ტურინელებმა ემრეს ულტიმატუმი წაუყენეს

ავტორი: gio_chyoi, 28-02-2018, 09:41, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 142, 27


"იუვენტუსში" განაწყენებულნი არიან იმით, რომ ემრე ჯანს ჯერ კიდევ არ მოუწერია ტურინულ კლუბთან კონტრაქტისთვის ხელი და იტალიელებმა გერმანელ ფეხბურთელს 1 კვირა მისცეს საბოლოო პასუხის მისაღებად, სხვა შემთხვევაში კი, მისი ალტერნატივის ძიებას დაიწყებენ.

აღნიშნულის შესახებ იტალიური გამომცემლობა Gazzetta dello Sport  იტყობინება.

ჯანი სრულიად ორიენტირებულია ახლა მის "ლივერპულში" თამაშზე და სეზონის ბოლომდეც აპირებს გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს, თუმცა, ის ფაქტი, რომ იგი კლუბსი მიერ შეთავაზებულ პირობებს არ თანხმდება, მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მას გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

რთულია იმის მიხვედრა, თუ რატომ სურს ემრეს "ლივერპულის" დატოვება მაშინ, როდესაც იგი ერთ-ერთ საუკეთესო გუნდსა და მწვრთნელთან მუშაობს და ძირითად 11-ეულშიც ძალიან ხშირად ხვდება, თუმცა, ეს მისი არჩევანია.

საინტერესოა რა მოხდება, თუ "იუვენტუსი" მისთვის ბრძოლას გამოეთიშება.

მათ გარდა ემრეს ბევრი ევროპული გრანდი აკვირდება და მას მსურველები არ მოაკლდება.

ამას გარდა, არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ თუ იგი "იუვენტუსთან" მართლა არ გააფორმებს ხელშეკრულებას, მაშინ "ლივერპულში" დარჩება.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოვითმინოთ და დავოლოდოთ მოვლენათა განვითარებას.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ნუ ამის წასვლით დიდი არაფერი დაგვაკლდება, უარესები გადაგვიტანია და გადავიტანეთ ამ ზამთარს მარა პლიუსებს რაც შეეხება, თუ დარჩა, ერთი პლიუსი ის იქნება, რომ ჯერ ერთი ზემდეტი ხარჯი აღარ ექნება გუნდს ახალი ჩამშლელი მოყვანაზე და მეორე კიდე ის რო ეს გუნდში უნდა ინტეგრირებულია კარგად და მორგებულია კლოპის ფეხბურთეს ნაჩვევია და იმ ახალს შესაძლოა ჯერ დრო დასჭირდეს მაინც

reversi
VIP Member

სიტისთან იუნაიტედთან კი ბატონო ემრეს ფასი ორმაგდება (სხვა ჟილკით გამოდის) მარა ძლიერი გუნდების გარდა 14 გუნდი და 28 თამაშია სეზონში სადაც თამაშს ანელებს ბურთს ვერ ანაწილებს და ზედმეტი ტვირთია მოედანზე
უბრალოდ უფასოდ რატო რა მინიმუმ 40-50 მილიონი უნდა ღირდეს ეს დღევანდელი ფასებით და უფასოდ გაშვება ტეხავს რა
მეორე მხარე ისაა რო მაგ ფასს ვინ გადაიხდის და შესაბამისად რო მოაწეროს საყრდენი არ მოვა (არც უკეთესი არც უარესი) და ეგ ტეხავს
ჰენდოს გაშვება არც განიხილება (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ თქვენ გადაწყვიტეთ)

johnson
ადმინისტრატორი

უფასოდ რო მიდის ეგ მართლა ცუდია და რეალურად ჰენდერსონზე ბევრად უკეთ ასრულებს საყრდენის ფუნქციებს და უფრო პროდუქტიულიც არის. საინტერესოა ასეთი რა მოთხოვნები ჰქონდა რომ 1 წელია მოლაპარაკებები მიდის და მაინც ვერ შეთანხმდნენ

იუვეს კი ნამდვილად გამოადგება. არ გამიკვირდება ისევ 3 მცველიან ტაქტიკაში ან საერთოდ მარჯვნივ ვნახო როგორც ნაკრებში :დ

Duck.
მომხმარებელი

გუნდში მცველების გარდა ფეხბურთელი არ გვყავს ვინც ჩავა და თავით გოლს გაიტანს, ფეხბურთელი არ გვყავს რომელიც ემრესავით ძლიერია ფიზიკურად, იუნაიტედთან პოგბას გადაუარა პოგბას და ვისაც ეჯება კაცს არ ახარებს, ცენტრში ფეხბურთელი არ გვყავს რომელსაც ამდენი გოლი გააქვს, ფეხბურთელი არ გვყავს ემრეს გარდა ვისაც შორიდან გააქვს რაც კოუ წავიდა, ერთერთი ყველაზე ჟილკიანი იგროკია, პასის კულტურაც არ აკლია, და რომელიც ამბობთ არაფერი დაგვაკლდებაო რა თამაშებს უყურებთ მეც მანახეთ

gio_chyoi
რედაქტორი

ხო ნუ აქ ყველაზე დიდი პრობლემა უფასოდ გაშვებაა, მინიმუმ 40 მილიონ ფუნტს ვკარგავთა ამაში. თორე ამის შემცვლელს კი იპოვის კაცი. ისე მე მგონია რო მართალია და ჯერ არავისთან არ შეუთანხმებია არაფერი. სეზონის დასრულებას ელოდება ალბათ

Duck.,
კოუტინიოს წასვლა არ შეეყო გუნდს და ამის წასვლით რა უნდა დაგაკლდეს ერთი გამაგებინე რა. მე თუ დამაყენე ამის ნაცვლად დაგაკლდება მარა თU მოიყვან მაგარ ჩამშლელს არაფერიც არ დაგაკლდება კი არა აქეთ მოგემატება, ნუ გამიხადე ეხლა ეს ემრე ბუსკეცი

Duck.
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
ხო ნუ აქ ყველაზე დიდი პრობლემა უფასოდ გაშვებაა, მინიმუმ 40 მილიონ ფუნტს ვკარგავთა ამაში. თორე ამის შემცვლელს კი იპოვის კაცი. ისე მე მგონია რო მართალია და ჯერ არავისთან არ შეუთანხმებია არაფერი. სეზონის დასრულებას ელოდება ალბათ

Duck.,
კოუტინიოს წასვლა არ შეეყო გუნდს და ამის წასვლით რა უნდა დაგაკლდეს ერთი გამაგებინე რა. მე თუ დამაყენე ამის ნაცვლად დაგაკლდება მარა თU მოიყვან მაგარ ჩამშლელს არაფერიც არ დაგაკლდება კი არა აქეთ მოგემატება, ნუ გამიხადე ეხლა ეს ემრე ბუსკეცი


ვერ აფასებთ ემრეს და წავა და ერთერთი საუკეთესო გახდება და ვინანებთ

gio_chyoi
რედაქტორი

Duck.,
ვერ ვაფასებთ არა ვაფასებთ, ვიცით რაცაა მარა ეხლა ლოცვას ვერ დავიწყებ ოღონდ ეს არ წავიდესთქო, ვინ უფრო დიდი ძალა იყო გუნდისთვის ჯანი თუ ჯერარდი სუარესი და კოუტინიო?

reversi
VIP Member

გააჩნია ვის დაიმატებს თორე კაი საყრდენი მოიყვანოს ისეთი ემრეზე და ჰენდოზე უკეთ ვისაც ესმის თამაშის კითხვა და პასი და არ გავკარი ამას?

James Pearce
VIP Member

ერთი ამისიც რა წავიდეს ჟორჟინიოს მოიყვანს კლოპო და მორჩა

_z_l
მომხმარებელი

რთულია იმის გადაწყვეტა, გვინდა ეს კაცი თუ არა. გერმანული პროფესიონალური დამოკიდებულება და ბრძოლისუნარიანობა აქვს, ამას ვერ დაუკარგავ. მაგრამ სტაბილური არ არის. 3 თამაშიდან შეიძლება 1 ჩაატაროს მაღალ დონეზე. ბევრ შეცდომებს უშვებს. მოკლედ არ ვიცი. სათადარიგოდ იდეალური იქნებოდა, მაგრამ სათადარიგოდაც არ მემეტება და არც გაჩერდება. თუ ამაზე უეკთესს უმიზნებენ, მაშინ უნდა წავიდეს

sulkhan
VIP Member

ამაზე უკეთეს თუ მოიყვანენ კარგი წავიდეს მაგრამ ისევ ამის დონის მოყვანას ჯობია ეს იყოს შეჩვეულია გუნდს და არაა ცუდ ფორმაში მგონია კიდევ უფრო დაიხვეწება ჩანი

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ამას სულ ცოტა ჟორჟინიოც აჯობებს, მარტო იმიტო რო ელემენტარული გრძელი პასი იცის რა არის და ყოველ მეორეს მოწინააღმდეგეს არ მიუგორებს ფეხებში. ამაზე უკეთესის ვერ მოყვანა საერთოთ რატო განიხილება? ყოველი მეორე ჩამშლელი აჯობებს ვინც ცოტა კარგ კლუბებში თამაშობენ.

LUIS SUARES 001
VIP Member

Chans stabiluroba aklia tu ara aravin ar iqneboda amis gamshvebi

giginio
VIP Member

es centralur mcvelad tu dadeba darches tore sayrdenad kapikad ar varga. prosta texavs sul ufasot ro midis

Adamlallana101111
მომხმარებელი

Gaush vit kaco westemtanac amis debilobis gamo gavida goli

Duck.
მომხმარებელი

კაი რა ჟორჟინიო კაი რაა, ამის წასვლის წინააღმდეგი მარტო იმ შემთხვევაში არ ვიქნები თუ კაკ მინიმუმ კანტეს დონის ჩამშლელს არ მოიყვანენ.

reversi
VIP Member

Duck.,
ეგ კაკ მინიმუმ და მაქსიმუმ? :D

chipe888
მომხმარებელი

არ უნდა გაუშვან ჯანი და უნდა დაუკმაყოფილონ მოთხოვნები. ბევრს ჰგონია რომ სალაჰი და დეიკი იგებს თამაშებს მარტო. ყველა გუნდის მამოძრავებელი პოზიცია საყრდენი ნახევარმცველი და ამიტომ იყო გვარდიოლასათვის შეუფასებელი განძი მასკერანო ბარსაში,მარტინესი ბაიერნში და ფერნანდინიო სიტიში. კლოპიც დიდ ყურადღებას აქცევს ამ პოზიციას. გუნდის კაპიტანს მიანდო ეგ პოზიცია და ეხლა ჯანს. საყრდენის ფუნქცია:საჭიროების შემთხვევაში მესამე მცველად დადგომა,მეორე ბურთზე ბრძოლა და წინ წასული ფლანგის მცველების დაზღვევაა, მოკლედ რომ ვთქვათ ცარიელი ზონების ამოკეტვაა. თქვენი აზრით, 1 ან 2 შეტევა რომ მიდის ხოლმე ჩვენ კარზე ვისი დამსახურებაა. იმას არ ვამბობ,რომ მარტო ეს აკეთებს ყველაფერსო,მარა შავ სამუშაოს ეს ასრულებს გუნდში. საერთოდ ჩემი საყვარელი პოზიცია და თამაშის დროს განსაკუთრებით ვუყურებ ხოლმე ამ ამპულის იგროკებს. არ ვამბობ რო ტოპ კლასია მარა საჭირო ფეხბურთელია. ეგრე რობერტაც არაა ტოპ კლასი და გაუშვათ მერე ვუყუროთ მორენოს. ამ ფორმაციის ლივერპულში საჭირო კაცია

gio_chyoi
რედაქტორი

chipe888,
შენი მსჯელობიდან გამომდინარე საჭირო არი ჩამშლელი და არა ჯანი :DDD ჩამშლელზე რაც ილაპარაკე ეგ ყველამ ვიცით და მაგიტო ვითხოვთ ამდენი ხანია მაღალი დონის ჩამშლელს, ჩამშლელი რო კარგი უნდა იყოს გუნდში მაგაზე არავინ არ დავობს, ჯანი რო არაა შეუცვლელი ეგაა აქ სალაპარაკო თემა და მაგისნაირს ბევრს რო იშოვი

reversi
VIP Member

chipe888,
მასკერანო მცველად იდგა ბარსაში იმიტომ რომ ჩაშლა უფრო ეხერხებოდა და საყრდენად ბუსკეცი ეყენა კაცი რომელსაც პასი ესმოდა და ბურთის ამოტანა უკეთ გამოსდიოდა
მასეთი კაცი გვინდა ჩვენც და არა ემრე ცხენი ან ვინმე ტანკი

chipe888
მომხმარებელი

gio_chyoi,
კაი გაუშვან და დაიმახსოვრე რო სანატრელი გაგვიხდება. მიხვდი ალბათ რატომაც არ მინდა რო გაუშვან ხო? კაზემიროს თუ მოიყვანენ მიაყოლონ ჰენდერსონიც

reversi,
ეგრე ჯანიც ყავდა მცველად კლოპს. ვერ მიმიხვდი რაც ვთქვი: ფერნანდინიო გემახსოვრება რამდენ პოზიციაზე ათამაშებდა,მარტინესაც ეგრე უშვებოდა და მასკერანოსაც. ემრესაც აქვს ეგ პლიუსი და დასატოვებელია გუნდში. ლეივას მოწყვეტილი ვარსკვლავები ახსოვს ვინმეს და რამდენი ხანი გაჩერეს გუნდში. კი იყენებდა კლოპი მძიმე დროს. ეგეთი მოთამაშეების გაშვება არ შეილება და თან წესიერის მომყვანებიც არ არიან. მე ასე მგონია თორე მაგის გაგერმანებული თურქი დედა არ ვატირე

reversi
VIP Member

chipe888,
ხოდა მაგაზეა მერე საუბარი მოყავთ უკეთესი? წავიდეს არავინ არაა სახვეწარი
და რო არ მოყავდეთ ვინმე რატო არ დარჩებოდა? არ მგონია ფულში იყოს საქმე ალბათ გარანტიას ითხოვს ძირიტადის რომელსაც ვერ იღებს ჯერჯერობით და ამათ უკეთესი თუ უნდათ რო მოიყვანონ მთელი გულით მივესალმები ამის წასვლას

ფაქტია ხელს არ აწერს კონტარქტს და ვინმეს გონია რო იუვე რომელიც იგუაინს და დიბალას კვირაში 110 ათას გირვანქას უხდის და ეგენი არიან იმ ჩემპიონატის ყველა მაღალ ანაზღაურებადი იგროკები ემრე ჩანს გადაუხდის ლივერპულზე მეტს? იმ ლივერპულზე რომელიც ლოვრენს უხდის 100 ათასს? არც ის მგონია სერია ა ხიბლავდეს ეპლზე მეტად გამოდის სათამაშო დროის გარანტია უნდა რომელსაც სადაც იღებს იქ მიდის :))) ძაან მარტივადაა საქმე ამიტო ვართ ოპტიმისტურად განწყობილები რო უკეთესის მოყვანის შანსია ამას კიდე სკამი არ უნდა თორე მადლიერება ლივერპულის ფანებზე მეტად რო არავინ არ იცის კარგად უნდა მოგეხსენებოდეთ აქამდეც ;) მითუმეტეს ამ თურქზე, რომელიც ჟილკით და აგრესიით ყველასგან გამოირჩევა და ყველა ხვდება რომ ჰენდერსონზე უკეთესია და მაგას ყველა აფიქსირებს პროსტა კაპიტანია ის და იმდენად ვერ ჯობია რო ის გუნდიდან გაუშვან ან სკამზე დაალპონ მთელი სეზონი და ეს დატოვონ, მაგრამ როგორც ჩანს ისეთის ვარიანტია რომელიც იმასაც და ამასაც დაალპობს სკამზე :)))

და კიდევ ერთი არ დაიწყოთ ვინ ჩემი ფეხებია ჟორჟინიოო თუ ინტერესდებიან ესეიგი საჭიროა მაგის დამატება კაცის რომელიც საყრდენია ნაპოლის სულ ბურთი აქვს მაგარი გრძელი აპსი აქვს და წელს whoscored მიხედვით საერთოდ მსოფლიოში აკეთებს ყველაზე მეტ პასს საშუალოდ თამაშში 94.3 და ამ პასების 90% ზუსტია

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ვინც ფიქრობთ რო კოუტინიოს წასვლა არ დაგვეტყო ამაში ძაან ცდებით და ნუ კაცია და გუნებაო და არ მინდა რა ჯანის წასვლა გუნდიდან,არ დავიწყებ ბევრ მიზეზების ჩამოთვლას მაგრამ ვიტყვი სამს,1)ახალგაზრდაა და სთანდარტულების დროს კარგია,დარტყმაც კარგია ქვს და სხვა არავინ გვყავს ეგეთი ამ პოზიციაზე 2)ამისთვის არ არსებობს მოწინააღმდეგე გუნდში ავტორიტეტი,არ გააჩნია შიში მოწინააღმდეგე გუნდის ვარსკვლავების,პირიქით მათზე თამაში ჯანს გამოსდის ყველაზე კარგად,არ ზოგავს არავის და ზადნის არ აძლევს,დიდ გუნდებთან ძაან კარგია და ამის გამოყენება კლოპს ძაან შეუძლია,3)ლივერპულს ძაან შეჩვეულია და კაცი თითქმის გადასულია სხვაგან,ეხვეწება გუნდები და ეს ლივერპულში თამაშობს დროებით ქვია ამას და გოლებიც გააქ,მსაჯებს ყველაზე მეტს ეჩხუბება,გოლის გატანას ემოციურად აღგნიშნავს და ამით ჩანს რო ჯანს ლივერპული არ კიდია და კლუბიუყვარს

lashafss
VIP Member

ძაან გაურკვეველი ფეხბურთელია რა , 2 ად იყოფა აზრი აშკარად, უბრალოდ რაღაც აკლია მთავარი და ეს სწრაფი აზროვნების უნარია, ხანდახან ისე აფერხებს გუნდს რომ მინდა ზამენაზე იჯდეს და ეს არასტაბილურობა კლავს გუნდს ზუსტად. უნდა წავიდეს ჯერ მარტო იმიტომ რომ უკეთესი ამომტანი უნდა ყავდეს გუნდს დაცვიდან შეტევაში ბურთის... ძალიან კარგია ემრე მაგრამ არა ასეთ ტაქტიკაში ასეთ გუნდში და ასეთი სტილის თამაშისას

mais
მომხმარებელი

დარტყმა კარგი აქვსო საიდან მოგაქვთ. წელიწადში ერთხელ რო კარგი დარტყმა გამოსდის? კარშიც ვერ უშვებს უმეტესობას რასაც არტყამს. პასი ასე თუ ისე გამოსდის ხოლმე (ეგეც ხანდახან). ჩაშლაშიც რაღაც სასწაული არაა, ნორმალური დონისაა მაგ მხრივ. და ჯანი აქვს ეგაა მაგისი ყველაზე დიდი პლიუსი.
რაღაც პლიუსების მიუხედავად მაინც არაა მაღალი დონის მოთამაშე და სავარაუდოდ არც არასდროს იქნება. საფეხბურთო ინტელექტი აკლია. ჯერ დაცვის დროს ბევრჯერ გავუშვით მაგისი შეცდომების გამო გოლი. ხან კაცს არ ჩაყვა ბოლომდე, ხან ვიღაც არ დაფარა და დაარტყმევინა ადვილად და ა. შ.
ყველაზე დიდი მინუსი ის აქვს რო ბურთს როცა იღებს არ იცის რა უნდა გააკეთოს. არ შეუძლია ბურთის განაწილება, ფლანგზე გადატანა როცა საჭიროა და ა. შ. კიდე სივრცეს თუ დაიბახავს შევარდება ხოლმე გეგონება დიდი დრიბლიორი იყოს და მცველი რო გადავა ამაზე ვერ ხვდება რო პასი უნდა გააკეთოს მაგ დროს და პირდაპირ მცველს ასკდება და კარგავს ბურთს.
მოკლედ ამაში მსოფლიო დონის მოთამაშეს ვერ ვხედავ, მაგრამ საჭირო მოთამაშეა მაინც შემადგენლობის სიღრმისთვის.
პ. ს. რანაირად ართმევს ჰენდერსონზე კარგად ჩამშლელის ფუნქციებს თავს. ტყუილად კი არაა ორივე როცა თამაშობს ჰენდერსონი ჩამშლელი და ეს 8.

GoGson
VIP Member

რთული გადასაწყვეტია რა , ძაან არასტაბილურია თორე მომენტებში კარგი ფეხბურთელია ემრე. პროსტა მართლა მიკვირს რაპონტში არ რჩება, ხელფასს დავიჯერო იუვე უფრო მეტს მიცემს ? და დალშე კიდე თამაში ამას არ აკლია და ძირითადი და პერიოდულად კაპიტანიც არი და რავი ტოო.. მართლა იმდენს და ისეთებს შეველიეთ ამის წასვლას გადავიტანთ მითუმეტეს ჟორჟინიო და კეიტა თუ გაამართლებს საერთოდ არც გაგვახსენდება პროსტა ცუდი პონტია რა ასე რო არ აფორმებს და უფასოდ მიდის..

და ეს იუვე კიდე ბარსელონას რო ბაძავს თავისი ულტიმატუმებით სასაცილოა რა, ამ მათხოვარი იტალიელების დედაც, რისი მყიდველები არიან, უფასოდ თუარ გაიჩითა არავის დაითრევენ ეგ პეძიკები. ჯიჯის ბოდიში ))))))))

LM10
მომხმარებელი

ციტატა: Duck.
ვერ აფასებთ ემრეს და წავა და ერთერთი საუკეთესო გახდება და ვინანებთ

Dodola igrokia amaas felainic jobs

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.
პირდაპირი ტრანსლაცია

ამხანაგური მატჩი


  • ჩესტერი
  • VS

    07.07.2018


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 4:0

    13.05.2018


  • ბრაიტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
ვის გულშემატკივრობთ მუნდიალზე?
მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - რეალი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze