x

მეომარი მილნერი

ავტორი: NikaSvanidze, 27-02-2018, 14:32, კატეგორია - სიახლეები, 742, 9


 "ჩაქუჩებთან" მოპოვებულ მარტივ გამარჯვებაში კარგი თამაშისთვის თითქმის ყველა "ლივერპულელს" ეკუთვნოდა საქებარი სიტყვები, მაგრამ განსაკუთრებული ეპითეტები ყველაზე მეტად ჯეიმს მილნერმა დაიმსახურა.

 ვიცე-კაპიტანმა შეხვედრაში 9 ვარდნა განახორციელა, 3-ჯერ მეტი ვიდრე რომელიმე მისმა თანაგუნდელმა, აქედან 8 წარმატებით. ჯეიმსი ბურთს 125-ჯერ შეეხო, დანარჩენ "წითლებს" კი გადაცემებს 90%-იანი სიზუსტი უკეთებდა.

 მომოს, ბობისა და სადიოს ბრწყინვალე თამაშის ფონზე "ლივერპულის"ყოფილმა მოთამაშემ, ნილ მეილორმა, მილის წვლილი გამარჯვებაში არ დაივიწყა და მისი მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

 "მატჩის საუკეთესო მოთამაშის კანდიდატი ბევრი მერსისპირელია, მაგრამ მე ჯეიმს მილნერს გამოვყოფდი, მან ნამდვილი კაპიტანივით ითამაშა. შეხვედრის სტარტზე მილნერმა კოჭზე მძიმე დარტყმა მიიღო პაბლო ზაბალეტასგან, მისმა რეაქციამ კი გვანახა რა ტიპის მოთამაშეა ჯეიმსი. ჩემი აზრით, სიტყვა მებრძოლი საუკეთესოდ ახასიათებს მას.

 ის გუნდური მოთამაშეა, ის ყველგან ითამაშებს, სადაც გუნდს დასჭირდება. ერთ-ერთი ყველაზე ღირებული თვისება, რაც მას გააჩნია, ერთგულებაა. დარწმუნებული ხარ, რომ მილი არასდროს გიღალატებს.

 შემტევი ტრიო ყველას ყურადღებას იქცევს, მათ ფონზე ჯეიმსის ღვაძლი ცოტათი შეუმჩნეველი რჩება, მაგალითად, როგორ ასუფთავებს და ითვისებს ზონებს, ფარავს 12 კილომეტრზე მეტს, აზღვევს თანაგუნდელებს და ინარჩუნებს სტაბილურობას.

 დიახ, რობერტსონი შეუდარებელი იყო, სამეულზე არაფერს ვიტყვი, უბრალოდ საოცრება, მაგრამ მათ ფონზეც კი, ჯეიმს მილნერის მნიშვნელობა, მისი წვლილის მნიშვნელობა, მისი ლიდერული თვისებები არ გვაძლევს მისი იგნორირების საშუალებას, ჩემთვის ის საუკეთესო იყო.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მართლა კაი ფორმაშია შესული მილნერი. თან ამის პროფესიონალიზმი ყოველთვის დაეხმარება გუნდს. ზოგადად ასე თუ ისე ყველა კაი ფორმაშია და ძაან სასიამოვნოა

James Pearce
VIP Member

ძაან გიჟია მილნერი ტიპი 32 წლისაა და რას თამაშობს იმედია ასე გააგრძელებს

GoGson
VIP Member

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება მიაღწიო უკლასო ფეხბურთელმა შრრომით და მონდომებით დაფასებას, და ამ ასაკშიც კი ლივერპულის დონის გუნდში რო სტაბილურად თამაშობს ძაან მაგარია. სტაბილურად თამაშობს კიარა , ბოლო პერიოდში ცენტრში ყველას ჯობია მილი

giginio
VIP Member

momkalit da sam naxevarmcvelian taqtikashi ai am samidan erti pleimeikeri roa meore sayrdeni da mesame centraluri am centralurze milneri hendersonsac mirchevnoa da veinaldumsac. momaaval wela saertod sheicvleba albat naxevardacva es jorjinio tu moiyvanes jorjinio keita da erti pleimeikeri mara iseti piri uchans kous shemcvlels ar moiyvanen da jarimis da kutxuris damrtymeli kvlav ar gvetoleba

gulivera
მომხმარებელი

ამ კაცის მნიშვნელობა არ დააფასო წარმოუდგენელია და საერთოდ ვან დაიკის მოსვლით დალაგდა ბევრი რამ ასევე კონკურნციის ზრდა დადებითAდ იმოქმედა გუნდზე რაც წინა წლებში არ იყო, კლოპო კიდევ გააძლიერებს კამანდას და ტიტულებიც მოვა

lashafss
VIP Member

აი ქართული ანდაზა უხდება ზუსტად ამ სიტუაციას რა : ბებერი ხარის რქებიც ხნავსოო... ჯერ რამხელა გამოცდილება აქვს, კლასი ასე თუ ისე უფრო მეტიაქვს და პრემიერლიგაში ჩატარებული ამდენი სეზონიც ბევრ რამეზე მეტყველებს . აი ამას კი დაურთეთ მისი ეგრეთწოდებული ,, ჟილკა" და ფიზიკური ფორმა , ასევე ერთგულება ... კარგია ეს ძალიან დასაფასებელია, ასეთი ფეხბურთელი გუნდში საჭიროა. მთავარი ისააა და ის მიხარია ყველაზე მეტად რომ მთლიანი გუნდი შედის ფორმაში...

LUIS SUARES 001
VIP Member

მილნეეეეეეეეეეერ

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ჯერარდის მერე ლივერპულში ასეთი ჟილკიანი და მონდომებული.მებრძოლი ფეხბურთელი არ მინახია,ყოჩაღ ჯეიმს,ნამდვილი მეომარი ხარ

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

მილნერი უნდა იყოს კაპიტანი და არა ვიცე-კაპიტანი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

კარაბაო თასი 26.09.2018


  • ლივერპული
  • Vs

    22.45 სთ.


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    22.09.2018


  • საუთჰემპტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



ვინ იყო საუკეთესო აგვისტოში?
მატჩის საუკეთესო

ჯეიმს მილნერი

მეტოქე - პსჟ


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze