x

კლოპი: "არ გავჩერდებით"

ავტორი: NikaSvanidze, 27-02-2018, 14:08, კატეგორია - სიახლეები, 702, 11


 "ლივერპულმა" წინა შეხვედრაში "უესტ ჰემ იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობა 103-მდე გაზარდა. ეს შედეგი "მანჩესტერ სიტის" შემდეგ, რომელსაც 111 აქვს, საუკეთესო შედეგია ევროპაში. საიუბილეო ბურთი კარის ბადეში ემრე ჯანმა მოათავსა.

 კლოპის ეფექტი გუნდს უკვე აშკარად ეტყობა, იმის ფონზე, რომ პრემიერ ლიგაში ოთხეულისთვის ბრძოლა არნახულად დაძაბულია, "წითლების" ასეთი შესაშური ფორმა გულშემატკივრებს უკიდეგანო ოპტიმიზმის საფუძვლებს აძლევს.

 "კარგი ციფრია.. მაგრამ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ." - განუცხადა ოფიციალურ საიტს გერმანელმა სპეციალისტმა.

 "ჯერ კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს წინ, ჩვენ შენების პროცესში ვართ, ყოველთვის ვამბობ, რომ მთავარი მტკიცე საძირკვლის მომზადებაა. იმ კლასის და ტალანტის გათვალისწინებით, რაც გუნდშია, ჩვენგან სწორედ ასეთ შედეგებს უნდა ელოდოთ.

 ჩვენი საქმე ლამაზი მომენტების შექმნა, სიამოვნების მიღება, გულშემატკივრის სიგიჟემდე მიყვანა და მეტოქეების დამწუხრებაა. ჩვენ ვიზრებთ, რომ საკუთარი კარი ყველანაირი საფრთხისგან უნდა დავიცვათ, ამაზე მუდმივად ვმუშაობთ.

  მოჰამედ სალაჰის დარტყმამ, რომელიც ძელმა მოიგერია, არასასიამოვნო სიგნალები გაუგზავნა დევიდ მოიესს. მომომ თანაგუნდელებს ტემპი უკარნახა, ბიჭებმაც აიტაცეს მუხტი და საბოლოოდ კლოპისეული მძიმე მეტალ-კომპოზიცია შეგვისრულეს.

 "მომენტებში ჩვენ უბრალოდ გასაოცარ ფეხბურთს ვთამაშობთ. მწვრთნელის უპირველესი მოვალეობა გუნდში ემოციების კონტროლია, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ძალიან რთულია. უბედნიერესი ვარ.

 ვიცოდი, რაც გველოდა მოიესისგან. მარკო არნაუტოვიჩმა მალევე მაჩვენა ის, რისიც ასე მეშინოდა. რომ არა ლორისი შესაძლოა ყველაფერი სხვანაირად წასულიყო. მატჩის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება 100%-ით დავიმსახურეთ.

 მომენტებში "ლივერპული" იდეალურია, ჩვენ ბრძოლა, თამაში, გამარჯვება გვწყურია. შედეგის მიღწევა წარმოუდგენელი ბედნიერების საწინდარია. არ შეიძლება გულშემატკივრის დავიწყება. მათი ხმაური ჩვენზე, მხოლოდ და მხოლოდ, სასიკეთოდ მოქმედებს. მადლობა მათ ამისთვის. მე ძალიან ბედნიერი ვარ."

კომენტარები


chipe888
მომხმარებელი

ცაში ფრენას თუ არ დაიწყებენ და ოცნებებში არ გადავარდებიან სტაბილურად თამაშს შეძლებენ. ეხლა ყველა ამათ აქებს და ადიდებს. ეს კარგია ერთი მხრივ და მეორე მხრივ ცუდია მეშინია თავში არ აუვარდეთ. რავი ნიუკასლ უეჭველი უნდა მოუგონ და თუ სირებსაც მოუგებენ მერე მართლა ვიტყვი რო გუნდი სტაბილურად კარგად თამაშობს

gio_chyoi
რედაქტორი

აუუუ ვინ შეგხვდება მეოთხედფინალში ვეღარ ვითმენ

James Pearce
VIP Member

ამ გუნდს +ალისონი ჯორჟინიო კეიტა და პულისიჩი წარმოიდგინეთ რა გიჟი გუნდი იქნებოდა უეჭველი ეპლს დადებდნენ <3

_z_l
მომხმარებელი

კარგი ის არის, რომ სხვა კარგ მოთამაშეებს უკვე თვითონ აქვთ ლივერპულში თამაშის სურვილი. ევროსპორტმა ალისონზე დაწერა, რამდენიმე წყარომ დანი სებალოსზე.

ფრენას და სანახაობას, მაგარი სტაბილურობა და ცოტა პრაგმატიზმიც სჭირდება. ეს ორი წლებია ლივერპულის პრობლემაა და მთავარია ამას მიხედოს კლოპმა. ლამაზი, შემტევი და გულშემატკივარზე თამაში ლივერპულის ტრადიციაა და ეს კლოპამდეც ასე იყო

GoGson
VIP Member

აქ ხალხი კიდე ვერ იაზრებს (მათ შორის მეც) ბოლომდე თუ რა ეფექტი მოიტანა კლოპმა გუნდში. ჯერ რამდენი ფეხბურთელია რამდენიც იმენა ლივერპულის გამო არ გადავიდა სხვა გუნდში (ჩემბო, დეიკი) და პახოდუ რამდენი აკეთებს არჩევანს ჩვენს სასარგებლოდ , ლემარიდან დაწყებული ელისონით დამთავრებული.. თვითონ თამაშის ხარისხზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ იდეალური მწვთნელია (თავისი პატარა შეცდომებით) ჩვენთვის კლოპი და მხოლოდ შედეგებიდან გამომდინარე როჯერსთან შედარება კაკ მინიმუმ ფეხბურთის უცოდინრობად მიმაჩნია

gio_chyoi
რედაქტორი

ზაფხულში თუ წავა ყველა ზედმეტი ხალხი წავა, მინოლე ორიჯი სტარიჯი და ასეთები, ვინცე ისედაც არაფერში გვადგია და კეიტასთან ერთად 2-3 კაცი კიდე რო მოვა და პლიუს ეს კარგი ახალგაზრდები დაემატებიან ჩვენც სიტივით ვიქნებითა და გვეღრისება ძლიერი შემადგენლობა, ისეთი, სადაც სკამზეც მეორე კარგი გუნდი იჯდება

lashafss
VIP Member

gio_chyoi,
მართალია, სიტი როგორც დაფრინავს იმით განსხვავდება ჩვენგან , რომ ღრმა შემადგენლობა ყავს მაღალი დონის, ლივერპულს რამოდენიმე ფეხბურთელი უნდა და ის სტაბილურობაც მოვა და ეს ლამაზი ფეხბურთი შეიძლება ყოველ კვირას ვიიხილოთ და ველოდოთ უბრალოდ დღეების გასვლას შემდეგ ლამაზ თამაშამდე... ტიტული მოვა კლოპის ხელში აუცილებლად... დე ვრეი მოიყვანოს, ნუ თუ ჯორჯინიოზე უკეთესი არმოყავს იყოს ჯორჯინიო არაა ცუდი, პულიშიჩი მოიყვანოს და კიდეეეევ რაც მთავარია ობლაკიი :X ლემარიც თუ მოვა მთლად უკეთესი... გუნდი ზედმეტებმა დატოვოს , მათ შორის ემრემაც თუ ასე უნდა და ეს გუნდი ყველაფერს მოიგებს

LUIS SUARES 001
VIP Member

ასე სტაბილურად თუ გავაგრძელეთ მაგარი ჯიგრები ვიქნებით

_z_l
მომხმარებელი

GoGson,
ჩემს საპასუხოდ თუ დაწერე, გეტყვი, რომ კლოპი მე როჯერსთან არ შემიდარებია. 20 წელია ლივერპულის თამაშებს ვუყურებ და ლივერპული ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. 20 წლის წინაც ასე იყო, 40 და 50 წლის წინაც. დღეს რომ დაფრინავენ, ეს რა თქმა უნდა კლოპის დამსახურებაა, მაგრამ ასე დაფრინავდნენ ულიეს დროსაც, ბენიტესის დროსაც და როჯერსის დროსაც. მაგრამ ყველა ამ მწვრთნელის დროს არ იყო სტაბილურობა. კლოპის მთავარი ამოცანაა სტაბილურობის და პრაგმატულობის დაჭერა, რისი ნიშნებიც პირველად არის ამ სეზონში, ვინ იცის რამდენი წლის მერე

GoGson
VIP Member

ციტატა: _z_l
GoGson,
ჩემს საპასუხოდ თუ დაწერე, გეტყვი, რომ კლოპი მე როჯერსთან არ შემიდარებია. 20 წელია ლივერპულის თამაშებს ვუყურებ და ლივერპული ყოველთვის შემტევ ფეხბურთს თამაშობდა. 20 წლის წინაც ასე იყო, 40 და 50 წლის წინაც. დღეს რომ დაფრინავენ, ეს რა თქმა უნდა კლოპის დამსახურებაა, მაგრამ ასე დაფრინავდნენ ულიეს დროსაც, ბენიტესის დროსაც და როჯერსის დროსაც. მაგრამ ყველა ამ მწვრთნელის დროს არ იყო სტაბილურობა. კლოპის მთავარი ამოცანაა სტაბილურობის და პრაგმატულობის დაჭერა, რისი ნიშნებიც პირველად არის ამ სეზონში, ვინ იცის რამდენი წლის მერე


არა, არც მქონდა შენი კომენტარი წაკითხული

_z_l
მომხმარებელი

GoGson,
გეთანხმები, რომ კლოპის ეფექტი ჯერ კიდევ დაუფასებელია. კაუტინიოს წასვლა გუნდს არ დაეტყო, პირიქით, მე მგონი უფრო უკეთესად ათამაშდნენ და ამაში მთავრი დამსახურება მწვრთნელს აქვს. სტაბილურობაც ნელ-ნელა მოდის, კარგი ტრანსფერები ზაფხულში და შედეგი იქნება.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze