x

რა პოზიციაზე ითამაშებს ჟორჟინიო?

ავტორი: gio_chyoi, 27-02-2018, 13:44, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 994, 8


უკანასკნელ პერიოდში ყველაზე სანდო ინფორმაცია, რომელიც "ლივერპულის" ტრანსფერებთან დაკავშირებით გავრცელდა, "ნეაპოლელთა" 8 ნომერს, ბრაზილიელ-იტალიელ ჟორჟინიოს უკავშირდება.

ჟორჟინიო მიმდინარე სეზონში, "ნაპოლის" რიგებში ნამდვილად ბრწყინავს, რომელიც, თავის მხივ, ტურნირს სათავეში უდგას და, აღსანიშნავია, რომ ზუსტად ისეთსავე გახსნილ, ლაღ, სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, როგორსაც "ლივერპული".

თუ Echo-ს დავუჯერებთ, მერსისაიდში 26 წლის ფეხბურთელს 6 ნომრად გამწესებას უპირებენ, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი ტრავმების გამო ხშირად უქმობს.

Echo-ს ჟურნალისტი კრისტიან უელში წერს: " იგი (ჟორჟინიო) დაცვითი ტიპის ნახევარმცველია ტრადიციული გაგებით. იგი მაურიციო სარის 3 ნახევარმცველიან განლაგებაში ყველაზე უკნიდან თამაშობს. 26-ვე შეხვედრაში, რომელშიც მან მიმდინარე სეზონში მონაწილეობა მიიღო, იგი 4 უკანახაზელის წინ თამაშობდა.

იგი ჯორდან ჰენდერსონს გაუწევს კონკურენციას იურგენ კლოპის ნახევარდაცვაში. იმდენად, რამდენადაც ემრე ჯანის მომავალი ჯერ ისევ გაურკვეველია, ჟორჟინიო ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ოპცია იქნება."

ჟორჟინიო არ მიეკუთვნება მხოლოდ და მხოლოდ შეტევის ჩაშლაზე ორიენტირებულ დაცვითი ტიპის ნახევარმცველებს, ისეთები როგორიც არიან ნგოლო კანტე ან ლუკას ტორეირა. მას აქვს ძალიან კარგი მოედნის ხედვა და საუცხოო შორეული გადაცემები.

თუ გადავხედავთ იურგენ კლოპის სამწვრთნელო ისტორიას, მას გუნდში ყოველთვის ასეთი ტიპის 6 ნომრები ჰყავდა, რომლებიც, ერთგვარი უკან დაწეული ფლეიმეიქერები არიან. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჯორდან ჰენდერსონი, რომელიც მან საყრდენის პოზიციაზე დაწია, თუმცა იგი ყოველთვის უფრო მეტად წინიდან თამაშობდა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მართლა ესე იყო, კანტესნაირი მუშა ჩამშლელი ამას არასდროს ჰყოლია. აი რაღაც ხაბი ალონსოს ტიპის ჩამშლელები უყვარდა, რომლებიც თითქოს მართლა ფლეიმეიქერები იყვნენ უბრალოდ უკან დაწეული. ამ ჟორჟინიოს არასდროს დავკვირვებივარ მარა ვიდეობი რაც ვნახე პასები მართლა ძაან კარგი აქვს და ზოგადად მოედნის ხედვა, სხვა არაფერი შემიძლია ვთქვა

chipe888
მომხმარებელი

არ არის ცუდი ფეხბურთელი და გუშინაც ვუყურე ნაპოლის თამაშს და ცუდი არაა ნამდვილად. სხვა საქმეა როგორ შეეწყობა კლოპის ტაქტიკას და თუ ვერ მოერგო არ დაბრალოთ მის დაბალ კლაასს. ვაფშე მირჩევნია ემრე დარჩეს მარა თუ გადაწყვეტილია და მიდის არაა ეს ცუდი ვარიანტი

GoGson
VIP Member

გიომ ისე აღწერა რო ნამდვილად მომინდა ამის ყიდვა :დდდ სახელები იქით იყოს და ზუსტად ასეთი ნახევარმცველიი მინდოდა მე, რაბიოს იმიტო გავიძახდი სულ და ეს რაბიო მართლა ფანტასტიკის სფეროა ამის მოყვანა და ჟორჟინიო იყოს კაცო... ნდიდის, დუკურეს და ეგეთ ცალმხრივ ფეხბურთელებს მირჩევნია ესეთი ტიპი

lasha77
VIP Member

ნაოლიდან ზელინსკის წამოყვანაც არ იქნებოდა ცუდი .

lashafss
VIP Member

კაროჩე მე კლოპის აზრს ვენდობი ამ კუთხით, რომ იყიდოს თითქმის დარწმუნებული ვარ რომ გაამართლებს იმას რისთვისაც მოდის, აგერ რობერტსონმაც კი გაამართლა და ხმა არავის აქვს ტრანსფერებზე ამოსახები როცა ამას კლოპი პირადად აკეთებს : ) თუმცა ვერატი ამ პოზიციაზე უკონკურენტოა მთელ მსოფლიოში :)

LUIS SUARES 001
VIP Member

ნაპოლიში კარგად კი ყომარობს

liverpool-fan
VIP Member

ნაპოლის დიდი ქომაგი ვარ და ხშირად ვადევნებ ამის თამაშსაც თვალყურს პასი და მოედნის ხედვა მართლა კარგი აქვს მარა მაინც რაღაც აკლია კაროჩე ჩანს მირჩევნია რაა

Ynwa Scousers
VIP Member

აი ჰენდერსონს ყველა აჯობებს, ისედაც არაა ცუდი ბიჭი ნუ ყანხას გააჩნია რა თანხად მოვა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze