x

ვინ არის თებერვლის საუკეთესო "ლივერპულელი" ?

ავტორი: NikaSvanidze, 27-02-2018, 14:45, კატეგორია - სიახლეები, 1 145, 16


 თებერვალი "ლივერპულითვის" ძალიან წარმატებული გამოდგა. კლოპის შეგირდებმა ჩემპიონატში გამართული 4 შეხვედრიდან 3 მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.

 წლის მეორე თვე მერსისპირელებმა დრამატული მატჩით, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" წინააღმდეგ, გახსნეს. შეხვედრა "ენფილდზე" საყაიმო ანგარიშით, 2:2, დასრულდა.

 მომდევნო ტურში "წითლებმა" სტუმრად მარტივად იმარჯვეს "სენტ მერიზე".

14 თებერვალს "დრაგაოზე" გამართულ საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაში პლეი-ოფს მონატრებულ გულშემატკივარს ნამდვილი სიურპირიზი მიუძღვნეს, გაანადგურეს რა "პორტო", ანგარიშით 5:0, და, ფაქტობრივად, გაინაღდეს 1/4 ფინალის საგზური.

 "ჩაქუჩებთან" თამაშზე ბევრი ვისაუბრეთ, "ენფილდის" ბინადრებმა მოიესის ბიჭები გაწბილებულნი გააბრუნეს ლონდონში.

 ლამაზ და უხვგოლიან შეხვედრებს ხელშესახები შედეგიც მოჰყვა. კლოპის კოლექტივმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე ადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედთან" კი ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს.

 მომდევნო წარმატებული და შედეგიანი თვეების მოლოდინში "კოპიტებს" ისღა დაგვრჩენია თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე გამოვავლინოთ. "ლივერპულის" ოფიციალურ საიტზე ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. საკუთარი აზრის დაფიქსირება თითოეულ მსურველს შეუძლია.

 გთავაზობთ ლინკს - http://www.liverpoolfc.com/news/first-team/292204-vote-lfc-player-of-the-month

კომენტარები


GoGson
VIP Member

წესით ფირმინო უნდა გახდეს, თუმცა მე არნოლდსაც გამოვარჩევდი და რობერტასაც ))))) ძააან ძაან მაგარი გუნდი გვყავს !!!

gio_chyoi
რედაქტორი

რთულია გამორჩევა. ტრიოს გარდა ვან დეიკიც მაგარი იყო რობერტსონიც მილნერიც

James Pearce
VIP Member

ფირმინო ვვდ და რობერტსონი ძაან მაგრები იყვნენ მაგრამ მე ტრენტს მივეცი ხმა ძაან გაუსწორდება თუ მოიგებს :დ <3

LM10
მომხმარებელი

Mane iko besti

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

მანეს მივეცი რო კიდევ უფრო მოუმატოს, როგორც ბოლო თამაშებში. ისე ძნელია საუკეთესოს დასახელება და იმედია მთელი სეზონი ასე გაგრძელდება.

liverpool33
მომხმარებელი

საუკეთესო -- გუნდური თამაში
მაგრამ მაინს ფირმინო ტიპი დაუღალავად თამაშობს მთელი სეზონია ერთი სიტყვით კლოპის ტაქტიკისთვის შეუცვლელი ფიგურაა

7Kenny7
მომხმარებელი

თამაშის სტილის გათვალისწინებით ფორვარდები უფრო ჩანან, მაგრამ რობერტსონი გამოდგა კაცების კაცი. ეგრე გააგრძელოს და დაჟე კარაც აღარ იწუწუნებს მარცხენა მცველზე.

zuzu1989
მომხმარებელი

gio_chyoi,
დეიკი რომელ ასპექტში ან ეპიზოდში იყო მაგარი შეგიძLია მითხრა ? უბრალოდ მინდა მეც ვხედავდე მაგ კუთხით და ვერ ვხედავ ))

James Pearce
VIP Member

:დდდ ვანდეიკი ძაან მაგრად თამაშობს და როგორ ვერ უნდა ხედავდე ამას არვიცი :დდ

lashafss
VIP Member

ვან დეიკი ჯერ იმიტომ რომ მთლიანად დააალაგა დაცვა , ასევე ეხმარება შემტევებს და გუნდს საჭირო მომენტში აწვდის იმ მუხტს რომელიც შეტევისკენ უბიძგებს გუნდს... საჰაერო ორთაბრძოლების მოგებაში არვიცი პრემიერლიგაში ვინმემ თუ აჯობა ამ თვეში ძალიან მაინტერესებს ეს სტატისტიკა და თუ ვინმემ იცით იქნებ მომაწოდოთ დიდ მადლობას გეტყვით

LUIS SUARES 001
VIP Member

ფირმინო რა თქმა უნდა

ფირმინოოო

liverpool33
მომხმარებელი

ნამდვილი გამოცდა ლუკაკუსთან ექნება 2 ცხოველი დაეჯახება ერთმანეთს ძაან მაინტერესებს მათი ორთაბრძოლა )))

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

რობერტსონს მივეცი ხმა რადგან ასე მალე ქომაგების გული მოინადირო და მოედანზე შენი იმედი ქონდეთ თანაცასეთ ახალგაზრდა ბიჭის ნამდვილადიმსახურებს და ეს მისთვის კიდე უფრო მეტი სტიმული იქნება

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

liverpool33,
ბურთს არ დაანახებს ჩვეულებრივ, წარბის შეუტოკებლად. ეგ კიარა ლოვრენი ისვამს მაგას ჯიბეში.

liverpool-fan
VIP Member

ციტატა: lashafss
ვან დეიკი ჯერ იმიტომ რომ მთლიანად დააალაგა დაცვა , ასევე ეხმარება შემტევებს და გუნდს საჭირო მომენტში აწვდის იმ მუხტს რომელიც შეტევისკენ უბიძგებს გუნდს... საჰაერო ორთაბრძოლების მოგებაში არვიცი პრემიერლიგაში ვინმემ თუ აჯობა ამ თვეში ძალიან მაინტერესებს ეს სტატისტიკა და თუ ვინმემ იცით იქნებ მომაწოდოთ დიდ მადლობას გეტყვით

30 საჰაერო ბრძოლიდან 25 აქვს მოგებული და პასების სიზუსტე 90 პროცენტი აქვს

bmw1
მომხმარებელი

Manes miveci xma me

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.

სამშაბათი, 23:59სთ


  • ლივერპული
  • Vs

    11.12.18


  • ნაპოლი

მიმოხილვა


  • ბორნმუთი
  • 0:4

    08.12.2018


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ბორნმუთი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze