რობო: "კლოპს რჩევისთვის მივმართე"

ავტორი: NikaSvanidze, 26-02-2018, 00:25, კატეგორია - სიახლეები, 1 514, 29


 მიმდინარე სეზონის დასაწყისში "ჰალ სიტიდან" გადმობარგებულმა შოტლანდიელმა მარცხენა მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, უკანასკნელი 16 მატჩიდან 15-ში ძირითად შემადგენლობაში იყო. რობო, მართლაც, ძალიან კარგად ჩაეწერა მერსისპირელთა რიგებში, ის გასულ შეხვედრაში "უესტ ჰემ იუნაიტედთან" საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

 რობერტსონმა შანსი დეკემბერში ალბერტო მორენოს დაზიანების შემდეგ მიიღო. მისმა დაუღალავმა მოძრაობამ, სათამაშო ინტელექტმა და სტაბილურობამ "ლივერპულს", შეიძლება თამამად ითქვას, მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემები მოუხსნა.

 გუშინდელი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კლუბის ოფიციალურმა საიტმა ენდის ინტერვიუ სთხოვა. შოტლანდიელმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა:

 "სეზონის დასაწყისში ვიცოდი, რომ მოთმინება მმართებდა. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც მწვრთნელს თავხედურად სთხოვდა სათამაშო დროს. პირველ ეტაპზე მას რჩევებს ვთხოვდი, კერძოდ, რომელი სათამაშო კომპონენტი უნდა გამეუმჯობესებინა და ა.შ.

 მან რამდენიმე დირექტივა მომცა. ცხადია, მათზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მე მათზე ვიმუშავე. ამ პერიოდის განმავლობაში ალბერტო შესანიშნავად გამოიყურებოდა, ამას ვერ უარვყოფთ, მისი დამტვრევა სამწუხარო იყო.

 გამიხარდა, რომ კლოპმა მას ბოლო 10 წუთი დაუთმო. მისი მესმის, ტრავმა ფეხბურთელისთვის ტრაგედიაა. ჩვენ ამ ეტაპზე ყველა ფეხბურთელი გვჭირდება, ეს თავდაჯერებას გვმატებს.

 "ლივერპული" ჩემი მეორე ოჯახი გახდა. თავს სახლში ვგრძნობ. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებ."

 იურგენ კლოპმა მატჩის შემდგომი პრეს-კონფერენციის დროს საკუთარი მოთამაშეები შეაქო, გერმანელმა სასიამოვნო სიტყვები არც რობოს მისამართით დაიშურა.

 "ჩვენ ვიცოდით, რომ "ჩაქუჩების" წინააღმდეგ რთული მატჩი გველოდა. დევიდ მოიესის ხელი გუნდს, აშკარად, დაეტყო. ჩვენ ვიცოდით, რომ 5-მცველიან ტაქტიკას აირჩევდა მეტოქე. საბედნიეროდ, მალევე შევძელით დაწინაურება, რამაც საქმე გაგვიადვილა.

 ემრე ჯანის გოლი 100-ე იყო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე. თამაშის დასრულების შემდეგ, ფირმინოს, სალაჰისა და მანეს წყალობით, ეს რიცხვი 103-მდე გაიზარდა.

 "ეს საოცარია. სეზონის მიმდინარეობის დროს ჩვენ ეტაპობრივად ვუმატებდით. მთავარია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ."

 პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში "ლივერპული" რაფა ბენიტესის "ნიუკასლ იუნაიტედს" უმასპინძლებს. რობო იმედოვნებს, რომ კლუბი ისევ თვალსასეირო შეხვედრას ჩაატარებს და ოთხეულში ადგილს გაიმყარებს.

 "ჩვენ მიღწევით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, თამასა უკვე საკმაოდ მაღლა ავწიეთ და მის შენარჩუნებაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ეს მაინც არ არის გადამწყვეტი უპირატესობა. მთავრია მიზნებზე კონცენტრაცია, სეზონი დასკვნით ფაზაშია. გუნდი მხოლოდ გამარჯვებებზეა კონცენტრირებული, ამასთანავე თითოეული ჩვენგანი ძალიან პრაგმატულად ფიქრობს შედეგზე, ამიტომ, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი ახლა მხოლოდ და მხოლოდ "ნიუკასლია". იმედი მაქვს კარგად ვითამაშებთ და სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ."
 

კომენტარები


Capitan
მომხმარებელი

რატომღაც დარწმუნებული ვარ რო ახალციხეს ადვილად გავივლით პორტოსთან შეიძლება წავაგოთ მაგრამ იუნაიტედს ერთხელ და სამუდამოდ გადაურბენს კლოპი... კარგი კალენდარი გვაქ და 2 ზე უნდა დავასრულოთ სეზონი რა

gio_chyoi
რედაქტორი

ნიუკასლსაც მოვუგებთ და პორტოსაც. აი იუნაიტედთან ვერ შეგვპირდებით მარა იმ ორს ნამდვილად მოვიგებთ

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

პორტოსთან ხალხი უნდა დაასვენოს. სოლანკე, ლალანა და ინგსი უნდა ათამაშოს. კლავანიც შემოაგდოს სასტავში და ლოვრენიც. კარში მინოლეც ჩააყენოს. მილნერი უნდა იყოს კაპიტანი მაგ მატჩშიც. მანე უნდა ათამაშოს მარა სალაჰი და ფირმინო უნდა დაასვენოს ჩემი აზრი ასეთია. ვეინალდუმიც სახლის კაცია ენფილდზე კარგად თამაშობს ხოლმე ეგეც დააყენოს ძირითადში. გომესი ათამაშოს და მორენოც მოკლედ კარგად დაასვენოს ფეხბურთელები 5 ბურთი გასვლაზე მშვენიერი ფორაა რადგან 0-5 მომგებებიც კი არ არიან რო დამატებით დროში გადაიყვანონ თამაში ენფილდზე. პორტომ რო მოიგოს თამაში მშრალად მაქსიმუმ 0-2 იყოს. ასე რო მანჩესტერთან კარგად დასვენებულმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. სახლში კიდე ნიუკასლთან მოგება არ უნდა გაუჭირდეთ რადგან გასვლაზე ისედაც გატეხეს 2-2 რო ითამაშეს. სახლში უნდა გადაუარონ. ნიუკასლთან ძირითადში უნდა იყოს ჰენდერსონი მაგაზე მეტად მონდომებული არავინ იქნება რადგან ნიუკასლს მაგრად ვერ იტანს ჩვენი კაპიტანი

Capitan
მომხმარებელი

სტივენ ჯერარდი,
გეთანხმები კარიუსი არნოლდი ლოვრენი კლავანი მორენო ჰენდერსონი მილნერი ვეინალდუმი სოლანკე მანე ჩემბერლენი ამ სასტავს ვისურვებდი პორტოსთან რო გავხიოთ მერე უნიტედი

chipe888
მომხმარებელი

Capitan,
ყველაფერში გეთანხმები მარა უორდი არ გაინტერესებთ რა დონეზეა ან რას წარმოადგენს რეალურად? მე პირადად მინდა პორტუსთან სასტავში ვნახო. იქნებ ოლივერ კანი გვყავს გუნდში და ალისონში 70 მილიონს ვიხდით. ძალიან ბევრი ფეხბურთელი ვიცი,რომელიც ვარჯიშებზე სიზარმაცის გამო არ იხარჯება,სიგარეტსაც აბოლებს მარა სტადიონზე მაქსიმუმს დებს ხოლმე. როგორ მინდა ამ ბიჭის ნახვა საქმეში ვერ წარმოიგდენ.

რაც შეხება რობერტას და მის თამაშს ძალიან გახარებული ვარ,რომ ასე კარგად შეეწყო გუნდს და დღევანდელ გუნდში მაგას და ტრენტს ვგულშემატკივრობ ყველაზე მეტად. ყოველთვის მიხარია,როდესაც უსახელოდ მოდიან და თავის სიტყვას ამბობენ გუნდში. რომ გითხრა წარმოვიდგენდი ასეთ თამაშსთქო მოგატყუებ. რომ მოიყვანეს ვამბობდი,რომ მორენოზე მეტი რა უნდა გაფუჭოსთქო და გაფუჭოს კი არა დაფრინავს ტიპი. ყველა თამაში 100% იხარჯება და შედეგიც სახეზეა. ის რათ ღირს მარტო უუიმედოდ რომ ირბინა მთელი სტადიონი და პრესინგი ეთამაშა 5-6 იგროკს. ამიტომ ვამბობ ხოლმე რომ აუცილებელი არაა ვარსკვლავი მოიყვანო და საჭირო ფეხბურთელლის მოყვანა ყოველთვის ჯობია. დევრეი მართლა დაგვხატავდა მარა არ მინდა არა სწორი კონკურენცია იყოს გუნდში. უნდა გაუშვან მაშინ მატიპი და კლავანი და არა ლოვრენი როგორც ბევრს ჰგონია. დევრეი,დეიკი,ლოვრენი და გომესი საკმარისია. ფლანგებზე რობერტა და ის პატარა რომ იყიდეს აქეთ ტრენტი კლაინი. სწორი კონკურენცია უფრო კარგია და პსჟ მაგალითს შეხედეთ:იმდენი ყავთ ერთ პოზიციაზე მოთამაშე,რომ ყველა ფორმაში წარმოიდგინე და თან ყველას ვერ ათამაშებ,ვიღაც განაწყენდება და არეულობა იქნება გუნდში და რობერტას ნათქვამი მეორე ოჯახი კი არ იქნება,ეს იქნება სუფთა ბარდაგი. რობერტამ ასე გაგრძელოს

tabo94
მომხმარებელი

რობერტსონი საკმაოდ კარგი შენაძენია შეიძლება ითქვას ვან დეიკზე არანაკლები მეტი თუ არა. ძალიან მოუხდა სათამაშო სტილს, სწრაფი და შეტევაზე ორიენტირებული მცველი. მიუხედავად იმისა რომ ვესტ ჰემის გოლი გარკვეულწილად მისი ბრალიც იყო მაინც საუკეთესო თამაში ჩაატარა. მანეზე და სალაჰზე არანაკლებად ამწვავებს ფლანგს.

რაც შეეხება კალენდარს 10 ტური დარჩა პრემიერლიგაში და რეალურად 4 რთული თამაში გველოდება წინ, 4 ივე გასვლა. მანჩესტერი, ჩელსი, ევერტონი და ჩვენი ნერვების მომშლელი ვესტ ბრომვიჩი, რომელსაც მარტო ჩვენთან გამოსდის თამაში სხვა გუნდებთან ფეხბურთთან მიახლოებულ რამესაც ვერ თამაშობს. აქედან გამომდინარე ოთხეული გარანტირებულია და მეორე ადგილისთვისაც შეიძლება ბრძოლა. მთავარია სტაბილურობა შეინარჩუნონ და რაც სუონსისთან ქნეს იგივე არ გაიმეორონ არც ერთ თამაშში. ზაფხულში სწორი სატრანსფერო პოლიტიკა და მომავალ წელს ჩემპიონობისთვის ბრძლაც შეიძლება. ჩემი აზრით გუნდი ასე თუ ისე დაკომპლექტებულია და მხოლოდ მცირედი ცვლილებებია საჭირო.

_z_l
მომხმარებელი

კლოპს მაურინიოსთან დადებითი სტატისტიკა აქვს, 3 მოგება, 4 ფრე და ერთი წაგება. დორტმუნდით რეალს უგებდა, ლივერპულით ჩელსის მოუგო და იუნაიტედთან ჯერ მხოლოდ ფრეები გვაქვს. გვიყენებს 9 სართულიან ავტობუსს. იმედია მეოთხე ცდაზე გადავაბრუნებთ

gio-torres
მომხმარებელი

აი პროსტა იმენა ლივერპულელი გამოდგა ეს ტიპი. ჟილკიანი და დაუღალავი. ძალიან მევასება რააა

tabo94
მომხმარებელი

_z_l,
მთავარი ძალა მაგ გუნდში დე ხეაა. ეგ რომ არა ეხლა ცხრილის შუაში იქნებოდნენ. მაქსიმუმ არსენალთან ახლოს. დაცვას მოუყომარებენ ჩვენი შემტევები, მაგრამ მერეა მთავარი პრობლემა. იმედია კარგად ითამაშებს და არა უმაღლეს დონეზე, ისე როგორც სევილიასთან ან არსენალთან ითამაშა. გოლები ძირითადად მეკარის შეცდომებით გადის და აუღებელი დარტყმულებით და ეგ კიდე შეცდომებს ხო არ უშვებს და აუღებელსაც იღებს.

_z_l
მომხმარებელი

tabo94,
20 გოლი აქვთ გაშვებული, ისევე როგორც სიტის. მაგრამ ამათ მართლა მეკარის ხარჯზე, მაშინ როდესაც სიტის დაცვა უკეთესი ყავს. სევილიასთან 2 ისეთი ბურთი აიღო, ბუფონს რომ შეშურდებოდა

ნიუსი ვნახე, დანე სებალოსი თხოვს რეალს ლივერპულში გამიშვითო. კარგი ნახევარმცველია?

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

კონკურენცია კარგია მაგრამ სწორი კონკურენციაა კარგი და არა არამიზნობრივი,გუნდში ერთი ადგილისთვის კონკურენტი 2 ფეხბურტელის მეტი არუნდა იყოს,ისინი ყოველთვის გაუგებენ ერთმანეთს და ერთად დახვეწენ სათამაშო კომპონენტებს და ეგ მწვრთნელზეც არის დამოკიდებული,თუ ერთ ადგილის 3-4 მოთააშე გყავს მანდა იკარგება თავდაჯერებულობა,მანდ შრომითი კონკურენცია უკანა პლანზე იწევს და მიდის *ცენზურა*ური დვიჟენიები გუნდი შუაზე იხლიჩება,რობო რო ამბობს მეორე ოჯახიაო ეს უკვე ოჯახი არ იქნება,ლივერპულის ფილოსოფია ყოველთვის ერთად შეკრული გუნდი იყო,ფეხბურთელებისთვის იგივე ოჯახი იყო სულ,გუნდში 1 ან 2 ავტორიტეტი უნდა იყოს,მეტი არ შეიძლება,ის რაც ეხლა პსჟ ემართება დასაწყისია,ამაზე უარესი ჟირდა რეალს როცა სკამზე ოუენი,მორიენტესი, ხოსე ანტონიო რეიესი და მერე ვან ნისტერლოი და სხვა მრავალი ვარსკვლავები ზამენაზე დასვეს გუნდი ჩამოიშალა,მსოფლიო ვარსკვლავებთ დაკომპლექტებულ გუნდს რომელსაც ლიგაზე 3 გუნდის გამოყვანა შეეძლო ნახევარ ფინალში მონაკომ შანსი არ დაუტოვა,დღეს იმდროინდელი რეალისნაირიგუნდი არ არსებობს,იმდენი მსოფლიოს ვარსკვლავები დგეს არცერთ გუნდს არ ყავს და თან რა დონის ვარსკვლავები,რაული,რონალდო,ფიგუ,ზიდანი,კარლოსი,ბექემი.იერო ზეედორფი მეტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და დგეს სიტი,ბაიერნი,რეალი ან ბარსელონა შახტარს რო ტამაშებოდეს და შახტარმა უშანსოდრო დატოვოს რომელიმე,არმინდა ლივერპული შეიცვალოს,მინდა ისეთი იყოს რაც დაარსებიდან არის,ლივერპულში ავტორიტეტი უნდა იყოს კაპიტანი,კიდევ ერტი კაპიტნის თანაშემწე და მწვრთნელი

Ynwa Scousers
VIP Member

ის ხალხი რატო არარ ცანს ამის ტრანსფერისთვის რომ კლოპს დედას აგინებდნენ :დ

giginio
VIP Member

aq var me vinc klops aginebda amis moyvanazee. aurelios mere normaluri marcxena ar gvyolia sa magat da morenos fonzee martla magaria . imdenad vart shechveulebi marcxena mcvelis shecdomebs es ukve top klasi gvggonoa .problema problemad rcheba .chelsi iunaitedi siti totenhemi da daje arsenali amat yvelas uketesi ganapira mcvelebi yavt vifre chven. kargia robertsoni mara riises meatedic ver gamova eg egre irbens cxenivit win da ukan rogorc milneriaa. dartya 0. teqnika 0. chawodeba sworxazovani. prosta jilkaa da brdzolobs da morenosavit qetato araa dacvashi

reversi
VIP Member

დარტყმა 0 ტექნიკა 0 ??
რონალდო უნდა ვათამაშოთ მარცხენა მცველად? :დდდ

gio-torres
მომხმარებელი

,,დარტყმა 0 , ტექნიკა 0"
და მაინცდამაინც მაგ მოთხოვნებს რატო უნდა აკმაყოფილებდეს მარცხენა მცველი :დ
და მანჩესტერიო, *ცენზურა*ოო, ჩელსიო და ა.შ. რომელი გუნდის მარცცხენა მცველი ჯობია ეხლა რობერტსონს. ტიპი დაუღალავად შრომობს და პახოდუ გამოსდის და რატო ვერ ხედავთ ვერ ვხდები ))))((((

reversi
VIP Member

დაუშვად მარკოს ალონსოს გოლები გააქვს მანჩესტერის მარცხენა მცველი ვინაა? ეშლი იანგი? ;დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

ტოტენჰემის დევისი რითი ჯობია ამას? როუზი მაინც იდგეს სკამს ხეხავს ტრავმების მომგონე

mesxi_8
მომხმარებელი

reversi,
კაი რა მარკოს ალონსო, გოლები კი გააქვს მაგრამ საშინელი მცველია რას ამბობ. მარცხენა მცველს რაც მოეთხოვება ძაან მაგრად აკეთებს რობერტსონი, ყველა მარსელო ვერ იქნება კიდე

giginio
VIP Member

marselo ra shuashiaa riise da aurelio ar gaxsovt? robertsons sirbilis da jilkis garda raa aqvs . kacs ro xedavs egreve ukan pass aketebss shetevas unda amwvavebdes marcxena mcvelii .

lashafss
VIP Member

ახლა საინტერესო ისაა რომ იუნაიტედს გონია , რომ კარგ ფეხბურთს თამაშობენ და ჩელსის მოუგეს , ეს ჩვენ გვაწყობს. მათი უსუსურობა აშკარაა, ლივერპულის სტილის გუნდი სუცოტა იღბალი დასაწყისში და გადაურბენს ასეთ იუნაიტედს :X მგონია რომ ძალიან შთამბეჭდაავად მოუგებენ მანჩესტერს და მანამდეც ყველა თამაშს დადებენ ... ნიუკასლი ავტობუსი კი იქნება მაგრამ კლასის ხარჯზე უნდა მოვუგოთ.... ასეთი ნიუკასლისთვის ქულის გატანება ხომ სისულელეა

LUIS SUARES 001
VIP Member

კარგი ბიჭია რობერტსონი მაგრა მოუმატა და დაამტკიცა რომ ძირითადის ღირსია

momo
მომხმარებელი

სამივე თამაში მოსაგებია და არ გვინდა ეს უაზრო თეორიები და და ექსპერიმენტები ფეხბურთელი იმისაა რო ითამაშოს ფეხბურთი და არა დაისვენოს ფეხბურთისგან ფირმინიოც უნდა იყოს მანეც და სალაჰიც და თან ისე უნდა ითამაშონ თითოეული მატჩი როგორც ლიგის ფინალი. ლივერპულელები ვართ ხალხო სირჩესტერელები და ბომჟერსონელები ხო არ ვართ გადავახევთ ბურთს თავზე ტო YNWA

FirminO
მომხმარებელი

ციტატა: giginio
marselo ra shuashiaa riise da aurelio ar gaxsovt? robertsons sirbilis da jilkis garda raa aqvs . kacs ro xedavs egreve ukan pass aketebss shetevas unda amwvavebdes marcxena mcvelii .

Riises motyuebuli kacis video dade erti kacurad

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

momo,
მასეთი სტაბილური რო ვიყოთ როგორც შენ ამბობ მაშინ ყოველ წელს ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოდეთ. ყველა მატჩში ვერ ათამაშებ ვერც ფირმინოს და ვერც სალაჰს. ვერც ნებისმიერ მნიშვნელოვან ფეხბურთელს რადგან გადაღლილობა ეტყობათ ხოლმე და მერე ვეღარც ისეთ პრესინგს აკეთებენ და ვერც მწვავედ ვერ უტევენ ხოლმე. გუნდიც მერე თავს კარგად ვერ იცავს. ხო ნახე რა თქვა ვან დეიკმა პორტოსთან მატჩის მერე ესპანეთში რო დაისვენეს კარგი ტემპერატურა იყო და კარგად მოვლილი მოედნებიო. ჩვენმა სხეულებმა კარგად დაისვენაო. გადაღლილი და გადამწვარი მესიც არ მინდა გუნდში თუ ტრაკი არაფრის არ ექნება:დდდ

Ynwa Scousers
VIP Member

ციტატა: giginio
aq var me vinc klops aginebda amis moyvanazee. aurelios mere normaluri marcxena ar gvyolia sa magat da morenos fonzee martla magaria . imdenad vart shechveulebi marcxena mcvelis shecdomebs es ukve top klasi gvggonoa .problema problemad rcheba .chelsi iunaitedi siti totenhemi da daje arsenali amat yvelas uketesi ganapira mcvelebi yavt vifre chven. kargia robertsoni mara riises meatedic ver gamova eg egre irbens cxenivit win da ukan rogorc milneriaa. dartya 0. teqnika 0. chawodeba sworxazovani. prosta jilkaa da brdzolobs da morenosavit qetato araa dacvashi

შენ გეტყობა სხვა თამაშებს უყურებ ჩენო ძმაო ძალიან მაღაალ სააფეხბურთო ინტელექტს ფლობს ეს ბიჭი და ამის ფონზე დაცვაშიც და შეტევაშიც ძალიან პროდუქტიულია, და ვაბშე არ გეთანხმები იმაში რომ თუნდაც მანჩესტერს ან არსენალს ჩვენზე მაგარი განაპირა მცველები ყავს

chipe888
მომხმარებელი

ყველას არ მოვნიშნავ და ბევრსაც არ დავწერ. აურელიოს მაგარი მარცხენა მცველობა არ გაიშვა და რიისე კი კარგი იყო მარა არც ისეთი რო ყველას ჯობდა. კიდე კარგი ინსუა და კონჩესკის არ ამჯობინეთ:))) იმ თანხად, რა თანხაში რობერტა მოიყვანეს თუ იპოვით უკეთეს მარცხენა მცველს,რომელიც თითქმის ყველა თამაში კარგ შეფასებას იმსახურებს მაშინ ხმას არ ამოვიღებ. ბევრი იმასაც ამბობდა,რომ ზოგი მორატას ყიდულობს,ლუკაკუ იყიდესო და ა.შ. და ჩვენ ორიჯის და სტარიჯის იმედზე უნდა ვიყოთ, ფირმინოს 9 ნომრობა არ გაიშვასო და ბლაბლა.... ვისაც არ გახსოვთ გუგას ვთხოვოთ ან ჯავახას და ამოიღებ მაგ კომენტარებს. რობერტსონზე საერთოდ ყველა ცუდად იყო განწყობილი გიოს გარდა და მეც დიდი იმედი არ მქონდა მარა იმ პერიოდში მორენოს ყველაფერი მერჩია. ახლა გამოდის,რომ ძალიან კარგი ბიჭი დავიმატეთ და გამოგვადგა. რათ უნდა ამას ბევრი ფილოსოფია და ფეხბურთის ცოდნა. მადლობა მოუხადეთ რობერტას იმისთვის რო არ გიწევთ მორენოს ფაფხურის ყურება. ხო ხსენებული მორატა და ლუკაკოს რამდენი გოლი აქვთ გატანილი ორივეს ერთად და მერე ფირმინოს შედეგი ნახეთ ასისტებით. ასე რომ მე რობერტა თვით რობორტო კარლოსაც მირჩევნია და მაგის მადლობელი ვიქნები რო სტაბლური მცველი გვყავს. საერთოდ არაა აუცილებელი მცველმა გოლი გაიტანოს და ჩელსის ალონსოს რაც შეხება ჯარიმებს ეგ ურტყავს და მარცხენა მცველნახევარმცელია ანუ ვინც ვერ გაიგებს შეტევის დროს ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებს და დაცვის დროს მეხუთე მცველია. კონტეს ტაქტიკაშია ეგრე თორე რა ჩემი ფეხები მცველია. დააფასეთ ის რაც გვაქვს და სხვის მარგალიტებს თავი გავანებოთ
პ.ს. მაინც ბევრის დაწერა გამომივიდა:)))

reversi
VIP Member

საუკეთესოა და ნომერ პირველითქო ასეთი ფანურ-სექტანტური დამოკიდებულება არ მაქვს მაგრამ ძაან დამაჯერებელია ტიპი და ყველა აღნიშნავს ამის პროგრესს შეფასებებიც მაღალი აქვს სულ
ყოველთვის ვწერ აქ როცა ვინმეს ვაკრიტიკებ ჩემზე მეტად არავის არ გაუხარდება თუ ვცდები და ეხლაც მასე ვარ ვინმემ გაამართლოს რამე გააკეთოს ამ გუნდისთვის და სუ მკიდია რას ვამბობდი ამის მოყვანისთვის არ ვაგინებდი მარა დიდი იმედი არ მქონდა და ახლა კიდე ტიპი ძაან მაღალ დონეს დებს ჟილკით შვრება თუ რითი რა მნიშვნელობა აქვს მთავარია ამართლებს

chipe888
მომხმარებელი

reversi,
ეგრეა

Livero50
მომხმარებელი

არადა მართლა არცერთი მარცხენა მცველი არ ჯობია პრემიერლიგიდან. სიტიში მენდი ინვალიდი ყავთ სეზონის ტოვებს. ხან დელპს ათამაშებს ხან ზინჩენკოს. მანჩესტერია და შოუს და იანგის საცოდაობას რობერტსონი ასი თავით ჯობია, როუზი მთელი სეზონია სკამს ხეხავს, ბენ დევისი არაფრით ჯობია რობერტსონს. მონრეალი რაცაა არ დავწერ, კოლასინაჩი კაი ბიჭია მაგრამ ამწნილებს არსენა. მარკოს ალონსო როგორც მოზესი მორგებულია კონტეს ტაქტიკას. შეიძლება ვარსკვლავებს ვერ წყვეტს რობერტსონი მაგრამ სტაბილურია, ტრანმვებისკენ მიდრეკილი არაა და ჟილკიანია. ლივერპულს ყველაზე მეტად ეხლა სწორედ სტაბილურობა სჭირდება და არა მარცხენა მცველის ლამაზი ჯარიმები.

GoGson
VIP Member

რევერსს ვეთანხმებიი, 8 მილიონი არიის რავიიი, საოცრად დაბალი ფასი, და დაახლოებით 30 მილიონიან ტრანსფერს გავს ისე თამაშობს, ბოლომდე იხარჯება, კლასსზე თავს ვერ დავდებ მაგრამ ამაზე მეტი პრინციპში რავი რა მოეთხოვება მარცხენა მცველს. ამის წყვილში სესენიონი მინდა და ბოლომდე ბედნიერი ვიქნები, ის ახლები არვიცი ვინ არიან პატარებში რო იყიდეს და მაგიტო. სესენიონი დაჟე მანე სალაჰის ზამენაც თავისუფლად იქნებოდა და დაცვის ფლანგსაც შეავსებდა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze