოდ საუკეთესო ხდება. მატჩში სამივენ შეძლო გოლის გატანა, ლონდონელებს უბრალოდ შანსი არ ჰქონიათ. მომო ისევ გვაოცებს, ეგვიპტელმა ბოლო 6 შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, მის ანგარიშზე უკვე 31 გოლია. ფირმინომ უკვე 22-ჯერ გამოიგონა ახალი აღნიშვნა, რაც საერთოდ არ არის ცუდი თავდამსხმელისთვის, რომელიც აქამდე ფორვარდი არ ყოფილა. მანე ცოტათი იჩრდილება, მაგრამ სენეგალელი ისევ ისეთივე სასარგებლოა, როგორიც აქამდე იყო. ჟოზე მოურინიოს დიდი საფიქრალი აქვს 10 მარტისთვის, "ოლდ ტრაფორდს" მოგებაზე დაგეშილი კოლექტივი უნდა ესტუმროს. რაც შეეხება "ჩაქუჩებს", ისინი მადლიერები უნდა იყვნენ, რომ მასპინძელი გუნდი მხოლოდ 4 გოლს დასჯერდა."

კომენტარები


liverpool777
მომხმარებელი

"ჩაქუჩებს", ისინი მადლიერები უნდა იყვნენ, რომ მასპინძელი გუნდი მხოლოდ 4 გოლს დასჯერდა." ეს ფრაზა მომეწონა მაგრათ. წიიიინ ბიჭებოო!!!!! 8 5 11

Ynwa Scousers
VIP Member

ეს ბირთვი უნდა შევინარჩინოთ მომავლისათვის და დიდი ფეხბურთელები თვითონ დაიწყებენ ხვეწნას აქ მოსვლისთვის და არა იმ დედამო*ცენზურა*ული კოუტინიო სუარესივით გაიქცევიან

LUIS SUARES 001
VIP Member

სირჩესტერი ოლდზე უნდა ვათრიოთ

gio_chyoi
რედაქტორი

უი ეხლა გამახსენდა რო მოიესი ევერტონის მწვრთნელი იყო :D ორმაგად კარგია რო დამწუხრებული წავიდა

_z_l
მომხმარებელი

da Unitedis:)
ციტატა: gio_chyoi
უი ეხლა გამახსენდა რო მოიესი ევერტონის მწვრთნელი იყო :D ორმაგად კარგია რო დამწუხრებული წავიდა

gio_chyoi
რედაქტორი

_z_l,
აუუ ეგ ხო საერთოდ არ მახსოვდა :DD

_z_l
მომხმარებელი

არც იყო დასამახსოვრებელი იუნაიტედში მოიესის მუშაობა. ვერაფერი გააკეთა. არადა, ფერგიუსონი ჯერ კიდევ მწვრთნელი იყო და ინტერვიუებში იძახდა ჩემს შემცვლელად მოიესს მოვიაზრებო. მოიესი ფერგიუსონს კარგად ეთამაშებოდა. 2012 წელს, როცა სიტი ჩემპიონი გახდა, მოიესის ევერტონს იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ვერ მოუგო და მაგის შემდეგ გადაასწრო სიტიმ. მთლიანობაში მოიესის ევერტონი ცუდი არ ყოფილა, მაგრამ ენფილდზე ყოველთვის უშანსოდ იყო :)

gio_chyoi
რედაქტორი

_z_l,
უბრალოდ სტაბილური გუნდი ყავდა რა ევერტონში. მეტი არაფერი. მარტინესი რო მოვიდა პირველივე წელს უკეთესი შედეგი დადო, მერე ძაან ცუდი შედეგი ქონდა და გაუშვეს თორე პირველ წელს ჩვენზე ზემოთ დაასრულა მგონი

GoGson
VIP Member

აუუუ 10. მარტი მალე მოვიდესს რააა, ცუნამივით უნდა დავატყდეთ ოლდ ტრაფორდსს)))

_z_l
მომხმარებელი

gio_chyoi,
მახსოვდა რომ ჩვენზე წინ დაასრულეს რამდენიმე წლის წინ. 2012-ში და 2013 ყოფილა. 2013 უკვე მარტინესი იყო

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

მინდა მანემ შეუდოს შავი ბანჯგვლიანი ლუკაკუს ბანჯგვლიან ნესტოებშიიიიი

Capitan
ტოპ კომენტატორი

ყველა აღფროტვანებულია ტრიოთი :))))))

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

gio_chyoi,
მარტო ევერტონის? 13 13 მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთვნელიც ხო იყო ანუ ორმაგად საძულველია ტიპი 1

chauncey
მომხმარებელი

დღემდე მიყვარს ტორესი, მეწყინა მაშინ მისი წასვლა, მაგრამ ეხლა უფრო ვაფასებ, რადგან კაცია და ვიცი რომ ლივერპული უყვარს, დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ არასოდეს დაიწყებდა კოიტინიოს და სუარესის მსგავს მოქცევას.

cotne_suarez
მომხმარებელი

chauncey,
როგორ მოიქცა სუარესი გამახსენე?? ტორესიც ჰო გადავიდა თან ლონდონში

GoGson
VIP Member

ციტატა: reversi
ტორესისაც დედას შევე ცი და სუარესისაც იქვე კოუტინიოსაც ოუენისაც და სტერლინგისაც

ბენაიუნიც ბარემ:დდდ

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

GoGson,
ტიპმა ჩელსიშიც ითამაშა და არსენალშიც :დდდ

lasha77
VIP Member

სალაჰი რა გიჟი გვყავს . სულ ცოტა და რონალდოს რეკორდსაც დაამხობს ყველაზე მეტი გატანილი გოლი ერთ სეზონში პრემიერ ლიგაზე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze